ღევონდი


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სომხური წყაროები




(VIII საუკუნე)

VIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი, «ხალიფების ისტორიის» ავტორი, აღწერა სომხეთის პოლიტიკური ისტორია 640-დან 788-მდე. წიგნის ბოლო თავი დაწერა როგორც მოწმემ იმ ამბებისა. წიგნში მოთხრობილია არაბების მართველობის დამყარების შესახებ სომხეთში, სომხების ბრძოლის შესახებ არაბების წინააღმდეგ. წიგნში მოყვანილია ცნობები 703, 748, 762 და 774–775 წწ. აჯანყებების შესახებ. წიგნი შეიცავს არაბეთის ხალიფის ომარ II-ის და ბიზანტიის იმპერატორის ლეონ III-ის მიმოწერას.
 1971 წ. კრებულში 1971 - მრავალთავი - ტომი I გამოქვეყნდა ელენე ცაგარეიშვილის მიერ შესრულებული ლევონდის თხზულების იმ ნაწილების თარგმანი, რომელიც საქართველო-არაბების ურთიერთობას შეეხებოდა.


პუბლიკაციები









ღევონდი
თავი 4

გრიგორ სომეხთა მთავარმა თავისი მმართველობის დროს სომეხთა ქვეყანა ყველა მძარცველთა თავდასხმებისაგან დაიცვა. იგი იყო ღმრთის მოშიში, კაცთმოყვარე, სტუმართმოყვარე, გლახაკთა მასაზრდოებელი, იგი ღვთისმსახურებას ეწეოდა. მან არგაწნოტის გავარში, დაბა არუჭში აღმართა სამლოცველო, ღმრთის დიდებისა და სახელის ტაძარი და მორთო და შეამკო იგი თავისი სახელის უკვდავსაყოფად.

ტაჭიკთა შორის ბრძოლის დროს სომხებმა, ქართველებმა და ალბანელებმა 30 წლიანი მორჩილების შემდეგ შეწყვიტეს ხარკის გადახდა, მათმა ამბოხებამ 3 წელი გასტანა. მე-4 წელს სომხეთი დაიპყრო ჩრდილოელმა ხალხმა ხაზარებმა. ბრძოლაში მოკლეს გრიგორ მთავარი და ბევრი ქართველი და ალბანელი ნახარარი და მთავარი. თვითონ მათ კი მარბიელი მოჰფინეს სომხეთის ქვეყანას, დაიპყრეს მრავალი გავარი და დაბა, ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი და ტყვეები და თავიანთ ქვეყანაში წავიდნენ.