ყვავი ხელოვანთა სასახლის ბაღში
ყვავი ხელოვანთა სასახლის ბაღში ავტორი: ტერენტი გრანელი |
ფიქრს ცეცხლი მოსდევს
და დროა შავი.
ვზივარ და შტოზე
ჩამოჯდა ყვავი.
მზე ცაზე ავა,
მომბეზრდა თავი.
სასახლეს შავად
დასჩხავის ყვავი.
მისდევენ ქუჩებს
და დროა შავი.
ვზივარ და უცებ
გაფრინდა ყვავი.