758 (1356-1357) წელი
editჯანიბეკ-ხანისაგან შევიწროებული მელიქ-აშრაფი ყველამ მიატოვა. მალიქ-აშრაფი ორ ქართველ მონასთან ერთად მარანდში გაჩერდა.
771 (1369-1370) წელი
editამ ძაღლის წელს კეშის ოლქში, რომელიც დღეს შახრისიაბზის სახელითაა ცნობილი, მეფობის ტახტზე აბრძანდა ემირ თემურ გურგანი (თემურ-ლენგი)...
ემირ თემური დაიბადა კეშთან ახლოს 736 წლის 28 შაბანს (11.IV.1336), გარდაიცვალა 807 (1405) წელს და მეფობდა 36 წელიწადი...
36 წლის განმავლობაში მოიარა დასახლებული ქვეყნიერების დიდი ნაწილი და დაიმორჩილა მავერანნაჰრი, თურქესტანი, ხორეზმი, ბადახშანი, ინდოეთი, ხორასანი, სისტანი, კიჯი და მეკრანი, ორივე ერაყი, ფარსი, აზერბაიჯანი, მაზანდარანი, გილანი, შირვანი, არანი, ქურთისტანი, საქართველო, დიარბაქირი. რუმი და სირია.
788 (1386) წელი
editამ წელს თემურმა გაიგო თავრიზსა და აზერბაიჯანში თოხთამიშის ლაშქრობისა და აოხრების შესახებ და გადაწყვიტა აზერბაიჯანზე წასვლა. მან დაიმორჩილა აზერბაიჯანი და საქართველო და ზამთარი არრანის ყარაბაღში გაატარა.
806 (1403-1404) წელი
editამ წელს თემურმა უარი თქვა რუმში ლაშქრობაზე და დაიწყო საქართველოს ურწმუნოების წინააღმდეგ წმინდა ომი და აქაური ციხეების დაპყრობა. მან ბრძანა არრანში ქალაქ ბაილაქანის აშენება, რომლისგანაც ნანგრევებიც კი აღარ იყო დარჩენილი.
815 (1412-1413) წელი
editამ წელს ყარა იუსუფ თურქმანი გამოვიდა თავრიზიდან და მოვიდა არრანის ყარაბაღში. მან გაუგზავნა შიკრიკი შირვანის მმართველ შეიხ იბრაჰიმს და მოუწოდა მშვიდობისაკენ. შექის მმართველმა საიიდ აჰმადმა და ზაგამის მმართველმა კონსტანტინე გურჯიმ შეიხ იბრაჰიმთან ერთად უარი თქვეს მორჩილებაზე და არ გამოცხადდნენ მასთან. ყარა იუსუფმა გადალახა არაქსი და ორივე მხრიდან გაჩაღდა დიდი ბრძოლა.
ამ ბრძოლაში შეიხ იბრაჰიმი, მისი ძმა შეიხ ბახლული და კონსტანტინე გურჯი უბედურების ქამანდით იქნენ შეპყრობილი. კონსტანტინე, მისი ძმა და სამასი ქართველი აზნაური ყარა იუსუფმა გაგზავნა ჯოჯოხეთში, შემდეგ გაძარცვა ქალაქი შამახა და დაბრუნდა თავრიზში და თან წაიყვანა ბორკილებდადებული შეიხ იბრაჰიმი და მაულან ზაჰირადდინ ყაზი.
927 (1520-1521) წელი
editშაჰ-ისმაილმა დივ-სულთან რუმლუ სარდლად დანიშნა და საქართველოს ვილაიეთის დასაპყრობად გააგზავნა. იქაური მმართველები ლევანი, დავითი და ყვარყვარე მორჩილების ფეხით მიეგებნენ. ძღვენი, ძვირფასი საჩუქრები და მოსაკითხები თან წამოიღეს, შაჰის კარზე მოვიდნენ და ჯიზიასა და ხარაჯას გადახდაზე დათანხმდნენ.
სიმონ მეფე
edit- სიმონ მეფე ტყვეობიდან გაათავისუფლა შაჰ მოჰამედ ხოდაბენდემ - გვ.182