სურახანა
სურახანა ავტორი: ტერენტი გრანელი |
მე მივდიოდი სურახანისკენ,
მე დაღალული და მე სიზმარი.
ხანდახან ასე, ხანდახან ისე,
ყველა მიმზერდა, აქეთ ვინც არი.
მე მივდიოდი სურახანისკენ,
მე დაღალული და მოქანცული.
ხანდახან ასე, ხანდახან ისე,
მე მიზიდავდა ერთი ქალწული.
რესურსები ინტერნეტში
edit[Category:Georgian]]