ქარის სუფევა

არის სუფევა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ქარის სუფევა
იყო ასეთი.
თავისუფლებას
არ ვაფასებდი.

გული ღონდება,
დგება ივნისი.
და მაგონდება
ახლა თბილისი.

ბედმა ასწია
შენი სუფევა.
რა ძვირფასია
თავისუფლება.

რესურსები ინტერნეტში

edit