ქრონოლოგიური ცხრილი
ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა | ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი |
პუბლიკაციები
edit- 1913 - ვახუშტი ბატონიშვილი - "საქართველოს ცხოვრება" - ზ. ჭიჭინაძის გამოცემა
- 1973 - ქართლის ცხოვრება - ტომი IV - ვახუშტი ბატონიშვილი
ტექსტი
editქრონოლოგიური ცხრილი
editქორონიკონები ჩვენ მიერ პოვნილნი წიგნებთა შინა; და სახელნი წიგნებთა მათ არიან ესენი: იმერული ძველი გარიგების წიგნი, დავითნი მესხური ე წიგნათ განყოფილი, იმერული ძილისპირი ეტრატისა. ტლაშაძის აღწერილი ქორონიკონები. გუჯარნი ბარათიანთა, თუმანიანთა და სხუათა. ქართლის ცხორებათაგან ძველთა და ახალთა და სხვათა ჟამნ-კანონთაგან, სახარებათა და საეკლესიო წიგნებთაგან და სპარსულთა ქორონიკონებთაგან ამოწერილთაგან არიან ესენი. თათრული გამორიცხული გვერდზედ უწერია.
ქეს აქათი ქკნი | ქართული ქკნი | ქრონოლოგიური ცნობები | ქართლის მეფენი | |
---|---|---|---|---|
1201 | უკა | თამარ მეფე მიიცვალა | თამარ | |
1211 | ულა | მეფე ლაშა გიორგი მიიცვალა | ლაშა | |
1237 | უნზ | მეფე რუსუდან გარდაიცვალა | რუსუდან | |
1269 | უპთ | მეფე დავით ლაშას ძე გარდაიცვალა | დავით | |
1289 | ფთ | მეფე დიმიტრი თავდადებული მოკლეს თათართა | დიმიტრი | |
1292 | ფიბ | მეფე ვახტანგ ნარინ დავითის ძე გარდაიცვალა | ვახტანგ | |
1293 | ფიგ | მეფე ნარინ დავით მიიცვალა | ||
1294 | ფიდ | დიმიტრი თავდადებულის ძე დავით მეფე იქმნა | დავით | |
1301 | ფკა | ვახტანგ დიმიტრი თავდადებულის ძე მეფედ იქმნა და ძმა დავით მეფისა | ვახტანგ | |
1308 | ფკჱ | დავით მეფის ძე გიორგი მეფედ ყვეს. რომელსა ეწოდა მცირე გიორგი | გიორგი | |
1310 | ფლ | მოკუდა დავით მეფე დიმიტრი თავდადებულის ძე | ||
1318 | ვ | დაჯდა დიმიტრი თავდადებულის ძე გიორგი მეფედ, და იწყო მთიებმან აღმობრწყინება, და დაიპყრა ქართლი, სომხითი ჱერ-კახნი და მესხნი. | გიორგი | |
1323 | ია | მოკუდა გიორგი დადიანი, და დაჯდა ძე მისი მამია დადიანად | ||
1327 | იე | მოკუდა ძე ნარინ დავითისა მეფე კოსტანტინე და გამეფდა ძმა მისი მიქელ იმერეთს. | ||
1329 | იზ | მოკუდა მეფე იმერთა მიქელ, და დაუტევა ძე მცირე ბაგრატ | ||
1330 | იჱ | ბრწყინვალემ გიორგი მეფემან იმერეთი დაიჭირა, ქუთათისი აღიღო. ბაგრატ გამოიყვანა | ||
1334 | კბ | მოკუდა ათაბაგი სარგის, დასვა გიორგი მეფემან ათაბაგად ძე მისი ყვარყვარე | ||
1345 | ლგ | მოკუდა დადიანი მამია, დასვა მეფემან გიორგიმ ძე მისი გიორგი დადიანად | ||
1346 | ლდ | გარდაიცვალა ბრწყინვალე მეფე გიორგი, და დაჯდა მეფედ ძე მისი დავით. ხოლო რუსუდანის გამეფებიდამ ამ გიორგის გარდაცვალებამდე, გარდახდენ წელნი რლე [135]. გარდაცვალებიდამ ამის გამეფებამდე წელნი პა [201]. | დავით | |
1354 | მბ | ჩვენ მეფემან დავით და დედოფალმან სინდუხტარ გიწყალობეთ. ამ ქორონიკონზედ ლევანცა სწერია მეფედ, რომელსა ვგონებ ერთს ყოფად. | ||
1355 | მგ | ჩვენ მეფემან დავით ყოვლისა საქართველოსამან გიწყალობეთ. | ||
1357 | მე | მზე დაბნელდა | ||
1358 | მვ | მეფის მიქელის ძემ ბაგრატ, ყვარყვარე ათაბაგის ქალი შეირთო. | ||
1360 | მჱ | გარდაიცვალა დავით მეფე, და დაჯდა ძე მისი ბაგრატ მეფედ. მოწმობს გუჯარი ბარათიანთა, რომ ეს დიდი ბაგრატ არს ძე ამ დავით მეფისა. | ბაგრატ | |
1361 | მთ | მზე დაბნელდა. და სვანთ ქუთათისი დასწვეს, დიდმან ბაგრატ მეფემან მოსწყვიტნა და დაიპყრნა. და თურქთ სამცხე მოარბივეს, დიდმან ბაგრატ მეფემან მოსწყვიტნა. კუალად მოკუდა ათაბაგი ყვარყვარე, ბაგრატ მეფემან დასვა ძე მისი ბექა. | ||
1366 | ნდ | დიდი სიკუდილი იყო. და მოკუდა დედოფალი ელენე, ცოლი ბაგრატ მეფისა. | ||
1372 | ჲ | მზე დაბნელდა. და მოკუდა მიქელ მეფის ძე ბაგრატ, და დაუტევა ალექსანდრე ძე თვისი. | ||
1375 | ჲგ | გამოჩნდა თემურლანგ, და დაიპყრა აღმოსავლეთი. | ||
1384 | ობ | მოკუდა გიორგი დადიანი, და მეფემან ბაგრატ დასვა ძმა მისი ვამიყ დადიანად. | ||
1387 | ოე | ლანგთემურ სამარყანდელმან ტფილისი აღიღო. წარტყვევნა, მეფე ბაგრატ და დედოფალი ანნა გამოიყვანა ციხიდამ და ტყვე ყვნა. და ალექსანდრე იმერეთს გამეფედა, ძე ბაგრატისა. | ||
1389 | ოზ | მოკუდა ალექსანდრე მეფე და ძმა მისი გიორგი გამეფდა იმერთა [ზედა] | ||
1390 | ოჱ | აფხაზთა კათალიკოზად დასვეს არსენ. | ||
1391 | ოთ | მოკუდა ათაბაგი ბექა. და დაჯდა ნებითა გიორგისათა ათაბაგად ძე მისი იოვანე. | ||
1392 | პ | მოკლეს მეფე გიორგი მეგრელთა. და იმერეთი გიორგიმ დაიჭირა, ბაგრატის ძემ. | ||
1393 | პა | დიდმან ბაგრატ მეფემ თემურის სპანი მოსწყვიტნა, და ტფილისი აღიღო. | ||
1394 | პბ | დიდი ბაგრატ მეფე და თემურ შეიბნენ, თემურსა გაემარჯვა და ტფილისი აღიღო. ქართლი წარტყვევნა, და შემუსრნა ყოველნი ეკლესიანი, ციხენი და შენებულებანი. | ||
1395 | პგ | დიდი ბაგრატ მეფე გარდაიცუალა. ძე მისი გიორგი გამეფედა. | გიორგი | |
1396 | პდ | თემურ და გიორგი მეფე შეიბნენ, თემურს გაემარჯვა, და მოკუდა დადიანი ვამიყ, და დაჯდა ძე მისი მამია. კუალად გიორგი მეფის ძმა კოსტანტინე იმერეთს გამეფდა. | ||
1401 | პთ | მეფე კოსტანტინე მოკლეს ჩალაღანს ანუ ჩალიანში. | ||
1407 | ჟე | დიდი ომი იყო, მეფე გიორგი მოკლეს თურქთა, სრულიად ლაშქარნი მოსწყვიტნეს, და ძმა მისი კოსტანტინე მეფედ დაჯდა. | კოსტანტინე | |
1414 | რბ | მეფე კოსტანტინე მოკლეს თურქთა, და დაჯდა მეფედ ალექსანდრე ძე გიორგი მეფისა. კუალად მოკლეს აფხაზთა დადიანი მამია, და დასვა ალექსანდრე მეფემან ძე მისი ლიპარიტი დადიანად. | ალექსანდრე | |
1415 | რგ | მეფე ალექსანდრე და ათაბაგი ივანე კოხტისთავს შეიბნენ, მეფეს გაემარჯვა. ათაბაგი შეიპყრა, შეწყალებული გაუშვა. | ||
1429 | რიზ | |||
1430 | რიჱ | შარუხ გამოჩნდა. და სარკინოზობა იყო, და ლორე აღიღეს. | ||
1431 | რით | მეფე ალექსანდრე ამბერდს მოვიდა. | ||
1432 | რკ | ალექსანდრე მეფემ ლორე აღიღო. ბარათიანთ გუჯარში სწერს, რომელი ბეთენიას არს, მეფემან ალექსანდრემ, ძემან მეფის გიორგისამან განჰყარნა სამნი ძმანი აბაში, გუგუნა და დავით. | ||
1435 | რკგ | შარუხ მოვიდა, მეფემ ალექსანდრემ, ძე თჳსი დიმიტრი წარუვლინა ძღვნით. შეწყალებული გამოუშვა. | ||
1437 | რკე | ალექსანდრე მეფე ყარაბაღს მოვიდა. | ||
1440 | რკჱ | მოკუდა შარუხ და დაჯდა ჯანშა ყეენად. | ||
1442 | რლ | გარდაიცვალა მეფე ალექსანდრე. და დაჯდა ძე მისი ვახტანგ მეფედ. | ვახტანგ | |
1444 | რლბ | ჯაანშა ყეენი ახალციხეს მოადგა. მეფემან ვახტანგ ბრძო, უკუნიქცა ყეენი. და მოკუდა იოვანე ათაბაგი. დასვა მეფემან ვახტანგ ძე მისი აღბუღა ათაბაგად. კუალად მოკუდა ფანასკერტელის ქალი დედოფალი სითიხათუნ ვახტანგ მეფის ცოლი. | ||
1445 | რლგ | მიიცვალა მეფე ვახტანგ. და დაჯდა ძმა მისი გიორგი მეფედ. | გიორგი | |
1447 | რლე | აღბუღა ათაბაგი და ყვარყვარე შეიბნენ, ყვარყვარეს გაემარჯვა. | ||
1449 | რლზ | ჩვენ მეფემან გიორგიმ, ძმამ მეფის ვახტანგისმან გიწყალობეთ, ინდიკტიონსა ე. | ||
1451 | რლთ | მურადბეგის ორმოცდაათმან კატარღამან აფხაზეთი ცხომი და ზღვისპირნი მოაოჴრნეს. და მოკუდა აღბუღა ათაბაგი. დასვა გიორგი მეფემან ბიძა მისი ყვარყვარე ათაბაგად. | ||
1452 | რმ | მეფის ალექსანდრეს ძე დიმიტრი ცხენმან მოკლა. | ||
1453 | რმა | კოსტანტინეპოლი აღიღეს თათართ. | ||
1454 | რმბ | ჩვენ მეფემან გიორგიმ ყოვლისა საქართველოსამან, რანისა, შარვანისა და შაანშისამან გიწყალობეთ, ინდიკტიონსა, იე. | ||
1455 | რმგ | მოკუდა იმერთ ერისთავი დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა. დაჯდა ძე მისი ბაგრატ. | ||
1462 | რნ | მეფე გიორგი და ბაგრატ შეიბნენ ჩიხორს. ბაგრატს გაემარჯვა. და განდგა ათაბაგიცა. | ||
1463 | რნა | თავრიჟ გილაქ და თემურ მეფე გიორგის სძლეს, ქართლი სომხითი და საგანძური მეფისა მოაოჴრეს. და ყვარყვარე ათაბაგმან საათაბაგო დაიჭირა. | ||
1465 | რნგ | ფანავარზედ ყვარყვარე ათაბაგმან მეფე გიორგი დაიჭირა | ||
1466 | რნდ | მოკუდა ყვარყვარე ათაბაგი. დაჯდა ბაადურ ძე მისი, და ბაგრატ იმერთ მეფემ ქართლი დაიჭირა. კუალად განდგა დავით და ჱერ-კახნი დაიჭირა. მერე გიორგი მეფემ ქართლი დაიჭირა და ჱერ-კახნი. ბაგრატ იმერეთს წარვიდა, დავით დიდოეთს. | ||
1468 | რნე | დაჯდა ყეენად უზუნ ასან. | ||
1469 | რნზ | გარდაიცვალა გიორგი მეფე. და დაჯდა ძე მისი კოსტანტინე მეფედ. და ჱერ-კახთა ჩამოიყვანეს დავით, მეფე ყვეს. | კოსტანტინე | |
1470 | რნჱ | მოკუდა დადიანი ლიპარიტ და დაჯდა ძე მისი შამანდავლე. | ||
1471 | რნთ | მოკუდა დავით კახთ მეფე. დაჯდა ძე მისი გიორგი. და მეფემ ბაგრატ ქართლი დაიჭირა. | ||
1472 | რჲ | უზუნასან ყეენი შევიდა საბერძნეთს და მოაოჴრნა. | ||
1474 | რჲბ | მოკუდა შამანდავლე დადიანი, დაჯდა ბიძა მისი ვამიყ დადიანად. | ||
1475 | რჲგ | მოკუდა ბაადურ ათაბაგი. დაჯდა მანუჩარ ძმა მისი. | ||
1477 | რჲე | ბაგრატ მეფეს დადიანი ვამიყ უკუუდგა. უკუნიქცა ქართლიდამ ბაგრატ და შეიბნენ. ბაგრატს გაემარჯვა, და კუალად მოვიდა ქართლს უძლიერესად. | ||
1478 | რჲვ | უზუნასან ყეენი მოვიდა, ქართლი და ერწო-თიანეთი მოსწყვიტა. კოსტანტინე ბარათიანით მივიდა მის თანა, ტფილისი მისცა. და ბაგრატ მეფე წარვიდა რაჭას. მუნ მოკუდა. დაჯდა ძე მისი ალექსანდრე. | ||
1479 | რჲზ | კოსტანტინე მეფემ ტფილისი, გორი და ქართლი დაიჭირა. კუალად იმერეთი დაიჭირა. | ||
1481 | რჲთ | მეფე კოსტანტინე ჯავახეთს მიუხდა, დადიანი თან ახლდა, მანუჩარ ათაბაგზე გაემარჯვა. | ||
1482 | რო | მოკუდა ვამიყ დადიანი. დაჯდა ძე შამანდავლესი ლიპარიტ. | ||
1483 | როა | მეფე კოსტანტინე და ყვარყვარე შეიბნენ, ყვარყვარეს გაემარჯვა. და მოკუდა გურიელი კახაბერ, დაჯდა გიორგი ძე მისი. | ||
1484 | რობ | ალექსანდრემ ძემან ბაგრატ მეფისამან ქუთათისი აღიღო მეფედ დაჯდა. | ||
1486 | როდ | იაყუბ ყეენი მოვიდა ახალციხეს და აწყვერი აღიღო. ტყვე ყო და მოსწყვიტნა, აწყვრიდამ გაუსია სპანი ქართლს, და დბანის ჴევში ბარათიანთ მოსწყვიტნეს. აწყვრის ღმრთის მშობელი მანუჩარ ათაბაგმან დაიჴსნა ვერცხლით, სეკდემბერს კე. | ||
1487 | როე | კოსტანტინე მეფემან იმერეთი დაიჭირა. და მოკუდა ათაბაგი მანუჩარ. დაჯდა ყვარყვარე ძე აღბუღასი. | ||
1488 | როვ | იაყუფ ყეენმან წარმოავლინა სპანი, მოვიდნენ იწყეს შენება აღჯაყალისა და ქაოზიანისა. | ||
1489 | როზ | ალექსანდრე მეფემ იმერეთი დაიჭირა ქუთათისი აღიღო. | ||
1490 | როჱ | წარმოავლინა კუალად ყეენმან სპანი და მოადგნენ ტფილისს, ბარათიანთ მოსწყვიდნენ. | ||
1491 | როთ | მოკუდა სამცხეს დედის იმედი, წლისა ნდ, დეკემბერს იჱ. | ||
1492 | რპ | მოკუდა კახთ მეფე გიორგი, და დაჯდა ალექსანდრე ძე მისი. | ||
1494 | რპბ | ათაბაგმან ყვარყვარემ შურაგო შაქს, და ცეცხლის ჯვარზედ ქართველთა სძლო. | ||
1495 | რპგ | ალექსანდრე მეფეს უშვა თამარ დედოფალმან ძე ბაგრატ. და შემდგომად დავით. | ||
1496 | რპდ | გამოჩნდა შაისმაილ ძე შიხისა, და იწყო პყრობად ქუეყანისა. | თათრულსა შა | |
1499 | რპზ | განძლიერდა შაისმაილ | თათრულს შე | |
1500 | რპჱ | შაისმაილ ადრიბეჟანი დაიჭირა შირვანს მოვიდა. ალექსანდრემ კახთ მეფემ ძე თჳსი დიმიტრი მიაგება ძღვნითა. შეწყალებული გამოუშვა. და მოკუდა ყვარყვარე ათაბაგი. დაჯდა ძე მისი ქაიხოსრო. | თათრულს შზ | |
1502 | რჟ | მოკუდა ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნგ. მაისს ვ. დაჯდა ძე მისი მზეჭაბუკ. | ||
1505 | რჟგ | გარდაიცვალა მეფე კოსტანტინე. და დაჯდა ძე მისი დავით მეფედ. | დავით | |
1509 | რჟზ | ალექსანდრე მეფემ ძემან ბაგრატისამან გორი დაიჭირა. და ჩიხთ იმერეთი მოარბივეს. უკუნიქცა ალექსანდრე იმერეთს. და შემდგომად დავით მეფემ დაიპყრა გორი. | ||
1510 | რჟჱ | მოკუდა მეფე ალექსანდრე და დედოფალი თამარი, და დაჯდა მეფედ ძე მათი ბაგრატ. | ||
1511 | რჟთ | ავგიორგიმ მამა თჳსი მეფე ალექსანდრე მოკლა. და ძმას დიმიტრის თვალნი დასწვნა. თჳთ გამეფდა. | ||
1512 | ს | მოვიდა სარასკირი, მზეჭაბუკ ათაბაგი მიეგება, იმერეთს ჩავიდნენ, თათართ ქუთაისი და გელათი დასწვეს. და ბაგრატს ვახტანგ ზედ გაემარჯვა მოხისს. კუალად მოკუდა გურიელი გიორგი და დაჯდა ძე მისი მამია. კუალად მოკუდა დადიანი ლიპარიტ, დაჯდა მამია. | ||
1513 | სა | ავგიორგი შეიპყრა ძალისს ბაგრატ მეფის ძემ. ტყვე ყო, და ტყვეობაში მოკუდა ამავ წელს. და კახეთი დავით მეფემ დაიჭირა. სხვაში ეწერა, რომ ავგიორგ დავით მეფე შეიბნენ, დავითს გაემარჯვ(?), ავგიორგი დაიჭირა. | ||
1516 | სდ | ათაბაგი დიდ მზეჭაბუკ მოკუდა. დაჯდა ძე მისი ყვარყვარე. | ||
1518 | სე | ყეენი წარმოვიდა ქართლის ოჴრებად. დავით მეფემ ძე თჳსი რამაზ მიაგება, და დაიჴსნა ქართლი და საქრისტიანო ტყვეობა ოჴრებისაგან. და ავგიორგის ძემ ლევან კახეთი დაიჭირა. | ||
1519 | სზ | გელათი საეპისკოპოზოდ ყვეს, საყვარელიძე მელქისადეკ დასვეს. და დავით მეფე ლევანს მოადგა მაღრანის ციხეში მყოფს. | ||
1520 | სჱ | გამოვლეს ოსმალთ სამცხე, ქართლს ჩავიდნენ და დავით მეფემ მოსწყვიტნა. და მაღაროს ლევანისაგან იძლია დავით მეფე. კუალად შეიბნენ დავით მეფე და გურიელი მამია მოხის, და იძლია დავით მეფე. | ||
1522 | სი | მოვიდა დევალ, სძლო დავით მეფესა. და მოსწყვიტნა ქართლი და სამცხე. | ||
1523 | სია | ზეადიდნეს ღმერთმან მეფე დავით, ერგო გუგუნას და გერმანოზს. კუალად მოკუდა შაისმაილ. დაჯდა შასთამაზ ძე მისი ყეენად. | თათრულს შლ | |
1524 | სიბ | დავით მ=ფე მონაზონ იქმნა. დაჯდა ძმა მისი გიორგი. მეორეს წელს მოკუდა დავით მეფე მონაზონი. | გიორგი | |
1527 | სიე | ლევანს კახთ მეფეს თინათინ, გურიელის ქალმან, უშვა ძე ალექსანდრე. | ||
1529 | სიზ | სულტან სულეიმან ხონთქარი ერევანზედ მოვიდა | ||
1532 | სკ | მამია დადიანი და მამია გურიელი ჯიქეთს ჩაუხდენ, დადიანი მოკლეს, გურიელი დაიჭირეს. გურიელი მისმან ძემ როსტომ დაიხსნა. და დადიანად დაჯდა ლევან. | ||
1534 | სკბ | მოკუდა გურიელი მამია დაჯდა ძე მისი როსტომ. კუალად გიორგი მეფე მონაზონ იქმნა. დაჯდა ლუარსაბ ძე დავითისა | ლუარსაბ | |
1535 | სკგ | მეფემან იმერთამან მოიხსენა შური ათაბაგის მზეჭაბუკისა და მივიდა სამცხეს. და მურჯახეთს შეიბნენ მეფე ბაგრატ და ყვარყვარე ათაბაგი, ბაგრატს გაემარჯვა. ათაბაგი შეიპყრა, გელათს ტყვედ მოკუდა და სამცხე ბაგრატ დაიპყრა. ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე სტამბოლს წავიდა. | ||
1536 | სკდ | მოვიდა შასთამაზ მოპარვით, ტფილოისს დაესხა და აღიღო, უკუნქცეული ყარაბაღს დადგა. მივიდა მასთან მეფე ბაგრატ, და წყალობით გამოუშვა. მუნავე ლევან კახთ მეფე, და პატივით გამოუშვა. | ||
1539 | სკზ | სომეხნი შეიშალნენ აღვსებისაგან. | ||
1541 | სკთ | ოსმალთა და ქაიხოსრო ათაბაგს შეება ბაგრატ მეფე. ბაგრატს გაემარჯვა. | ||
1545 | სლგ | ლუარსაბ და ბაგრატ მეფემანი, ბასიანს სოხოისტაზედ ორს ფაშას და ქაიხოსრო ათაბაგს შეებნენ. ქართველთ დაუმარცხდათ. ქაიხოსრომ სამცხე დაიჭირა. | ||
1546 | სლდ | ბაგრატ მეფე სამცხეს მოვიდა, ვეღარ დაიჭირა, და აწყვრისა ღვთის მშობელი ციხეჯვარს წაასვენა. კუალად დადიანი ლევან შეიპყრა ბაგრატ მეფემ, გელათს ტყვე-ყო. | ||
1547 | სლე | ლუარსაბ, ლევან მეფეთა და მესხთა უწყეს სპარსთა რბევა და ოჴრება. | ||
1548 | სლვ | შასთამაზ მოვიდა ყარაბაღს, მივიდა მასთან ლევან მეფე, შევიდნენ შირვანს, გულისტანი აღიღო, შირვანი დაიპყრა. მერე მოვიდა, ტფილისი აღიღო, ეზრახა ათაბაგს, ქალი ცოლად გამოართვა და წარვიდა. კუალად მოკუდა მეფე ბაგრატ. და დაჯდა ძე მისი გიორგი მეფედ იმერთა. | თათრულსა შნე | |
1549 | სლზ | სულტან სულეიმან მოვიდა ადრიბეჟანზედ. | ||
1550 | სლჱ | ოსმალთ ტაოს ქვეყანა დაიჭირეს და მანუჩარ დაიბადა. | ||
1551 | სლთ | ოსმალთ დაიჭირეს არტანუჯი შასთამაზ | ||
1552 | სმ | შაქის ციხე დაიჭირა არსიანამდე, ფანაკარი აღაშენეს, არტანიც დაიჭირეს სამცხეს ვერ გარდმოვიდნენ. | ||
1553 | სმა | შასთამაზ ქართლი შემოვლო, ათაბაგი ქაიხოსრო მიეგება, ვარძია, თმოგვი, ვანისქვაბები, აწყვერი, ასპინძა და სრულიად სამცხის ციხენი აღიღო, ქაიხოსროს მოსცა აწყვრის ღმრთისმშობლითურთ, ყეენი სომხითს ჩავიდა, დახოცა იჯუ, შერმაზან და ვახუშტ დიასამიძე. და [ამოვან] თან წარიყვანა ტყვედ. და კუალად აწყურის ღმრთისმშობელი ტყვედ წარიყვანეს იმერეთს. | ||
1556 | სმდ | მოვიდა სულტან სულეიმან. კარი აღაშენა, და ბასიანს დადგა. ამას მოუჴდა შასთამაზ, არტანს დადგა. შასთამაზის ძემ ისმაილ კარი აღიღო დააქცივა. ხონთქარი წარვიდა. ყეენი ქართლს ჩავიდა, ააოჴრა, ციხენი აღიღო, ატენის ციხიდამ გამოიყვანა დედა და დაჲ ლუარსაბ მეფისა, ტყვე წარიყვანა, ლუარსაბ მეფე გიორგი მეფეს ეხიზნა. დედისიმედის ძმანი, არჩილ, აშოთან და ვახტანგ აწყვერს მორჩნენ. | ||
1558 | სმვ | გარისს ქართველთ გაემარჯვათ ყიზილბაშზედ, და მოკლეს მათ მეფე ლუარსაბ. გამეფედა ძე მისი სვიმონ. და ლევან მეფემ ძე თვისი იესე ყეენს წარუვლინა. კუალად მოკუდა გიორგი მეფისა ალექსანდრე. | სვიმონ | |
1559 | სმზ | სვიმონ მეფემ ქორწილი ქნა, ლევან კახთ მეფის ქალს ნესტან-დარეჯანზედ. | ||
1560 | სმჱ | სპარსთა შეიპყრეს მეფის კოსტანტინეს ძის ძე არჩილ დედაწულით და წარიყვანეს ყაზმინს. | ||
1561 | სმთ | მეფე სვიმონ და ლევან მეფის ძე გიორგი, ძეგვს შავერდი სულთანს შეებნენ, შავერდის გაემარჯვა და მოკლეს გიორგი, ძე მეფის ლევანისა. და აშოთან მეფის კოსტანტინეს ძის ძე ფხოველთ მოკლეს. კუალად დაიბადა მეფის ბაგრატის ძის ძე, ბატონის კოსტანტინეს ძე როსტომ. | ||
1562 | სნ | იმერთ მეფემ გიორგიმ და ათაბაგმან ზავ-ყვეს. აწყვრისა ღმრთისმშობელი მოსცა ათაბაგსა. | ||
1563 | სნა | გიორგი მეფემ მოიყვანა ყაბართოდამ ჩერქეზის ბატონის ქალი რუსუდან ცოლად. | ||
1564 | სნბ | წარვიდა მეფის სვიმონის ძმა დავით შასთამაზთან გაპარვით. კუალად მოკუდა გურიელი როსტომ, დასვა გიორგი მეფემ ძე მისი გიორგი. და ყვარყვარემ ქორწილი ქმნა, მარეხ დადიანის ქალზედ. | ||
1565 | სნგ | ყვარყვარემ მოიყვანა მარეხ სამცხეს. და დაიბადა გიორგი მეფის ძე ბაგრატ. | ||
1566 | სნდ | მოკლეს ხომთქარი ფრანგთა, და დაჯდა სელიმ. | ||
1567 | სნე | დიღვამს შეიბნენ სვიმონ მეფე და დაუთხან, სვიმონ მეფეს გაემარჯვა. | დაუთხან | |
1568 | სნვ | სამადლოზე შეიბნენ სვიმონ მეფე და დაუთხან, სვიმონ მეფეს გაემარჯვა. კუალად გიორგი მეფეს უღალატა ვახტანგის ძის ძემ ხოსრომ, იანეთს. დაესხნენ, ჭილაძე ვარაზა, ლიპარიტიანი და დადიანი ოდიშარით თან ახლდენ, ვერრა ავნეს. | ||
1569 | სნზ | სომხითს ფარცხის შეიპყრეს სპარსთა სვიმონ მეფე, და ალამუტს ტყვედ ყვეს. | ||
1570 | სნჱ | ქაიხოსრო ათაბაგი წარვიდა ყაზმინს შასთამაზთან. | ||
1571 | სნთ | მზეჭაბუკ ქაიხოსრო ათაბაგის ძემ ქორწილი ქნა გურიელის ქალს როდამზედ. | ||
1572 | სჲ | არჩილის ძმის ვახტანგის ძე ბაგრატ დაიბადა. და ნადირობაში ცხენმან მოკლა ლევან დადიანი. და დაჯდა ძე მისი გიორგი. კუალად მოკუდა ქაიხოსრო ათაბაგის ძე მზეჭაბუკ. | ||
1573 | სჲა | მოკუდა ქაიხოსრო ათაბაგი ყაზმინს. და აქ დაჯდა ძე მისი ყვარყვარე ათაბაგად. კუალად იშვა ძე გიორგი მეფისა ლევან. კუალად წარგზავნეს ყაზმინიდამ შირაზს არჩილ. კუალად მეფის გიორგის ძემ ბაგრატ ქორწილი ქნა ლევან დადიანის ქალზედ. | ||
1574 | სჲბ | მოკუდა ლევან კახთ მეფე, დაჯდა ძე მისი ალექსანდრე. კუალად მოკუდა ხონთქარი სულტან მურად. კუალად ყიზილბაშთ სამცხე და უმეტესად ოცხე მოსწყვიტნეს. | ||
1576 | სჲდ | მოკუდა შასთამაზ. დაჯდა ისმაილ ძე მისი ყეენად. ამან მოიყვანა სვიმონ მეფე ალამუტიდამ. და არჩილ ცოლშვილით და ტყვით შირაზიდამ. | თათრულს შპდ | |
1577 | სჲე | შაისმაილ მოკუდა ოკდონბერში. დაჯდა ძმა მისი ხუდაბანდა. და დაიბადა გიორგი დადიანის ძე ლევან. | თათრულს შპე | |
1578 | სჲვ | გამოჩნდა კუდიანი ვარსკვლავი. და გამოვიდა ლალაფაშა, აგვისტოს ზ. მესხთ ციხენი მისცნეს. და მანუჩარც მივიდა. ციხენი შესძღვნა. ტფილის ჩავიდა, დაუთხან თფილისი მოსწვა, გაეცალა. ლალაფაშასთან მოვიდა ვახტანგ მუხრანბატონი და მოიყვანა ამილახვარი ბარძიმ, და ქსნის ერისთავი ელიზბარ, და დაიხსნა ქართლი ტყვეობა-ოჴრებისაგან. ფაშამ თვისნი მამულნი მისცა და მეოთხე დღეს გაუტევა. კუალად წარავლინა სპანი ლალა ფაშამ იმერეთს, დახვდენ იმერნი მთაზედ, მოსწყვიტნეს და აოტნეს. აქ დაესწრა არჩილის ძე ერეკლე. მრავალი ოსმალნი მოსწყვიტნა. ია ჴმალი და მ ისარი მოხვდა ერეკლეს ჯაჭვ-მუზარადი ვერ გაუტეხეს, და აზნაურნი მოსწყვიტეს. წარვიდა ლალა-ფაშა შირვანს. ალექსანდრე კახთ მეფე მოეგება და თან წაჰყვა. ოკდონბერში სვიმონ მეფე მოვიდა, არჩილ თან მოიყვანა და მრავალნი ტყვენი. დაუთხან სტამბოლს წავიდა. კუალად მოკუდა კათალიკოზი აფხაზთა ევდემოზ. და დედოფალი რუსუდან და ძე მისი ბაგრატ. კუალად სვიმონ მეფემ არჩილის ძმა ვახტანგ შეიპყრა და კეხვის ციხეში ტყვე ყო. კუალად წარმოავლინა მირმარი ლალაფაშამ მანუჩართან. და ქართლს გაუსია. ქართლს ვერ ჩავიდენ. სადგერი დაარბივეს, ეკლესიის განძი წარხდა. კუალად წარმოავლინა სანჯახი, ჩაუხდენ, ქართლი მოარბივეს. | სვიმონივე | |
1579 | სჲზ | მანუჩარ ათაბაგი აზრუმს წაიყვანეს. | ||
1580 | სჲჱ | მოვიდა კბ წლის ტყვე ლევან მეფის ძე იესე ყეენიდამ. და დაესხა დიღვამს სვიმონ მეფეს ალექსანდრე მეფე კახთა. კუალად წარიყვანეს ყვარყვარე სტამბოლს, ხონთქარს ფალავანი შეეჭიდა, ყვარყვარეს დაეცა. ქრისტეანობით ათაბაგობა მოეცა და მოვიდა. კუალად მოკვდა ძე ბაგრატისა და ძმა არჩილისა ვახტანგ. კუალად ოკდომბერს იე ყვარყვარე და ბექა ლორეს მოუხდენ და მოარბივეს. | ||
1581 | სჲთ | ჩაუხდა მეფე გიორგი ქართლს, დადიან-გურიელი თან ახლდენ, გაღმა გამოღმართი სრულ დაწვეს. სვიმონ მეფეს ფაშაზედ გაემარჯვა. | ||
1582 | სო | სვიმონ მეფე ლორეს მიუხდა. ქვაბები აიღო. კუალად მოკუდა ყვარყვარე, მანუჩარ გა[ა]თაბაგდა. და მანუჩარ ათაბაგს ოსმალთ უღალატეს, მანუჩარს გაემარჯვა. და მოვიდა სვიმონ მეფესთან, სვიმონ ასული თჳსი ელენე მისცა და აქორწინა. კუალად მოკუდა გიორგი დადიანი, დაჯდა ძმა მისი მამია. | ||
1583 | სოა | ტფილისი აღიღო ოსმალთაგან სვიმონ მეფემ. კუალად გურიას დასვეს ვახტანგ გურიელად, გიორგი განაძეს. და გიორგი მეფემ დაიჭირა ძმა თჳსი კონსტანტინე შვილით და პატიმარყო. | ||
1584 | სობ | მოიყვანა მანუჩარ ათაბაგმან ცოლი თჳსი, სვიმონ მეფის ასული, სამცხეს. | ||
1585 | სოგ | ოსმან ფაშა მოვიდა თავრისზედ. და მოკუდა მეფე გიორგი. დაჯდა ძე მისი ლევან მეფედ. და კოსტანტინემ მისმან ბიძამ არგვეთი დაიჭირა. | თათრულს შჟგ | |
1586 | სოდ | სპარსთ შეიპყრეს შახუდაბანდა. შააბაზ დასვეს ჱ წლისა. ლევან მეფემ მოიყვანა ცოლი ლევან დადიანის ასული მარეხ, ქნა ქორწილი. | თათრულ შჟე | |
1587 | სოე | შააბაზ განჯას მოვიდა. აღაშენა. ლევან მეფემ გაილაშკრა აღდგომას უკან, რიონს გაღმართი კოსტანტინეს ბიძას მისსა აქუნდა სკანდის ციხით, სულ წაართვა მას, საუფლისწულო მისცა. კუალად მოკუდა გურიელი ვახტანგ, გიორგივე გაგურიელდა. | ||
1588 | სოვ | სვიმონ მეფემ სამცხე დალაშკრა. კუალად შეიბნენ სვიმონ და ლევან მეფენი გოფანთოს, სვიმონს გაემარჯვა. | ||
1590 რ-ში 1589 | სოჱ | ლევან მეფე და დადიანი მამია შეიბნენ, დადიანმან მეფე დაიჭირა, შხეთის ციხეში დააბა და მუნ მოკუდა. მეფედ დასვეს როსტომი, კოსტანტინეს ძე. კუალად მოკუდა დადიანი მამია, დაჯდა მანუჩარ. ამან მოიყვანა ალექსანდრე კახთ მეფის ქალი და იქორწინა. კუალად გიორგი გურიელმან ქუთათისი აღიღო, მოიყვანა თეიმურაზის ძე ბაგრატ, ქუთაისი მისცა, თჳსი ძე მამია მოუყენა. კუალად მოიყვანა ურუმნი, ჩიჯავაძეს ციხე წართვა, სხვა ჩიჯავაძე დასვა. კუალად მოვიდა სვიმონ მეფე. ქუთაისი აღიღო, ბაგრატ ქართლს წაიყვანა, კუალად მოვიდა სვიმონ მეფე ოფიშკვითს დაუმარცხდა. და გამეფედა როსტომ. სვიმონ მეფემ ლორე აღიღო. ოსმალნი მოსწყვიტნა. | ||
1591 | სოთ | აფხაზნი მოუხდენ გურიას, გურიელის ძემ მამიამ მოსწყვიტნა. უშვა მანუჩარ დადიანს კახბატონის ასულმან ძე ლევან, და შობაზედ მოკუდა ქალი იგი. | ||
1592 | სპ | მანუჩარ დადიანმან იქორწინა ვახტანგ გურიელის ქვრივზედ. | ||
1597 | სპე | როსტომ მეფემ მოიყვანა ათაბაგის ქალი თინათინ დედოფლად და იქორწინა. | ||
1599 | სპზ | ცხრა თვეს გორს ადგა სვიმონ მეფე, აღიღო გორი და ოსმალნი უვნოდ განუტევა. | ||
1600 | სპჱ | სვიმონ მეფე შეიპყრეს ოსმალთა და წარიყვანეს. გამეფედა ძე მისი გიორგი. მოკუდა გიორგი გურიელი. დაჯდა ძე მისი მამია გურიელად. | გიორგი | |
1601 | სპთ | გიორგი მეფემ აღიღო, თავისთჳს დაიჭირა. | ||
1602 | სჟ | გიორგი მეფე და ალექსანდრე მეფე კახთა, ერევანს მოდგომილს შააბაზთან მივიდნენ. | თათრულს ჩიბ | |
1603 | სჟა | ალექსანდრე მეფის ძემ დავით გიორგი, ძმა თჳსი, დაიჭირა. და მამა პატიმარყო. თვით გაბატონდა. კუალად მოკუდა მეფე გიორგი, ძე მისი ლუარსაბ მეფე იქმნა. | ლუარსაბ | |
1604 | სჟბ | მანუჩარ დადიანის ძე ლევან კახეთიდამ მიიყვანეს მამასთან ოდიშს. | ||
1605 | სჟგ | მოკუდა მეფე როსტომ. ძმა მისი გიორგი მეფე იქმნა. მოკლა ძემან მისმან კოსტანტინემ, მამა ალექსანდრე მეფე და ძმა თჳსი გიორგი. შემდგომად მოკლეს კახთა კოსტანტინეცა. ამავ წელს მოვიდა ბატონი თეიმურაზ კახეთს და გამეფდა. | ||
1606 | სჟდ | შააბაზ განჯა აღიღო, და შამახია დაიჭირა. და დაიბადა მამია გურიელის ძე სვიმონ. | ||
1609 | სჟზ | მეფეს ლუარსაბს თათარხანზედ გაემარჯვა, მოსწყვიტნა. და გურიელმან მამიამ აჭარა დაიჭირა, ოსმალნი მოსწყვიტნა. | ||
1610 | სჟჱ | მოკუდა დედოფალი თინათინ, როსტომ მეფის ცოლი. კუალად მოკუდა ბატონის თეიმურაზის ცოლი ანნა. | ||
1611 | სჟთ | ნადირობაში ცხენმან მოკლა დადიანი მანუჩარ. და დაჯდა ძე მისი ლევან დადიანად. და წარვიდა ყეენთან ბატონი თეიმურაზ მგლოვარე. | ||
1612 | ტ | ბატონმან თეიმურაზ ქორწილი ქნა ლუარსაბ მეფის დას ხვარაშანზედ | ||
1614 | ტბ | მოკუდა მანუჩარ ათაბაგი, დაჯდა ძე მისი მანუჩარვე ათაბაგად | ||
1615 | ტგ | შააბაზ განჯას მოვიდა, თეიმურაზ დედა და ძენი წარუვლინა, და ალიყულიხანის გაქცევას უკან შემოვიდა კახეთს და ქართლს. ლუარსაბ და თეიმურაზ იმერეთს წარვიდენ. მერე ლუარსაბ მეფე წარიყვანა. | თათრულს ჩკდ | |
1616 | ტდ | თეიმურაზ კახეთი დაიჭირა, შააბაზ მოვიდა ტფილის. დაუთხანის ძე ბაგრატ მეფედ დასვა, გაბრუნდა. კახეთი აჰყარა. წარიყვანა სრულიად. თეიმურაზ იმერეთს წარვიდა. | ბაგრატ | |
1618 | ტვ | გურიელის მამიას ქალზედ იქორწინა მეფის გიორგის ძემ ალექსანდრემ. | ||
1619 | ტზ | მოკუდა ბაგრატ, რომელი დაუტევა შააბაზ მეფედ. და ჩვენ ძემან მეფის ბაგრატისამ სვიმონ და დედამან ჩვენმან ანნამ გიწყალობეთ. | ||
1620 | ტჱ | ბატონი თეიმურაზ სტამბოლს წარვიდა, და შააბაზ ძენი მისნი გამოასაჭურისნა. | ||
1621 | ტთ | სვიმონ, მამია გურიელის ძემ, ქორწილი ქნა ლევან დადიანის დას მარიამზედ. | ||
1622 | ტი | შააბაზ მეფე ლუარსაბ მოაშთობინა მშვილდის საბლით გულაბყალაბს. | ||
1623 | ტია | ყარჩიხან და მოურავი მოვიდენ, სვიმონ მეფედ დასვეს ტფილისს, მუხრანს კახნი მოსწყვიტნეს. მერმე მოურავმან ყარჩიხან მოკლა, სპანი სრულიად მოსწყვიტნა. და ბატონი თეიმურაზ კახეთ მოიყვანეს. კუალად გიორგი მეფე და ლევან დადიანი გოჭორაურზედ შეიბნენ და დადიანს გაემარჯვა. | სვიმონ | |
1624 | ტიბ | ყორჩიბაში მოვიდა, მანუჩარ ათაბაგი ურუმთაგან ლტოლვილი ქართველთან მოვიდა, და მარაბდის ომი ქნა, ქართველთ დაუმარცხდათ. ყიზილბაშთ არშიდამ ქალ გამოიყვანეს და წარვიდა ყორჩიბაში. სვიმონ მეფედ დაუტევა ტფილისს. ბატონი თეიმურაზ კახეთს მოვიდა. ქეთევან დედოფალი აწამეს შირაზს. | თათრულს ჩლდ | |
1625 | ტიგ | დაჯდა ათაბაგად საფარ ფაშა. და მოკლა მამია გურიელი ძემან თჳსმან სვიმონ და თჳთ გაგურიელდა. | ||
1626 | ტიდ | ბაზალეთს შეიბნენ თეიმურაზ და მოურავი, ბატონს თეიმურაზს გაემარჯვა. | ||
1628 | ტივ | მოკუდა შააბაზ. დაჯდა შასეფი ყეენად, შვილიშვილი შააბაზისა. | თათრულს ჩლჱ | |
1629 | ტიზ | ზურაბ ერისთავმან სვიმონ მეფე გამოიტყუა, მოკლა, ბატონი თეიმურაზ მოიყვანა, ბატონმა თეიმურაზ ზურაბ ერისთავი მოკლა. დუშეთიდამ წამოიყვანა ასული თვისი და ალექსანდრეს, გიორგი მეფის ძეს, მისცა და აქორწინა ქინძარას მცირე ეკლესიასა შინა. | ||
1634 | ტკბ | მოვიდა როსტომ მეფე ტფილის, თეიმურაზ იმერეთს წავიდა. და ყიზილბაშთ გორის ციხე აღაშენეს. | როსტომ | |
1635 | ტკგ | მოკლა როსტომ მეფემ ერისთავი დათუნა, დუშეთს შეუხდა და დაუმარცხდა. კუალად მოკუდა საფარ ფაშა. დაჯდა ძე მისი უსუფ ათაბაგად. | ||
1636 | ტკდ | ერევანი აღიღო მურად ხონთქარმან. და ბატონი თეიმურაზ მოვიდა დუშეთს ზაალ ერისთავთან. | ||
1638 | ტკვ | როსტომ მეფემ მოიყვანა ლევან დადიანის და მარიამ და ქმნა ქორწილი. და ლევან დადიანმან გიორგი მეფე დაიჭირა და ტყვედ წარიყვანა, და მისმან ძემ ალექსანდრემ დაიჴსნა. | ||
1639 | ტკზ | ბატონმა თეიმურაზ ჯახეთი დაიჭირა. კუალად მოკუდა გიორგი მეფე. ალექსანდრე, ძე მისი, გამეფედა იმერეთს. | ||
1640 | ტკჱ | ბატონს თეიმურაზს დიდოეთს დაუნარცხდა. | ||
1642 | ტლ | მოკუდა შასეფი. დაჯდა ძე მისი შააბაზ. | თათრულს ჩნბ | |
1643 | ტლა | როსტომ მეფეს მაღაროს ბატონმა თეიმურაზ დაუმარცხა. | ||
1647 | ტლე | მოკუდა უსუფ ფაშა. დაჯდა ძე მისი როსტომ ათაბაგად. | ||
1648 | ტლვ | ბატონს თეიმურაზს უღლისს დაუმარცხდა. და მაღაროს ძე მისი დათუნა მოკლეს. | თათრულს ჩნჱ | |
1650 | ტლჱ | ალექსანდრე მეფესთან რუსთ ჴელმწიფის ელჩნი მოვიდნენ ქუთათისს. ბატონი თეიმურაზ იქ იყო. | ||
1653 | ტმა | ვახტანგ მუხრანის ბატონის ძე თეიმურაზისა ქართლის გამგე იქმნა. | ||
1654 | ტმბ | ბატონისშვილი მამუკა ალექსანდრე მეფის ძმა მოკუდა ოდიშს თვალ დამწვარი. | ||
1656 | ტმდ | ბატონი თეიმურაზ რუსეთს წარვიდა. კუალად მცხეთის გუნბათი ჩამოვარდა. როსტომ მეფემ აღაშენა. | ||
1657 | ტმე | მოკუდა ლევან დადიანი. დაჯდა ლიპარიტ. და ალექსანდრე მეფე ჩაუხდა. ოდიში მოსტყვევნა, ლიპარიტ განაძო, ვამიყ ლიპარტიანი დადიანად დასვა. უნაგირას აქეთი თჳთან დაიჭირა. | ||
1658 | ტმვ | ბანძას ალექსანდრე მეფეს შეებნენ დადიან-გურიელი, ფარად ფაშა, ქართველნი საციციანო ბარათიანნი. მეფეს ალექსანდრეს გაემარჯვა, ვამიყ დადიანად დასვა. დემეტრე გურიელად. ლიპარიტ დადიანი და ქაიხოსრო გურიელი სტამბოლს წავიდნენ. კუალად მოკუდა როსტომ მეფე, დაჯდა ვახტანგ მეფედ ქართლისად. | ვახტანგ | |
1659 | ტმზ | კახეთს დასვეს სალიმხან, და ზაალ ერისთავმან კახეთს ელნი მოსწყვიტნა. კუალად მოკუდა როსტომ ფაშა, დაჯდა ძე მისი სალიმ ათაბაგად. კუალად მოვიდა ბატონი თეიმურაზ რუსეთიდამ იმერეთს. | ||
1660 | ტმჱ | მოკუდა ალექსანდრე მეფე, დაჯდა ძე მისი ბაგრატ. დედინაცვალმან მისმან დარეჯან ძმის წული თჳსი ცოლად შეირთო. და ვ თვის უკან თვალნი დასწვა ბაგრატს. მან ვახტანგ შეირთო და გამეფდა. მერე ასლან ფაშა ჩამოვიდა, დარეჯან და ვახტანგ წარიყვანა, ბაგრატ დასვა. კუალად მოკლეს ზაალ ერისთავი მაის იგ კვირას. კუალად მოკუდა კათალიკოზი ქრისტეფორე. დაჯდა დომენტი, ძე ქაიხოსროსი. | .: | |
1661 | ტმთ | შანაოზ მეფემ იმერეთი დაიჭირა, ოდიში მოსტყვევნა, დადიანად ლევან დასვა, ქუთაის ძე თვისი არჩილ აკურთხა, მეფედ დასვა. ბატონი თეიმურაზ ტფილის წარმოგზავნა და იმერეთიდამ მოსულმან ყეენთან წარავლინა. | ||
1662 | ტნ | მოვიდა ძის ძე ბატონის თეიმურაზისა რუსეთიდამ ერეკლე თუშეთს, და კახეთს ეკირთებოდა. | ||
1663 | ტნა | ვახტანგ მეფემ ძე თჳსი არჩილ იმერეთიდამ წარიყვანა. და იმერეთს ბაგრატ წარგზავნა და მეფედ ყვეს. ერეკლე თუშეთს განაძო, კახეთი თჳთ დაიპყრა. კუალად მოკუდა ბატონი თეიმურაზ ასტარაბათს. კუალად შეიბნენ ბაგრატ და ლევან დადიანი, მეფეს გაემარჯვა. დადიანი დაიჭირა, ცოლი წაართვა, თჳთ შეირთო. დაჲ თვისი გოშაძის ნაცოლარი მას შერთო ცოლად. | ||
1664 | ტნბ | შანაოზ მეფე თორღას მოადგა. კუალად არჩილ კახეთს მოვიდა მეფედ. კუალად ბატონი თეიმურაზ ალავერდს დაფლეს. | ||
1666 | ტნდ | მოკუდა ჩხეიძე კათალიკოზი სვიმონ, დაჯდა საყვარელიძე ევდემოზ აფხაზთა. კუალად სეხნია ჩხეიძემ ქუთაის ციხე აღიღო, ოსმალთ მისცა. | ||
1667 | ტნე | მოკუდა შააბაზ. დაჯდა ძე მისი შასულეიმან. კუალად არჩილ მოიყვანა სამცხიდამ ბატონი თეიმურაზის ძის დავითის ასული ქეთევან და იქორწინა ტფილისს. კუალად ბეჟან ლორთქიფანიძემ ქუთაისის ციხე აღიღო, ოსმალნი მოსწყვიტნა. | ||
1668 | ტნვ | დარეჯან დედოფალმან ოსმალნი ჩამოიყვანა, მრავალი სულნი მოსწყვიდნეს, ხატნი და ჯვარნი შემუსრნეს, დადიან-გურიელი თან ახლდნენ, დარეჯან მეფედ დასვეს, თჳთ წარვიდენ. ბაგრატ მეფე ქართლს წარვიდა. მერე მოკლეს იმერთა დარეჯან და ვახტანგ. გურიელი დემეტრე მეფედ ყვეს. კუალად შეიპყრეს გურიელი, თვალნი დასწვეს. და გურიას დაჯდა გიორგი. | ||
1669 | ტნზ | სთხოეს შანაოზ მეფეს იმერთ ბაგრატ მეფე და მეფედ ყვეს. მერე სახლთხუცესი ჩხეიძე სეხნია, სრულიად იმერელნი დადიანითურთ მეფეს შეებნენ. მეფეს რაჭა-ლეჩხუმელით გაემარჯვა. | ||
1671 | ტნთ | ქუთაის სრულიად იმერნი დადიანითურთ მეფეს დაესხნენ. მეფე რაჭას გაეცალა, ისინი გეგუთს დადგნენ, იმერეთს არბევდენ. მეფე რაჭა-ლეჩხუმით ჩამოვიდა, ქუთაის შეიბნენ, მეფეს გაემარჯვა, დადიანი დაიჭირა, შეწყალებული გაუშვა. | ||
1672 | ტჲ | ფაშა და ბაგრატ მეფე ქუთაის შეიბნენ. ფაშას გაემარჯვა, ბაგრატ მეფე შეიპყრა. | ||
1674 | ტჲბ | ბაგრატ მეფემ ქუთაის ციხე აღიღო. კუალად ყეენისაგან მოწოდებული ერეკლე ბატონის თეიმურაზის ძის ძე კახეთს მოვიდა. | ||
1675 | ტჲგ | წარვიდა არჩილ მეფე იმერეთის დასაჭერად. კუალად წარვიდა შანაოზ მეფე ყეენთან. და გარდაიცვალა ხოსკაროს. კუალად გარდაიცვალა კათალიკოზი ქართლისა დომენტი. კუალად წარვიდა ძე შანაოზ მეფისა გიორგი ყეენთან სამეფოდ. | ||
1676 | ტჲდ | მოვიდა გიორგი მეფედ ყეენიდამ ი იანვარს. დასვა კათალიკოზად ნიკოლაოზ. კუალად ბაგრატ მეფეს უშვა თამარ ძე გიორგი. | გიორგი | |
1677 | ტჲე | ბეჟანხან კახბატონად მოვიდა. კუალად ბაგრატ მეფემ გიორგი გურიელს მისცა ასული თჳსი დარეჯან ცოლად. | ||
1678 | ტჲვ | არჩილ იმერეთი დაიჭირა, ბაგრატ გურიას წავიდა. მიიცვალა თუთა ბატონიშვილი, გურიელის ქალი, მეფის ძის ლევანის ცოლი. | ||
1679 | ტჲზ | აჯიალიხან თავრეზს მოვიდა. კუალად ჩამოვიდა აზრუმის ფაშა იმერეთს, არჩილ განაძო. ბაგრატვე დასვა. მერე მოკლა აზრუმის ფაშამ, ახალციხის ფაშა ასლან კვაკჭირს და წარვიდა. | ||
1680 | ტჲჱ | მოკუდა დადიანი ლევან. კუალად ათაბაგად დაჯდა ძე ასლანისა უსუფ. მეფის ძემ ლევან იქორწინა თინათინზედ. | ||
1681 | ტჲთ | ფაიქომიდამ მეფე არჩილ რუსეთს წარვიდა. კუალად მოკუდა ბაგრატ მეფე. და გამეფედა იმერეთს გიორგი გურიელი. | ||
1682 | ტო | მარიამ დედოფალი მიიცვალა. კუალად წარგზავნა ძე ბაგრატისა, ალექსანდრე, გიორგი მეფემან სამეფოდ ახალციხეს. | ||
1683 | ტოა | მიიცვალა თამარ დედოფალი, მეფის გიორგის ცოლი. და იმერეთს ალექსანდრე გამეფედა. კუალად მოკუდა იმერთ დედოფალი თამარ მუხრანბატონის ქალი. კუალად ბეჟან-ხან წარვიდა, სხვა ხანი მოვიდა კახბატონად. | ||
1684 | ტობ | როკითს ალექსანდრე მეფეს გაემარჯვა. მოკლეს გიორგი გურიელი. და გაგურიელდა მალაქია, ძმა გიორგისა. | ||
1685 | ტოგ | დაჯდა გურიელად ქაიხოსრო გიორგის ძე. მალაქია ახალციხეს წარვიდა. | ||
1687 | ტოე | გიორგი მეფემ კოჟორზედ ქორწილი ქნა მიქელაძის ქალს ხვარაშანზედ. კუალად ალექსანდრე მეფემ რაჭა დალაშკრა. | ||
1688 | ტოვ | კახბატონად მოვიდა აბაზყულიხან. გიორგი მეფემ ძე თჳსი ბაგრატ და ძმა ლევან ყეენთან წარგზავნა. და გაზაფხულს შეუხდა დუშეთს, დაუმარცხდა. ამას ზაფხულსვე მოვიდა ერეკლე ტფილის მეფედ. გიორგი მეფე რაჭას წარვიდა. კუალად ამავ შემოდგომას მოვიდა რაჭას არჩილ მეფე რუსეთიდამ. | ერეკლე | |
1689 | ტოზ | ოსმალთ მოკლეს ქაიხოსრო გურიელი. მალაქია გააგურიელეს, მერე მამია ძე გიორგისა. | ||
1690 | ტოჱ | მოკუდა უსუფ ფაშა, დაჯდა ძმა მისი სალიმ ათაბაგად. და კუალად არჩილ იმერეთს გამეფდა. კუალად გოდოგნის ომი იქნა. არჩილს გაემარჯვა. ალექსანდრე ქართლს წავიდა. | ||
1691 | ტოთ | გიორგი მეფემ ახალციხიდამ გამოლტოლვილმან ქართლი დაიჭირა. ერეკლე მეფე ტფილის ციხეში შევიდა. კუალად ფაშამ ალექსანდრე ჩაიყვანა იმერეთს, გაამეფა. არჩილ რაჭიდამ ქართლს ჩავიდა, და ქუთაის ეკლესია ყოვლად წმინდა შემუსრეს ოსმალთ. კუალად ალექსანდრე მეფემ გიორგი აბაშიძის ქალი თამარ შეირთო ცოლად. კუალად ქართველთ დაუმარცხდათ ნინოწმიდას, მოკლეს ბარძიმ მდივანბეგი. | გიორგივე | |
1692 | ტპ | მოკუდა შასულეიმან, დაჯდა ძე მისი შასულთან უსეინ. კუალად შეიპყრეს არჩილ მეფე ჩერქეზთა. | ||
1694 | ტპბ | გიორგი მეფე მცხეთას დადგა, ერეკლე მეფე ჯვარს, ერეკლეს მოეშველა აბაზყულიხან, და ბრძოდენ ერთმანეთს. კუალად მოკუდა თამარ, მეფის ქალი, გივი ამილახორის ცოლი. | ||
1695 | ტპგ | ხვარაშან დედოფალი გიორგი მეფის ცოლი მიიცვალა. კუალად მისცა ყეენმან ქალბალიხანს კახეთი და სარდლობა. მოვიდა ივლისში ერეკლე მეფითურთ, და დადგა თრიალეთს. და გიორგი მეფე კლდეკარზედ. იმერთ შეიპყრეს ალექსანდრე მეფე, მოსცეს გიორგი მეფეს. მოაშთვეს რუისს და დაფლეს მუნვე. და არჩილ იმერეთს გამეფედა. ოკდონბერში გიორგი მეფეს კლდეკარს დაუმარცხდა, იმერეთს წარვიდა. ერეკლე მეფემ ქართლი დაიჭირა. კუალად ამავ ზამთარს შეუხდენ კახნი ჭარს, დაუმარცხდათ და მოსწყვიდნეს ლეკთა მრავალნი. | ||
1696 | ტპდ | წარვიდა გიორგი მეფე იმერეთიდამ ყეენთან ისპაანს. შემდგომად არჩილ განაძეს იმერთ. გიორგი დასვეს მეფედ, გოჩიად წოდებული. კუალად მოკუდა რაჭის ერისთავი პაპუნა, დაჯდა ძე მისი შოშიტა ერისთვად. | ერეკლევე | |
1698 | ტპე | ჩამოიყვანეს ოსეთიდამ არჩილ იმერეთს მეფედ ყვეს, გოჩია განაძეს. შემოდგომაზედ ფაშამ ჩამოიყვანა ძე ალექსანდრე მეფისა სვიმონ. მეფედ დასვა. და არჩილ მეფე დვალეთს წარვიდა. | ||
1700 | ტპჱ | არჩილ მეფე რუსეთს წარვიდა დვალეთიდამ. კუალად მოკუდა კათალიკოზი იოვანე დიასამიძე. დასვა ერეკლე მეფემ ძმის წული მისი ევდემოზ კათალიკოზად. | ||
1701 | ტპთ | იმერთ მოკლეს სვიმონ მეფე. მამია გურიელი გამეფეს. კუალად მისცეს ვახტანგ ბატონიშვილს საუფლისწულო, და მოვიდა შემოდგომაზედ, სურამს დადგა. კუალად წარვიდა გურიელი გურიას, და აბაშიძე გიორგი განაგებდა იმერეთს. კუალად მოკუდა სალიმ ფაშა, და დაჯდა ძე უსუფ ფაშისა ისაყ ათაბაგად. | ||
1703 | ტჟა | მისცეს გიორგი მეფეს ქართლი, და მოვიდა ძმა მისი ლევან ივლისში, ერეკლე მეფეს ყულარაღასობა და კახეთი მისცეს, მაისში ისპაანს წარვიდა. კუალად მოვიდა იმანყულიხან ძე ერეკლე მეფისა კახბატონად. კუალად ჩამოვიდა მარიამობის თვეში სარასკარი იმერეთს. დაუტევა მეფედ ძე ალექსანდრე მეფის გიორგი, და წარვიდა. | გიორგივე | |
1704 | ტჟბ | ლევან წარვიდა ისპაანს სეკდემბერს. ვახტანგ ძე თჳსი გამგედ დაუტევა და იესე ძე თვისი თან წარიყვანა. | ||
1705 | ტჟგ | დომენტი ძე ლევანისა და ძმა ვახტანგისა ქართლის კათალიკოზად დასვეს. კუალად გარდაადგინეს ისაყფაშა და დასვეს ასლან ძე სალიმ ფაშისა ათაბაგად. | ||
1706 | ტჟდ | იმანყულიხან შეუხდა ჭარს. დაუმარცხდა. მრავალნი კახნი მოსწყვიტეს ლეკთა. | ||
1707 | ტჟე | კათალიკოზი დომეტი ისპაანს წარვიდა ყეენთან. უკუდგნენ იმერნი აბაშიძისაგან, გიორგი ძე ალექსანდრესი გაამეფეს. | ||
1708 | ტჟვ | კათალიკოზი დომეტი მოვიდა ისპაანიდამ. კუალად გარდაადგინეს ასლან ფაშა. დასვეს ისაყვე ათაბაგად. | ||
1709 | ტჟზ | მოკლეს გიორგი მეფე ყანდაარს. მისცეს ქართლი და სპასალარობა ქაიხოსროს ძესა ლევანისასა. კუალად მოკუდა მაისში ლევან ისპაანს. კუალად გაემარჯვა გიორგი მეფეს ფარცხანაყანევს, კაცხისა და ნავარძეთის ციხე აღიღო, მერე რაჭა დალაშქრა. | ქაიხოსრო | |
1710 | ტჟჱ | მოკუდა ერეკლე მეფე ისპაანს. კუალად მოკუდა თეიმურაზ ბატონიშვილი ძმა ვახტანგისა დეკემბერს ზ. კუალად მოკუდა ალექსანდრე ძე არჩილ მეფისა რიგას. | ||
1711 | ტჟთ | იმანყულიხან იანვარში წარვიდა ისპაანს. ვახტანგ ოსეთი დალაშკრა აგვისტოში. და გიორგი მეფემ აგვისტოში რაჭა დალაშკრა. ოკდომბერს განაძეს გიორგი ქართლში, და გურიელი მამია დასვეს მეფედ. კუალად მოკლეს მეფე ქაიხოსრო ოკდონბერს კვ ყანდაარს. | ||
1712 | უ | ვახტანგ მეფემ თებერვალში ქორწილი უყო თეიმურაზს, ერეკლე მეფის ძეს, თამარს თჳს ქალზე. და ვახუშტი აბაშიძეს ანუკაზედ. და თჳთ წარვიდა ისპაანს აპრილს კგ. კუალად მოკუდა არჩილ მეფე მოსკოვს. კუალად ჩხარის ომი იქმნა, მეფე გიორგის გაემარჯვა ივნისში, გურიელი რაჭას წავიდა. კუალად დაიბადა აგვისტოს ბ გიორგი, ძე ვახტანგ მეფისა, გორს. | ვახტანგ | |
1713 | უა | დიდი მკლობა იყო და ჟამი მომსრველი. ნოემბერში შეიბნენ ქუთაის გიორგი მეფე და გურიელი მამია. გურიელს გაემარჯვა. | ||
1714 | უბ | იანვარს ე მოკუდა გურიელი მამია ღვანკითს. გურიას დასვეს ძე მისი გიორგი. მაისში გიორგი მეფემ იმერეთი დაიჭირა. სეკდენბერში მოვიდა მეფის ვახტანგის ძმა იესე ტფილის მეფედ. | ||
1715 | უგ | იმანყულიხან მოვიდა ისპაანიდამ კახეთს. კუალად ლეკთ მდევარნი კახნი მოსწყვიტნეს მთავარნი კგ. და შემოდგომაზედ ქორწილი ქნა იესე მეფემ მარტყოფს, ერეკლე მეფის ქალს ელენეზედ. კუალად გიორგი მეფემ დადიანი გიორგი გარდააგდო. დასვა დადიანად ძე მისი ბეჟან. კუალად შეიპყრა ბეჟან მამა თჳსი დადიანი გიორგი. კუალად წარავლინა იესე მეფემან სპასპეტი ლუარსაბ საბარათიანოს დროშით ლეკზედ. მაღაროს ბოლოს დაუნარცხდათ, და მრავალნი ქართველნი და კახნი მოსწყვიტესლეკთ ჭარელთა. | იესე | |
1716 | უდ | მოკუდა დედოფალი ანნა, ცოლი ერეკლე მეფისა, გაზაფხულს. კუალად აგვისტოში მისცეს მეფე ვახტანგს ქართლი და სპასალრობა. სეკდენბერში მოვიდა ძე მეფის ვახტანგის ბაქარ მცხეთას, იესე კახეთს წავიდა. კუალად გარდაადგინეს ისაყ ფაშა, დასვეს ასლანვე ათაბაგად. ეს ჩაიყვანეს იმერთ, და შეიბნენ გიორგი მეფე და ასლან ფაშა სვიმონეთს. ფაშას გაემარჯვა, მეფე ქართლს წარვიდა. | ვახტანგ | |
1717 | უე | გიორგი მეფე წარვიდა სტამბოლს. კუალად ივლისში ლეკთ ბოლნისები მოარბივეს, მოსტყვევნნეს, მიეწივნენ მდევრად მცირედნი ქართველნი ნაზარას სოფლის ბოლოს, ქართველთ დაუმარცხდათ. | ||
1719 | უზ | მოვიდა მეფე ვახტანგ აგვისტოში ტფილის. კუალად მოვიდა გიორგი მეფე სტანბოლიდამ, ჩამოიყვანა ოსმალნი და დაიჭირა იმერეთი. კდ დეკენბერში საფურცლეს მეფე ვახტანგ და იმანყულიხან შეიყარნენ. | ||
1720 | უჱ | წარავლინა მეფემ ვახტანგ სპანი ლეკზედ საშველად იმანყული ხანთან. კუალად მოკლეს იმერთ გიორგი მეფე თებერვალს კზ. და აღიღო ციხე კაცხისა ერისთავმან შოშიტამ და გამოიღო საგანძური მისი. | ||
1721 | უთ | მეფე ვახტანგ მივიდა მაღაროს დიდის ლაშკრით ლეკზე თებერვალში, მაისში მოკუდა იმანყულიხან კახბატონი. კუალად ფაშამ ჩაიყვანა ალექსანდრე გიორგი მეფის ძე მეფედ იმერეთს. | ||
1722 | უი | ყეენმან მამადყულიხანს მარტში მისცა კახეთი და მოვიდა ყაზახში. კუალად ავღანნი მოადგნენ ისპაანს აპრილში. მაისში წარვიდა მეფე ვახტანგ განჯას და განარინა ლეკთაგან. კუალად გამოვიდა რუსეთის ჴელმწიფე დიდი პეტრე დარუბანდს. აგვისტოში, დაიპყრა. კუალად მეორედ წარვიდა მეფე ვახტანგ განჯას სეკდემბერში. კუალად მოკუდა აბაშიძე გიორგი ტფილის ოკდონბერს იე. ამავ ოკდონბერში აღიღეს ავღანთ ისპაანი. და პატიმარყვეს შასულთან უსეინ. | ||
1723 | უია | მისცეს მამადყულიხანს ქართლი. მოვიდა იანვარში ავლაბარს. თაბორზე დაუმარცხდა აპრილს ივ. ლტოლვილი მივიდა ლეკში. მაის დ დაუმარცხდა მეფე ვახტანგს და აღიღეს ლეკთ ტფილისი. ივლისში მიეგებნენ ბაქარ და იესე სარასკარს, და ჩამოვიდა ოსმალი. ყურყუთას მიეგება მამადყულიხან სარასკარს. მისცა ციხე ტფილისისა. სარასკარმან ქართლი ბაქარს მისცა. მამადყულიხან შეიპყრა. სეკდენბერში ოსმალთ მარტყოფი მოსტყვევნეს. ოკდონბერს სარასკარი განჯას წარვიდა, უქმი მოიქცა. | ||
1724 | უიბ | მეფე ვახტანგ წარვიდა რუსეთს ივლის იე. ოკდონბერში მოიყვანეს ქართველთ მამადყულიხან კახთ სპითა, ზედაველაზედ ოსმალთ და იესე მეფეს შეებნენ. ოსმალთ გაემარჯვათ. მრავალნი სულნი ქართველნი და კახნი მოსწყვიტნეს. კუალად ამავ ივნისში რაჭის ერისთავი შოშიტა ალექსანდრე მეფეს მიუხდა, მეფე სკანდის ციხეში მორჩა. | ||
1725 | უიგ | ალექსანდრე მეფემ რაჭა დალაშკრა. ოსმალთ ქართლი აღწერეს, ხარკი დასდვეს. | ||
1726 | უიდ | მოკუდა გიორგი გურიელი. დაჯდა ძე მისი მამია. კუალად მოადგნენ მეფე ალექსანდრე და ბეჟან დადიანი შორაპანს, ლევან აბაშიძის ციხეს. აღიღეს. მისცეს ზურაბ აბაშიძეს. კუალად გამოვიდა მეფე ვახტანგ სეკდენბერში გილანს რუსეთიდამ. | ||
1727 | უიე | მოკუდა იესე მეფე ტფილისს ოსმალობაში. | ||
1728 | უივ | მოკლეს ბეჟან დადიანი ოსმალთა. ძე მისი ოტია გადადიანდა. კუალად მეფე ვახტანგ გილანიდამ მოსკოვს მივიდა. | ||
1729 | უიზ | მოკლეს მამადყულიხან ოსმალთა ბეჟანბაღს. კუალად სომეხნი შეიშალნენ აღვსებისაგან. და თეიმურაზ ფშავს წარვიდა. | ||
1730 | უიჱ | მოადგა მეფე შორაპანს. შეამჭირვა. მოიყვანა ზურაბ აბაშიძემ ოსმალნი და მისცა მათ შურითა ლევანისათა. | ||
1731 | უით | ჩამოიყვანეს თეიმურაზ კახთ ფშავიდამ, დაემორჩილნენ. მოკუდა შოშიტა ერისთავი. დაჯდა ძე მისი გრიგოლ. | ||
1732 | უკ | შეირთო მეფე ალექსანდრემ აბაშიძის ლევანის ქალი. და ასული თჳსი, დადიანის ქალის ნაშობი, მისცა გურიელს მამიას ცოლად. | ||
1733 | უკა | ფაშამ ალექსანდრე მეფე წარიყვანა იმერთ სპითა. გამოეპარა აფხაზეთიდამ და მოვიდა იმერეთს. | ||
1734 | უკბ | ჩიხორს მეფე ალექსანდრეს შეებნენ დადიანი ოტია, რაჭის ერისთავი გრიგოლ, აბაშიძე დავით. მეფეს გაემარჯვა და დადიანი დაიჭირა. კუალად მეფე ვახტანგ დარუბანდს გამოვიდა. კუალად მოვიდა თამაზხან, შამახია აღიღო, სულხავი შემუსრა. მერე განჯას მოადგა. მუნ მივიდა თეიმურაზ სრულიად კახით. შემდგომად ქართველნი. ორთავ ჯარი მოსცა. წარმოგზავნა. შეუძღვნენ კახნი ჭარში და შემუსრეს ჭარი. და ქართველნი და ყიზილბაშნი ბრძოდენ ტფილის მუნ მყოფს ფაშას. | ||
1735 | უკგ | თამაზხანს ერევანს სარასკარს ქოფრულზედ გაემარჯვა. მისცეს რუსთ დარუბანდი, და ოსმალთ ტფილისი, განჯა და ერევანი. კუალად მეფე ვახტანგ აშტარხანს გავიდა. კუალად ტფილისს მომავალს თამაზ ხანს გაეპარნენ თეიმურაზ და ქართველნი. თამაზხან ტფილისიდამ გაუსია ჯარი და აჰყარა ქართველნი მრავალი სული, წარავლინა ხორასანს. იმერელთ წარუვლინა დესპანი, გაჰპარსეს და გაჰყიდეს. მერმე ჩავლო კახეთი. აჰყარა მუნც სული მრავალი. მივიდა დარუბანდს. მერმე მუღანჩოლში დადგა. | ||
1736 | უკდ | თამაზხან გახელმწიფდა თ მარტს მუღანჩოლში. კუალად იწოდავე ნადირშა. | ||
1737 | უკე | გორს ყიზილბაშთ მიიტყუეს თეიმურაზ და ქართველნი, შეიპყრეს და წარავლინეს ისაანს შანადირის წინაშე. კუალად გარდაიცვალა მეფე ვახტანგ აშტარხანს მარტს კზ, კუალად გარდადგინდა ისაყფაშა. და დასვა ძე თჳსი უსუფ ფაშა ათაბაგად. | ||
1738 | უკვ | მოკლა ღალატით ალექსანდრე მეფემ დავით ძე ზურაბ აბაშიძისა და წერეთელი პაპუნა. და უკუდგნენ დადიანი, ერისთავი და ზურაბ. კუალად მოვიდა თეიმურაზ ყანდაარიდამ კახეთს. კუალად შანშე ერისთავს მოუხდა ხანი, განაძო, და წარვიდა იმერეთს დედაწულითურთ. მერე წარვიდა რუსეთს. კუალად ალექსანდრე მეფემ წარგზავნა დესპანად რუსეთს ქუთათელი ტიმოთე არმაღანითა. | ||
1739 | უკზ | სპასალარი შანადირის ძმა შეუხდა ადრიბეჟანისა და ქართველთ-კახთ სპითა ჭარს. შემუსრა და მოაოჴრა სრულიად. მერე მოკლეს ლეკთ სპასალარი და ივლტოდეს სრულიად სპანი. ლეკთ მოსწყვიტნეს მრავალნი სულნი. კუალად რუსეთიდამ მოსრულმან შანშე ერისთავმან მოიყვანა ლეკნი, მოადგა ანანურს, გამოიყვანა ბარძიმ ერისთავი და მოსწყვიდნა სრულიად სახლეულით მათით. და ზოგნი გამოსწვნა კოშკთა შინა. კუალად ალექსანდრე მეფემ შანშესაგან ჩაიყვანა ლეკნი იმერეთს, ჩავიდა ოდიშს და შემუსრნა ციხენი. კუალად შანადირის ძემ მოკლა შასთამაზ და ძე მისი და მოსწყდა თესლი შიხთა მათ. | ||
1740 | უკჱ | მოუხდა დადიანი ოტია ალექსანდრე მეფეს ოდიშარ-აფხაზითა. მეფე გაეცალა. მან მოსწვა ვარციხე და იმერეთი. კუალად მოკუდა სვიმონ ბატონიშვილი პეტრებუხს იანვარს კზ. კუალად მოკუდა დარეჯან ბატონიშვილი მოსკოვს სეკდენბერს კდ. კუალად მიიცვალა დედოფალი რუსუდან მოსკოვს სეკდენბერს ლ. | ||
1741 | უკთ | შანადირ მოვიდა ინდოეთიდამ. არდაველს მიეგება თეიმურაზ, წარმოავლინა სპითა და შეუხდენ ჭარს, შემუსრეს, მოსწვეს და მოსტყვევნეს. შანადირ მოადგა დაღისტანს ლეკთა. დარუბანდს მივიდნენ თეიმურაზ კახით და ქართველნი და კათალიკოზი დომეტი. კუალად იმერთ ჩაიყვანეს ოსმალნი, ალექსანდრე მეფე განაძეს ქართლს. გიორგი, ძმა მისი, მეფედ დასვეს. კუალად შანშე განაძეს და ოსმალთ პყრობილი მოსცეს შანშე შანადირს, ხოლო შაჰნადირმან ხორასანს წარგზავნა. კუალად შანადირის ბრძანებით ფაშამ ალექსანდრევე დასვა მეფედ. კუალად მიიცვალა კათალიკოზი დომეტი ტფილის. დასვეს კათალიკოზად ხერხეულიძე ნიკოლაოზ. | ||
1742 | ულ | ალექსანდრე მეფემ მოკლა დედინაცვალი თჳსი თამარ, გურიელის მამიას ქალი. და მოსწყვიტნა გიორგის მიმდგომნი, ზოგი დაჰყიდნა. კუალად უკუდგა გივი ამილახორი, და მეფე ბაქარ მოვიდა აშტარხანს. ხოლო სანადირ ადგა დაღისტანს ა წელს და წარვიდა სპარსეთად. კუალად დიდი ძვრა იყო, დაიქცა ალავერდის ეკლესია და ხოდაშნის ციხე. კუალად გივი აოჴრებდა ქვეყანას ლეკით. კუალად ბაქარ უკუნიქცა მოსკოვსვე. კუალად მოკუდა კათალიკოზი აფხაზთა გრიგოლ, დაჯდა გერმანე. | ||
1743 | ულა | ბეჟან არაგვის ერისთავი მოკლეს ყმათა და მიერთნენ თეიმურაზს. კუალად თეიმურაზ შეიპყრა ყეენის შვილად წოდებული და წარუვლინა შანადირს. ამისთჳს მოსცა არაგვის საერისთო და დაიპყრა მან. კუალად გეგუთს მოვიდნენ დადიანი და ერისთავი გრიგოლ ალექსანდრე მეფეზედ. მეფეს გაემარჯვა. მოკლეს გრიგოლ, რაჭის ერისთავი. დაჯდა ძმა მისი ვახტანგ ერისთავად. | ||
1744 | ულბ | ქართლს ჩამოვიდენ ოსმალნი. მივიდა გივი ამილახორი მათთან. თეიმურაზს ყიზილბაშ-ქართველთ, გორს მდგომთ, მოადგნენ. და არაგვზე ერეკლემ დაუმარცხათ ოსმალთ და ესენიც ივლტოდენ. გამოვიდენ გორიდამ და აღიღეს ალაფი მათი. გაქცეული უსუფ ფაშა მოკუდა აწყვერს. და მიიღო ათაბაგობა კუალად ისაყ ფაშამვე. ამისთჳს მოსცა შანადირ თეიმურაზს ქართლი და კახეთი ერეკლეს ძესა მისსა. მოკლა კათალიკოზი ნიკოლაოზ ხერხეულიძე თაზიშვილმან. და დასვეს კათალიკოზად ანტონი ძე იესე მეფისა. | ||
1745 | ულგ | მოადგა გივს ამილახორს თეიმურაზ ყიზილბაშ-ქართველით სურამს ციხეში მყოფს. გამოიყვანეს გივი და წარუგზავნეს შანადირს. კუალად მოუხდა ალექსანდრე მეფე ლევან აბაშიძეს და ბრძოდნენ. | ||
1746 | ულდ | მოკუდა დედოფალი თამარ მეფის ვახტანგის ქალი, და დაჲ მისი ანუკა. თეიმურაზ იე უკან შეირთო ქვრივი ქაიხოსრო ციციშვილისა, ბეჟან თაქალთოიანის ქალი. კუალად განაძეს მეფე ალექსანდრე და მივიდა დადიანს ოტიასთან. | ||
1747 | ულე | შეაგდო შანადირ ქართლს, კახეთს მ ათასი თუმანი. ამის სახვეწრად წარვიდა თეიმურაზ მისთან. არამედ მაისში მოკლეს შანადირ ყიზილბაშთა და დასვეს ძმის წული მისი ადილშა. | ||
1748 | ულვ | უკუდგნენ ერეკლესაგან ალავერდი და ბარათიანნი. მოიყვანეს ყიზილბაშნი. სალალაკზედ ერეკლეს გაემარჯვა. მერე აღიღო ციხე ტფილისისა, განაძო მუნიდამ ყიზილბაშნი და შემუსრა ზღუდე ციხე ტფილის შორისი. | ||
1749 | ულზ | მოკლეს შაადილ, და შემოდგომაზედ მოვიდა თეიმურაზ ტფილის. მეფემ ალექსანდრემ ოსმალი ჩამოიყვანა იმერეთს. | ||
1750 | ულჱ | მოკუდა მეფე ბაქარ მოსკოვს ა თებერვალს. მოვიდა გივი ამილახორი მრავლის საქონლით ქართლს. | ||
1751 | ულთ | თეიმურაზ-ერეკლეს ქართველთ და კახთ ჭარში მიმსვლელთ დაუმარცხდათ აჯიჩალაბისა და ჭარელთაგან კაკს. და მოსწყვიტეს მრავალი სული, და მოიშთო ალაზანში. კუალად გაემარჯვა ერეკლეს აზათხანზედ ერევანს. | ||
1752 | უმ | თეიმურაზს-ერეკლეს ქართველთ და კახთ დაუმარცხდათ განჯას აჯიჩალაბისაგან. და მოსწყდა მრავალი სული კუალად. განძარცვა ხახულის ღმრთის მშობელი და მის ძლით ამ დიდმარხვას მარტში მოკუდა ალექსანდრე მეფე. დაჯდა ძე მისი სოლომონ მეფედ. კუალად თეიმურაზ წარგზავნა დესპანად ტფილელი ამილახორის შვილი ათანასე რუსეთს არმაღამითა. | ||
1753 | უმა | მეფე სოლომონ განაძეს იმერთა. მან ფაშა ჩამოიყვანა და დაიპყრა კვალად იმერეთი. | ||
1755 | უმგ | შეუთქვეს კახთ ანტონის კათალიკოზს ფრანგობა მტერობით. და განაძეს. კუალად რომის ბერნი კაპუჩინნი ქართლიდან. |
ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა | ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი |