შეხვედრა
შეხვედრა ავტორი: გიორგი ძიგვაშვილი |
მე, რომ პატარა ქალი მიყვარდა,
ღამით შევხვდი და არ დამიღამდა,
შუქი კმაროდა მისი.
დავიწყე, მაგრამ თვითონ დამასწრო:
ცოლად გამომყევ ქალო ლამაზო,
ამას მეტყვიო ვიცი.
მეც რომ პირველი ნახვით ვიცანი,
ჩვენი ოჯახის სიძე ვინც არის,
ან მე ვისიც ვარ რძალი...
დავიწყე, მაგრამ ისევ დამასწრო...
ახლა ცეცხლოვან ისრად დამასო,
ორი კაშკაშა თვალი.