უკვე გათავდა გუგუნი ქარის
უკვე გათავდა გუგუნი ქარის ავტორი: ტერენტი გრანელი |
უკვე გათავდა გუგუნი ქარის,
მე მიყვარს ვარდი და უფრო ია.
შორიდან მესმის, ვიღაცა ქალი
თუ როგორ უკრავს ახლა როიალს.
და ჩემს გარშემო ისევ არიან,
ახლა არ მინდა შენი ხსენება.
ღამეა, ვწევარ და მიხარია
მე ხვალინდელი დღის გათენება.