ქარით დატირებული
ქარით დატირებული ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდენ, სცურავდენ ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა და ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.
ეხლა... თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...