ღამევ, რა მოგივიდა?
ღამევ, რა მოგივიდა? ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ო, ყოველდღე მზეები
ქიმერებში ვარდება,
ქარავანი დღეების
მძიმედ მიემართება.
ის ოცნებაც ქაოსის
ნაპირამდე მივიდა,
ღამევ, რა მოგივიდა?
ქარო, რა გემართება?
ღამევ, რა მოგივიდა? ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ო, ყოველდღე მზეები
ქიმერებში ვარდება,
ქარავანი დღეების
მძიმედ მიემართება.
ის ოცნებაც ქაოსის
ნაპირამდე მივიდა,
ღამევ, რა მოგივიდა?
ქარო, რა გემართება?