უბინაო დედა
უბინაო დედა ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
როს შეგხედე,
გულს მოედო სევდა
რაღაც მწარე,
თვალს ბურუსი ხვევდა.
იმ ყოფაში
არ მენახე, ნეტა,
ბავშვის დედა,
უბინაო დედა!
მთელი ქვეყნის
რას გიზამდათ მტრობა,
რომ გქონოდათ
ერთი მტკიცე გრძნობა:
საარაკო
ბრძოლის ნებისყოფა,
ბავშვის დედა,
უბინაო დედა!
რესურსები ინტერნეტში
edit*უბინაო დედა