შემდგომად განყოფისა სამეფოსა სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ
editუწყებულება მკითხველთათჳს
editუწყებულ იყავნ, რამეთუ ბრწყინვალეს მეფის გიორგის ცხორება და მას ქუეითთა მეფეთა არღარა მოიპოების. გარნა საგონებელ არს, რამეთუ ყოფილ არს ცხორება მისიცა და სხუათა მეფეთაცა განყოფილებისადმდე, ვინაჲთგან ცხორებასა შინა სწერს, რამეთუ ამან ბრწყინვალემან გიორგი რავდენ გონიერად ჰყო ბრძოლანი ანუ შემატებანი სამეფოსანი.
კუალად იტყჳს: "განდგა სარგის ჯაყელი და არღარა იქმნა შეერთება მესხთა, ვიდრე ბრწყინვალის გიორგისამდე, და ამან დაიპყრნა მეხსნი. ეგრეთვე კავკასთა და ოვსთათჳს იტყჳს განსხმასა და დამორჩილებასა, ამით უკეთუ არა იყო ცხორება, არა ძალ-ედვა წინათვე აღწერად ქმნულთა მისთა. გარნა აღწერილნი ესენი შემდგომად მისსა იხილვებიან, გარნა იყო და წარწყმდა, ვითარცა ნაკლულევან არს მეფის ვახტანგისა და ბექას-მიერნი თურქთა ზედა ძლევანი და ყეენებთა შეუსრულებლობანი. კუალად ანუ შურითა ურთიერთთა შემდგომად განყოფისა უჩინო ჰყვეს გუარობისათჳს, და ამისთჳს საჭიროდ იქმნა მას ქუეითთა მეფეთა აღწერათა წარმოჩინებანი. გარნა ერთმეფობასა წარმოაჩინებს აწცა სამნი ხილულნი ესენი, ვინაჲთგან იყო ყოველი ივერია ქართლის მეფისა ქუეშე პყრობასა: პირველი, უკეთუ ჰკითხო ვისმე ქართველსა ანუ იმერსა, მესხსა, და ჰერკახსა რა რჯული ხარ, წამს მოგიგებს: "ქართველი". მეორედ, არს ამათ ყოველთა წიგნი და ენა ერთი-იგივე ფარნაოზ პირველისა მეფისაგან ქმნული: და ჰკითხო რა წინთქმულთა მათ კაცთა: "რა ენა და წიგნი უწყი", მოგიგებს მყის: "ქართული". რამეთუ არა იტყჳს, არცა რჯულსა, ენასა და წიგნსა იმერთასა, ანუ მესხთა და ჰერ-კახთასა, არამედ ქართულსა. მესამედ: არასადამე ვიხილავთ დიდთა შენებულთა და ეკლესია-მონასტერთა ანუ ხატთა და ჯუართა ძჳრფასთა, რომელთა ზედა იყოს სხუათა მეფეთა სახელნი, თჳნიერ: "ჩუენ მეფემან საქართველოსამან ანუ ქართლისამან ანუ აფხაზეთისამან", რომელთა ზედა წერილ არიან ქუათა, ხატთა და ჯუართა ზედა.
კუალად ესეცა ნიშნი არიან, რომელნი უპყრავს მეფესა ქართლისასა ჰერკახთა ყარაია და ლილო, იმერთა ლიხის მთას იქითი, სამცხისა, ტაშისკარს ზეითი ტბისყურ-ფანავრისამდე, სომხითისა აბოცი და სხუანი, რომელნი შიხის ძეთა მიუღეს. არამედ ესენი საკმაო არიან აღმოჩენად. გარნა გლეხთა უწიგნოთაცა უწყიან ძლიერება გორგასლისა, დავით აღმაშენებელისა და თამარ მეფისა. გარნა შურითა ურთიერთთა და გარეშეთა მტერთაგან იქმნა განყოფილება, ვითარცა დავითისა და ნარინ-დავითისა და მათ ქუეითთა. ეგრეთვე და ამის მიერ სახილველ არს არღარა წარწერა შემდგომის ცხორებისა მწერალთა მიერ თნებითა მათ მეფეთათა. არამედ თუმცა ვიხილავთ გუჯართა, სიგელთა და საეკლესიოებთა წიგნებთა შინა ქორონიკონებთა მათთა, რომელი აღუწერიათ ბრწყინვალის გიორგიდამ, ვიდრე ჩუენამდე ყოველთა მეფეთა და მთავართა, და სხუასა ვიუწყებთ ჴსოვნა-მოთხრობათა და მცირეთა ცხორებათა მათთათა წარწერითაცა. არამედ განრჩევა საჭიროდ არს და უჴმს შრომა დიდი. გარნა ამის განრჩევისათჳს წარმოვსთქუათ ბრწყინვალეს გიორგიდამ ვიდრე ჩუენადმდე.
ხოლო აღუწერიათ ცხორებაცა სახელითა ლევანის ძის მეფის ვახტანგისათა, რომელი არა საგონებელ არს მის მიერ. გარნა თუმცა ბრძანებითა მისითა არს, არამედ მას თჳთ არღარა განუხილავს ვითარება მისი, ვინაჲთგან სწერს ბაგრატიონთ ნათესაობა-შთამომავლობასა შინა სხუას ქორონიკონებსა, რომელნი ჩუენი აქ წერილის ქორონიკონებისაგან არიან. ხოლო ცხორებასა შინა სწერს ბრწყინვალეს გიორგის თავდადებულის ძედ და ძედ გიორგისად ბაგრატს. და ამ ბაგრატის ჟამს იტყჳს თემურის მოსლვასა, ამას ქორონიკონს უწერს ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟგ, ქარ{თულსა} ჟ̃ა, და ამ ბაგრატის ძედ გიორგის, და სიკუდილსა ამ გიორგისასა სწერს ქ{რისტე}სა ჩ̃ტნე ქარ{თულსა} მ̃გ. და ნათესაობასა შინა ამასვე ქორონიკონსა ამ გიორგის ძის დავითის მეფობას იტყჳს, და ამ მეფეთ ქორონიკონსა და ცხოვრებასა სხუას არღარაჲსა სწერს, ვინაჲთგან ვერრა უპოვნიათ, რამეთუ მუნვე სწერს: "ვერ ვპოვეთ ბრწყინვალე გიორგის ცხორება". ხოლო გიორგის ძედ დავითს და სიკუდილსა ამ დავითისასა ქ{ორონი}კ{ონ}ს ჩ̃ტჲბ, და ამ დავითის ძედ ალექსანდრეს. ხოლო ნათესაობასა შინა ამ ალექსანდრეს მეფობას იტყჳს ქ{რისტე}სა ჩ̃ტობ, ქარ{თულსა} ჲ̃, და ცხორებასა შინა სიკუდილსა ამ ალექსანდრესასა ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟგ: და ამის ძედ გიორგის და ამ გიორგის მეფობას ნათესაობასა შინა ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟე, ქარ{თულსა} ჟ̃გ.
არამედ იხილე, ვითარ წინააღმდგომ არიან ურთიერთთა. რამეთუ იტყვჳს ნათესაობასა შინა ბაგრატის ძის გიორგისამდე "გარდაჴდენ წელნი რ̃კდ". და რუსუდანის მეფობას იტყჳს მუნვე ქსა ჩ̃სპგ, ამას რომ რ̃კდ დავადვათ, იქმნების ჩ̃უზ წელი, რომელი გარდასცილდების ალექსანდრეს სიკუდილს ჩ̃ტჟგ და გიორგის მეფობას ჩ̃ტჟე; ქარ{თულსა} პ̃გ. ამით ამათნი ზეითნი მეფენი ტყუილნი არიან და უკეთუ რ̃კდ წელი რუსუდანის სიკვდილს დამადვათ იქმნების ქ{რისტე}სი ჩ̃ტჲა, ქარ{თულსა} მ̃თ: ეს მისწუდების დავითის მეფობის წელს ჩ̃ტნე, ქარ{თულსა} მ̃გ. კუალად გარდასცილებდის ექუსი წელი, და კუალად რუსუდანის მეფობის ქორონიკონიდამ დავითის გამეფებამდე დაშთების ო̃ბ წელი. და მეფენი არიან ხუთნი. ეს რომ გაუყოთ, მიხუდების თითოს ი̃დ წელნი, და ესე დაუჯერებელ არს ძეთა სხმად, რამეთუ არიან ძენი ერთი-ერთისა, ხოლო იგივე ქორონიკონი აქ წერილს ქორონიკონს მისწუდების, დიდის ბაგრატისაგან სუანთ მოწყუედასა და თურქთაგან სამცხის მორბევასა.
კუალად ბაგრატის ქორონიკონი თემურის მოსლვისა და ალექსანდრეს სიკუდილისა ქ{რისტე}ს ჩ̃ტჟგ წინააღდგომ არიან, რამეთუ ანუ ბაგრატისად ჯერ არს ანუ ალექსანდრესად, ვინაჲთგან პაპის მამისა და ძის-ძის-ძის მეფობის ქორონიკონი ერთბამად ურწმუნო არს, და მათთა ქორონიკონებსაცა წინააღუდგების, რამეთუ ძენი უწინარეს ყოფილან პაპისაგან, არამედ ჩ̃ტჟგ ქორონიკონი, მოწმობითა ყოველთა მემატიანეთათა, თემურისა და დიდის ბაგრატისა არს. და ამ დიდის ბაგრატის მამა დავით იყო, რომელსა მოწმობს გუჯარი ბარათიანთა ბეთენიასი, და დავითის მამა თავდადებულის ძე ბრწყინვალე გიორგი იყო, რომელსა მოწმობს ნათესაობის რ̃კდ წელი. რუსუდანის გამეფებიდამ რომ დავადვათ, იქნების ქრისტესით ჩ̃ტლე წელი და ბრწყინვალე გიორგის მეფობა.
ხოლო ესე ალექსანდრე, ბაგრატ მიქელ მეფის ძე არს, და ამის მიერ ვერ გაურჩევიათ, ვინაჲთგან ორნი ბაგრატ ერთ ჟამს იყვნენ და ნათესაობის ქორონიკონი ჩ̃ტობ, ქარ{თულსა} ჲ̃ ამ ალექსანდრეს მეფობა რომ არს. მიქელ მეფის ძის ბაგრატის სიკუდილისა და ალექსანდრეს გაერისთავებისა არს, რომელნი იმერეთს აღვსწერეთ, და დიდის ბაგრატის ჟამი არს მეფობისა. ხოლო ამ დიდის ბაგრატის ძე არს გიორგი და არა ალექსანდრე, და რომელი გიორგი მათ ალექსანდრეს ძედ დაუწერიათ და ამ გიორგის სიკუდილის ქორონიკონი ცხოვრებასა შინა, ქ{რისტე}სი ჩ̃უიბ ესევ ალექსანდრეს გამეფებისა, ეს არც გიორგისა და არც ალექსანდრესი არს ქორონიკონი, არამედ კოსტანტინესი გიორგი მეფის ძმისა, დიდის ბაგრატის ძისა და ნათესაობასა შინა წერილი რ̃უიდ, ქარ{თულსა} რ̃ბ გამეფება არს ალექსანდრე მცხეთის აღმაშენებელისა, და ამის მამა გიორგი მოკლეს თურქთა ქ{რისტე}სა ჩ̃უზ, ქარ{თულსა} ჟ̃ე.
ხოლო კუალად სწერს ცხოვრებაში გიორგის ძედ ალექსანდრეს, და სიკუდილსა ამ ალექსანდრესასა ქ{რისტე}სა ჩ̃უით, და ამ ალექსანდრეს ძედ ვახტანგს. ხოლო ნათესაობასა შინა მეფობასა ვახტანგისასა ქ{რისტე}სა ჩ̃უმგ, ქარ{თულსა} რ̃ლა.
და ეს არს ვახტანგის მეფობის მეორე წელი და ცხოვრებასა შინა სიკუდილსა ვახტანგისასა ქ{რისტე}სა ჩ̃უმე. მერმე ძმასა ვახტანგისასა გიორგის და ამის მეფობის ნათესაობასა შინა სწერს ქ{რისტე}სა ჩ̃უმე. ქარ{თულსა} რ̃ლგ და ცხოვრებასა შინა გამეფებასა ამასვე. ხოლო სიკუდილსა გიორგისასა ქ{რისტე}სა ჩ̃უნე, და ამ გიორგის ძედ ბაგრატს; ამას ნათესაობასა შინა მეფობასა უწერს ქ{რისტე}სა ჩ̃უნე, ქარ{თულსა} რ̃მგ, და ცხოვრებაში სიკუდილსა ბაგრატისასა ქ{რისტე}სა ჩ̃უჲა; და ამ ბაგრატის ძედ კოსტანტინეს და სიკუდილსა კოსტანტინესსა ქ{რისტე}სა ჩ̃უჲჱ. მერმე კოსტანტინეს ძმად სწერს ალექსანდრეს და სიკუდილსა ამ ალექსანდრესსა ქ{რისტე}სა ჩ̃უჟბ. ხოლო ნათესაობასა შინა ამათსა არა რაჲსა, ვინაჲთგან ვერა რაჲ უცნიათ: და ამ ალექსანდრეს ძედ კოსტანტინეს და ნათესაობასა შინა მეფობასა შინა ამისსა ჩ̃უჟბ, ქარ{თულსა} რ̃პ. ხოლო ცხოვრებაში სიკუდილსა, ჩ̃ფი: და ამ კოსტანტინეს ძედ დავითს და სიკუდილსა დავითისსა ქ{რისტე}სა ჩ̃ფმბ და ნათესაობასა შინა არცა ამათსა რაის აღწერს:
მერმე ძესა დავითისასა ლუარსაბს და სიკუდილსა ლუარსაბისასა ქ{რისტე}სა ჩ̃ფოდ და ძესა ლუარსაბისასა სჳმონს და ნათესაობაში გამეფებასა ამისსა ქ{რისტე}სა ჩ̃ონვ, ქარ{თულსა} ს̃მვ, რომელი არს სიკუდილი ლუარსაბისა და ცხოვრებაში სიკუდილსა სჳმონისასა ქ{რისტე}სა ჩ̃ქ. და ამათ ქუემოთა ქორონიკონთა არღარა სწერს. ხოლო ალექსანდრეს სიკუდილისა და ვახტანგის გამეფების ქორონიკონი ჩ̃უით, არცა ერთისა არს მათი, არამედ ალექსანდრეს მცხეთის აღმაშენებელის მეფობის ჟამი არს. ხოლო ვახტანგის სიკუდილისა და გიორგის გამეფებისა ქორონიკონი ჩ̃უმე სწორე არს, რომელსა ნათესაობის ქორონიკონიცა ემოწმების. კუალად გიორგის სიკუდილისა და ბაგრატის გამეფების ქორონიკონი ჩ̃უნე არა ჭეშმარიტ, რამეთუ ბაგრატ არა გიორგის ძე არს, არამედ დიმიტრისა, იმერთ ერისთავისა. ხოლო ამ გიორგის ძე კოსტანტინე იყო და გიორგი მოკუდა და გამეფდა კოსტანტინე ქ{რისტე}სა ჩ̃უჲთ და ქორონიკონი იგი გიორგისა არს.
ხოლო ბაგრატისა და ძისა მისისა ალექსანდრესი და მას ქუეითნი იმერთანი მუნვე მათთანა აღგვიწერიან ქორონიკონნიცა. არამედ გიორგის ძის კოსტანტინეს სიკუდილი და დავითის ძისა მისისა გამეფების ქორონიკონი ჩ̃ფდ წერილი ერთ ნაკლები არს და დავითის სიკუდილი და ძმისა მისისა გიორგის გამეფება ქ{რისტე}სა ჩ̃ფკზ არა გამეფება არს, არამედ მეფობის ქორონიკონი.
ეგრეთვე ლუარსაბის ქორონიკონი ჩ̃ფმბ არა გამეფება არს, არამედ მეფობა და სჳმონ მეფისა ჩ̃ფჲ სჳმონის გამეფების მეორე წელი არს. არამედ ესრეთ ქორონიკონნი ესენი უსწორო და წინააღმდეგნი არიან და არცა განყოფასა ვითარ ქმნასა და არცა იმერთა და კახთა მეპატრონეთა ჩამომავლობასა სწერს. ხოლო ამას რა განვიხილავთ, ფრიად უსწორო არიან, ვინაჲთგან სიკუდილსა თავდადებულისასა ვსცნობთ და მას ქუეითთა მეფეთა ბრწყინვალის გიორგისამდე ცხოვრებისაგან აღრიცხჳთა წელთათა რამეთუ მივსწუდით; გამეფდა ბრწყინვალე გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ტიჱ, ქარ{თულსა} ვ̃ და ამის ქუეითსა ვიუწყებთ გუჯართა, სიგელთა და ძუელთა ქორონიკონებთაგან, ჩ̃ტკგ, ქარ{თულსა} ი̃ასაგან ვიდრე ჩუენდამდე.
ხოლო მეფობასა დავით ბრწყინვალე გიორგის ძისასა და დავითის ძის დიდის ბაგრატისასა და სიკუდილსა ბაგრატისასა და ამ ბაგრატის ჟამსა ორგზის მოსლვასა თემურისასა, რომელი იყო პირველი ქ{რისტე}სა ჩ̃ტპზ, ქარ{თულსა} ო̃ე და მეორე ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟდ, ქარ{თულსა} პ̃ბ, არამედამით ალექსანდრე, რომელი აღუწერიათ ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟგ ქართლის მეფედ. გარნა თუ ერთს ქორონიკონს იყვნენ დიდი ბაგრატ და ალექსანდრე, არა არიან ერთ მეფედ, არამედ შეცთომილად აღწერილი და მის ზეითნი მეფენიცა, რამეთუ ალექსანდრე იყო იმერთა და გიორგიცა ძმა მისი ამისი შემდგომი. ვინაჲთგან ვიხილავთ სიკუდილსა გიორგისასა ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟბ, ქარ{თულსა} პ̃, და დიდისა ბაგრატის სიკუდილსა ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟე ქარ{თულსა} პ̃გ. ესრეთ ალექსანდრე და გიორგი დიდის ბაგრატის ჟამსა შინა იხილვებიან ამისთჳს არა იქმნებიან ზოგად სამნი მეფენი, ორნი იგი იმერთა და დიდი ბაგრატ ქართლისა. ხოლო არა იგი არს ბრწყინვალე გიორგი, რომლისად სწერს ძედ მისად ბაგრატს, რომელთათჳს არცა ქორონიკონნი აღუწერიათ, არამედ იგი არს, რომლისა სიკუდილი აღუწერიათ ქ{რისტე}სა ჩ̃ტნე, და ძედ მისად დავით. და მას ზეითნი მეფენიცა ტყუვილად არიან. ხოლო ამ დავითის ძე იყო დიდი ბაგრატ, რომლის ჟამსა შინა მოვიდა თემურ.
და რადგან ამ ქორონიკონსა ზედა მოვიდა მეორედ თემურ, ამით ალექსანდრეს ქორონიკონი იგი მტყუარ არს და სცბის. ხოლო დიდის ბაგრატის ძე იყო გიორგი, ვითარცა ვიხილავთ ქორონიკონთა, გუჯრებთა და სიგლებთა დავითისასა და დიდის ბაგრატისასა და გიორგისასა.
კუალად მოკუდა მეფე ალექსანდრე ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟბ, ქარ{თულსა} ო̃ზ. კუალად მოკლეს მეფე გიორგი მეგრელთა ქ{რისტე}სა ჩ̃ტჟბ, ქარ{თულსა} პ̃. და კუალად მოკლეს მეფე კოსტანტინე ჩალაღანს ქ{რისტე}სა ჩ̃უა, ქარ{თულსა} პ̃თ. და კუალად დიდი ომი იყო, მოკლეს მეფე გიორგი თურქთა და ძმა მისი კოსტანტინე მეფედ იქმნა ქ{რისტე}სა ჩ̃უზ, ქარ{თულსა} ჟ̃ე და ესრეთ ვიხილავთ ალექსანდრეს და გიორგის მეფეთა დიდის ბაგრატის მეფის ჟამსა შინა. ხოლო კოსტანტინე მეფესა გიორგი მეფის ჟამსა შინა ყოფასა და სიკუდილსაცა, რომელნი ამ ქორონიკონებითა არა არიან ერთ მეფედ. არამედ ალექსანდრე, გიორგი და კოსტანტინე ძენი ბაგრატისანი, მიქელ მეფის ძენი და იმერთა მეფენი. ხოლო გიორგი და კოსტანტინე დიდის ბაგრატის ძენი და ქართლის მეფენი და გიორგის ძე არს ალექსანდრე, მცხეთის აღმაშენებელი, ვითარცა გუჯარსა შინა ბარათიანთასა, რომელი არს ბეთენიას, სწერს: "მეფემან ალექსანდრე, ძემან გიორგი მეფისამან განჰყარნა სამნი ძმანი: აბაში, გუგუნა და დავით". და უკეთუ არა ესრეთ იყოს, არა არიან წელიწადნი ეგოდენნი, ვითარმედ ექუსნი მეფენი მეფობდნენ ურთიერთთა ძენი, რამეთუ გამეფდა ბრწყინვალე გიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ტიჱ, ქარ{თულსა} ვ̃, და ალექსანდრე, მცხეთის აღმაშენებელი, გამეფდა ქ{რისტე}სა ჩ̃უიდ, ქარ{თულსა} რ̃ბ. და ამ ქორონიკონთა შორისნი წელნი არიან ჟ̃ვ. ესე განყოფილი თჳთოთა ამა მეფეთა გიორგის, ბაგრატს, გიორგის, დავითს, ალექსანდრეს და გიორგის მიხუდებიან წელნი ი̃ვ. და ამათ წელთა არა შესაძლებელ არს შობად ძეთა, და მეორე მეორისაგანცა, ვინაჲთგან არიან ყოველნი პირველისა მეორე ძენი და არცა ერთი ძმა ალექსანდრეს მცხეთის აღმაშენებელის ქუეითამდე.
ხოლო კუალად ბრწყინვალეს მეფის გიორგისაგან, ვიდრე სჳმონ მეფისამდე არიან წელნი ს̃კჱ, და მეფენი ი̃გ; რომლისა არა სარწმუნებელ არს შობად ძეთა გონიერისაგან, ვინაჲთგან თჳთოთა ამათ მეფეთა მიხუდების წელნი ი̃ე, რომელნი ერთნი მეორისა ძენი არიან: კუალად უკეთუ ჭეშმარიტობს, რად არა იტყჳს ქმნულებასა მათთა. არამედ იტყჳს: "მეფა და მოკუდა". და სხუასა არღარა რასა. კუალად არცა მოწმობს ქორონიკონთა და, რომელთა მოწმობს, უსწორონი და წინააღმდგომნი არიან ერთი მეორისა, ვითარცა ვიხილეთ, და ამისთჳს არა ჭეშმარიტ, და რომელნი აღვწერეთ ჩუენ, უკეთუ არა ესრეთ იყოს, არცა ჭეშმარიტ იქმნებიან გუჯარნი, სიგელნი და ქორონიკონნი, და ამისთჳს უმჯობეს არს რწმუნებად ესევე, ვიდრეღა წართქმისა უმოწმოსა, ვითარცა მუნ, არცა ერთისა მოწმობისა მომჴსენე არს.
ხოლო ალექსანდრე მცხეთის აღმაშენებელის ქუემოთნი და მისნი ქორონიკონნი, გუჯარნი და სიგელნი მრავალნი არიან, ვითარცა ესენი, რამეთუ შემდგომად მეფის გიორგისა დიდის ბაგრატის ძისა, მოკლეს მეფე კოსტანტინე თურქთა ქ{რისტე}სა ჩ̃უიდ, ქარ{თულსა} რ̃ბ. და დაჯდა ალექსანდრე მეფედ, ძე გიორგი მეფისა. არამედ ქმნულება და სიკუდილი ამ მეფისა იხილვების, რომელმან მეფა წელი კ̃ჱ, ხოლო ცხოვრებაში აღუწერიათ წელი ზ̃, რომელი არა შეეტყუების ქმნულებასა მისსა და არცა გუჯართა მოწმობასა, ვინაჲთგან სწერს: "მეფობისა ჩუენისა ი̃, ი̃ე, პ̃, ინდიქტიონსა, გიწყალობეთ".
კუალად ძისა მისისა ვახტანგისა: "სამი წელი მეფა და მოკუდაო". არამედ ქორონიკონი აღუწერიათ ლ̃ვ წელი მეფობისა და ნათესაობასა შინა სხუა, და ესრეთ შეუსწორებელი არს.
ხოლო ვახტანგის ძმის და ალექსანდრეს ძის გიორგისასა სწერს ი̃ წელს მეფობასა, რომელმან მეფა კ̃დ წელი, ქორონიკონთა და გუჯართა მოწმობითა, რამეთუ სწერს: ჩუენ გიორგი მეფემან ი̃ე ინდიქტიონს გიწყალობეთ და ამ გიორგის ძედ ბაგრატს და მეფობასა ბაგრატისასა ვ̃ წელსა. არამედ ესენი არა ესრეთ არიან ქორონიკონთა მოწმობითა, ვითარცა ვიხილავთ ამას. მეფე გიორგი და ბაგრატ შეიბნენ ჩიხორს და ბაგრატს გაემარჯუა ქ{რისტე}სა ჩ̃უჲბ, ქარ{თულსა} რ̃ნ. იხილე, რამეთუ ბაგრატს არა იტყჳს მეფედ, ვინაჲთგან ერისთავი იყო.
კუალად გიორგი მეფე თავრიჟ გილაქმან და თემურ მოაოჴრეს ქ{რისტე}სა ჩ̃უჲგ. ქარ{თულსა} რ̃ნა.
კუალად გიორგი მეფე შეიპყრა ყუარყუარე ათაბაგმან ფანავარსა ზედა ქ{რისტე}სა ჩ̃უჲე. d_b ქარ{თულსა} რ̃ნგ.
კუალად ბაგრატ მეფემან ქართლი დაიპყრა ქ{რისტე}სა ჩ̃უჲვ, ქართულსა რ̃ნდ. და კუალად გიორგი მეფე მოკუდა ქ{რისტე}სა ჩ̃უჲთ, ქარ{თულსა} რ̃ნზ.
და კუალად ბაგრატ მეფე მოკუდა ქ{რისტე}სა. ჩ̃უოჱ, ქარ{თულსა} რ̃ჲვ, ამათგან არა ძე გიორგისა არს ბაგრატ, რამეთუ ერთ ჟამს არიან მჴდომნი და მბრძოლნი ურთიერთთა. არამედ ბაგრატ ძე არს დიმიტრისა, ალექსანდრეს ძისა იმერთასა. ხოლო ეს გიორგი ძე ალექსანდრე მცხეთის აღმაშენებელისა და ამ გიორგის ძე არს კოსტანტინე, ვინაჲთგან ცხადად ქორონიკონი სწერს ბაგრატის ძედ ალექსანდრეს. გარნა თუმცა ვიხილავთ სიგელთა და გუჯართა, ვითარმედ: "ჩუენ მეფემან ბაგრატ ქართლისამან, იმერთა, კახთა, სამცხისა, რანისა, შარვანისა, და შაანშისამან". არამედ, ვინაჲთგან დაიპყრა ქართლი და ერჩდენ კახნი და მესხნიცა, ამისგან ჩუეულებითა წინათივე სწერდა, ხოლო ბაგრატის ძედ კოსტანტინეს, და ამ კოსტანტინეს ძმად ალექსანდრეს, და ამ ალექსანდრეს ძედ კუალად კოსტანტინეს. არამედ ესე მეფე კოსტანტინე იგივ კოსტანტინე არს, ძე გიორგი მეფისა და მამა დავით მეფისა და გიორგისა. ხოლო ალექსანდრე ძე ბაგრატისა და ალექსანდრეს ძე ბაგრატ, რომელმან შეიპყრა ყუარყუარე ათაბაგი, ცხადად საჩინო არს. ხოლო ცხოვრებაცა რომელი აღუწერიათ, ამის კოსტანტინესივე არს მოსლვანი ყეენებთა, რომელსა სწერს: "მივიდა კოსტანტინე თათრებთა შინა".
კუალად ქართლი დაიპყრა კოსტანტინე მეფემან, ქ{რისტე}სა ჩ̃უოთ: ქარ{თულსა} რ̃ჲზ.
კუალად კოსტანტინე მეფე ჯავახეთს მიუჴდა და დადიანი თანა ახლდა ქ{რისტე}სა ჩ̃უპა, ქარ{თულსა} რ̃ჲთ. ესე ბაგრატისა და ალექსანდრეს მჴდომი და წინააღმდგომი არს, და ვითარი ძე არს.
და კუალად გამეფდა ალექსანდრე, ქუთათისი აღიღო ქ{რისტე}სა ჩ̃უპდ ქარ{თულსა} რ̃ობ. კუალად კოსტანტინე მეფემან ქუთათისი აღიღო ქ{რისტე}სა ჩ̃უპზ, ქარ{თულსა} რ̃ოე. კუალად ქუთათისი დაიპყრა ალექსანდრე მეფემან ქ{რისტე}სა ჩ̃უპთ, ქარ{თულსა} რ̃ოზ.
და კუალად მეფობდა კოსტანტინე ქ{რისტე}სა ჩ̃უჟბ, ქარი რ̃პ და კუალად მოკუდა კოსტანტინე მეფე ქ{რისტე}სა ჩ̃ფე, ქარ{თულსა} რ̃ჟგ. და კუალად ალექსანდრე მეფემან, ძემან ბაგრატ მეფისამან, გორი დაიპყრა ქ{რისტე}სა ჩ̃ფთ, ქარ{თულსა} რ̃ჟზ. კუალად მოკუდა მეფე ალექსანდრე და ძე მისი ბაგრატ გამეფდა, ქ{რისტე}სა ჩ̃ფი, ქარ{თულსა} რ̃ჟჱ. და ამისგან ცხადად საჩინო არს, რამეთუ არა ძე არს, არამედ ამის მამა სხუა და იმისი მამა სხუა, ვითარცა აღვსწერეთ, ეგრეთცა იცნობების ჭეშმარიტად, რამეთუ ბაგრატ და ალექსანდრე იმერთა მეფენი, ხოლო ესე კოსტანტინე ქართლის მეფე.
კუალად მეფის კოსტანტინეს ძეს დავითს სწერს: "გამეფდაო ქ{რისტე}სა ჩ̃ფი, რომელი ბაგრატ იმერეთის მეფის გამეფება არს. არამედ ჩუენ ვპოვეთ მეფის კოსტანტინეს სიკუდილის ქორონიკონი და ავ-გიორგისაგან მამისა თჳსისა სიკუდილი, და თჳთ მის ავ-გიორგის სიკუდილი.
და კუალად წარმოვიდა ყეენი ოჴრებად ქართლისა ქ{რისტე}სა ჩ̃ფიჱ. ქარ{თულსა} ს̃ვ, და დავით მეფემან ძე თჳსი რამაზ მიაგება და დაიჴსნა ქართლი ოჴრებისაგან. ხოლო ყეენი ესე იყო შაჰ-ისმაილ, რამეთუ სპარსთა აღწერილის ქორონიკონთაგან გამოვირიცხვეთ და შაჰ-ისმაილის გამოჩინება იქმნა ქ{რისტე}სა ჩ̃უჟთ, ქარ{თულსა} რ̃პზ. და სიკუდილი მისიქ{რისტე}სა ჩ̃ფკგ, ქარ{თულსა} ს̃ია. ამით არა არს იგი ქორონიკონი დავით მეფისა, არამედ სიკუდილი კოსტანტინე მეფისა ქ{რისტე}სა ჩ̃ფე, და გამეფება დავით მეფისა.
ხოლო დავით მეფევე კუალად მეფობდა შაჰ-ისმაილის მოსლვის უკან, ვითარცა აჩენს ბარათიანთ გაყრის ქორონიკონი, წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ფკგ, ქარ{თულსა} ს̃ია "ზე ადიდნეს ღმერთმან მეფე დავით, ერგო გუგუნას ეს და გერმანოზს ეს".
ხოლო შემდგომად დავით მეფისა იყო გიორგი მეფე, დავით მეფის ძმა, რამეთუ შაჰ-ისმაილის მოსლვა ლუარსაბ მეფის ჟამს აღუწერიათ. არამედ მეფის ლუარსაბის ზოგი ცხოვრება და სიკუდილი მისი საჩინოდ არს ქორონიკონთა შინა და ამ ქორონიკონებთა რიცხჳთ არა არს ლუარსაბის ჟამსა შაჰ-ისმაილის მოსლვა, ვინაჲთგან გიორგის მეფობა სრულიად არღარა იქმნების დავითისა და ლუარსაბის ქორონიკონებთ გამო, არამედ ჩუენთა ქორონიკონთა შინა შაჰ-ისმაილის მოსლვა წერილ არს: "დევალ მოვიდა, ქართლი და სამცხე მოსტყუევნნა ქ{რისტე}სა ჩ̃ფკბ, ქარ{თულსა} ს̃ი". გარნა სპარსთა და ზოგთა ჩუენთა შინაცა შაჰ-ისმაილის მოსლვად აღუწერიათ და ჩუენცა ეგრეთვე აღვწერეთ. არამედ თუმცა ლუარსაბ მუნ ბრძოლასა შინა მჴნე-ახოვნად იყო, გარნა დავითვე იყო მეფედ, რამეთუ ლუარსაბის გამეფებას სწერს ქ{რისტე}სა ჩ̃ფმბ და სიკუდილსა ქ{რისტე}სა ჩ̃ფოდ, რომლისა მეფობა იქმნების ამით ლ̃ბ წელი. არამედ შაჰ-ისმაილ მოვიდა ქართლს ქ{რისტე}სა ჩ̃ფკბ: და მოკუდა შაჰ-ისმაილ ქ{რისტე}სა ჩ̃ფკგ. ამით არა არს ლუარსაბ ჟამსა შინა შაჰ-ისმაილისასა და შესცთების მეფობისა წელსაცა, რამეთუ მეფე ლუარსაბ მოკუდა, ცხად არს ქ{რისტე}სა ჩ̃ფნჱ, ქარ{თულსა} ს̃მვ. და ამ ქორონიკონსა და შაჰ-ისმაილს შორის წელნი არიან ლ̃ზ, და ესრეთ წინააღმდგომ არს სპარსთა და ჩუენთა ქორონიკონებთა.
ხოლო დიდის სჳმონ მეფისა და დაუთხანისა და კუალად მისვე სჳმონ მეფისა და გიორგისა ძისა მისისა და ლუარსაბისა გიორგის ძისა, რომლისა მეფობა ნათესაობასა შინა აღუწერიათ ქ{რისტე}სა ჩ̃ქზ, ქარ{თულსა} ს̃ჟე და ბაგრატისა, დაუთხანის ძისა, და სჳმონისა, ბაგრატის ძისა, სრულიად ჩუენთა ქორონიკონებთა სპარსთაგან და გუჯართა და სიგულთაგან გვიქმნიეს. ეგრეთვე როსტომ მეფისა და მისი შემდგომი ჩუენამდე ჴსოვნა ქორონიკონთაგან და ცხოვრებათაგან მათთა შევაზავეთ.
ხოლო იმერთა მეფეთათჳს, რამეთუ ნარინ-დავით მეფის ძენი კოსტანტინე და მიქელ, ცხადად წერილ არს ცხოვრებასა შინა ჩუენსა, და ძისა მიქელ მეფისასა იტყჳს ქორონიკონი. "მიქელ მეფის ძემ და არა მეფემან ბაგრატ, ყუარყუარეს ასული შეირთო ცოლად ქ{რისტე}სა ტნჱ, ქარ{თულსა} მ̃ვ, არამედ ამის გამო და წინჴსენებულთა მეფეთა სხუაობითა მივსწუდით ყოფად ნარინ დავითის ჩამომავლობად. გარნა ეს მიქელ მეფის ძე ბაგრატ გიორგისა, დავითისა და დიდის ბაგრატის ჟამებთა იყო, და ამ მეფეთა ერთმთავრობით მეფობა ყოვლისა ივერიისა ცხადად საჩინო არს, ვინაჲთგან არცა მეფედ სწერს ბაგრატს. ამის მიერ ესრეთ აღვწერეთ: ხოლო მეფისა ძის ბაგრატის ძეთა ალექსანდრესი, გიორგისა და კოსტანტინესი ქორონიკონებითა საჩინონი არიან ეგრეთ, რომელნიცა წარვწერეთ და ძმობა მათი. უკეთუ არა ძმანი იყვნენ, არა ძალ-უცსთ ძეთა შობად ადრე-ადრე მეფობითა. და კუალად ალექსანდრეს ძე დიმიტრიცა ცხადად არს და ძე ამისი ბაგრატი, რომელი მჴდომ იქმნა გიორგი მეფისა, რამეთუ არა იქმნებოდა მჴდომი, უკეთუმცა არა ძე დიმიტრისა იყოს და ძე ბაგრატისა ალექსანდრე და ძე ამისი ბაგრატ, ვითარცა წარმოვაჩინეთ ქორონიკონებითა და შემდგომნიცა ამათი იხილეებიან ქორონიკონეგითა.
ხოლო კახთა მეპატრონეთაცა აღვსწერეთ აღმოჩენითა ამით, ვინაჲთგან ბრწყინვალის გიორგიდამ, ვიდრე გიორგი ალექსანდრეს ძისამდე იყო ერთმეფობა, გუჯართა, სიგელთა და ქორონიკონთა მოწმობითა და კუალად ბაგრატის და გიორგი მეფისაგან წინააღდგომა თემურისა, ვითარ ძალ-ედვათ, უკეთუ არამცა იყო ერთმეფობა, ვინაჲთგან ექუს გზის მოვიდა თემურ და ვერ ჰყო ნება თჳსი და კუალად ალექსანდრესაგან აღშენება მცხეთისა, რუისის ღუთაებისა სხუათა ერთს-მეფობასა ქუეშე სრულიად, რამეთუ უწიგნოთა გლეხთაცა უწყიან ალექსანდრე მეფისაგან კომლზედ ექუსის კირმანეულის შეგდება ყოველს წელს და მით აღშენება მცხეთისა ყოველსა გიორგიასა შინა. კუალად, მეორედ, არა სადა ვიხილავთ გუჯართა, სიგელთა და ქორონიკონთა ამათ მეფეთა წინარეთა, უკეთუმცა იყოს კახთა მეპატრონეთა, ანუ განდგომანი კახთა წერილითა, ანუ სხჳთა ნიშითა რითამე. ხოლო ამათ ქუეითთა ვიხილავთ ვითარცა ვპოვეთ დავითისა, გიორგისა, ალექსანდრესი, და ავგიორგის და ამათ-ქუეითნი უმეტეს ჩენილ არიან და კნინღა მაჴსოვარნიცა.
ხოლო კახთა განდგომილება გიორგისა და კონსტანტინე მეფის ქორონიკონთა და გუჯრებთა და მცირედთა ცხოვრებათაგან წარმოიჩინების, რამეთუ მათთა ჟამთა შინა იქმნა განდგომილება კახთა, ხოლო ჩამომავლობა ნათესაობისა კახთა მეპატრონეთა მეფეთა წარმოვაჩინეთ თჳსს ადგილსა, რომელსა გულისჴმიერი სცნობს სრულიადს ჩუენს სიმართლესა. არამედ ჩუენი ესე ქმნული და აღწერილი ყოველნი ქორონიკონითა ქმნულ არიან, რომელნი დღესაც იპოვების და იხილვების მეძიებელისაგან, და ვითარცა გვიხილავს ეგრეთცა ჩაგვირთავს ქრისტეს აქეთი და ქართული, რომელი არს ხუთასიანი (რათა ადვილ გექმნათ და არღარა გიჴმდესთ გამორიცხვა ერთი მეორისაგან) ბრწყინვალის გიორგიდამ, ვიდრე ქრისტესა ჩ̃ღმე-მდე და ქართულისა უ̃ლგ-მდე.
ხოლო უკეთუ უმჯობესი და უჭეშმარიტესი ჰპოვოს ვინმე გონიერმან და განიხილოს ესეცა და იგიცა, და იგი უკეთილესად აღუჩნდეს, არა არს ჩუენი ესე ქმნული დამაყენებელი უმჯობესისა თქუენისა. გარნა ისმინე და გულისხმა-ჰყავ აღმოჩენა-უწყებულებანი და შემგზავსებულად მისა ჯერ იყავნ ქმნულნი თქუენნი. ხოლო ჩუენი შრომა ესე ამისთჳს იყო, ვინაჲთგან მეფეს ვახტანგის სახელით აღეწერათ და ვიხილეთ ესეოდენნი წინააღმდეგნი და უსწორებლობანი, ესენი განვასწორენით და განვამართლეთ მოწმობითა ზეით თქმულითა, რათა არავინ თქუას მხილველმან ამისმან შეურაცხება რაჲმე, რამეთუ მეფის განზრახვას ვგონებ ესრეთ, ვითარცა აღვსწერეთ, ვინაჲთგან ნათესაობის ქორონიკონსა სწორესა სწერს, გარნა შემწყობი ამისი შეცთომილ არს.
ხოლო ჩუენ შესრულებისათჳს ვმადლობთ ღმერთსადა შევსწირრავთ ქებასა, პატივსა და დიდებასა დაუსაბამოსა ერთსა ღ{მე}რთსა, მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
საქართველოს ძველი ისტორია: ბაგრატიონთა მეფობა | ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი |
ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი |