შემეძლო მეტის მოცემა
შემეძლო მეტის მოცემა ავტორი: ტერენტი გრანელი |
შემეძლო მეტის მოცემა,
მე დავსნეულდი უდროოდ.
შორს გამიტაცა ოცნებამ,
სულში სიჩუმე მყუდროობს.
მიდის ეს მტკვარი - მდინარე
და მოიღრუბლა ცა უფრო.
ძვირფასო, აბა, ვინ არი?
ისევ მარტოკა ვსაუბრობ.
ასეთი განწყობილება, -
სამარე უკვე მზად არი.
ეს შემოდგომა ილევა
და მოდის თეთრი ზამთარი.