ქართლოს

ქართლოს
ავტორი: დავით მაჩაბელი
1857; ჟურნალი ცისკარი #7


ძველად 1853-სა, 4-5, და 1856-სა წელთა.

ღვაწლით მოსილს ქართლოსსა, მარსის ველს დაბერებულს,
შემდგომ ჟამთა, მტერთ რაზმნი, სცემენ, განმარტოებულს;
იგერებდა მცხოვანი, ვიდრე მოუძლურებულს,
მტერთ სიმრავლე დასცემდა, - ძველს მხედარს, დაწყლულებულს.

იდგა მრავალ მოწყლული, მას ველს, დაფიქრებული...
კვლავ დაესხნენ მტერთ რაზმნი, შეკრთა მოხულებულ;
წარსდგმა ბიჯი საჩქაროდ; წარხდა ის დროცა ძველი,
და მისცა აქ რუსეთმა მას შეწევნისა ხელი...

მთელ მსოფლიოს ცნობილი, რუსი - ღვთივ დიდებული,
ვის ერთ-მორწმუნეობით, ის ჰყავს, ძმად თვისებული;
შეუხვია წყლულება, მუხუცს, დამძიმებული;
განამხნო, და კვლავ წარსდგა, მან ბიჯი გაგებული.

ეს მოხუცი, მარსის ველს, კვლავსდგას, გამხნევებული
იბრძვის სომხითს და მესხეთს, ჯვარით ხელთ მძღვენვებული;
რუსთა მფარველობას ქვეშ, ძლევით ამაღლებული;
მოდღევნებულის თავის, კვალად მტკიცედ, მპყრობელი.

იბრძვის კახეთს და კუხეთს; იბრძვის კოლხიდას იგი;
იბრძვის შავი ზღვის პირზედ; კარს - ბრძავს, რაზმთა გამრიგი;
მთის კალთებშიაც იბრძვის; კავკასის ერთ, დამრიგი;
ტრიალებს ყოველს მხარეს; ჰხვდა, კვლავ, ბრძოლსა რიგი.

ვითა ლომი, მყვირალი, არცთუ მკრთალი მჩმუნავი,
დაჭრით გამედგრებული, ლეკვთ დაფარვის მზრუნავი,
ანუ, ვით მთვრალი სპილო, მომგერები მბრუნაბი,
კისკასობს ქარლოს ბრუნავს, ბორგს ღელვაში მცურავი.

დღეს ქართლოსის ძლევანი გვაქვს დიდს გასაკვირველად.
ფოცხოვას, კადიკლიარს, ჩოლოქს, ზღვის პირსა, ხმელად,
უმეტეს ქურუქდარას, ძველსა გუმრისა ველად;
სხვაც მრავალნი ძლევანი დაშთებიან მას ძეგლად.

რუსთ და ქართველთ ამ წელთა, აქ ბრძვეს მტერთა გმირულად!
სდგას რიჟრაჟ ეს მოხუცი ველსა მას მხიარულად;
შუბლი მისი მხცოვანი, კრთოლავს განცისკრებულად!
შჭვრეტს, უხარის შვილთ სიმხნე, მით ჰსჩანს აღტაცებულად!...

შვილთა მისთა ვით მწვლილი, ბრძოლას მსხვერპლი შესწირეს:
ზოგთა ხელნი და ფერხნი ზოგნი სულ გახეიბრდეს,
მრავალთ დასთმეს ცოლ-შვილნი, ზოგთ საზრდო შეიმცირეს,
ზოგთა თვით ტკბილი სული დასდვეს - ზეცას შესძინეს.

საქართველო, ღვთის მშობლის, საუფლის წულოდ, თქმული,
მისთვის, ჰხამს შეიწოდეს, მას შეივედროს სული!..
ქრისტესთვის აქ ვინ მოკვდა, იქმნა სისხლ-დანთხეული,
ჩვენ გვრწამს, რომ ღვთის ღინაშე იქნების ღირსეული.

ს. თამარაშენი.
ჩყნზ-ს, წელს.