ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ზაფხულის ტყეებს გადაახალა.
ისმოდა ხმები ახალ-ახალი,
ტყე ტაძარივით იყო მაღალი.
ველად ბალახი იყო კეცილი,
როგორც სიმშვიდე და სარეცელი,
ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა.
ატყდა ქუხილი, გავარდა მეხი,
გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს,
ხევში, ხრამებში, ატყდა ხარხარი
და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი.