ღამეა, ვებრძვი საშინელ წამებს
ღამეა, ვებრძვი საშინელ წამებს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ღამეა, ვებრძვი საშინელ წამებს,
მე ახლა დავწერ ძვირფას სტრიქონებს.
შუაღამეა, ვისვენებ და მე
ჩემი ბავშვობის დღეებს ვიგონებ.
ღამეა, ვებრძვი საშინელ წამებს,
და გრძნობა უდრის გულის ანთებას.
ცისფერ ლანდებით გაივლის ღამე
და ჩემი შიში გაიფანტება.