შენთან დაღალულ თვალებს მოვიტან
შენთან დაღალულ თვალებს მოვიტან ავტორი: ტერენტი გრანელი |
შენთან დაღალულ თვალებს მოვიტან,
გრძნობ მწუხარებას მხოლოდ შენ ერთი.
მე გამოვედი ახლა ბინიდან
და ისევ ნაცნობ ბაღში შევედი.
საკმარისია, რაც ვიგრძენ დღემდე,
საკმარისია, მე რაც ვიწვალე.
ხომ დავისვენე, ცოტა ხნის შემდეგ
მე თითქო სივრცე გამოვიცვალე.