შენ გვიანდები

შენ გვიანდები
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


შენ გვიანდები,
სხვა ხომალდები მოადგნენ ნაპირს, დაუშვეს აფრა
და ჩაჰყურებენ მძინარე ნაპირს კრეისერების მძიმე ლანდები,
წითლად ნანთები ზღვა იზმორება, ქაფის გორები არ ძრავს ფრეგატებს
და სიშორეში ჰაეროვნად ლილიანდები, ოქრო ნანთები
დასძრა შუქურამ და აელვარდა შენს ირგვლივ ქაფზე
ათასი ალი,ათასი ლალი და უმძიმესი ბრილიანტები.

რესურსები ინტერნეტში

edit

შენ გვიანდები