შენ ცას ჩაბარდი
შენ ცას ჩაბარდი ავტორი: ტერენტი გრანელი |
შენ ცას ჩაბარდი
სიმშვიდისათვის.
არის შაბათის
შვიდი საათი.
ისევ აქ დარჩი, -
გიგრძნობს თაობა.
და იქ საყდარში
ისმის გალობა.
გაჩუმდა ვიღაც,
ჰქრიან ლექსები.
ან და მე იღბალს
სად გავექცევი.
ვიღაც თავს იხრის,
ვიღაც შენ გეძებს.
შევყურებ ციხის
მდუმარე კედელს.