ღამე თანდათან შუქს იპარავდა

ღამე თანდათან შუქს იპარავდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ღამე თანდათან შუქს იპარავდა,
თანდათანობით ვგრძნობდი წვალებას.
და ჩამქრალ ბაღის სივრცე ფარავდა
ბნელი ფოთლების იდუმალებას.

წუხელ სიზმრების ქსელში გავები,
თითქო მეძახდა ალლიდი ოტტო.12
მაღლა ესია ცას ვარსკვლავები,
დაბლა შრიალი გაჰქონდა ფოთოლს.

ღამე თანდათან შუქს იპარავდა,
თანდათანობით ვგრძნობდი წვალებას.
და ჩამქრალ ბაღის სივრცე ფარავდა
ბნელი ფოთლების იდუმალებას.

რესურსები ინტერნეტში edit