შიომღვიმის საბუთები № 067

საბუთის აღწერილობა

edit

შემონახულია დედნის ფრაგმენტი (ძირითადი ტექსტის ბოლო 7 სტრიქონი და დამტკიცებები): ხელნაწერთა ინსტიტუტი Ad-1.
ეტრატი; გრაგნილი; 238x25,5-26,3; 6 კეფი: 1) 40x25,5; 2) 40x25,5; 3) 54x25: 4) 48x26; 5) 13,5x26,3; 6) 42,5x25,8. კეფები გადაკერებულია თეთრი და ცისფერი აბრეშუმის ძაფით (I და II კეფი გაცალკევებულია); განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

თ. ჟორდანიას ხელთ ჰქონია როგორც დღემდე შემონახული ფრაგმენტი - სინოდალური კანტორის (დღეს Ad ფონდის) № 67 საბუთი, ისე მისი დასაწყისი, თავნაკლული, დიდად დაზიანებული ნაწილი - სინოდალური კანტორის № 37 საბუთი, რომელიც არ შემონახულა. ეს ორი საბუთიც მთლიანად ვერ ავსებდა ერთმანეთს: № 37 საბუთის ბოლო არ ეწყობოდა № 67 საბუთის დასაწყისს. № 37 საბუთის ზომა ყოფილა: 2 1/2 არშინიx7 ვერშოკზე.

ეტრატმა შემოინახა შემდეგი საბუთები

Ad-1

edit

1247-1250 წწ. - დაწერილი გრიგოლ სურამელისა მღვიმისადმი

Ad-1ა

edit

IX ს. II ნახ. - დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი

ეტრატის verso-ს III-I კეფებზე მიწერილია IX საუკუნის საბუთის "ფავნელის დაწერილის" პირი, რომელსაც ერთვის ხელრთვები და გვიანდელი საბუთი "მიქაელ მემღვიმის დაწერილი"

Ad-1გ

edit

1445-1452 წწ. - შეწირულების განახლების სიგელი დემეტრე მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი