ქვემო ჭალის საკურთხევლისწინა ჯვარი

ქართული სიძველეები





ქართული სიძველეები



ქვემო ჭალის საკურთხევლისწინა ჯვარი







შესავალი

edit

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ქვემო ჭალის საკურთხევლისწინა ჯვარი (ქ.241) წარმოადგენს ხის ჯვარს ზომით 260 x 123 სმ, რომელიც ვერცხლის ფურცლებით არის შეჭედილი.

ხატის აღწერა

edit

წარწერა ქვემო ჭალის საკურთხევლისწინა ჯვარზე

edit

ჯვარს ქვედა მკლავზე, "ვედრების" კომპოზიციის ქვეშ აქვს ვერცხლის იმავე ფურცელზე ამოჭედილი გრძელი ასომთავრული წარწერა:

წარწერის ტექსტი

edit

ღმერთო და ჯვარო პატიოსანო. ადიდე ორსავე ცხოვრებასა ზედგინიძე ამირინდო ამილახორი და გორისა მოურავი, რომელმან შეჭედა ჯვარი პატიოსანი და ცოდვანი მისნი შეუნდნენ ღმერთმან. ამინ. ძმანი და შვილნი უცოცხლნეს ღმერთმან და პატრონი გულქან ადღეგრძელე და ცოდვანი მისნი შეუნდნეს ღმერთმან და გამარჯვებით ამყოფენ.

დათარიღება

edit

ალ. ხახანაშვილს წარწერაში მოხსენიებული ამირინდო ამილახვარი XVIII საუკუნის მოღვაწედ მიაჩნია; თ. საყვარელიძე ჯვარს XV საუკუნის ბოლოთი და XVI საუკუნის დასაწყისით ათარიღებს და მისი აზრი ამირინდო ამილახორი ბაგრატ VI-ის სიძე, მისი დის გულქან ყოფილი გაიანეს მეუღლეა. ამასთან იგი საგანგებოდ აღნიშნავს ჯვრის კომპოზიციების მსგავსებას გელათის ღვისმშობლის ხატი - ბაგრატ მეფის "ვედრება"-თან.

ლიტერატურა

edit