ყინული

ყინული
ავტორი: დუტუ მეგრელი


ყი​ნუ​ლი

ერთ ზამ​თა​რის დი​ლას პა​ტა​რა
ბავ​შმა ნა​ხა, რომ ყი​ნუ​ლიც
მზე​ზე ბრჭყვი​ა​ლებს, საწ​ვი​მარ
ღარ​ზე​და ჩა​მო​კი​დუ​ლი,
და უთ​ხრა დე​დას სი​ა​მით:
"დე​დი​ლო, გე​ნაც​ვა​ლეო,
ეგერ ალ​მა​სი ჰკი​დია
და ამო​მი​ღე მა​ლეო."
_"მო​ი​ცა, შვი​ლო," _ სთქვა დე​დამ:
"მზე კარ​გად ამო​ვი​დე​სო
და მა​შინ ნა​ხე, შენს ალ​მასს
აბა რა მო​უ​ვი​დე​სო!.."
მარ​თლაც, გათ​ბა დღე თუ არა,
წვე​თა და​იწ​ყო ყი​ნულ​მა
და ისევ დე​დას მი​მარ​თა
პა​ტა​რამ გაკ​ვირ​ვე​ბულ​მა:
_"უი​მე, დე​და, შეჰ​ხე​დე,
მოს​წვე​თავს, წყლად ქცე​უ​ლიო!"
_"რად გიკ​ვირს, შვი​ლო? დამ​დნა​რა, _
თოვ​ლია, გა​ყი​ნუ​ლიო!"
_ "მე-კი ალ​მა​სი მე​გო​ნა,
ისე რომ ბრჭყვი​ა​ლებ​დაო, _
სთქვა გულ​დაწ​ყვე​ტით პა​ტა​რამ:
"და მის​თვის მა​ხა​რებ​დაო,"
დე​დამ მი​უ​გო: "ჰო, ხში​რად
გვატ​ყუ​ებს გა​რეგ​ნო​ბაო;
მი​ტო​მაც არის სა​ჭი​რო
დაკ​ვირ​ვე​ბა და ცნო​ბაო!.."