შიომღვიმის საბუთები № 066
დედანი საბუთისა 1244-1248 წწ. - შეუვალობის წიგნი არსენ კათალიკოსისა შიომღვიმის მონასტრისადმი
საბუთის აღწერილობა
edit- თ. ჟორდანია: სინოდ. კანტორის გუჯრებში იპოვება წარჩინებულის მხედრულის ხელით ტყავზე ნაწერი სიგელი N 66 (სიგრძით 2 3/4 არშინი, სიგანით 1/2 არსინი). უმეტერსი ნაწილი (ანუ თვით ტექსტი) სიგლისა, რომელიც ხუცურად ყოფილა დაწერილი, დაკარგულია, დარჩენილა ტექსტისაგან მხოლოდ ერთი ნაწილი წყევლა-კრულვისა, ხუცურად დაწერილნი და ხელმოწერანი. რაც დარჩენილა ისიც მეტად დაზიანებულია. ეტრატი აქა-იქ დაგლეჯილია ანუ მოცარცული სიძველით. სიგელი ხელმოწერილია თვით კათალიკოზის არსენისაგან. სასვენ ნიშნებად ხმარებულია წერტილები, თითო და ორ-ორი; თხლათ უზის და არა ყოველს სიტყვის შემდეგ.