ღამე თვალებში

ღამე თვალებში
ავტორი: ტერენტი გრანელი


მიტოვებული ბაღი კიოდა,
დაჰქროდა ლურჯი სურნელი კვირის.
კვამლია მსხვერპლის საიქიოდან
და სადღაც ქალი სიზმარში ტირის.

სული ვერ უძლებს ღამის ნაპრალებს,
ო, სიბნელეა და გულგრილობა.
კრულვა ჩემს ოთახს, კრულვა ჩემს თვალებს,
თვალებს, რომელთაც სწვავთ უძილობა.

რესურსები ინტერნეტში

edit