უხმო საათმა ფიქრი მოთოვა
უხმო საათმა ფიქრი მოთოვა ავტორი: ტერენტი გრანელი |
უხმო საათმა ფიქრი მოთოვა,
მე ასე მღალავს ეს შემოდგომა.
ვერ ვხედავ მე შენს თვალებს, ვერც ხელებს,
მებრძვიან, მაგრამ ვერ მამარცხებენ.
სხვამ რა იცოდა, შენ კი იწოდი,
ისევ სდუმს ზეცა მარადისობის.
გაისმის რეკვა, იწყება ლოცვა,
ახლა სიკვდილთან უფრო ახლოს ვარ.
უხმო საათმა ფიქრი მოთოვა,
მე ასე მღალავს ეს შემოდგომა.