შალვა დადიანს

შალვა დადიანს
ავტორი: ტერენტი გრანელი


დღეს შალვა დადიანი შემომხვდა და
მითხრა: ჩაიცვი, ყმაწვილო, ჩაიცვი!..

ძვირფასო შალვა, არამცთუ კაცმა, -
ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა.
შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ,
რომელიც არის პატარა ჯვარცმა.

რესურსები ინტერნეტში edit