ქარი მიწყნარდა, - ეს რის გამოა

ქარი მიწყნარდა, - ეს რის გამოა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ქარი მიწყნარდა, - ეს რის გამოა,
მე ისევ ვწუხვარ ბზობის წინა დღეს.
მზე ღრუბლებიდან მალე გამოვა,
ირგვლივ დადგება მეტი სინათლე.

და ახლაც მაღლა ჩემი გულია
და სადღაც სარკე ელავს ჰაერზე.
დღეს ყველაფერი დაკარგულია,
დაკარგულ იღბალს ქარში დავეძებ.

და მოვა ღამე - სევდის ნიშანი,
ისევ დუმილის წამი გამეფდა.
მე განვიცადე ეს ქარიშხალი,
მე განვიცადე დიდი წამება.

რესურსები ინტერნეტში

edit