ქალი (ტერენტი გრანელის ლექსი)

ქალი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ჩემთვის წამებას უდრის
ხმა შორეული ქალის.
იყოს ამინდი ცუდი
და მაწუხებდეს ქარი.

ქალი მშვენებას უდრის,
იყოს ყოველთვის ქალი.
იყოს ამინდი ცუდი
და მაწუხებდეს ქარი.

რესურსები ინტერნეტში

edit