ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა

ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
ფიქრი დაეშვა მაღლიდან დაბლა
და ეს ამბავი მან არ იცოდა.
მე ისევ ვეძებ გულისთვის საფლავს,
მე ისევ ვეძებ მარადისობას.

დადგა ოცნება, როგორც სამარე
და სურვილები ზეცას მოება.
ჩემს სულს წყურია თეთრი სავანე,
ჩემს სულს წყურია უსაზღვროება.

ვიგრძნობთ სამყაროს მხოლოდ მე და მზე
და იმედებიც ჩვენთან იქნება.
მე ისევ ვფიქრობ სხვა პლანეტაზე
და სიკვდილს უდრის ეს დაფიქრება.

რესურსები ინტერნეტში edit