წინასიტყვაობა
editვშიშობ, რომ მკითხველი ამ პატარა თხზულების კითხვისას არ დარჩეს ისევე მოტყუებული, როგორც ეს დაემართათ მეფე საულის ჯაშუშებს, რომლებიც მეფის ბრძანებით დავითის შესა- პყრობად წავიდნენ, მაგრამ დავითის მაგივრად ლოგინში მისი აჩ- რდილი დახვდათ88). ამ ხალხში ჭეშმარიტი ქრისტიანობის ძიება ფუჭი ცდა იქნება, აქ მცდარი რწმენებით შებურვილი მხოლოდ მისი აჩრდილი და ნასახებია. ეკლესიის წარმოშობისთანავე მეგრელებმა, ისევე როგორც მათმა მეზობელმა ხალხებმა ქრისტეს რჯული უწმინდეს განმანა- თლებლებისაგან ბერძნული წესის მიხედვით მიიღეს. მეგრელები მრავალი წლის მანძილზე წმინდად ინახავდნენ სარწმუნოებას, ვი- დრე ცოცხლები იყვნენ ისინი, ვინც ღირსეულად ნერგავდა მათში რელიგიას. შემდეგ კი მათ თავისი წეს-ჩვეულებები აურიეს ებ- რაელთა და სხვათა წეს-ჩვეულებებში და, მსგავსად ბერძნებისა მოსწყდნენ წმინდა რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას89). ამ დროიდან მოყოლებული ეს ბედკრულნი, რომლებიც თავ- დაპირველად ზეცისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, გაქნილ მოძღვა- რთა წყალობით, უმეცრების ისეთ უფსკრულში ჩაცვივდნენ, რომ დღეს საოცრად დაბრმავებულნი არიან. არავინ იცის მათ შორის რა არის რწმენა, რელიგია და უმეტესობა იმქვეყნიურ ცხოვრე- ბას იგავად, ადამიანის მიერ გამონაგონად თვლის; მაგრამ ყველა- ზე დიდი უბედურება, რომელსაც ჩვენ უნდა დავსტიროდეთ, ისე როგორც ოდესღაც საბრალო იერემია დასტიროდა უბედურ იერუ- სალამს90) მდგომარეობს იმაში, რომ მათი მღვდლები, ეპისკოპო- სები, კათალიკოსი ანუ პატრიარქი ვერ ერკვევიან იმ ვალდებუ- ლებებში, რომლებიც მათ ეკისრებათ. არ იციან არც კითხვა, არც წერა და სრულიად უმეცარნი არიან ღვთისმსახურებაში: მათი მღვდლები ანუ პაპები (როგორც მათ უწოდებენ) მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მოტყუებას ცდილობენ; თავიანთ ძირითად საქ- მიანობად გადაქცეული აქვთ მომავლის წინასწარმეტყველება თვალთმაქცობენ, თითქოს ყოველივეს თავიანთი წიგნებიდან გე- ბულობდნენ. საბრალო დაბრმავებულ მრევლს კი ისინი ანგელო- ზებად მიაჩნიათ, სჯერათ მათი და იძულებულნი არიან შეასრულონ ყველაფერი, რაც მათ მღვდლებს სურთ. ამიტომ ხდება, რომ მძიმე ავადმყოფები ექიმებს კი არ მი- მართავენ, არამედ პაპას იხმობენ, თანაც არა იმისათვის, რომ მან ავადმყოფი აზიაროს ან მისი სული ღმერთს შეავედროს – ამაზე ხომ ისინი სრულებით არ ზრუნავენ – არამედ მისგან იმის გა- გება სურთ, ხომ არ სწერია მათ წიგნში მოკვდება თუ არა ავად- მყოფი ამ სენისაგან და რა მიზეზით შეხვდა მას ეს ავადმყოფო- ბა. პაპა მედიდურად იწყებს წიგნის გადაფურცვლა-გადმოფურც- ვლას და ბოლოს ავადმყოფს ეუბნება, რომ ეს და ეს ხატი გამ- წყრალია მასზე და მისი მოკვდინება სურს; ხატის გულის მოსა- გებად საჭიროა თხის, ძროხის, ხარის ან სხვა ზვარაკის მსხვერპ- ლად შეწირვა, ან ფულის მირთმევა, რათა ხატმა არ მოკლას იგი. სიკვდილის შიშით საბრალო ავადმყოფები მღვდელს აღუთქვამენ და აძლევეს, რასაც იგი თხოულობს; მაგრამ მღვდელი მთელ შე- წირულებას ითვისებს და ავადმყოფები გაბრიყვებულნი რჩებიან. ასეთია ამ პაპების განსწავლულობა, რომლებიც საწყალ მეგრელ- ებს სისხლს სწოვენ, იყენებენ რა ბოროტად მათ ცრუ რწმენებს. სწორედ ამ გაჭირვებაში მყოფი ხალხის დასახმარებლად წმინდა მამობრივი თანაგრძნობით აღვსილმა ჩვენმა წმინდა მამამ, პაპმა ურბან VIII91), ვითარცა ღირსეულმა მწყემსმა, ამ გზააბნე- ული ცხვრების თავის სამწყსოში დაბრუნების სურვილით, 1632 წ. მათთან გამოგზავნა რამდენიმე თეათინელი პატრი, რომლებიც თავ- გადადებულნი იყვნენ სულის ცხონებისათვის92). მათ უამრავი ხი- ფათი განიცადეს ზღვაზე; თურქებმა ისინი შეიპყრეს და კონსტან- ტინოპოლში ჩაიყვანეს, სადაც მრავალი განსაცდელის შემდეგ უქ- რისტიანესი მეფის ჩარევამ და გავლენამ იხსნა ისინი. მაგრამ ეს არ იყო თეათინელების პირველი მისია სამეგრე- ლოში: ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ, იმავე წმინდა მამას, რომლის შესახებაც ჩვენ ეს-ეს არის ვილაპარაკეთ, სამეგრელოში სხვა თე- ათინელებიც ჰყავდა გამოგზავნილი, რომლებმაც საფუძველი ჩა- უყარეს ამ მისიას; კერძოდ წმინდა პატრები – ნეტარი დონ პი- ეტრო ავიტაბილე, ასევე ნეტარი იაკობ დე სტეფანი93) და კიდევ რამდენიმე სხვა. მისმა უწმინდესობამ მათ წერილები გამოატანა დადიანთან, ოდიშის ანუ სამეგრელოს მთავართან, იმერეთის მე- ფესთან და გურულებისა2 და კახელების3 მთავრებთან. ესენი სა- ქართველოს ნაწილებს წარმოადგენენ და სამეგრელოსა და სპარ- სეთს შორის მდებარეობენ. ყველა ამ მთავარმა ჩვენი პატრები გუ- ლთბილად მიიღო, განასაკუთრებით თეიმურაზ ხანმა4 – გორის5 მხარის მთავარმა საქართველოში94), სადაც თეათინელებმა თავი- ანთი პირევლი საცხოვრებელი დააფუძნეს. დროთა განმავლობაში, როდესაც ისინი ახალმა პირებმა შეცვალეს, რომლებიც განსაკუ- თრებული სათნოებითა და იშვიათი კეთილგონიერებით გამოირ- ჩეოდნენ, თეათინელებმა დიდი ვაი-ვაგლახით და სიძნელეების გა- დალახვით გურიელის ქვეყანასა და ოდიშში ანუ სამეგრელოში გა- დასვლა მოახერხეს. _____________________ 1 Meppe. 2 Gourieliens. 3 Cachetiens. 4 Taimoras Can (Khan). 5 Gori. თა ვ ი I როდის მიიღეს კოლხებმა იესო ქრისტეს სჯული და ვინ დანერგა იგი პირველად მათ ქვეყანაში კოლხების საერთო სახელით ცნობილია რამდენიმე ხალხი; სა- ხელდობრ: აფხაზები6, ჩერქეზები, ალანები7, სვანები8 და სხვები რომელთა რელიგიური წეს-ჩვეულებანი თითქმის ერთნაირია. ამი- ტომ მე საჭიროდ ვცანი, სანამ კერძოდ კოლხებზე ვილაპარაკებ- დე, მკითხველისათვის მიმეწოდებინა ცნობები თითოეული ამ ხა- ლხის შესახებ, რომელნიც არსებითად ერთ ერს წარმოადგენენ95). როგორც გადმოგვცემენ, სახელგანთქმულმა წმ. მოციქუ ლმა ანდ- რიამ სარწმუნოება უქადაგა აფხაზებს96). იგი სკვითეთში9 ყოფი- ლა, აქედან გადასულა საბერძნეთსა და ეპირში10, შემდეგ სოდია- ნებსა11 და სიქტიანებთან12. ცნობილია, რომ ბოლოს მან მიაღწია აფხაზებს, რომლებიც დასახლებულნი იყვნენ კოლხიდის ერთ ნა- წილში. ამ გადმოცემას ადასტურებს წმ. ანდრია მოციქულის სა- ხელობის უძველესი სამნავიანი ეკლესია აგებული ამ მხარის ერთ- ერთ სოფელში, რომელსაც ბიჭვინტა ეწოდება. ეს ეკლესია მთე- ლი კოლხიდის მეტროპოლიას წარმოადგენს, სადაც სიცოცხლეში ერთხელ, თითოეული კათალიკოსი ან პატრიარქი ჩამოდის ყველა ეპისკოპოსის თანხლებით წმინდა ზეთის დასამზადებლად, რომელ- საც ისინი „მირონს“ უწოდებენ. აქ ჩამოდის მთავარიც მთელი თავისი კარით. თავდაპირველად ამ ეკლესიას ბიჭვინტის წმ. მა- რიამის სახელი ერქვა, მაგრამ ხალხის თაყვანისცემამ წმ. ანდრი- ასადმი, რომელმაც მათი აზრით ეს ეკლესია აღაშენა, დასძლია და ეკლესიაც მის სახელზე აკურთხეს. ამბობენ, რომ ეკლესიის წინ დგას მარმარილოს სვეტი, საი- დანაც ღვთის განაჩენით ამ წმინდა მოციქულის სიკვიდილით დას- ________________ 6 Abcas (Abkhas). 7 Alanes. 8 Soanes (Soanes). 9 Scythie. 10 Epire. 11 Sodia- Nes. 12 Suictiens97). ჯიშს დროს მდუღარე წყლის ნაკადი გამოღვრილა. ამ ნაკადის დი- ნება შეუჩერებია რამდენიმე კაცს ამ წმინდანისადმი ვედრების ძალით. ასეთი სასწაულის შემდეგ ხალხი ამ წმინდანისადმი გან- საკუთრებულ მოკრძალებას იჩენს; სვეტის წინ გავლის დროს მუხლს იდრეკენ და ემთხვევიან მის. ყოველივე, რასაც ვამბობ, ვიცი ერთი ჩვენებური მისიონერის პატრი ქრისტეფორე კასტე- ლის სიტყვებიდან, რომელიც ერთ კათალიკოსს ხლებია ბიჭვინტა- ში და უნახავს, თუ რა მოწიწებით (თუმცა ბარბაროსულად) ეთა- ყვანება ხალხი ამ სვეტს, წმინდანს და მის მკერდზე გამოსახულ ჯვარს98). იბერიელებისა და ქართველების მოქცევის შესახებ ბარონ ნიუსთან99) ვკითხულობთ, რომ მათ ქრისტიანული სარწმუნოება მიიღეს 100 წელს წმინდა პაპის კლემენტის100) ქადაგების შედეგად, რომელიც იმპერატორ ტრაიანეს101) მიერ გადასახლებული იყო ქერსონესის კუნძულე. მე უფრო დასაბუთებულად მიმაჩნია მამა თომას დე იეზუს კარმელიტის13 თვალსაზრისი. მსოფ- ლიოს ხალხების მოქცევის შესახებ IV წიგნის IX თავის 190 გვერდზე იგი ამბობს, რომ იბერიელები მოაქცია ერთმა მონა ქა- ლმა, რომელიც მარტიროლოგიაში 15 დეკემბერს არის მოხსე- ნებული ქრისტიანისა და იბერიელების, ანუ ქართველების ბრწყი- ვალე განმანათლებლის სახელით; ქართველები მას წმინდა ნი- ნოს14 უწოდებენ. ამ წმინდანზე ნიკიფორე102) VIII წიგნში XXXIV თავში ლაპარაკობს. ზემოთ მოხსენებული თომას იეზუსი ამბობს, რომ იგი, მონად მყოფი, წმინდა ცხოვრებას ეწეოდა – მარხუ- ლობდა, ლოცულობდა, ღმერთს თაყვანს სცემდა და ამით ეს ბარ- ბაროსები მოხიბლაო, როდესაც მას ეკითხებოდნენ თუ რატომ თრგუნავს ასეთი გულმოდგინებით საკუთარი სხეულს, იგი პასუ- ხობდა, რომ მას სიამოვნებს ამაგვარი ცხოვრება და რომ იგი თა- ვის ღმერთს, ჯვარცმულ იესო ქრიტეს ეთაყვანება. ამ სახელის სიუცხოვემ ხალხი მოხიბლა და მათ იწყეს თაყ- ვანისცემა ამ ქალისა, რომელსაც მანამდე არაფრად აგდებდნენ. ერთხელ, აქაური ჩვეულებისამებრ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ბავშვის ავად გახდომის დროს ხშირად დედებს ისინი მეზობ- ლებში დაჰყავდათ – მოხდა ისე, რომ ერთმა დედამ უშედეგოდ ატარა ბავშვი მეზობლებში და ბოლოს გადაწყვიტა იგი ამ მონა ქალთან მიეყვანა, თუმცა მისგან ავადმყოფის განკურვნის იმედი _________________ 13 Pere T. Thomas de Jésus, carme. 14 Sainfe Ninone. ნაკლებად ჰქონდა, რადგანაც ამ მონა ქალს არც თუ დიდად ენდო- ბოდნენ. ქალმა უთხრა, რომ მან წამალი არ იცის, მაგრამ ღმერ- თი, რომელსაც იგი თაყვანს სცემს, იმდენად ძლიერია, რომ შე- უძლია ავადმყოფს ჯანმრთელობა დაუბრუნოს. შემდეგ მან ბავ- შვი ხელში აიყვანა, გადააფარა თავისი ძაძები, ილოცა და დედას სავსებით განკურნებული დაუბრუნა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედოფალმა, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში საში- ნელი ტკივილები აწუხებდა, გაიგო რა ეს სასწაულებრივი გან- კურნების ამბავი, ირწმუნა იგი, მოაყვანინა მონა ქალი და მისი მეოხებით აღიდგინა ჯანმრთელობა. ამ სასწაულებრივი განკურნე- ბით წაქეზებულმა დედოფალმა ქრისტიანობა მიიღო და ქმარსაც ურჩია მიებაძა მისთვის. ქმარი შეჰპირდა, მაგრამ დანაპირების შე- სრულებას აყოვნებდა. ერთხელ, ნადირობის დროს, მოულოდ- ნელად ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ისეთი სიბნელე ჩამოწ- ვა, რომ მეფე თავის მხლებლებსაც კი ვეღარ ხედავდა. მეფე განცვი- ფრდა და მოაგონდა, რომ მან არ შეასრულა ქრისტიანობის მიღების შესახებ ცოლისათვის მიცემული დაპირება და მაშინვე აღუთქვა ღმერთს, რომ პირობას გადაუდებლად შეასრულებდა, თუ გადა- არჩენდა იმ ხიფათს, რომელშიაც იგი იყო ჩავარდნილი. მაშინვე წყვდიადი გაიფანტა და ცა მოიწმინდა. შინ დაბრუნებულმა ცოლს უამბო, თუ რა გადახდა თავს, მოიხმო მონა ქალი, რომელმაც, მოისმინა რა მისი თავგადასავალი და გაიგო რა მაისი, სურვილი, შეაძულა მას კერპები, დააჯერა მონათლულიყო, თაყვანი ეცა ჭეშ- მარიტი ღმერთის, ჯვარცმულ იესო ქრისტესათვის და მისთვის ტა- ძარი აეგო. მეფემ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულა: დაგმო კერპები, დაარწმუნა თავისი ქვეშევრდომნი მიებაძათ მისთვის და მრავალსვეტიანი, დიდებული ტაძრისაგებას შეუდგა. მაგრამ რო- ცა ორი სვეტი აღმართეს და უნდოდათ მესამეც აღემართათ, მი- სი დადგმა ვერასგზით ვერ მოახერხეს. ყველა იქ მომუშავე და დამსწრე გაოცებულნი და გაწბილებულნი გასცილდნენ იმ ად- გილს. მონა ქალი მარტო დარჩა ღამით ეკლესიაში და შეევედრა ღმერთს, რომ სვეტი თვითონ აღმართულიყო და დადგმულიყო გა- ნკუთვნილ ადგილზე. დილით მოსული ხელოსნები მეტად გაოცე- ბული დარჩნენ, როცა სვეტი თავის ადგილზე იხილეს. ამ ამბავმა ხელი შეუწყო ხალხში ქრისტეს რჯულის რწმენის კიდევ უფრო განმტკიცებას. მეფემ, რომელსაც ბაკური15 ერქვა103), დესპანები ____________ 15 Bacurie. გაუგზავნა იმპერატორ კონსტანტინეს104), რათა ეცნობებინა მისთ- ვის თავისი მოქცევის ამბავი. იმპერატორი აღტაცებული შეხვდა ამ ამბავს, მას მღვდლები და ეკლესიის მსახურნი გაუგზავნა ხალხი- სათვის სარწმუნოებრივი საიდუმლოების სასწავლებლად; როცა რამდენიმე ხნის შემდეგ თვითონ მეფე გაემგზავრა კონსტანტინო- პოლს, იმპერატორმა იგი დიდი პატივით მიიღო, მიანიჭა მას პირ- ველი ხარისხის წარჩინება, დანიშნა პალესტინის სასაზღვრო შე- მოგარენის გამგებლად, თავის ჯარის ორივე შენაერთის სარდ- ლად, რომელთაც არციერთ16 და სკუტართ17 ჯარებს უწოდებდ- ნენ105). მაგრამ იმპერიის ორი სარდლის – რუსტიკესა18 და იოანეს19 – ხრიკებმა, რომელთაც ბაკურის განდიდება შეშურდათ, დაღუპა იგი. ღმერთმა ეს ბოროტება დაუსჯელი არ დატოვა; სა- ხელმწიფოს ორმოცდაათათასიანი ჯარი სპარსელების ოცდაათათა- სიანმა ჯარმა დაამარცხა, ხოლო რუსტიკესა და იოანეს თავი მოჰ- კვეთეს. კარდინალი ბარონიუსი ამბობს, რომ კოლხებმა ქრისტიანო- ბა მიიღეს 523 წ. პატრიარქ ჰორმიზდისა106) და იმპერატორ იუს- ტინეს107) დროს, რომელმაც დიდი პატივი სცა მეფე ბაკურს (რო- მლის შესახებ ჩვენ ვილაპარაკეთ), როდესაც იგი კონსტანტინო- პოლში მოსანათლად იმყოფებოდა, მიიღო როგორც საკუთარი შვილი, უბოძა აზიის იმპერატორის ტიტული მეფის გვირგვინით და საიმპერატორო თეთრი სამოსით. ტარკანოტის მოსაზრება, რომელიც მისი ისტორიის V წიგნ- შია გამოთქმული და რომლის მიხედვითაც კოლხები და სომხე- ბი ერთდროულად მოინათლენ პაპ იულიუსის108) და იმპერატორ კონსტანტინეს დროს, არ არის სარწმუნო, რადგანაც სომხებმა ქრისტიანობა მათი ბრწყინვალე მანათობელი ვარსკვლავის არქი- ეპისკოპოს გრიგოლისა109 და თრდატის110) მეფობის დროს, იმპე- რატორ კონსტანტინეს ხანაში მიიღეს. ბარინიუსი წერს, რომ კოლხები ყოველთვის წმინდად ინახავ- დნენ თავიანთ სარწმუნოებას, მაგრამ მიიღეს რა ბერძნული წე- სები წმ. კირილესა და მისი ძმის მეთოდეს მეშვეობით, რომლებიც მათ იმპერატორმა მიხეილმა გაუგზავნა, და დაემორჩილნენ რა ბერძენ პატრიარქებს, ისინი სრულ უმეცრებაში ჩავარდნენ. მიუ- ხედავდა ამისა, კოლხები ისევე მტკიცედ იცავენ ქრისტიანულ ____________ 16 Arciériens. 17 Scutariens. 18 Rustic. 19 Jean. სარწმუნოებას, როგორც ოდითგანვე მოსდგამთ, თუმცა თურქე- ბის, სპარსელების, თათრების და ებრაელების გარემოცვაში იმ- ყოფებიან. სპარსეთის ხელმწიფე კავადს20 ძლიერი არმიის დახ- მარებით უნდოდა აეძულებინა კოლხები სარწმუნოება შეეცვა- ლათ, მაგრამ კოლხებმა თავიანთი დიდი სარდლის და ასევე ჭეშ- მარიტი ქრისტიანის მეფე გურგენის21 მეთაურობით მედგარი წი- ნააღმდეგობა გაუწიეს და იმპერატორ იუსტინეს დახმარებით სძლიეს მტერს112). სომეხი ჰეთუმი22, რომელიც 1282 წ. ცხოვრობდა113) ამბობს, რომ ამ ხალხს ხმლით ხელში სიკვდილი ერჩია მაჰმადიანობის მი- ღებას. ამას გადმოგვცემს რამუციო114) თავის წიგნში – ნაოს- ნობა – 1 ნაწ. XXI თავი. თეიმურაზ ხანის23 დედას, კახეთის დედოფალს ქეთევანს24, რო- მელმაც პირველმა მისცა ჩვენს პატრებს თავშესაფარი თავის ქვეყანაში, თაყვანს სცემენ დღემდე იმ დიდი სიმტკიცის გამო, რომლითაც იგი სარწმუნოებისათვის ეწამა. ეს დედოფალი მისმა შვილმა ზავის დასადებად გაგზავნა სპარსეთში შაჰ აბასის25 კარ- ზე. იგი გარდაიცვალა იმ საშინელი წამების შედეგად, რომელიც ამ ბარბაროსმა მიაყენა მას დილეგში ყოფნის ხანგრძლივი დრო- ის განმავლობაში115). მისი მოწამეობრივი ტანჯვის ამბავი აღწე- რილი აქვთ ავგუსტინელ ბერებს, რომლებიც ისფაჰანში ცხოვრობ- დნენ116). იმავე თეიმურაზ ხანმა, თავის მტერთან – სპარსეთთან სარ- წმუნოებრივი უთანხმოების გამო წარმოებული განუწყვეტელი ოქმებით, დაკარგა თავისი სამეფო; ამ მთავარს ძლიერ უყვარდა ჩვენი პატრები, რომლებმაც მისი მომხრობის მიზნით, აგრეთვე მადლიერების გამოსახატავად, მას საჩუქრად ოქროქარგული და აბრეშუმის სამოსელი მიართვეს. ერთხელ სარწმუნოებაზე კამათის დროს პატრი დონ იაკობ დე სტეფანისთან, რომელიც მას მოციქუ ლთა სადარი თავისუფლებით ელაპარაკებოდა, მეფე ისე გაცხარდა, რომ ხმალზე გაიკრა ხელი და უთხრა: თქვენ ფრანკები მეტად ჯიუტები ხართ; ჩემ სარწმუ- ნოებას ამ ხმლით ხელში დავიცავ ყველა იმათგან, ვინც მეტყვის რომ იგი ჭეშმარიტი არ არისო. საბრალო პატრი იძულებული შეიქნა დადუმებულიყო. ________________ 20 Cobade111). 21 Curgene. 22 Haiton. 23 Taimoras Can (Taymoraâp Khânt). 24 Ketuane. 25 Scia Abas (Châh A’bbâs). თა ვ ი I I კათალიკოსი – სამღვდელოების მეთაური მას შემდეგ, რაც ქართველები და იმერლები26 სარწმუნოებ- რივად ბერძნებს მიემხრნენ, რაზედაც ჩვენ ზემოთ ვილაპარაკეთ, კათალიკოსის არჩევის საქმე დამოკიდებული გახდა საქართველოს და იმერეთის მეფეებისათვის ყველაზე მახლობელ ბერძენ პატრი- არქებზე; კერძოდ, კონსტანტინოპოლისა და ალექსანდრიის პატრი- არქებზე, რომლებიც კანდიდატებს თვითონ ასახელებდნენ. დღეს კი იმერეთის მეფე ერთპიროვნულად განაგებს ამ არჩევნების საქმეს. ჩვენ დროში მან მთელი საქართველოსა და ოდიშის27 კათალიკოსად დანიშნა ერთი ბერი28, გენათელად29 წოდებული117). ხალხს ეს კა- თალიკოსი უზენაეს პატრიარქად მიაჩნია, რომელიც არაფერში აღარ ემორჩილება საბერძნეთის პატრიარქს. ამის მაგალითს წარ- მოადგენს ოდიშის მთავრის ლევან30 დადიანის მიერ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ჩვენი პატრებისათვის გადაცემა. ამან აღა- შფოთა ამ ქვეყანაში მყოფი რამდენიმე ბერძენი ბერი, რომლებ- მაც კონსტანტინოპოლის პატრიარქს მისწერეს ეს ამბავი; პატ- რიარქმა კი მთავარსა და კათალიკოსს წერილები გამოუგზავნა, სა- დაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა ამ ეკლესიის ფრანკებისათვის გადაცემის გამო; მისი აზრით, ეს ნიშნავდა კათოლიკური რწმე- ნის მიღებაზე ფარულ შეთანხმებას და ბრძანებდა რომ ეკლესია ფრანკებისათვის ჩამოერთმიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იძუ- ლებული გახდებოდა ეკლესიისაგან განეკვეთა ისინი. მაგრამ არც ერთმა და არც მეორემ ამას ყური არ ათხოვეს. ამ მუქარამ უფ- რო ცხადი გახადა ამგვარი წერილების უაზრობა. ამ კათალიკოსის ძალაუფლება ვრცელდება ოდიშში, იმერ- ლების, გურულების, აფხაზთა და სვანთა ქვეყნებში. მისი სამიტ- როპოლიტო საყდარი არის ბიჭვინტაში, აფხაზეთის ახლოს, რო- მელიც წმ. ანდრიას ანუ წმ. მარიამის სახელზეა ნაკურთხი და რომელზედაც უკვე ვილაპარაკეთ. მის შემოსავალს შეადგენს პური, ღვინო და სხვა სურსათი, რისაც მისი მრავალრიცხოვანი ქვეშევრდომების თითოეული ოჯ- ახი ვალდებულების მიხედვით უხდის მას. მის მუდმივ საქმია- ________________ 26 Imirétiens. 27 0disse (0dichy). 28 Bère. 29 Ginacelle. 30 Lavandadian. ნობას წარმოადგენს თავის სამწყსოში მოგზაურობა, მაგრამ არა მასზე მინდობილი სულების განსანათლებლად, ან ეკლესიების დასათვალიერებლად და არც იმის შესამოწმებლად თუ როგორ გამგებლობენ მისი ეპისკოპოსები და პაპები, ან როგორ ასრუ- ლებენ ღვითსმსახურებას, ამაზე იგი ნაკლებად ზრუნავს, ეს მოგ- ზაურობანი ყოველთვის ორას კაცზე მეტის თანხლებით, რომლე- ბიც ისევე ხარბები არიან როგორც თვითონ – წარმოებს იმისათ- ვის, რომ გაჭირვებულ ხალხს სისხლი გამოსწოვონ, გაუჩანაგონ საკლავი და ხელიდან გამოგლიჯონ უკანასკნელი სუ. უნდა აღი- ნიშნოს, რომ ეს ქვეყანა უკიდურესად ღარიბია, მაგრამ ბუნება უაღრესად მდიდარი აქვს. კათალიკოსის სიწმინდე, რასაც ხალხი ესოდენ აფასებს, მდგო- მარეობს იმაში, რომ მან მუდმივ უნდა ილოცოს არა მარტო დღი- სით, არამედ, მეტწილად, ღამით. რამდენადაც კათალიკოსი გამუ- დმებით ეკლესიაში უნდა იყოს, მან მთელი ღამის განმავლობაში უნდა ილოცოს. მას თაყვანსსცემენ აგრეთვე საჭმელ-სასმელი- საგან თავშეკავებისათვისაც; მარხვის დროს იგი ღვინოს სრული- ად არ სვამს. როდესაც ბერი კათალიკოსი ხდება, იგი ახალ ცხოვ- რებას იწყებს – დღე და ღამეს ეკლესიაში ატარებს; მარხვის დროს, და განსაკუთრებით ვნების კვირაში, თავსს იკავებს ჩვეუ- ლებრივი საჭმელებისა და ღვინისაგან. ისინი იმადენად გაუნათლებელნი არიან, რომ ძლივ კითხუ- ლობენ კონდაკს და ლოცვანს; აქედან მომდინარეობს მათი წეს- ჩვეულებების უცნაურობანი. მე ვერასოდეს ვერ დავამთავრებ მათ შესახებ თხრობას, ვრცლად რომ შევეხო სიმონიას119), რომელსაც კათალიკოსი აწარ- მოებს. იგი ეპისკოპოსს ისე არ აკურთხებს, თუ მისგან ხუთასი ეკიუ არ მიიღო. დიდი გასამრჯელოს გარეშე არავისაგან აღსარე- ბას არ მიიღებს. ერთხელ მთავრის ვეზირმა მას აღსარებიისათვის მხოლოდ ორმოცდაათი ეკიუ გადაუხადა. ავადმყოფობის დროს ვეზირმა კვლავ მოინდომა აღსარების თქმა. კათალიკოსმა უარი უთხრა, თან შეახსენა, რომ მას ჯერ წინა აღსარების ანაზღაურე- ბაზე უნდა ეფიქრა. იგი არ წირავს ისე, თუ წინასწარ არ არის დარწმუნებული, რომ ას ეკიუს მიიღებს. უფრო მეტს ითხოვს და- კრძალვის დროს. თა ვ ი I I I სამეგრელოს ეპისკოპოსების შესახებ მარტო სამეგრელოს ექვსი ეპისკოპოსი ჰყავს: დრანდელი31 – აფხაზეთის საზღვარზე, მოქველი32; ბედიელი33 – შავი ზღვის სა- ნაპიროზე; ცაიშელი34; წალენჯიხელი35 და ჭყონდიდელი36 – იმერეთის სამეფოსა და კავკასიის მთების მახლობლად. ეს ეპისკო- პოსები სრულებით არ ზრუნავენ თავიანთ სამწყსოზე. არ დადი- ან თავიანთი ეპარქიის ეკლესიებში, რომელთა პაპები იმდენად უმეცარნი არიან, რომ მუდამ, ახალ-ახალ ცდომილებაში ვარდე- ბიან. არ ზრუნავენ იმაზე, ინათლებიან თუ არა ბავშვები, ხომ არ ირთავს კაცი ორ ცოლს, ან რა მოელის ახალშობილს... ეპისკოპო- სების ერთადერთ საქმიანობას წარმოადგენს ყოველდღიური ქეი- ფი, მეტ-ნაკლები ზომით თრობა, რადგან შესანიშნავი ღვინო და საჭმელ-სასმელი უხვად აქვთ. ისინი მდიდრულად იცვამენ, ამ ფუ- ფუნების მოსაპოვებლად უკანასკნელ სისხლს წოვენ თავიანთ ქვეშევრდომებს, ხოლო შემდეგ თურქებს მიჰყიდიან ხოლმე ამ სა- ცოდავებს და ამით ეშმაკის საუფლოში გზავნიან მათ. ასეთია ამ ქვეყნის ადათი ბერძნების მსგავსად, ისინი მკაცრად იცავენ მარ- ხვას, რის შემდეგაც სინდისის ქეჯნას აღარ გრძნობენ და ფიქ- რობენ, რომ ამ მოვალეობის მოხდით ყოველგვარი სხვა ვალდე- ბულებისაგან თავისუფალნი არიან და ყველა სხვა მცნება შეს- რულებულად მიაჩნიათ. ასეთსავე მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი კათედრალურ ტაძარში ღამით და დილით მისვლას ღვთის სავედ- რებლად. ეს პრელატები გულმოდგინედ ზრუნავენ თავიანთ სა- ეპისკოპოსო საყდრებზე: იცავენ სისუფთავეს, ამკობენ ბერძნული ყაიდის ხატებით, რომლებიც ოქროთი, მარგალიტებით და სხვა ძვირფასეულობითაა მოოჭვილი, და ამით ფიქრობენ ღვთის რისხ- ვის შემსუბუქებას. როცა შესცოდავენ, ცოდვებს კი არ ინანიე- ბენ, არამედ ხატებს სწირავენ ოქროს ან ძვირფას თვლებს და ფი- ქრობენ, რომ ამგვარი მოქმედება მათ მრევლის თვალში წმინდა- ნად სახავს, ისევე როგორც მარხვის მკაცრად დაცვა, რაც თევზის ჭამისა და ღვინის დალევისაგან თავშეკავებაში გამოიხატება. მარ- ______________ 31 Dandrelliens. 32 Moquariens. 33 Bedilliens. 34 Saislliens. 35 Sealingicheliens. 36 Scoindeliens. ხვის დროს საჭმელს ჭამენ დღეში ერთხელ და ისიც მწუხრისას. მრევლიც ასევე იქცევა. რადგანაც ეპისკოპოსებს შორის ბევრია ისეთი, რომელმაც კითხვა არ იცის, ისინი ლოცვებს ზეპირად სწავლობენ და წარ- მოთქვამენ მათ, განსაკუთრებით დასაფლავების დროს. ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ დიდი გასამრჯელოს მიღების შემდეგ ხდება; არავითარ საეპისკოპოსო მოვალეობას უფულოდ არ ასრულებენ, მსგავსად მათი მამამთავარი კათალიკოსისა. მათი ტანსაცმელი, როგორც მე უკვე აღვნიშნე, საუცხოოა. იგი მოკლეა – თითქმის ისეთივე სიგრძისა, როგორსაც მრევლი ატარებს – ალისფერი ხავერდისა, კისერსა და ხელებზე ოქროს ძეწკვით. ისინი გამოირჩევიან გრძელი წვერით და თავზე შავი სკუფიით, რომელიც მათ ყურებს უფარავს. მთავრის მოთხოვნის- თანავე ისინი კარგ საომარ ცხენებზე ამხედრებულნი მიდიან ომ- ში, რადგან ითვლებიან წინამძღოლებად და სარდლებად თავიანთი ქვეშევრდომებისა, რომლებიც ვალდებულნი არიან იარაღასხმულ- ნი იყვნენ. ისინი თავს ესხმიან და ებრძვიან მტერს ყოველგვარი წესრიგისა და დისციპლინის გარეშე. ნადირობენ ირმებსა და გა- რეულ ღორებზე; ხოხობსა და სხვა სახის ფრინველებს შევარდე- ნით იჭერენ. ზოგ ბერს ეპისკოპოსის წოდება და შემოსავალი მთავრისაგან აქვს ნაბოძები, თუმცა ეპისკოპოსად არც არის ხელ- დასხმული, მაგრამ ხელდასხმულია თუ არა იგი, მღვდლებს მაინც ართმევს ფულს. თა ვ ი IV ბერებისა და მონაზვნების შესახებ ეპისკოპოსებს გარდა არის პრელატების ერთი ნაწილი, რომ- ლებსაც უწოდებენ წინამძღვარს37 და რომლებიც დაახლოებით ჩვენებურ აბატებს ჩამოგავენ. მათ საკუთარი ეკლესიები აქვთ, მდიდრები არიან და ცხოვრობენ როგორც ეპისკოპოსები. ბერებისათვის მხოლოდ ერთი – წმ. ბასილის ორდენი არსე- ბობს. ისინი, წმ. იერემიას თქმით (ეპისტოლე ევსტათისადმი), ოდ- ესღაც სამ ჯგუფად იყოფოდნენ. ერთნი ცენობიტებად38 იწოდე- ბოდნენ, რადგანაც ისინი, ისევე როგორც ჩვენი თანამედროვე ბე- __________________ 37 Cinasquari. 38Cénიbites. რები, ერთად ცხოვრობდნენ; მეორენი – ანაქორეტებად39, რომ- ლებიც უდაბნოში ცხოვრობდნენ და მუდმივ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ; მესამენი – რემობოტებად40, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელში ერთად ორნი ან სამნი და საერთო შრომით იძენდნენ საზრდოს; ისინი უფრო ამქვეყნიური კეთილდღეობით იყვნენ და- ინტერესებულნი და ნაკლებად ფიქრობდნენ ზეციურზე; ცდილობ- დნენ ერთმანეთისთვის თვალი აეხვიათ კეთილი საქმეების ჩადე- ნით და მარხვის შენახვით. კასიანე თავის თხზულებათა X წიგნის VII თავში ამბობს, რომ არსებობს ასეთი ბერების მეოთხე სახე- ობაც – სარაბიატები41, რომლებიც მესამე ჯგუფის ბერებისაგან ნაკლებად განსხვავდებიან. დღევანდელი სამეგრელოს ბერები ეკუთვნიან მესამე ჯგუფს. ისინი ათონის მთიდან მოდიან და, იერუსალიმისათვის შეწირულე- ბის შეგროვების საბაბით, რჩებიან ამ მხარეში, სადაც მათ მთა- ვარი მფარველობს – აძლევს მათ რომელიმე საკუთარ ეკლესიას. ზოგი მათგანი თავშესაფარს პოულობს ქართველი ბერის – სახე- ლად ნიკიფორე ირბახის42 – სახლში, რომელსაც ჩვეულებრივად ნიკოლოზ ბერს უწოდებენ. იგი საქართველოში ერთ-ერთი უწარ- ჩინებულესი გვარის წარმომადგენელია. არის სამოცდაათი წლი- სა. აქვს არქიმანდრიტის ანუ წინამძღვრის ხარისხი. მას უწოდე- ბენ ჯვარის მამას43. ხალხი მას დიდ პატივს სცემს, სამეგრელოს მთავრები ნიშნავენ მას თავის ვეზირად ან ელჩად, რადგან იგი კარგად არის გარკვეული პოლიტიკაში და მრავალჯერ ყოფილა იე- რუსალიმში. შემოვლილი აქვს ევროპა. ყოფილა საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში, პოლონეთსა და იტალიაში, სადაც ჩვენ პატრებთან ჩერდება ხოლმე. ქართულისა და მეგრულის გარდა, იცის მრავალი ენა: ბერძნული, თურქული, არაბული, რუსული, ფრანგული, ესპანური და იტალიური. მან კათოლიკური სარწმუ- ნოება პაპ ურბან VIII-საგან მიიღო; დიდ პატივს სცემს ჩვენს პატრებს120). აქაური ბერები ხორცს არასოდეს არ ჭამენ, ატარებენ მო- შავო ფერის შალის სამოსელს, აქვთ გრძელი წვერი და გრძელი თმები, მარხულობენ და ლოცულობენ წესების მკაცრი დაცვით, მაგრამ სრულებით არ ზრუნავენ თავისი გაჭირვებული ხალხის ______________ 39Anachorétes. 40 Remobothes. 41 Sarabiates. 42 Nicéphore irbachi. 43 Gievarismama. კეთილდღეობაზე. იშვიათად წირავენ, რადგანაც საზღაურად დიდ გასამრჯელოს მოითხოვენ. მეგრელები თავიანთ ახლობლებს შემდეგი წესით აღკვეცავენ ბერებად. ჯერ კიდევ ბავშვებს თავზე ახურავენ შავ სკუფიას, რო- მელიც მათ ყურებამდე აქვთ ჩამოფხატული; ჩააგონებენ მათ ხორცისაგან თავშეკავების აუცილებლობას, ვინაიდან ისინი ბერე- ბი არიან. ყოველივე ამას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ, მაგ- რამ სრულებით არ ესმით, თუ რას ნიშნავს ბერად შედგომა. შემ- დეგ მათ სხვა ბერებს მიაბარებენ აღსაზრდელად. ისინი, ვინც ბერ- ძენ ბერებთან იმყოფებიან, უკეთ აღწევენ მიზანს. მონაზნობის რამდენიმე სახეობა არსებობს. ერთნი არიან ქალწულნი, რომლებსაც მოწიფულობის ასაკშიც გათხოვება არ სურთ. მეორენი – მხევალნი არიან, რომლებიც შემონაზონდე- ბიან თავიანთ ქალბატონებთან ერთად ბატონის სიკვდილის შემ- დეგ; სხვები კი არიან ქვრივები, რომლებსაც აღარ სურთ კვლავ გათხოვება; არიან ისეთებიც, რომელთაც მოყირჭდათ ეს ცხოვ- რება და, მიაღწიეს რა გარკვეულ ასაკს, მონაზვნად აღიკვეცებიან; ზოგი ცოლყოფილია, როგორც, მაგალითად, ულამაზესი დედოფა- ლი თამარი121), რომელსაც იმერეთის მეფე გაეყარა, რათა თეიმუ- რაზ ხანის ასული შეერთო; ბოლოს მონაზვნად ხდებიან აგრეთვე- სიღარიბის გამო. ესენი მოწყალებას თხოულობენ ეკლესიაში და, მათი სამოსელის გამო, მათ უფრო ხელგაშლით განიკითხავენ. მო- ნაზვნებს აცვიათ ძაძები, ახურავთ ასევე შავი თავსაფარი, ხორცს არასოდეს არ ჭამენ. მონასტრებში მუდმივად არ ცხოვრობენ და და- დიან ყველგან, სადაც კი მოესურვებათ. სამუადმოდ მონაზნად დარ- ჩენის აღთქმა არა აქვთ დადებული და შეუძლიათ დატოვონ მო- ნასტერი, როცა კი მოისურვებენ. თა ვ ი V მეგრელი პაპების ანუ მღვდლების შესახებ მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა სავალალო მდგომარეობაში უნ- და გრძნობდნენ თავს ეს საბრალო პაპები მათი საეჭვო სამღვდე- ლო მდგომარეობის გამო, რადგან ისეთი ბერების ან ეპისკოპო- სების მიერ არიან მღვდლებად ნაკურთხი, რომლებიც, შესაძლოა, თვითონ მონათლულებიც კი არ არიან; ან თუ მონათლულები არიან, არ არიან ნაკურთხნი; ზოგჯერ თვითონ ეს მღვდლებიც არ არიან მონათლულები. ყოველივე ეს მათ ჭეშმარიტ მღვდლობას საეჭვოდ ხდის. მათი საერთო სახელწოდებაა – „პაპა"44. მღვდელს, რომელსაც ეკლესია არა აქვს ეწოდება ხუცესი45; კაპელანს – მღვდელი46; კიურეს – კანდელაკი41, ზოგადად ყველას კი – პაპა. მღვდლების რიცხვი ძალიან დიდია; ყველანი ღარიბები არი- ან და მათი ერთა1დერთი საარსებო წყარო მხოლოდ მათი მღვდლო- ბაა. მღვდლად კურთხევისათვის არ არის საჭირო განსწავლუ- ლობა, საკმარისია იცოდე კითხვა ან ზეპირად ისწავლო წირვა, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე იმეორებ. ეპისკოპოსე- ბი არ ამოწმებენ იმ პირებს, რომლებსაც მღვდლად კურთხევა სურთ, რადგანაც ხშირად მათზე უფრო უვიცნი არიან; რადგან თი- თოეულ კურთხევას მათთვის არანაკლებ ერთი კარგი ცხენის ფასი შემოსავალი მოაქვს, როგორი უმეცარიც არ უნდა იყოს მსურ- ველი, მას ადვილად აკურთხებენ. მღვდლები ვალდებულნი არ არიან დაიცვან უბიწოება; პი- რიქით, ბერძნული წესის თანახმად, მღვდლად კურთხევამდე ირ- თავენ ქალწულს, მაგრამ მათთვის დამახასიათებელია ის, რომ პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ შეუძლიათ შეირთონ მე- ორე, შემდეგ მესამე და კიდევ მეოთხე; მაგრამ რადგანაც ეს სა- ეკლესიო კანონებს და წმ. ბასილის წესდებას ეწინააღმდეგება, ამიტომ საჭიროა ეპისკოპოსის ნებართვა, რომელსაც იგი ყო- ველთვის იძლევა, რამდენადაც სხვა რაიმე ნებართვასთან შედა- რებით ორმაგ ფასს უხდიან. ამ საცოდავ მღვდლებს მრევლისაგან დიდი დაფასება არა აქვთ, რადგანაც ისინი იძულებული არიან გლეხებივით იმუშაონ არა მარტო საკუთარ, არამედ თავინთი მემამულე-ბატონების მი- წაზეც და ზურგით ზიდონ მათი ბარგი, როდესაც ისინი მოგზა- ურობენ; თუ მცირე საბაბი მიეცათ, ეს ბატონები ისე ექცევიან მათ, როგორც საცოდავ მონებს, რასაც ისინი სინამდვილეში წარ- მოადგენენ. მათდამი ასეთი უპატივცემულობის მიზეზია მათი უვიცობა, ღორმუცელობა და ლოთობა, რასაც მრევლის სუფრა- ზე ამჟღავნებენ, სადაც იმისათვის მიდიან, რომ ჭამონ. ისინი ისეთი ღარიბები არიან, რომ ჩვეულებრივად შემოსილნი არიან ჯვალოს პერანგით და უხეში შალის მოკლე სამოსით, საიდანაც _______________ 44 pappa. 46 Koscessi. 46 0chdelli. 47 Kandalachi. სხეული მოუჩანთ. ფეხზე ისევე ცუდად აცვიათ, როგორც ტან- ზე და ვერაფრით გამოარჩევთ ერისკაცისაგან, თუ არა მრგვლად შეკრეჭილი წვერითა და თმებით. მღვდლებს სამეგრელოში მხო- ლოდ წირვის დროს სცემენ პატივს. წირვის შემდეგ დამსწრენი მას „შენდობას"48, ე. ი. „დალოცვას" თხოვენ. სუფრაზე პირვე- ლად მღვდელს მიაწოდებენ სასმელს და ისე არ დალევენ, რომ არ თქვან „შენდობა პატრონი“49, ე. ი. „დაგვლოცეთ ბატონო"128), ისიც უპასუხებს: „შეგინდოთ ღმე რთმა"50, ე. ი. „ღმერთმა დაგ- ლოცოთო". ავადმყოფობის დროს მეგრელები დიდი პატივისცე- მით ექცევიან მღვდელს, რადგან სწამთ ყველაფერი, რასაც იგი მათ ეუბნება. ისინი იწვევენ მღვდლებს და სთხოვენ, რომ თავიანთ წიგნებში ნახონ სასიკვდილოა თუ არა ის სენი, რითაც დაავადე- ბულნი არიან და რა არის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი. პა- პები დიდხანს ფურცლავენ წიგნებს და ბოლოს ამბობენ ტყუ- ილს, რაც პირველად ენაზე მოადგებათ. ეუბნებიან, რომ ავადმყო- ფობა გამოწვეულია ამა და ამ ხატის განრისხების გამო; ცოდვე- ბის მოსანანიებლად და ამ ხატის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჭიროა მისთვის ხბოს ან ხარის დაკვლა, ან აბრეშუმის ნაჭრის შეწირვაო; ამის შეუსრულებლობა სიკვდილს გამოიწვევსო. ავად- მყოფი ფიცულობს, რომ ამ პირობას შეასრულებს. თა ვ ი V I რამდენიმე შენიშვნა მღვდლებსა და ბერებს, როგორც უკვე აღვნიშნე, ისეთივე ტანსაცმელი აცვიათ, როგორსაც ერისკაცნი ატარებენ და არ ზრუ- ნავენ იმაზე, რომ სასულიერო წოდებისათვის ოდითგან დაკანო- ნებული ტანისამოსი ჰქონდეთ. ეს იყო გრძელი, კოჭებამდე ჩა- მოსული მოსასხამი, რომელსაც „კარაკალას სამოსი“51 ერქვა, რად- გან იმპერატორმა ანტონიუსმა, „კარაკალად" წოდებულმა123) შე- მოიღო იგი მოდად რომაელთათვის. ჩვენი სამღვდელოება დღესაც მას ატარებს თავისი ღირსების აღსანიშნავად. ბედე124) თავისი თხზულების ,,De Rebus Angor" VII წიგნის VII თავში და ბა- რონიუსი 213 წლის ამბების აღწერის დროს ამბობენ, რომ ____________________ 48 Sandოba. 49 Sandოba patorii. 50 Ghinda gomert. 51 Un habit à la Caracalle. ეს სამოსი თავდაპირველად შავი კი არა, წითელი იყო, როგორ- საც დღესაც ატარებენ პაპის კარზე. ბარონიუსის სიტყვით, სასული- ერო წოდება 393 წ. შეიმოსა ამ სამოსით. მისი ტარების უფლება მათ მიანიჭეს სათნოებით აღსავსე ცხოვრების გამო. მეგრელი მღვდლები, რომელთაც ამგვარი აღკაზმულობა სრულებით არ აინ- ტერესებთ, კმაყოფილდებიან საერო სამოსით და ამით ებრაელ სამ- ღვდელოებას ბაძავენ, რომელთა შესახებ ბეკანუსი ახალი აღთქმის ანალების V თავში ამბობს: „Levitoe125) non habent sacrum იrnamentum, solùm sacerdotes et pontifices utebantur illo, nisi eo tempore quo in tabernacuIი vel templo ministrabant"52. მეგრე- ლი მღვდლებიც ასევე იქცევიან; მღვდელთმსახურების შემ- დეგ ისინიც ძონძებში დადიან. აქვთ გრძელი თმები და ძალიან გრძელი წვერი, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიის მსახურთ, რომლებიც უფლის მცნებას ასრულებდნენ: ლევიტელთათვის, თავი XIX და XXVII: „Neque in rიtundum attიndebitis cიmam, neque radetis barbam"53. მაგრამ რატომღა აკრძალა უფალმა ეკლესიაში უძველესი დროიდან დამკვიდრებული გაპარსვის წესი? წმ. ისიდორე თავის ღვთისმსახურების წიგნში ამბობს, რომ ის ვინც დაუტევებს ქვეყანას და შეუდგება ღმერთს, თმას წრიულად უნდა შემოიკრეჭ- დეს და რაც უფრო მაღლა მიიწევს ამ იერარქიაში, ამ წრესაც მით უფრო უნდა ზრდიდეს, როგორც ამას ეპისკოპოსები და უმ- თავრესად პაპები აკეთებენ. ეს არის ნიშანი სამღვდელოებისა და ღვთის სასუფელისა. იეზეკიელის127) განცხადებაში, VI თავში ვკითხულობთ, რომ წვერის პარსვა მართებულია, რადგან ნა- ზარეველისათვის კურთხევის შემდეგ წვერის გაპარსვა აუცი- ლებელი იყო. ძველად გაპარსული პირი წარჩინებულობის ნიშანი იყო და ყველა რომაელი იმპერატორი იპარსებოდა. დიონი127) სა- ყვედურობს ადრიანეს128), რადგანაც რომაელ იმპერატორთაგან პირველმა მან მოუშვა წვერი. საღვთო წერილი მწუხარების დროს თავპირის გაპარსვასაც კი მოითხოვს (ესაია – თ. VIII და XV, დაბადება XL და XLV, იერემია XLVII, იეზეკიელი, V, VII). იობი, _____________________ 52 „ლევიტელებს არ აქვთ წმინდა სამკაული, მხოლოდ მღვდლები და ქურუმე- ბი იყე ნებენ მათ, იმ დროს, როდესაც კარავში ან ტაძარში მღვდელმსახურებას ეწე- ვიან." 53 „არა ჰყოთ კვეცა გარემო თმისაგან თავისა თქვენისა, არცა განირყუნეთ შე- სახედავი წვერთა თქვენთა". დასტიროდა რა თავის დაკარგულებს, გაიპარსა და მიწაზე გარ- თხმული ევედრა ღმერთს. მეგრელები ასევე იპარსავენ მთელ სა- ხეს და წარბებსაც კი, როდესაც თავის მიცვალებულებს დასტი- რიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთი თავის მსახურ ებრაელებს პი- რის გაპარსვას იმიტომ კი არ უკრძალავდა („ლევიტელთათვის", XV), რომ ამაში რაიმე ცუდი იყოს, არამედ იმიტომ, რომ ისინი არ დამგვანებოდნენ ეგვიპტელებს და სხვა მეზობელ წარმართებს, რომლებიც ფიქრობდნენ რა, რომ მათ ღმერთებს უყვართ მრგვა- ლი პირისახე, როგორც სრულყოფილი ფორმა, თმას მრგვალად იკრეჭდნენ და მრგვალ ტაძრებსაც კი აგებდნენ. მრგვალად იჭრიდ- ნენ წვერსაც, განსაკუთრებით იზიდის და სერაპისის129) ქურუმე- ბი, რომლებიც ამ ფორმით იპარსავდნენ არა მარტო წვერს, არა- მედ მთელ სხეულს. ბედე თავისი ისტორიის V წიგნის XXII თავში ამტკიცებს, რომ თავზე თმის წრიულად შეპარსვა, ისე როგორც ჩვენი სამღვ- დელოება ატარებს, მიზანშეწონილია და დასძენს, რომ იგი მაც- ხოვროს თავზე ვნებათა დროს დადგმულ ეკლის გვირგვინს ასახი- ერებს; იგი ქრისტიანის ისეთივე ნიშანია, როგორც ჯვრის გამოსა- ხულება. ტრევის ეპისკოპოსი ნისენი ამგვარი გვირგვინებით იშ- ვა. ლევიტელთა წიგნის XIX თავში უფალი უბრძანებს მღვდლებს „Ne corruirpant effigem barboe suoe54. მეგრელი მღვდლები ამგვარადვე უშვებენ წვერს და არც ერთ ღერს არ იკრეჭენ. დიოგე- ნეს130) თქმით, მან წვერი მოუშვა, რათა არ დავიწყებოდა რომ მამაკაცია. არტემიდორე131) ამბობს: „Filius tanturn 0rnamenti patribus, quantum ori barba decoris addit”55. დიოგენემ, დაინახა რა უწვერო კაცი, უთხრა მას: „Numquid naturam accusas quôd te virum, non autem muIierem, fecit”56. ლევიტელთა წიგნის V, VI თავებში უფალი კრძალავს თმის გაპარსვას. მეგრელები, რომლებიც ბაძავენ ძველი აღთქმის მღვდლებს, ზუსტად ასრულებენ მის მცნე- ______________ 54 „არცა განირყვნეთ შესახედავი წვერთა თქვენთა". 55 „ვაჟიშვილები მამას ისევე ამშვენებენ, როგორც წვერი პირსახეს". 56 „ხომ არ გინდა უსაყვედურო ბუნებას, რომ მამაკაცად გაგაჩინა და არა დე- დაკაცად“! თა ვ ი V I I სამეგრელოს ეკლესიების შესახებ ვილაპარაკე რა სულიერ ტაძრებზე, რასაც სამღვდელოება წარმოადგენს „tempIum Dei quod estis vos"57, ახლა სათქმელი დაგვრჩა ნივთიერ საყდრებზე, რომლებიც ოთხი ტიპისაა. პირველი – ეს არის პატარა ეკლესიები ანუ სამლოცველოები, რომლებიც თითქმის ყველა მეგრელს აქვს და სადაც ისინი სალო- ცავად დადიან. მათ „საჯვარე"58 ანუ გოლგოთა ეწოდება132). მე- ორე – ეს არის მთავრების კარის ეკლესიები, რომელთაც იგივე სახელი – საჯვარე ქვია. მესამე – სამრევლო ეკლესიები და მე- ოთხე – კათედრალები. ყველაზე ლამაზი მათ შორის არის მოქ- ვის ეკლესია183). ყველა ეკლესია დამხრობილია აღმოსავლეთისა- კენ, როგორც სოლომონის ტაძარი134). ყველა მათგანს აქვს „Sancta Sanctorum"59) მრგვალი საკურთხევლით, სადაც წირვა-ლოცვა სრულდება. ისინი მორთულია დიდი მოოქრული ან მოვერცხლილი სპილენძის ხატებით, რომლებიც გაწყობილია მარგალიტის ან სხვა ძვირფასი, უმეტეს შემთხვევაში, ყალბი თვლებით. ხატებს შორის არის ბერძნული ყაიდის ღვთისმშობელი, ასეთივე მამა ღვთისა, ჯვარცმა, ბერძენ და სხვა წმინდა მამათა მრავალრიცხოვანი ხატე- ბი. ყველა ხატს ჩამოფარებული აქვს აბრეშუმის ფარდები. ამ ხა- ტებს შორის წმ. გიორგის ხატი ყველაზე მეტად სათაყვანოა. მის წინ ყოველთვის მრავლად არის ანთებული სანთლები. ეკლესიების ჩამოთვლილი ტიპებისათვის შეიძლებოდა დაგვემატებინა მეხუ- თეც, სახელდობრ, მათი მარანი60 ანუ სარდაფი, სადაც პაპები სა- ლოცავად ჩადიან, რომ უფრო აღიგზნონ უფლისადმი სიყვარუ- ლით. მეორე ტიპის ეკლესიები უმეტესად ქვისაგან, ზოგჯერ კი ხი- საგან შენდება. შიგნით მოჩუქურთმებულია და გუმბათი ადგას, რომელიც სპილენძის ფირფიტებით ან მუხის თხელი შეღებილი ფიცრებით არის დაფარული. წირვა-ლოცვის ბერძნულ ყაიდაზე შესასრულებლად სამლოცველოებს აქვს ტრაპეზი და საკურთხევე- _____________ 57 „თქვენა ხართ ტაძარნი უფლისანი". 58 Sa Giovari. 59 „წმინდა ადგილი, ტრაპეზი". 60 Marana. ლი, რომელსაც აქვს აბრეშუმის დაფარნა, ზოგჯერ ოქრონაქარგი. აქ, ისევე როგორც სხვაგან, გამოხატულია მთავრის, მისი მეუღლი- სა და წმინდანების სახეები. თითოეულ სამლოცველოს თავის კმა- ყოფაზე ჰყავს კაპელანი – პაპა ან ბერი, რომელიც მასზე ზრუ- ნავს. მთავარი აქ ხშირად დადის და მისი მოსვლისას ყოველთვის იმართება წირვა. წირვა-ლოცვა წარმოებს აგრეთვე დიდმარხვის დროს. მესამე ტიპის ეკლესიები ქვისა და ზოგიც ხისა შენდება. მათ აგებენ ამაღლებულ ადგილებზე, რათა ნესტისაგან დაიც- ვან მათი მოხატულობა. ამ ეკლესიების ირგვლივ გაშენებულია მა- ღალი, მსხვილი ხეები და გარშემორტყმულია ქვის გალავნით ან მესერით. ამ ხეების ფესვები ხატებისათვის არის შეწირული, ამი- ტომ მათ არ ჭრიან და არც უბრალოდ ეხებიან, რათა ხატების რის- ხვა არ გამოიწვიონ135). მიცვალებულებს ასაფლავებენ ეკლესიის გალავნის შიგნით, თვით ეკლესიაში კი არასდროს. ეკლესიაში შე- სასვლელის წინ არის პატარა სტოა, სადაც ქალები დგებიან ეკლე- სიაში მოსვლის დროს. ეს ხდება მხოლოდ აღდგომას. ეკლესიაში შესვლა მარტო მთავრის ცოლს შეუძლია, როგორც ეს საბერძნეთ- შია წესად. ამ პატარა სტოაში ასაფლავებენ ზოგიერთ დიდებულს, ვინაიდან, როგორც წმინდა ავგუსტინე136) ამბობს თავის XXII ქა- დაგებაში უდაბნოელ ძმათა მიმართ, „ut ingredientes et egredientes, mortis admიnneantur, et sic ad Deum Cიnvertantur"61. ეკლესიის კარი ყოველთვის გასაღებით არის დაკეტილი და მღვდე- ლი, რომელიც ახლოს ცხოვრობს, აღებს მას მხოლოდ წირვის ან დასაფლავების დროს. ზევით მოწყობილია პატარა ოთახ. სადაც ზარი ჰკიდია, თუ იგი აქვთ. უმეტეს ეკლესიებში კი ზარი არა აქვთ, მის მაგივრად იყენებენ ერთი ფუტის ზომის ხის კვადრატულ თხელ ძელს და მასზე ცემით იწვევენ ხალხს ეკლესიაში. თავიანთ ეკლე- სიებში ჩამოკიდებულ ხატებს სწირავენ ირმის რქებს, გა- რეული ღორის ეშვებს, ხოხბის ფრთებს, მშვილდსა და კაპარჭს, რათა ისინი ნადირობის დროს მფარველობდნენ მათ. შუაგულ ეკ- ლესიაში არის აბრეშუმის ბაფთებისაგან გაკეთებული თეთრი ან წითელი ფერის ორი გვირგვინი, დაბოლოებული ფოჩებით, რომ- ლებსაც ქორწინების დროს იყენებენ, მაგრამ ამაზე ქვემოთ გვექნე- __________________ 61 „შემსვლელებს და გამომსვლელებს უნდა ახსოვდეთ სიკვდილი და მით უნდა იყვნენ მიქცეულნი უფლის მიმართ". ბა საუბარო. იქვე ახლოს კედელზე ჰკიდია ყუთი, რომელშიაც ინა- ხება მირონი ანუ წმინდა ზეთი. იქვე არის ძველი დაფლეთილი დროშა, რომელსაც იყენებენ ლიტანიის დროს და ძალიან გრძელი, ჩვენებურზე უფრო გრძელი, სპილენძის საყვირი, რომელზედაც ლიტანიობის დაწყებამდე უკრავენ ხალხის ეკლესიაში მოსაწვევად. ამ საყვირს ძალზე მაღალი ხმა აქვს, მსგავსად ებრაელების საყვი- რისა, მაგრამ ეს ხმა სრულებით არ არის სასიამოვნო. რიცხვთა წიგნში, თავი X, წერია: “Cumque increpueritis tubis, congregabitur ad te omnis turba ad ostium tabernacuIi oederis”62. ამ ეკ- ლესიათა უმრავლესობაში არის დამტვერილი და თაგვებისაგან დაღრღნილი დიდი წიგნები. ეს ფსალმუნებია. მე მრცხვენია რაი- მე ვთქვა იმაზე, თუ რამდენად ცუდად უვლიან პაპები მათ წმი- ნდა ხატებს. ისინი სინესტისაგან, ჭიებისა და ვირთაგვებისაგან ისეა გაფუჭებული, რომ სავალალო მდგომარეობაში არიან, მაგრამ ზოგიერთ ხატზე მაინც ზრუნავენ, რომელთაც, როგორც აღვნიშნე, ამკობენ ფარჩით და თვალმარგალიტით. იატაკი ეკლესიებში ზოგ- ჯერ თავლაზე უფრო უსუფთაოა. ტრაპეზის საფარი დახეული და ღვინით დალაქულია, რადგან მას ზოგჯერ ბარძიმის გასაწმენდად ხმარობენ. სუდარები, რომლებიც უხეში, ცუდად დამუშავებული ქსოვილისაგან არის გაკეთებული, ერთ კუთხეში თოკზე ჰკიდია. მეორე კუთხეში დგას ჭურჭელი ღვინისათვის. ტრაპეზი შუა ეკლე- სიაში დგას, აქვს მრგვალი ფორმა და დაბჯენილია ქვის ბოძზე. მასზე დევს ბინძური, მყრალი ბარძიმის საწმენდები, გულის ამ- რევი ხის ჯამი, რომელსაც ბარძიმად იყენებენ, პატარა ფიცარი, რომელიც ფეხშუმად არის გამოყენებული, და რამდენიმე ძველი ჩვარი სუდარის მაგივრად. ტრაპეზის შუაში დევს ხატი და წირ- ვა-ლოცვა მის წინაშე წარმოებს; წირვის დროს ხელში მუდამ სა- ცეცხლური უჭირავთ, რომელიც ყოველთვის რკინისაგან არის გა- კეთებული. დანარჩენზე მე არაფერს ვიტყვი, რათა თავი არ მოვა- ბეზრო მკითხველს, რომელიც თუ მოისურვებს, შეუძლია დარწმუ- ნებული იყოს, რომ კიდევ ბევრი რამ არის ისეთი, რაც მე აღარ აღეწერე. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ეს ეხება პაპების სამ- რევლო ეკლესიებს. საეპისკოპოსო ეკლესიები ნაშენია მარმარილოს მსგავსი თეთ- რი, რბილი, მაგრამ სხვადასხვანაირად ნათალი ქვებით. ეკლესიებს ________________ 62 „და დაჰბეროს მითა და შემოკრბეს [შენდამი] ყოველი კრებული, კარად კარვისა საწამებელისა". წინ იმავენაირად აგებული კარიბჭეები აქვთ, რომლებიც მხატვრობი- თა და მრავალრიცხოვანი ქართული წარწერებითაა შემკული. შიგ- ნით ეკლესიები სუფთა და ნათელია. აქ ვხვდებით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ცხოვრების ამსახველ მოხატულებას და ბერძენ წმინდანთა ხატებს. მათი ფსალმუნები კარგად არის დაწერილ და მტვრისაგან დაცულია, მოთავსებულია საკეტებიან ყდაში და მორ- თულია ვერცხლის სხვადასხვა ფიგურებით. თითქმის ადამიანის სიმაღლის ხატების ჩარჩოები ზოგი ვერცხლის და ზოგი სპილენძი- საა. არის ჩვეულებრივი ზომის სხვა მცირე ხატებიც, რომლებიც გა- მოხატავენ ღვთისმშობელს და წმ. გიორგის, რომელნიც მათთან დიდი თაყვანისცემით სარგებლობენ. შუა ეკლესიაში ჰკიდია სპი- ლენძის კანდელი, რომელშიც ბევრი სანთელია ჩადგმული. ეკლე- სიაში ბევრია აგრეთვე დიდი შანდალი. მათი ტრაპეზი სუფთაა, აქვს დიდი დაფარნა და ვერცხლის ბარძიმი. ღმერთმა ქნას, რომ ეპისკოპოსებს ისე ეზრუნოთ მრევლზე, როგორც ეკლესიებზე ზრუ- ნავენ! მეგრელები ჭეშმარიტად ხსნის გზას დაადგებოდნენ, მაგრამ ამ ეპისკოპოსების მთელი სრულყოფილება და სიწმინდე მდგომა- რეობს ხორცის ჭამისაგან თავშეკავებაში, დიდმარხვისას მარხვის მკაცრად დაცვაში, დღე და ღამუ გულმოდგინე ლოცვაში და ეკ- ლესიის საუცხოოდ მოვლა-პატრონობაში; სხვას ისინი არაფერს დარდობენ. ბერებიც იგივეს აკეთებენ ღვთისმოსაობით. მათ ეკლე- სიებს აქვთ სამრეკლოები კარგი ზარებით. ამ ეკლესიათაგან ზოგი- ერთი ძალიან ძველია, რაც კარგად ჩანს ქვის წყობაზე და კედლე- ბის დიდი სისქიდან. დღეს უკვე აღარ აგებენ ეკლესიებს არც ასე- თი ლამაზი არქიტექტურული სახისას და არც ქვისას. აგებენ უბ- რალო ხის ეკლესიებს137). თა ვ ი V I I I ზანზალაკებად"63 წოდებული ზარების შესახებ; „ორად“64 წოდებული წმინდა ძელის შესახებ, რომელსაც ზარის ნაცვლად იყენებენ და „ოყედ"65 წოდებული საყვირის შესახებ სამეგრელოში ლითონის სიძვირის გამო ზარები ნაკლებად არ- ის და ზომით პატარებია. ბერების ეკლესიებში არის ორი ზარი, ხო- _____________ 63 ZanzaIuchi. 64 0ra. 65 Oa. ლო პაპების ეკლესიებსა და მთავრის სამლოცველოებში მხოლოდ ერთია. აღმოსავლეთში საერთოდ მარტო ზარებს არ იყენებენ. იოანე კორონა თავისი ისტორიების XXIV თავში ამბობს, რომ ხალხს ეკლესიაში უხმობენ ინსტრუმენტის საშუალებით, რომელსაც ხეს ან ძელს უწოდებენო. ეს სახელი მას სამუდამოდ შერჩა, როგორც ამას ვხედავთ წმინდა კანონებში, “Ch. DoIent de consec. Dis". I და მეშვიდე სინოდის მიხედვით; იქ, სადაც მოთხრობილია წმ. ანა- სტასის138) სასწაულებზე, რომელიც 627 წ. აწამეს, ნათქვამია, რომ როცა მისი ნეშტი კესარიაში ჩამოასვენეს, მის შესახვედრად გამო- სული ხალხი „sacra ligna puIsantes"66. წმ. ძელი თხელია, განით ერთი მტკაველია და სიგრძით დაახ- ლოებით ხუთი. მას იყენებენ ეკლესიაში მორწმუნეთა მოსახმობად, როდესაც ზარები არა აქვთ, მაგრამ იმ ეკლესიებშიც კი, სადაც ზა- რი არის, პირველად მაინც ამ წმინდა ძელს შემოჰკრავენ ხოლმე და შემდეგ რეკავენ ზარს. ერთხელ ერთ ბერს ვკითხე, რატომ არ რეკავენ ზარს თავიდანვე-მეთქი. მან მიპასუხა, რომ ეს არის პირ- ველი ქრისტიანების წესი და რომ ამ ძელის ხმა მოგვაგონებს ხის ჯვარსო. მისი ხმის გაგონებაზე ყველა პირჯვარს ისახავს და ღმერთს ადიდებს, მაგრამ რადგანაც მისი ხმა სუსტია, ამიტომ ზარს რეკავენ, რათა აცნობონ ყველას, რომ მას წმ. ძელის ხმა წინ უძღოდაო. მეორემ მითხრა, რომ ეს წმ. ძელი აღნიშნავს ჩვენი პირველი წინაპრების, ადამისა და ევას ცოდვას და რომ მორწმუ- ნენი, გაიგონებენ თუ არა მის ხმას, ამ ცოდვას ინანიებენ და ღმერთს შესთხოვენ პატიებასო, ისევე როგორც ზარის ხმა აგო- ნებს მათ ღვთის მოწყალებას ადამიანის მიმართ, რაც გამოიხატა უფლის გარდასახვით ან ანგელოზის მიერ ქალწული მარიამისათ- ვის ხარებით. ოყედ წოდებულ საყვირს მხოლოდ მაშინ აყვირებენ, როცა ხალხს მოუხმობენ ლიტანიაზე, თავყრილობებსა და სამრევლო სა- ქმეებზე, მსგავსად ებრაელებისა. რიცხვთა წიგნში, 16,2 თავში139), ნათქვამია: „Quando autem est congregandus populus, simpIex tu- Barum clangor, et non concisè ululabunt; filii autem Aaron Sacerdotis clangent tubis67. ზოგჯერ ძალიან ძლიერად აახმიანებენ ხოლმე საყვირს, რათა, როგორც ისინი ამბობენ, მისმა ხმამ ქურდი _________________ 66 „წმინდა ძელზე სცემდა“. 67 „რაჟამს შეჰკრიბოთ კრებული, დაჰბერეთ, და ნუ საუწყებლად და ძეთა აჰრონისთა მღვდელთა დაჰბერონ [ნესტვებითა] მით". შეაშინოს, თითქოს იგი უფლის ხმა იყოს, რომელიც მათში სინდისის, ქეჯნას და ხატის სამსჯავროს შიშს გამოიწვევს; იეზეკიელის, თავი 33, მუხ. 5 ვკითხულობთ: „Sonum buccinoe audivit, et non se observavit, sanguis ejus in ipso erit: si autem se custodierit, anIimam suam saIvabit"68. თა ვ ი I X ხატების შესახებ ეს ხალხი დიდი თაყვანისმცემელია წმინდანთა გამოსახულე- ბებისა, რომელთაც ისინი ხატებს69 უწოდებენ; თუ მათ კარგად არ იცნობ და ნახავ რა სასოებით ეპყრობიან ხატებს იფიქრებ, რომ მსოფლიოში მათზე უფრო თავდადებული ქრისტიანები არ არსე- ბობს, მაგრამ, ცხადია, რომ მათი ღვთისმოკრძალება უფრო ახ- ლოსაა იუდეველობასა და კერპთაყვანისმცემლობასთან, ვიდრე ქრისტიანობასთან; ხატებს ისინი თაყვანს სცემენ არა როგორც იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და სხვა ზეცად მყოფი წმინდანე- ბის გამოსახულებებს, როგორც ამას ქრისტეს წმინდა ეკლესია – ჭეშმარიტების წყარო – გვასწავლის, არამედ ეთაყვანებიან ხა- ტების მიწიერ სახეს, ან იმიტომ, რომ ის ლამაზია, ან კარგად არ- ის მორთული, ან ძვირფასი ლითონისაგან არის გაკეთებული, ან ცნობილია სასტიკი ულმობელობით – ხოცავს ადამიანებს; მათ ში- შის გამო სცემენ თაყვანს. ამიტომ ხატების უმეტესი ნაწილი გა- კეთებულია ვერცხლისაგან, ზოგი მოოქრული ვერცხლისაა და მო- ოჭვილია ძვირფასი თვლებით, რომელთაგან ბევრი ყალბია140); ამ- გვარ ხატებს ცნობილ ეკლესიებში ვხვდებით, მაგალითად, წმ. გი- ორგის ეკლესიაში141). მთავარ ეკლესიებში, როგორიცაა საეპისკო- პოსო და მთავრის ეკლესიები, ამ ხატებს პირდაპირ წარმოუდგე- ნელ თაყვანს სცემენ. ხატებისაკენ მიმავალნი შორიდანვე იწყე- ბენ თაყვანისცემას, გაირთხმებიან მიწაზე, პირჯვარს ისახავენ და ბოლოს სამჯერ შემოუვლიან ხოლმე ეკლესიას. ზოგიერთნი, როდესაც ეკლესიის კარს მიუახლოვდებიან, ემ- თხვევიან მიწას, წელში მოიხრებიან სამ-ოთხჯერ, მრავალჯერ გა- __________________ 68 "ჴმისა საყვირისასა მსმენელმან არა დაცუა ყო, სისხლი მისი მას ზედა იყოს, და ესრეთ, და რამეთუ დაცუა ყო, სული თუისი განირინა“. 69 Caté დაიწერენ პირჯვარს პირქვე განერთხმიან მიწაზე, მკერდზე ხელს იცემენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავენ ხატს თხოვნით. პი- რველი და მთავარი თხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ ხატმა და- ამიზეზოს მათი მტრები და მათი გამქურდავნი. უკანასკნელი ნი- შანი მათდამი თაყვანისცემისა არის ის, რომ მსჯავრის გამოტა- ნისას ხატზე დაფიცებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამგვა- რად გამოტანილ მსჯავრს არასოდეს ასაჩივრებენ. ხატების შიში იმდენად დიდია, რომ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ხატ- ზე დაფიცება არ სურთ მაშინაც კი, როცა მართალ ჩვენებას იძ- ლევიან. სინამდვილეში კი ასეთი ადამიანები ნაკლებად არიან. სა- ერთოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ხშირად ცრუ ფიცს დებენ, მა-გ რამ მოქმედებენ ძალიან ფრთხილად – იფიცებენ მხოლოდ იმ ხატებზე, რომელთაც მშვიდი გამომეტყველება აქვთ და არ არიან ცნობილი ულმობელობით – როგორც ისინი ფიქრობენ, კეთილად არიან განწყობილნი მათ მიმართ. ეს თაყვანისცემა უფლის ან ხა- ტების სიყვარულით არ არის გამოწვეული და არც იმის იმედით, რომ სასუფეველსა და იმქვეყნიურ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, რადგან მათ ამქვეყნიური ცხოვრების გარდა სხვა არა სწამთ რა; ეს თაყვანისცემა გამოწვეულია ვისმესგან მოკვლის, ან ავად გახ- დომის, ან გაქურდვის, ან ბატონის მიერ დარბევისა და მათი თურ- ქებისათვის მიყიდვის შიშით. ამიტომ, როდესაც მათ გაქურდავენ, შესაწირავი მიაქვთ იმ ხატთან, რომელსაც ყველაზე მეტად სცემენ თაყვანს. შესაწირავი შედგება ორი პატარა პურისა და ერთი პა- ტარა დოქი142) ღვინისაგან. ხატის წინ მდგარი პაპა შემწირავს თავზე შემოავლებს ამ შესაწირავს. შემდეგ დაზარალებული შეს- თხოვს ხატს და ისე ელაპარაკება მას, თითქოს თავის ამხანაგს ან თანატოლს ესაუბრებოდეს, რადგან მათ ასე იციან ვედრება. იგი მას ეუბნება: „შენ უწყი, რომ მე გამქურდეს და რომ მე არ ძალ- მიძს ხელთ ვიგდო ქურდი; გთხოვ, ამ ძღვენით,რომელიც მე მო- გართვი, მოჰკლა და მოსპო იგი (ამ სიტყვებით იგი იღებს ჯოხს, ჩაასობს მას ხატის წინ მიწაში და ურტყმას მას ჩაქუჩს ან სხვა ნივთს, ვიდრე ჯოხი მთლიანად არ ჩაეფლობა), – და მოექცე ისე, როგორც მე მოვექეცი ამ ჯოხს. დაამთავრებს თუ არა ამ ჩინებულ ლოცვას, იგი პაპასთან ერთად გადის ეკლესიიდან და ერ- თად შესვამენ და შეჭამენ ხატისათვის მირთმეულ შესაწირავს. თავიანთ ლოცვაში ისინი ყოველთვის მტრის სიკვდილს და მისი ყოველივე ავლა-დიდების – სახლის, მიწის და საქონლის – განად- გურებას თხოულობენ. ავადმყოფობის დროს სნეულების მიზეზის გასაგებად პირველად პაპას მოუხმობენ, რომლისაც ისე სწამთ, როგორც ანგელოზისა. როგორც უ კვე აღვნიშნეთ, პაპა ფურცლავს თავის წიგნს, შემდეგ გამოიგონებს ტყუილს, რომ თითქოს ესა და ეს ხატი გამწყრალია ავადმყოფზე, რის გამოც მას დაუყოვნებლივ აგზავნიან ხატის დასამოწყალობებლად; მიართმევენ ხატს შესაწი- რავს და დაჰპირდებიან ბევრ სხვა რამეს, თუ ავადმყოფი გამოჯა- მრთელდება; მაგრამს როცა განიკურნებიან, დანაპირებს აღარ ას- რულებენ და ამბობენ ხატს აღთქმა მხოლოდ იმიტომ მივეცით, რომ არ მოვეკალითო. ქურდებს,სიკვდილის შიშით ყველაზე მეტად ერიდებათ სო- ფელ ხეთას70 მცხოვრებ მოზომილეს71 ოჯახის მთავარ-ანგელო- ზად72 წოდებულ წმ. გიორგის ხატისა და სოფელ პუდაზის73 წმი- ნდა იობის ხატის წინაშე დაფიცებისა144). ამბობენ, რომ ეს ხატი თავდაპირველად ჭაობის მახლობლად მდგარ ეკლესიაში ესვენაო; აქ უამრავი ბაყაყი ყოფილა, რომელთა ყიყინსაც იგი გაუბრუე- ბია; მოქანცული ხატი მთის წვერზე გაქცეულა. იგი ისეთ ულმო- ბელად ითვლება, რომ ვინც კი მიუახლოვდება მას, მაშინვე კვდე- ბა. ამიტომ ამ ხატთან სალოცავად მისული მეგრელები მისგან შორს ჩერდებიან, გადაუგდებენ მას თავის შესაწირავს და მაშინ- ვე გარბია. წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ ერთი პაპა დიდი შიშით მიდის მასთან საწირავად. როდესაც იგი ამ ხატისათვის შემოწი- რულებას აგროვებს, ყველას დაბეჯითებით ურჩევს არ დაიფიცონ მასზე არც ცრუდ და არც ჭეშმარიტად, რათა მისი რისხვა არ გა- მოიწვიონ. მრისხანე წმ. გიორგის ხატთაგან ცნობილია კავკასიონის ძირ- ში მდებარე ხელისა74 და ილორელთა75 განთქმული წმ. გიორგის146) რომელსაც მეგრელები, აფხაზები, ქართველები და მეზობელი ქვე- ყნების მცხოვრებლები დიდ თაყვანს სცემენ. არის სხვა ხატებიც, მაგრამ ესენი, რომელთა შესახებაც ვილაპარაკეთ, ყველაზე მეტი პატივით სარგებლობენ. თითოეული თავისი სამრევლოს ხატებს აქებს და ადიდებს. მაგალითად, ამბობენ, რომ რომელიღაც ხატი მამაცია და დაჯილდოებულია მხედრული თვისებებ'ითო. მეგრე- ლებს ლიტანიის დროს ხატები დააქვთ, რათა შესაწირავი შეაგრო- ვონ; როცა რომელიმე ადგილას ბევრი შემოწირულება მოგროვ- ____________ 70 Ketas143). 71 Moziolle. 72Tuara Angelos. 73 Pudaz. 74 Schelissa145). 75 Issoriens. დება, მაშინ თითოეულ პაპას თავისი ხატი იქ მიაქვს, რათა მანაც მიიღოს შემოწირულება. ერთი აზნაური, სახელად რამაზა76, ავად გახდა იმ დროს, რო- დესაც ხორცის ჭამა აკრძალული იყო. მკურნალმა ხანგრძლივი შე- გონების შემდეგ, როგორც იქნა, დაარწმუნა ხორცეულის ჭამის აუ- ცილებლობაში; ავადმყოფი დათანხმდა, მაგრამ ერთხელ, როდესაც იგი ხორცს შეექცეოდა, მასთან პაპა მივიდა და განსაკურნავად მოუ- ტანა კათალიკოსის მიერ გამოგზავნილი ხატი. ავადმყოფმა ხორ- ციანი ჯამი სწრაფად დააფარვინა,რათა ხატს იგი არ დაენახა. შე- მდეგ პაპა შემოაყვანინა, პირჯვარი გადაისახა, მრავალი კეთილი სიტყვა უთხრა ხატს და უკან გაუგზავნა კათალიკოსს მადლობით; შემდეგ კი კვლავ განაგრძო ხორცის ჭამა. ხატების ამგვარი თაყ- ვანისცემა, ისევე როგორც განსაზღვრულ დროს ხორცის ჭამის მკაცრი აკრძალვა, ბერძნებისაგან მომდინარეობს. ამ აკრძალვის დასადასტურებლად საიდუმლო სერობაში ისინი თევზს გამოსახა- ვენ და არა სააღდგომო კრავს, რადგან მათ მორის ბევრი ირწმუ- ნება, რომ იესო ქრისტეს ხორცი არასოდეს არ უჭამიაო. ერთმა მეგრელმა მღვდელმა საუბრის დროს თქვა: საყოველთაოდ ცნო- ბილია, რომ ხარების დროს მხოლოდ თევზი იჭმება. იესო ქრის- ტეს საიდუმლო სერობის უკანასკნელ წელს ხარება ვნების კვირის შაბათს დაემთხვა და სანამ ჩვენი მაცხოვარი მოციქულებთან ერ- თად სუფრასთან იჯდა და მათ დარიგებას აძლევდა, დიდი დრო გავიდა, ხოლო სანამ ჭამას შეუდგებოდნენ შუაღამე გადავიდა. მა- შინ სჯა გამართეს იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ეჭამათ ხორცი ნაც- ვლად გაცივებული თევზისა, რომელიც სუფრაზე იდო და გადაწ- ყვიტეს რა, რომ შეიძლება, დაინახეს, რომ ეს დიდი თევზი უცებ კრავად იქცა, რომელიც შეჭამესო. ექს პაპა, წინააღმდეგ სხვები- სა, ამბობდა, რომ იესო ქრისტემ ხორცი ჭამაო. ჩვენ ხატებს მეგ- რელები არ ეთაყვანებიან და არავითარ პატივს არ სცემენ. ერთ- ხელ ერთმა მეგრელმა გვითხრა: რატომ არ არიან თქვენი ხატები ჩვენსაზე უფრო ძლიერნი? რადგან თქვენი ხმლები უფრო მძლავ- რია და თქვენი ქსოვილები უფრო მაგარი, ვიდრე სხვა ხალხებისა, ამიტომ თქვენი ხატებიც უფრო ძლიერები უნდა იყვნენო. რა უაზ- რო ლაყბობაა! _____________ 76 Ramaza. თა ვ ი X წმინდა რელიქვიების შესახებ ამ ხალხს ბევრი რელიექვია147) აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა ქრისტიანობა ყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებ- თან, რომლებიც მათ ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიქვიები მათ მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სა- სულიერო პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ ეს ხალხი ღვთის- მოსაობაში განემტკიცებინათ. დაბოლოს, რელიქვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქების მიერ კონსტანტინოპო- ლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწე- ვად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყ- ნებში. ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდაო ერთი არქიე- პისკოპოსი, თან ჩამოიტანაო ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძე- ლი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დი- დი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთისმშობელს ეკუთვ- ნოდა; ჩვენ პატრებს იგი უნახავთ. ტილო, რომლისგანაც იგი არ- ის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი – ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკ- ლე მკლავები და ვიწრო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის77 ეკლე- სიაში149), სადაც ის ინახება; აქვე ძვირფასი თვლებით ოოჭვილ ოქროს ლუსკუმაში, ვნახე გამხმარი მკლავი; როგორც ამბობენ, ეს არის წმ. მარინეს მკლავი; ვნახე აგრეთვე წმ. კვირიკეს მკლავი და ოქროთი თუ ვერცხლით შემკული სხვა წმინდანთა ნაწილები. კვა- რთი, რომლის შესახებაც მე ვილაპარაკე, ინახება ვერცხლისაგან გაკეთებულ ყვავილებით მორთულ ებანოზის ყუთში; მასშივე არის პატარა კოლოფი, რომელშიაც დევს მაცხოვრის წვერის რამდენი- მე ღერი და შოლტი, რომლითაც იგ4ი იგვემა. ეს ყუთი მთავრის ბე- ჭდით არის დაბეჭდილი. როდესაც ეს რელიქვიები გვაჩვენეს, ისი- ნი ნოხზე დააწყვეს და რამდენადაც ჩვენ დიდი მოწიწებით და თაყვანისცემით ვეხებოდით და ვიღებდით მათ, იმდენად მეგრელე- ბი გულგრილად ეკიდებოდნენ ამ რელიქვიებს. ისინი უფრო ლუს- ______________ 77 Copis. კუმის ოქრო-ვერცხლის მორთულობას აფასებენ, ვიდრე ამ წმინ- და ნაწილებს, რადგან რელიქვიები მრავლად მოეპოვებათ. რაც შე- ეხება ლიტურგიკულ წიგნებს, ისინი ბევრი აქვთ; წიგნები დიდი ფორმატისაა და მსხვილი ასოებით არის დაწერილი ქართულ ენაზე. ეპისკოპოსები განაახლებე6 ხოლმე თითოეულ მათგანს გადაწერით სიცოცხლეში ერთხელ. იაკობინელი ბერი კლავდიუს როტა ღვთის- მშობლის მიძინების შესახებ გადმოცემაში ამბობს, რომ დიდი და- მასკელისა და კონსტანტინოპოლელი არქიეპისკოპოსის წმ. გერმა- ნეს სიტყვებით დედოფალმა პულქერიანემ იმპერატორ მაქსიმია- ნეს150) დროს, ბალტემად78 წოდებულ ადგილას, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააშენა. აქ იმპერატორმა მოიწვია იერუსალი- მის არქიეპისკოპოსი იუბენალი151) და სხვა პალესტინელი ეპისკო- პოსები, რომლებიც ქალკედონის საეკლესიო კრების152) გამო კონს- ტანტინოპოლში იმყოფებოდნენ, და მიმართა მათ ასეთი სიტყვე- ბით: ჩევენ გავიგეთ, რომ წმინდა ღვთისმშობელი დაკრძალულია გეთსიმანიის ველზე153) და გვსურს, რომ ეს წმინდა გვამი ჩვენს დე- დაქალაქში გვქონდეს; ამიტომ დაე იგი გადმოტანილ იქნას მთელი შესაძლებელი დიდებითო. ამაზე იუბენალმა უპასუხა: საღმრთო წერილში ნათქვამია, რომ მისი სხეული ამაღლდა დიდებით და სა- ფლავში დარჩა მხოლოდ ტანსაცმელი და სუდარა, რომლითაც მი- სი წმინდა გვამი იყო შესუდრულიო. ამ მღვდელმთავარმა ეს წმი- ნდა რელიქვიები კონსტანტინოპოლში გამოგზავნა და იგი შესანა- ხად გადასცეს იმ ეკლესიას, რომელზედაც ჩვენ ახლახან ვილაპა- რაკეთ. ამბობენ, რომ ბედიის154) ეკლესიაშიც ინახება ნაწილი ძე- ლი ჭეშმარიტისა, იესო ქრისტეს წვერის ღერები, ბაწარი, რომ- ლითაც იგი იქნა გათოკილი და ნაგვემი და სახვევი, რომელშიც მას ბავშვობაში ღვთისმშობელი ახვევდა. ამ რელიქვიების მიმართ მეგრელების უპატივცემლობა შემაძრწუნებელია – მათი არც მორიდება აქვთ და არც შიში. მათ მხოლოდ თავიანთი მოკაზმული ხატებისა ეშინიათ... თა ვ ი X I პაპების სამღვდლო სამოსელის შესახებ წმ. იერონიმე იეზეკიელის IV წიგნში ამბობს, რომ ეკლესია თავის მსახურებს ორგვარი ტანსაცმლის ტარების ნებას რთავს. ___________ 78 La rue dite Baltème. ერთია, რომელსაც ჩვეულებრივად ხმარობენ, და მეორე, რომელში- აც საღმრთო სამსახურს ასრულებენ. მეგრელი ღირსი მამანი არ ხმა- რობენ არც პირველს – აცვიათ ისევე, როგორც მრევლს, და არც მე- ორეს – საღმრთო სამსახურს ასრულებენ ჩვეულებრივად ჩაცმუ- ლნი. ეს გამოწვეულია მათი უკიდურესი სიღარიბით, რაც მათ საშუალებას არ აძლევს მხრებზე ჩამოკიდებულ ძონძებს გარდა ეკ- ლესიისათვის სხვა ტანისამოსი ჰქონდეთ. მათ პრელატებს უკეთესი სამოსელი აქვთ: პერანგი, რომელსაც კვართს79 უწოდებენ, თავთი- საა და არა ტილოსი: ოლარი80, რომელიც მუცელთან ზონარით არ არის განასკული; ორი გინგილა ან უფრო სწორად სახელოს ორი სამაჯური, რომელსაც სამკლავეს81 ეტყვიან; სამღვდლო სამოსელი ფილონი82 და მოსასხამი ბასმაჩი83. ეს სამოსელი ბერძნული ტიპის აბრეშუმისაა და ოქრომკედით არის მოქარგული; მას ატარებენ ეპ- ისკოპოსები, წინამძღვრები და ბერები. რაც შეეხება პაპებს ანუ მღვდლებს, მათ უკიდურესი გაჭირვება აიძულებთ დაგლეჯილი ძონ- ძები ატარონ სამღვდლო სამოსის ნაცვლად. ზოგი პაპა წირვის დროს ტანსაცმლის ზემოდან უბრალო ტილოს პერანგს იცვამს. არასოდეს არ წირავენ ფეხშიშველნი, თანახმად მოციქულთა შეგონებებისა: ეფესელთა მიმართ, თავი VI, V, XV – CaIecati pedes in proeparatione Evangelii pacis”84. ამ წესს ურყევად ასრულებენ – აქვთ ან ჩა- ფულა85 ან ჩვეულებრივი სანდლები155), ან რაიმე ძველი ფეხსაცმე- ლი, რომელსაც სპეციალურად ამისთვის ინახავენ ეკლესიაში. თუ ესეც არა აქვთ, წირვის დროს ტრაპეზი ს წინ დებენ ფიცარს და მასზე დგებიან. ამას გარდა, ბერძნული წესის თანახმად, მათ აქვთ ბარძიმი56 თავისი კოვზით, რომელსაც ლანგარი87 ჰქვია; დისკოსი, რომელსაც ფეშხუმს88 ეძახიან; ვარსკვლავი, რომელსაც კამარა89 ეწოდება; რიდე ანუ დაფარნა90, საფარი ანუ ბერჩელი91, ლოცვანი ანუ სახარება92, როგორც ისინი უწოდებენ. მაგრამ ბარძიმი, კოვზი, დისკოსი და ვარსკვლავი, რომლებიც ვერცხლის, სპილენძის ან თუთიის მაინც უნდა იყოს, ამ საბრალო, ღარიბი პაპებისა ხისგან არის გაკეთებული... თუ პაპა ვინმე ერისკაცთა6 იმყოფება, რომე- ლსაც წირვის აღსრულება სურს, ის იქვე მარანში93 ანუ სარდაფში წირავს, რადგან წირვა ზეპირად იცის. ამრიგად, მას წიგნი არ სჭი- ____________ 79 Quarti. 80 Olare. 81 Sanctavi. 82 Pittoni. 83 Basmachy. 84 „და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულება სახარებისა მის მშჳდო- ბისაჲ“. 85 Chiapola. 86 Barzemi. 87 Lagari. 88 peseuin. 89 Camara.90 Daparna. 91 BercheIi. 92 Saccarebi. 93 Marane. რდება. ის იღებს ჩვეულებრივ სასმელ ფიალას, იყენებს მას ბარ- ძიმის ნაცვლად; გაქონილ ლამბაქს, ფეშხუმის ნაცვლად, სწრაფად გამოაცხობს ნაცარში პატარა პურს, რომელიც სეფისკვერს ცვლის; რაც შეეხება ღვინოს, მისი ნაკლებობა არ არის, რადგანაც მარანში იმყოფებიან. ტრაპეზის მაგივრად იყენებს ფიცარს ან რაიმე ჭუჭ- ყიან, დამტვერილ ძელის, რომელზედაც ლოცულობს. რომელიმე შინაურს წინასწარ გამოართმევს პერანგს ან მის მსგავს რასმე და ანაფორის ნაცვლად ზურგზე მოიდებს. არ ზრუნავს არც ოდიკზე, არც ბარძიმის საწმენდზე, რადგანაც მისი ხელები ჩინებულად ეწე- ვიან საწმენდის მაგივრობას. როდესაც სახარების კითხვის დრო დადგება, ჯიბიდან ამოიღებს ქართულად დაწერილ პატარა წიგნს, კურთხევანის მაგვარს. იგი დახეულია, ფურცლები არეული აქვს, ასოები წაშლილი და ხშირად წიგნს ფურცლების ნახევარი აკლია. მაგრამ მღვდელს ამგვარი წიგნით წირვა არ ესირცხვილება; წიგნის გვერდებს ფურცლავს და ამავე დროს წარმოთქვამს იმ ლოცვას, რომელსაც ეძებს, რადგან მთელი წირვა ზეპირად იცის. არ წუხს აგრეთვე იმაზე, რომ საკურთხეველზე არ არის არც წმინდა ქვა და არც ოდიკი. ყოველივე ეს ეხება სამრევლო მღვდლებს, რად- გან ეპისკოპოსებს, წინამძღვართ და ბერებს ეკლესიებში წირვისა- თვის საჭირო ყველა საგანი კარგად აქვთ მოვლილი და შენახული. ასევეა მთავრების ეკლესიებშიც. თა ვ ი X I I წირვის შესახებ წირვა წარმოებს ლიტერატურულ ქართულ ენაზე, რომელიც ისევე ძნელად გასაგებია მათი სამღვდელოებისათვის, როგორც ლა- თინური ჩვენი გლეხებისათვის. მღვდლები ყოველთვის ეკლესიისა- გან შორს ცხოვრობენ, რადგან ეკლესიები განმარტოებულ ადგი- ლებში არის აგებული. როდესაც ვინმეს თხოვნით ასრულებს მღვდელი წირვას, მას საზღაურს აძლევენ, რაც გამოიხატება ორი ან სამი ტუაზი156) თოკით, ცხვრის ან თხის ტყავით, ან სადილით, ან იმით, რასაც მოითხოვს. როგორი ამინდიც არ უნდა იყოს – წვიმა იქნება თუ ქარი, იგი მიდის ეკლესიაში და თან მიაქვს ტყა- ვის აბგით თავისი სამოსელი, დოქით ან პატარა ხაპით ღვინო, ნაკ- ვერჩხალზე გამომცხვარი პატარა პური, შუაში რკინით დაწერილი პატარა ასოებით, და სანთელი. ეს საგნები მიაქვს იმას, ვინც მას წირვა სთხოვა. ყოველივე ამით მღვდელი ეკლესიისაკენ მიემართება. მიუახ- ლოვდება თუ არა ეკლესიას, იწყებს „0remus"94-ის წარმოთქმას კართან მისული, თავის მოწყობილობას მიწაზე დადებს შემოჰკ- რავს წმ. ძელს და რამდენჯერმე დარეკავს ზარს. ამას იგი ხალხის ეკლესიაში მოსაწვევად არ აკეთებს, რადგან მეგრელები ეკლესია- ში მხოლოდ საზეიმო დღეებში დადიან. ამის შემდეგ მღვდელი შე- დის ეკლესიაში, ანთებს სანთელს ცეცხლით, რომელიც თვითონ მო- იტანა, თან არ წყვეტს ლოცვას, რომელსაც იგი ხმამაღლა წარმოთ- ქვამს. გადაიცვამს თავის დაძონძილ სამოსელს, ნაკეცებიან მოსას- ხამს მოიდებს მხრებზე,– როგორც ამას ჩვენში აკეთებენ მღვდლად კურთხევის დროს, – თუ იგი აქვს და თუ არა აქვს, ამის გარეშეც იოლად მიდის. შემდეგ ამზადებს ტრაპეზს – გადააფარებს მასზე რაიმე ტილოს ნაჭერს ოდიკის ნაცვლად, სახარების გვერდით დებს პატარა თეფშს ან ფიცარს, რაც ფეშხუმის მაგივრობას წევს; სამო- ციქულო წიგნის გვერდით – ფიალას, ბარძიმის ნაცვლად და შუ- აში საკურთხებელ პურს, რომელსაც სეფისკვერი95 ჰქვია, და მთე- ლი ამ დროის განმავლობაში ლოცვებს წარმოთქვამს; ამის შემდეგ ბარძიმში ჩაასხამს ბლომად ღვინოს; მარცხენა ხელით აიღებს პურს, მარჯვენათი – პატარა დანას, ჭრის პურს იმ ადგილას, სადაც მას ჭდე აქვს და რამდენიც საჭიროა დებს ფეშხუმში. შემდეგ იღ- ებს ვარსკვლავს, რომელსაც კამარა ჰქვია და რომელიც ორი ნახე- ვარწრისაგან შედგება, და დაადებს მას ფეშხუმში ჩადებულ პურს. დანარჩენ პურს გადადებს გვერდზე. შემდეგ ფეშხუმს გადააფარებს თეთრ ნაჭერს, მეორე ნაჭრით დაფარავს ღვინოს, დაიხევს უკან და დადგება ტრაპეზის გვერდით, მოსასხამს გადაიგდებს ზურგზე და შეუდგება „Pater noster"96-ის კითხვას. შემდეგ კითხულობს სამო- ციქულოს, მერე სახარებას და კონდაკით ხელში მიდის შუა ეკლესია- ში. გალობს „Credo"-ს97 და კითხულობს რამდენიმე ლოცვას შემ- წირველთათვის. შემდეგ ბრუნდება ტრაპეზთან, იღებს ფეშხუმზე დაფარებულ ნაჭერს და იდებს თავზე, მარცხენა ხელით აიღებს ფეშხუმს და მიაქვს შუბლთან, მარჯვენა ხელით ბარძიმი უჭირავს მუცელთან, და ნელი ნაბიჯით მიემართება შუა ეკლესიაში მდგარი _________________ 94 „ლოცვები“. 95 Sabisqueri. 96„მამაო ჩვენო“. 97 „მრწამსი“. ხალხისაკენ, გალობით ირგვლივ შემოუვლის მათ. ამას „შემოვ- ლას“98 უწოდებენ. ხალხი (თუ იგი ეკლესიაში არის) მღვდლის მო- ახლოებისთანავე მიწაზე ემხობა და თაყვანს სცემს; როცა მღვდე- ლი გაივლის, შეჰღაღადებს ღმერთს, ამჟღავნებს უფლისადმი დიდ მოკრძალებას, გუნდრუკს უკმევს ქრისტეს ხორცს და სისხლს და მიჰყვება მღვდელს ანთებული სანთლებით ხელში. ამ პროცესის და- მთავრებასთან ერთად, მღვდელი უბრუნდება ტრაპეზს, დებს მას- ზე ჯერ ბარძიმს, შემდეგ ფეშხუმს, იხსნის თავზე მოდებულ ნაჭ- ერს და უჭირავს იგი „0blata“-ს წინ (ეს არის სისხლი და ხორცი) და წარმოთქვამს რამდენიმე ლოცვას. შემდეგ ხმამაღლა გალობით ამბობს სიტყვებს, რომლითაც ჯერ პურს აკურთხებს, მერე ღვი- ნოს, აიღებს ვარსკვლავს და ოთხივე კუთხით ჯვრისებურად გარ- დასახავს ფეშხუმზე, აგრეთვე ბარძიმზე, და ამით აკეთებს რაღაც ნიშნებს „oblata"-ზე. შემდეგ მარცხენა ხელით აიღებს ნაკურთხ პურს, აიმაღლებს თავზედ და კითხულობს ლოცვებს, რის დამთავ- რების შემდეგ ამ პურით სამჯერ გამოსახავს ჯვარს, მერე მას ჩაი- დებს პირში და ღეჭავს. ორივე ხელით დაიჭერს ბარძიმს და სვამს ღვინოს; თუ ფეშხუმზე პურის ნამცეცი დარჩა, აიღებს და მასაც პირში ჩაიდებს ასე, პურის ჭამითა და ხელში ბარძიმით მიუბრუნ- დება მრევლს და იტყვის: „შიშითა"99, რაც ძრწოლას ნიშნავს. შემ- დეგ ყველაფერს თავის ადგილას დააწყობს, აქრობს სანთელს, თუ იგი ბოლომდე არ დაილია, რადგანაც ხშირად იგი წირვის ნახევრამ- დეც ვერ ძლებს; გაიძრობს სამოსს, ჩადებს თავის ტყავის აბგაში და ბრუნდება შინ. წირვის ეს წესი ნამდვილად წმინდა რიტუალურია და შეესა- ბამება წმ. ბასილის157), წმ. გრიგოლ ნაზიანზელის158) და სხვა წმი- ნდანების მიერ შემოღებულ და პაპის მიერ დადგენილ წესებს". მა- მაზეციერმა იცის ისინი ნამდვილად მონათლულნი ან ნაკურთხი არ- იან თუ არა, რადგან ეპისკოპოსები მეტად უვიცნი და დაუდევარ- ნი არიან – სრულიად არ ზრუნავენ საკუთარ სამწყსოზე. ისინი წი- რავენ მხოლოდ მაშინ, როცა გასამრჯელოს მოელიან, და თუ არა- ფერს მიიღებენ, სრულიად არ წირავენ. დიდი მარხვის განმავლო- ბაში კვირაში მხოლოდ ორ დღეს – შაბათს და კვირას – წირა- ვენ, რადგან ამ დღეებში კათალიკოსი, ეპისკოპოსი და ბერები მა- რხულობენ – დღეში მხოლოდ ერთხელ, მწუხრის ლოცვის შემ- ______________________ 98 Chambique. 99 Sciscit. დეგ ჭამენ. მათ რომ წირვა ჩაეტარებინათ მარხვის დღეებში, მარ- ხვა დაირღვეოდა, რადგანაც დღეში მხოლოდ ერთხელ, მწუხრის ჟამს, უნდა ჭამონ, მანამდე კი პირში არაფერი არ უნდა ჩაიკარონ. აღსანიშნავია, რომ თუ წირვისათვის ეკლესიაში მისულ მღვდელს კარი დაკეტილი დაუხვდა, კარზე სანთელს მიაკრავს და იქვე ჩა- ატარებს წირვას. თუ რამდენიმე მღვდელი ერთდროულად მოისურ- ვებს ერთსა და იმავე ეკლესიაში შეასრულოს წირვა, თითოეული ცალ-ცალკე კი არ წირავს – ეს მათ წესად არა აქვთ, არამედ ყვე- ლა ერთად, რაც წირვისადმი ყოველგვარ პატივისცემას გამორიც- ხავს, რადგანაც იწვევს ლოცვების აღრევას ყოველგვარი სახის სა- უბარში. თა ვ ი X I I I ნათლისღების შესახებ ბავშვის დაბადებისთანავე პაპა ანუ მღვდელი მას შუბლზე პირჯვარს გადასახავს; რვა დღის შემდეგ წმინდა ზეთს წააცხებენ, რომელსაც მირონს100 უწოდებენ. ნათლავენ მოგვიანებით, როცა ბავშვი დაახლოებით ორი წლის გახდება. მონათვლა ხდება შემდე- გი წესით: პაპა მიდის მარანში ანუ სარდაფში, რომელიც ამ შემთ- ხვევაში ეკლესიას ცვლის, ჯდება სკამზე. მეორე სკამზე თავის წინ სვამს ნათლიას ბავშვით; მღვდლის გვერდით დევს თასი ნიგვზის ზეთით, გეჯა ან ვარცლი, ან სხვა ხის ჭურჭელი, რომელიც ბავშვი- სათვის ემბაზის მაგივრობას წევს. მღვდელი იკითხავს სახელს, ან- თებს პატარა სანთელს და იწყებს ხანგრძლივ კითხვას. როცა კით- ხვის დასასრულს მიუახლოვდება, იხდის არახჩინს ან ჩაჩს. ცოტა ხანს კვლავ განაგრძობს კითხვას, შემდეგ მობრუნდება კითხვის შე- უწყვეტლივ და ერთხანს კიდევ კითხულობს; შემდეგ მოატანინებს წყალს და, რადგანაც ხშირად მოთხოვნისთანავე წყალი თბილი არ არის, ის ელოდება. როცა წყალს მოუტანენ და ჩაასხამენ ვარცლ- ში, მღვდელი იღებს ნიგვზის ზეთს და ლოცვითა და გალობით ას- ხამს მას წყალში. ამასობაში ნათლია ხდის ბავშვს, შიშველს სვამს ვარცლში და თავისი ხელით მთლიანად ბანს მას. ამ პროცესის გა- ნმავლობაში მღვდელი არ ეხება ბავშვს და არც რაიმეს ამბობს. ________________ 100 Myrone. მაგრამ განბანვის დამთავრების შემდეგ იღებს რქას, რომელშიაც მირონი ანუ წმინდა ზეთია და რომელიც ისეთი სქელია, რომ გამ- ხმარ მალამოს მოგაგონებს, ხის ნაფოტით პატარა ნაჭერს მოჭრის და აძლევს ნათლიას, რომელიც მას აცხებს ბავშვს ჯერ შუბლზე, შემდეგ ცხვირზე, თვალებზე, ყურებზე, გულმკერდზე, ჭიპზე, მუ- ხლებზე, კოჭებზე, ქუსლებზე, კანჭებზე, დუნდულებზე, წელზე, იდაყვებზე, მხრებზე, კეფაზე. ამ ხნის განმავლობაში მღვდელი უხ- მოდ აცმაცუნებს პირს. შემდეგ ნათლია კვლავ სვამს ბავშვს ვარც- ლში, იღებს ნაკურთხი პურის ნაჭერს და აძლევს მას ღვინოსთან ერთად. თუ ბავშვმა შეჭამა და დალია, ამბობს რომ ეს კარგის მომასწავებელია, ბავშვი ღონიერი და მამაცი იქნებაო. მერე ბავშვს დედას გადასცემს და სამჯერ წარმოთქვამს: „თქვენ მე იგი მომე- ცით ურიად, მე კი ქრისტიანად გიბრუნებთო“. შემდეგ ბავშვს არ- წევენ, რათა დააძინონ; ცოტა ხნით აძინებენ, შემდეგ ბანენ სხვა წყლით, მხოლოდ ბანს არა ნათლია, არამედ სხვა პირი, რომელიც ნათესაურ კავშირშია ბავშვის დედასთან, მაგრამ ისეთი ახლობელი არ არის, როგორც ნათლია; აღსანიშნავია, რომ ბავშვის ნათლია ისეთივე ნათესავია დედისათვის, როგორც ძმა ან და; მას ნებისმი- ერ დროს შეუძლია მივიდეს მასთან, ისევე როგორც საკუთარ სახ- ლში. უნდა აღინიშნოს, რომ მღვდლები ნათლისღების წესს ასრუ- ლებენ საეკლესიო სამოსელის გარეშე, რაც სრულიად არ ადარ- დებთ. ისინი არც კი მონათლავდნენ არავის, რომ ამ წმინდა წესს არ მოსდევდეს საზეიმო ლხინი, რომელიც მთელი დღე გრძელდე- ბა. ამიტომ ვისაც არ შეუძლია ერთი ღორი მაინც დაკლას, თავი- ანთ ბავშვებს არც კი ნათლავენ. წორედ ეს არის მიზეზი, რომ ამ საცოდავი ხალხის შვილები მოუნათლავი იხოცებიან. მდიდრები კი პირიქით – არ კმაყოფილდებიან რამდენიმე ღო- რის დაკვლით და, რათა დღესასწაული უფრო ბრწყინვალე იყოს, კლავენ ხარებს და სხვა პირუტყვს. ლხინში ყველა ნათესავსა და მეგობარს პატიჟებენ. ღრეობა მთელი ღამე გრძელდება, სანამ უმე- ტესობა სტუმრებისა ძლიერ არ დათვრება. როგორც ჩანს, მეგრე- ლებმა ბერძნულიდან გადმოიღეს ნათლობის თავიანთი წესი, რომ- ლის დროსაც ერთდროულად სამი საიდუმლოება ხდება, კერძოდ, ნათლისღება, მირონცხება და ზიარება; ბავშვის განბანვის დროს ხდება მონათვლა, ზეთის წასმა – ეს მირონცხებაა, ხოლო პური- სა და ღვინის მიცემა ზიარებას წარმოადგენს. მე კი ვფიქრობ, რომ ბავშვისათვის პურის და ღვინის მიცემა უფრო ებრაელების წაბა- ძვაა, რომლებიც ბავშვს ღვინოს და რძეს აძლევენ, როგორც ამას წმ. იერემია ამბობს, თავი X: Emite vinum et I ac”101. სინამ- დვილეში მეგრელები წარსულში მიყვებოდნენ ბერძნულ წესებს, მაგრამ შემდეგში ძალიან დაამახინჯეს იგი ბევრ რამეში. ზოგმა უფრო განსწავლულმა პაპამ მიამბო, რომ მეტი ღირსებისათვის მათ ბავშვები ღვინოში დაუბანიათ და არა წყალში. ისინი რომ ძლიერ უმეცარნი არ იყვნენ, მათთვის შეიძლებოდა ლუთერანები გვეწო- დებინა. ერთხელ როცა ლუთერს159) ჰკითხეს, თუ რა ნივთიერე- ბები გამოდგებაო მოსანათლავად, მან უპასუხა, რომ ასეთი ნივთი- ერება შეიძლება იყოს ყველაფერი, რაშიაც კი შესაძლებელია ადა- მიანის განბანვა, მათ შორის რძე და ღვინოცო. ამის შესახებ მოგ- ვითხრობს ბელარმე წმინდა ნათლობის შესახებ წიგნის II თავ- ში. ერთხელ ძლიერ ავადმყოფი ბავშვის მოსანათლავად მიიყვა- ნეს პაპა. მან დაინახა რა, რომ ბავშვი მომაკვდავია, უარი თქვა მის მონათვლაზე და განაცხადა, რომ არ სურს ტყუილუბრალოდ დახარჯოს წმინდა ზეთი – თითქოს ნათლისღება მხოლოდ მირონ- ცხება იყოს. როდესაც ეს ბავშვი მოუნათლავი მოკვდა, ამ ოჯახის მეგობარი მეორე პაპა მოვიდა სამძიმარზე ამ დანაკარგის გამო. თვალცრემლიანმა მამამ შესჩივლა მას, რომ ბავშვის სიკვდილი მით უფრო სამწუხაროა, რადგანაც ბავშვი მოუნათლავი გარდაი- ვალაო, ესა და ეს პაპა მოვიწვიეთ ბავშვის მოსანათლავად, მაგ- რამ, წმინდა ზეთის დახარჯვის შიშით, მან უარი განაცხადა ნათლო- ბაზეო. პაპამ სიტყვა შეაწყვეტინა ბავშვის მამას და უთხრა: განა არ იცოდით, რომ ის პაპა წუწურაქი არისო? ნუ სტირით, დაწყნარ- დით, მე მოვნათლავ ბავშვს, ერთი ბეწო მირონი დიდი ამბავი არააო. ამ სიტყვებთან ერთად ჯიბიდან ამოიღო რქა, საიდანაც ცო- ტა ზეთი აიღო და მოაცხო მკვდარ ბავშვს, როგორც ამას ნათლო- ბის დროს აკეთებენ... აქაური ბავშვები არიან თუ არა ისე მონათ- ლულნი, როგორც საჭიროა, მკითხველმა განსაჯოს. ამიტომაც არის რომ ჩვენი პატრები ხელიდან არ უშვებენ შემთხვევას მონათლონ “sub conditione"102 ყველა ბავშვი, რომელსაც შეხვდებიან, იმ საბა- ბით, თითქოს მათ წამალს აძლევენ ან ეალერსებიან. ებრაელების მიბაძვით, სახელი, რომელსაც მეგრელები თა- ვიანთ ბავშვებს არქმევენ, დაკავშირებულია რაიმე შემთხვევასთან, ბავშვის დაბადებას თან რომ ახლავს. ისევე, როგორც ამას ვხედ- ________________ 101 „შეკრბეს ღჳნო და რძე". 102 პირობითად. ავთ ბენიამინის მაგალითზე, რომელსც „ტანჯვის შვილი“ ეწოდა, იმ ტანჯვის გამო, რომელიც მისმა დედამ, რაქილმა, გადაიტანა მი- სი შობის დროს (დაბადება თავი XXXY, მუხ. V, XVIII), ასევე მეგრელები თავიანთ შვილებს არქმევენ სახელებს: ობიშხა103, ე. ი. პარასკევა, თუ ბავშვი ამ დღეს დაიბადა; გვიანისა104, ე. ი. გვიან დაბადებული, თუ იგი საღამოს დაიბადა; ფრევალისა105, ე. ი. თე- ბერვლისა, თუ ამ თვეში იშვა და ასე შემდეგ. ძალიან ცოტანი ატარებენ ხოლმე წმინდანის სახელს, რადგან, მათი თქმით, უბრა- ლო ადამიანს არ უნდა ერქვას წმინდანის სახელი, რათა არ შეუ- რაცხყოს იგი, მსგავსად ერთი ლაჩარი მეომრისა, რომელიც ალექ- სანდრეს სახელს ატარებდა. მეფემ, – ვკითხულობთ პლუტარ- ქეს160) მიერ აღწერილ მის ცხოვრებაში, – მას გაგულისებით უთ- ხრა: ან მოიქეც ისე, როგორც ალექსანდრე, ან შეიცვალე სახელიო. ამრიგად, მეგრელები, არ ატარებენ რა ქრისტიანი წმინდანების სა- ხელებს, ამით თითქოს აღნიშნავენ: ჩვენ არ ვირჯებით მსგავსად ქრისტიანებისა და რადგანაც განკიცხვა არ გვინდა დავიმსახუროთ, არ ვატარებთ ქრისტიანულ სახელებსო. წმინდა ავგუსტინე LXX თავში წმ. იოანეს შესახებ ამბობს: „Christianum castitati et integritatis nom en est”106; მაგრამ ეს ხალხი ძლიერ შორს არის ამ ორგვარსავე სრულყოფისაგან. აღსანიშნავი ისიც, რომ ადამიანს რა ასაკშიც არ უნდა იყოს, ყოველითვს ამა და ამ კაცის ძეს ან შვილს ეძახიან, როგორც ეს საღვთო წერილში წერია: „puer centum annoru m107. მათ ენაზე ნაილისღების ფორმულა ასეთია: „ნათელს იღებს სახელითა მამისათა ამინ. და ძისათა ამინ. და სულისა წმინდისათა ამინ“108. ძალიან ცოტაა ისეთი მღვდელი, რომელმაც ნათლობის ეს ფო- რმულა იცის. იგი მხოლოდ ზოგიერთმა ბერმა იცის. ყველაზე საო- ცარი ის არის, რომ ისინი ზოგჯერ მეორედაც ინათლებიან. რაც შეეხება საცხებელს109, ჩვენ არაფერს ვიტყვით, რადგან მეგრელებს ამის შესახებ არც კი გაუგონიათ, გარდა იმისა, რომ ბერძენთა წესის მიხედვით მირონცხებას ასრულებს ნათლია და არა მღვდელი, როგორც ნათლობაზე ლაპარაკის დროს აღვნიშნეთ. __________________ 103 Objeca. 104 Guianisa. 105 Prevalisa. 106ქრისტიანის სახელი ნათელი და პატიოსანია. 107 ასწლოვანი ყრმა. 108 „Natelis. – IghebtS saccalitos Mamisata amin. Dazizata amin. Dazuliza Zininda sata amin". 109 Créme. თა ვ ი X IV ზიარების შესახებ მეგრელები ზიარების საიდუმლოებას ასრულებენ შეძლების- დაგვარად. მსგავსად ბერძნებისა სავალდებულოდ არ მიაჩნიათ ყოველთვის გამოიყენონ აფუებული პური. აცხობენ უნციაზე161) ოდნავ მეტი წონის პატარა მრგვალ პურს, ფქვილისა, ფეტვისა, წყლისა და ღვინისაგან, და მას უკეთებენ აქ გამოსახულ ნიშანს: პურს ამგვარი ნიშნით კურთხევამდე სეფისკვერი ჰქვია, ხო- ლო კურთხევის შემდეგ ნაზიარები საზიარებელი110. ზიარებას, რო- მელსაც ავადმყოფს სიკვდილის წინ აძლევენ, ეწოდება ნაწილი111. მღვდლები მას ინახავენ პატარა ტილოს ან სხვა ქსოვილის ქისაში, რომელსაც მუდამ ქამარზე მიბმულს ატარებენ. ამაზე ქვემოთ გვე- ქნება საუბარი. არკადიუსი „საეკლესიო შეთანხმებაში" (წიგნი III) ამბობს: „ადვილად სარწმუნოა, რომ მოციქულთა ხანაში ხან აფუებული, ხან კი უმარილო პურით აკურთხებდნენო“. ლათინები იესო ქრის- ტეს ბაძავენ, რომელმაც უმარილო პურით შეასრულა კურთხევის საიდუმლოება; ხოლო რაც შეეხებათ მეგრელებს, ისინი ამას ასრუ- ლებენ განურჩევლად ყოველგვარი სახის პურით. მათი სეფისკვერი რომელიც ფქვილის, მარილის, ღვინისა და წყლისაგან შედგება, მსგავსია ებრაულისა, რადგანაც უფლის ბრძანებით ძველად ყო- ველგვარ შესაწირავში მარილი უნდა ყოფილიყო გარეული: „ლე- ვიტელთათვის“, თავი II: “Quidquid 0btuleris sacrificii sale condies" 112. ამ მღვდლებს არ ჩვევიათ ბარძიმში ღვინოსთან ცოტაოდენი ______________ 110 Nazeroba sazerebeli .111 NaziIi. 112 „ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისა მარილითა დაიმარილენ". წყლის ჩამატება, მაგრამ მე მინახავს ისეთიც, რომელიც ამას აკ- ეთებს. ერთხელ, როცა პაპას შევეკითხე, რატომ არ ასხამ-მეთქი ბარძიმში ცოტა წყალს, მან მიპასუხა: წყალს მხოლოდ ზოგჯერ ვუმატებ, როცა ღვინო ძლიერ მაგარიაო; ისედაც ბევრი რამა მაქვს სატარებელი – ღვინო, ცეცხლი, სანთელი, ჩანთა აკაზმულობით, რომ კიდევ წყალიც ვზიდოთ. შემდეგ შევეკითხე, რას იზამდი ღვი- ნო რომ ძმრად ქცეული იყოს-მეთქი? მიპასუხა – იმასაც ვაკურთ- ხებდიო, მაგრამ არ ვაკურთხებდი არაყს, რადგანაც იგი ღვინო არ არისო. ამ მღვდლებს, ბერძნების მიბაძვით, ჩვეულებად აქვთ კურ- თხევის შემდეგ და უშუალოდ ზიარების წინ ბარძიმს გამოავლონ მცირეოდენი ადუღებული წყალი იმ სისხლისა და თბილი წყლის მისანიშნებლად, რომელიც გარდაცვლილ იესო ქრისტეს გვერდი- დან გადმოდინდა. ეს მღვდლები თაფლის სანთელზე აცხელებენ რკინის კოვზს, მასზე ასხამენ ცოტა წყალს და ასე შემთბარს ას- ხამენ ბარძიმში; შემდეგ იწყებენ ზიარებას. არ უწყიან, თუ რატომ ასრულებენ ამ რიტუალს; ამბობენ, ასეთიაო ჩვენი წესი; მაგრამ ამას ყველა და ყოველთვის როდი აკეთებს. მრავალჯერ მიკითხავს სხვადასხვა სასულიერო პირთათვის, თუ როგორი იყო მათი კურთხევის წესი, მაგრამ მხოლოდ ერთმა... შე- ძლო პასუხი გაეცა ჩემთვის. მან მითხრა, რომ ხორცის კურთხევი- სას, რასაც „მარკვერიტი"113 ჰქვია, ამბობენ შემდეგს: „მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა"114. სისხლის კურთხევისას, რომელსაც „მაგვენტი"115 ჰქვია162) ამბობენ: „ჰსჯით ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და [მრავალთათვის] დანთხეული მისატევებლად ცო- დვათა"116. ერთ დღეს ერთ-ერთ ამ ღირსმამათაგანს შევეკითხე – ამ სიტყვებით კურთხევის შემდეგ პური და ღვინო ჭეშმარიტად იქ- ცევა თუ არა იესო ქრისტეს ნამდვილ სისხლად და ხორცად-მეთ- ქი? მან ღიმილით მიპასუხა – თითქოს სახუმარო რამ მეკითხოს (დედანში იტალიურად წერია „una facetia"): ვინ მოათავსებს იესო ქრისტეს პურში? როგორ შეიძლება იგი აქ მოვიდეს? როგორ შეიძლება მისი მოთავსება ამ პატარა პურის ნაჭერში? რატომ მოი- სურვებდა იგი ზეცის დატოვებას და მიწაზე ჩამოსვლას? ამის __________________ 113 Marquerit. 114 „Mighet Chiamet esse ars cors chiemit quentuis chate Chili missa tevebelat Zodoat". 115 Maguaint. 116 „Suta Misganqua vesta esse ars Siseli chiemit quentuis chante chiti Zodoatt". მსგავსი არავის არაფერი უნახავსო. შემდეგ ვკითხე – იქნება თუ არა წირვა სრულყოფილი იმ შემთხვევაში, თუ მღვდელს სისხლი- სა და ხორცის კურთხევის დროს დაავიწყდება სათანადო სიტყვე- ბი-მეთქი? მან მიპასუხა – რატომაც არა? მაგრამ მღვდელი, რო- მელიც ამ სიტყვებს ივიწყებს, დიდ ცოდვას სჩადისო. არსებითად მათ არ ესხმით შინაარსი კურთხევისა და მას ასრულებენ ჩვევისა და პირადი გამორჩენის გამო. ამრიგად, მათ მიერ შესრულებულ კურთხევის საიდუმლოებას აქვს თუ არა რაიმე ფასი, სწავლულებ- მა განსაჯონ. რაც შეეხება „ნაწილს“ ანუ ზიარებას, რომელსაც მომაკვდავ ავადმყოფებს აძლევენ, მეგრელები, ბერძნების მსგავსად, მას მხო- ლოდ წელიწადში ერთხელ, დიდ ხუთშაბათს, აკურთხებენ, მაცხოვ- რის საიდუმლო სერობის აღსანიშნავად; მაგრამ ბერძნები მას ოქ- როს ან ვერცხლის სანაწილეში ინახავენ, როგორც ამის შესახებ ამბობენ ბარონიუსი და არკადიუსი წიგნში „საეკლესიო შეთანხმე- ბა, III, წმინდა ევქარისტიის შესახებ“. კოლხი მღვდლები კი მას დებენ ტილოს ან ტყავის ქისაში, რომელიც ჩვეულებრივად გაქო- ნილი და ჭუჭყიანია, და ყოველთვის ქამარზე მიბმული დააქვთ ყველგან, სადაც კი წავლენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ. მიაქვთ იქაც კი, სადაც უკადრისად იქცევიან, თითქოს იგი უბრალო ხორ- ცის ნაჭერი იყოს, არც მეტი და არც ნაკლები. რადგან ხშირად თვრებიან, მიეგდებიან მიწაზე და ქამარზე მიბმულ ქისას არარად მიიჩნევენ. როდესაც ტანთ იხდიან და წვებიან, სასთუმლის ქვეშ ან სხვა ადგილზე დებენ მას თავიანთ სამოსთან ერთად. თუ ავადმ- ყოფი ზიარებას თხოულობს, იგი თვითონ მიაქვთ, ან თუ თავის შე- წუხება არ სურთ, მათგან გამოგზავნილ პირს გაატანენ ხოლმე, სულ ერთია, იგი კაცი იქნება, ქალი თუ ბავშვი. რადგან ,,ნაწილი“ ანუ ზიარება, რომელსაც გზავნიან, სიძველის გამო ზოგჯერ ხმელია, ავადმყოფმა მისი გადაყლაპვა რომ შესძლოს, იღებენ ხელში, სტე- ხენ და აქცევენ პატარა ნატეხებად, დებენ თეფშზე ან ქვაზე, ყუ- რადღებას არ აქცევენ ნამცეცებს, რომლებიც იყრება ან ხელებს ეკვრის, ყრიან მას ღვინოში და აძლევენ ავადმყოფს დასალევად, თან ხატს ევედრებიან ავადმყოფის ხსნას. როდესაც ეს ხალხი ფხვნილადქცეულ ზიარებას სვამს, მისი დიდი ნაწილი მათ სქელ და გრძელ წვერებზე რჩება, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღე- ბას, იწმენდნენ ხელით, პერანგის სახელოთი ან სხვა რაიმეთი. ამ ზიარებას ყველა არ ღებულობს, რადგან იგი ავის მომას- წავებლად ითვლება ავადმყოფის ოჯახში. ამიტომაც ავადმყოფისა- თვის დასალევად მიცემის ნაცვლად, მას ჩააგდებენ ღვინიან ბოთ- ლში ან ხაპში, რომელსა,ც კუთხეში მიდგამენ და აკვირდებიან თუ რა მოუვა მას; ამის მიხედვით მსჯელობენ ავადმყოფობის მსვლე- ლობაზე; თუ „ნაწილი“ ხა3ის ფსკერზე დაილექა, ეს ცუდი ნიშანია – ავადმყოფი მოკვდება; თუ ზედაპირზე ამოტივტივდა – ავად- მყოფი გადარჩება. „ნაწილი" კეთდება ფქვილით, ღვინითა და მა- რილით. წყალს არ უმატებენ ისევე როგორც სეფისკვერს, რადგან, მათი თქმით, წყლიანი მთელ წელიწადს არ შეინახება. საკითხი, თუ რამდენად გამოსადეგია ეს ნივთიერება საკურთხებლად და არის თუ არა იგი ნამდვილი პური, სწავლულებმა განსაჯონ. წლის დამ- ლევს დარჩენილი „ნაწილი“ მღვდლებს საკურთხეველში მიაქვთ და იქ ტოვებენ, სადაც მას თაგვები ჭამენ. ასე ისანსლება ეს წმ. ზია- რება და ასეთი მორიდებით ეპყრობიან მას მღვდლები. აქედან ად- ვილად შეიძლება განვსაჯოთ, როგორია მათი რწმენა და რამდენად სწამთ წმინდა საიდუმლოება. თა ვ ი XV აღსარების შესახებ ეს ხალხი აღსარების საიდუმლოებას აღიარებს და მას ,,გან- დობას“117 უწოდებს. შეცოდებას ეწოდება „ცოგია"118, მონანი- ებას – „ცოდუა“119, დაურვებას - „სინანული"120, ყოველივე ეს კი იციან, მაგრამ არც ერისკაცი და არც სასულიერო პირი აღსარე- ბას არ ამბობს, სიკვდილის წინაც კი. თუ ვინმე აღსარების თქმას გადაწყვე,ტს, მას „habeat in boniS"121 მოძღვრისათვის მისაცემად. ერთხელ მოხდა ისე, რომ ერთმა კაცმა, სახელად პატა წულუკი- ამ122 აღსარება კათალიკოსს უთხრა და მას ორმოცდაათი ეკიუ მის- ცა. როცა მეორედ მოისურვა აღსარების თქმა, კათალიკოსმა არ მი- იღო და უთხრა პირველად ძალიან ცოტა მომეციო. მეორე აზნაუ- რზე ამბობენ, რომ მან ეპისკოპოსს აღსარებისათვის ცხენი და კი- დევ ბევრი სხვა რამ აჩუქაო. საჩუქრებით დატვირთული ეპისკო- პოსი როდესაც სახლში ბრუნდებოდა, ამ აზნაურის ვაჟიშვილს შეხვდა და მადლობა გადაუხადა, რომ მისმა მამამ ასე დაასაჩუქრა. ______________ 117 Gandoba. 118 Zიggia. 119 Zodua. 120 Sinanuli. 121 უნდა ჰქონდეს ქონება. 122 Patazo1uchia. – როგორ, – უთხრა ვაჟმა, – მამაჩემს იმდენი ცოდვა აქვს ჩადე- ნილი და აღსარებაში ასე ცოტა მისცა თავის სულიერ მოძღვარს? მე მრცხვენია მის მაგივრად, მაგრამ გამოვასწორებ მის შეცდომას და სიტყვას გაძლევთ, რომ კიდევ ბევრს რასმე გამოგიგზავნითო. ისინი ფიქრობენ, რომ ვისაც ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი, მან უფ- რო მნიშვნელოვანი საჩუქარი უნდა მიართვას თავის სულიერ მოძ- ღვარს. ამ ქვეყანაში ძალიან ცოტანი ამბობენ აღსარებას, შეიძლე- ბა ითქვას, რომ თითქმის არავინ. თუ მაინც ვინმე იტყვის აღსარე- ბას, ეს უფრო მკრეხელობაა, ვიდრე ცოდვების ნამდვილი მონანი- ება, რადგან ინანიებენ მხოლოდ ცოდვების იმ ნაწილს, რომელიც სურთ და ცოდვების უმეტესობას კი ფარავენ. აქედან მომდინარე- ობს ის, რომ როდესაც ბოროტ საქმეს ჩადიან და მას თვითონვე ცოდვად თვლიან, ისინი მაინც ფარავენ მას და ამავე დროს მის გამოსყიდვას ცდილობენ, მისდევენ რა საერთოდ მიღებულ წესს, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: როდესაც დიდ ცოდვას ჩაი- დენ, მის გამოსასყიდად კეთილი საქმე უნდა გააკეთო. კეთილ საქ- მედ კი ითვლება ხატებისათვის მსხვერპლის შეწირვა ან ძღვენის – აბრეშუმის ნაჭრის ან ფულის მიტანა. ამით ფიქრობენ, რომ ცოდ- ვები მოხსნილი აქვთ და სხვაგვარ მონანიებას აღარ თვლიან საჭი- როდ. ეს შეცდომა ბერძნებისაგან მომდინარეობს. ეპისკოპოსებიც და ყველა სასულიერო პირი აღმოსავლეთში ასევე იქცევა. ეს იმი- ტომ ხდება, რომ ძველი კანონების მიხედვით სასულიერო პირებს, რომლებიც არაწესიერ ცხოვრებას ეწევიან, წოდება სამუდამოდ უნ- და ჩამოერთვათ. ამის გამო ისინი აღსარებაზე უარს ამბობენ, რაd- განაც ეშინიათ ერთმანეთისათვის ცოდვების გამჟღავნებისa, ეჭვე- ბის გამოწვევისა და ამით შემოსავლის დაკარგვისა. რომ კანონებ- ში ლაპარაკი იყოს აღსარების შინაგან მსჯავრზე, მაშინ მათი შიში აღსარების შედეგების გამო გამართლებული იქნებოდა, მაგრამ კა- ნონებში მხოლოდ გარეგან მხარეზეა ლაპარაკი. ეს წმინდა სასულიერო პირნი, ნაცვლად აღსარების თქმისა, წირ- ვის წინ მდინარეში ჩადიან განსაბანა'დ და ამით უნდათ შეასრულონ აღსარების მოთხოვნა. ასევეა მსხვერპლის შეწირვის წინ, რასაც „საღმრთოს"123 ეტყვიან და რომელსაც რამდენიმე პაპა ესწრება. თავდაპირველად ყველანი მდინარეში განიბანებიან, ერთი კვირის განმავლობაში ცოლებს არ ეკარებიან, ფიქრობენ და იმედი აქვთ, _____________ 123 Sanctos. რომ ეს იგივეა, რაც აღსარების თქმა. აღსარების უარყოფის მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ეპისკოპოსებიც და მღვდლებიც აღსარების საიდუმლოებას არ ინახავენ, ყველას ეუბნებია, რაც ითქვა აღსარების დროს და ხშირად ამის შესახებ თვით მომნანიებ- ლის თანდასწრებითაც ლაპარაკობენ. მეგრელები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ „მოძღვარი"124, როგორც მას უწოდებენ, გვყავს, აღსარების თქმა სრულიად არ არ- ის საჭირო, ამიტომ თითოეულ მათგანს თავისი მოძღვარი ჰყავს. ისინი მიდიან ეკლესიის, რომელიმე მსახურთან, სულერთია იგი ეპისკოპოსი იქნება, ბერი თუ მღვდელი, მხოლოდ ცნობილი უნდა იყოს თავისი სათნოებით, ცოდნით და ჭეშმარიტი ქრისტიანობით, მიაქვთ მისთვის საჩუქრები თითოეულს შეძლებისდაგვარად და ევ- ედრებიან გახდეს მათი მოძღვარი. იგი ღებულობს საჩუქრებს და თანხმდება ამ მოვალეობის შესრულებაზე. მაგრამ, მიუხედავად ამი- სა, ისინი არასოდეს ამბობენ აღსარებას. თუ ავად გახდებიან, გან- საკურნავად ამ მოძღვარს მოიყვანენ, ან თვითონ სხვას წააყვანინე- ბენ მასთან თავს, მაგრამ აღსარებას მაინც არ იტყვიან. ყველაზე დიდი სამსახური, რომელიც მოძღვარს შეუძლია გაუწიოს მათ, მდგომარეობს იმაში, რომ მოუმზადებს ნაკურთხ წყალს, აპკურებს ავადმყოფს, შემდეგ რომელიმე ხატს განბანს და ამ წყალს ასმევს მას და თან ლოცვას კითხულობს. სულიერ მოძღვარს თავისი სუ- ლიერი შვილის გარდაცვალების შემდეგ უფლება აქვს მიითვისოს მისი ცხენი, რომელიც მას უკანასკნელად ჰყავდა, მისი ტანსაცმელი და ყველა ის სამოსი, რომელიც მას ეცვა, როდესაც იგი მის სანა- ხავად მოვიდა. ეს საბრალო ხალხი, დაბრმავებული თავიანთი ეპისკოპოსების უძღები სიხარბით, მეტსაც აკეთებს. ისინი როცა ჯანმრთელნი არი- ან, მიდიან კათალიკოსთან, ეპისკოპოსთან ან თავიანთ მოძღვართან და სთხოვენ, რომ წერილობით მისცენ შენდობა ცოდვათა, როგორც წარსულში ჩადენილისა, ისე იმისა, რომელიც შესაძლებელია ჩადე- ნილი იქნას შემდგომი ცხოვრების მანძილზე. ისინი თხოვნას უსრუ- ლებენ და წინასწარი აღსარების გარეშე აძლევენ მათ უკვე ჩადენი- ლი და მომავალში, ცხოვრების მანძილზე მოსალოდნელი ცოდვების შენდობის საბუთს. მაგრამ რადგან ცოდვათა ასეთი შენდობა ძალიან ძვირი ღირს, მხოლოდ მდიდრებს შეუძლიათ მისი მიღება103). იერუ- ____________ 124 Mიnzguary. სალიმის პატრიარქმა ამგვარი საბუთი მისიცა ერთ მთავარს, რომელ- მაც ძალიან ძვირი გადაიხადა მასში. როდესაც ცოდვების შენდობის საბუთის პატრონი კვდება, ამ საბუთს მას ხელში უდებენ და სწამთ, რომ ამ საბუთით ხელში იგი, აღსარებისა და სხვა რაიმე ცერემო- ნიის გარეშე, უთუოდ ცხონდება… თუ ეცდები განმარტო რატომ არის საჭირო აღსარების თქმა, რაც მე ბევრჯერ მომიხდა, გვიპასუ- ხებენ, ცოდვები სრულიად არა გვაქვსო. საქმე ისაა რომ მათ არ იც- იან, თუ რა არის ცოდვა, რაში მდგომარეობს იგი და არც არავინაა ისეთი, ვისაც ამის ახსნა შეეძლოს. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ სიკვდილის პირს მიმდგარი კაცი ინანიებს თავის ცოდვებს ზოგადად; განსაკუთრებით ეს ხდება მაშინ, თუ რომელიმე სასულიერო პი- რი ამას შთააგონებს მათ. უმეტეს შემთხვევაში ისინი კვდებიან ის, როგორც პირუტყვნი. ამას უნდა დაუმატოთ ის გარემოება, რომ მღვდლებმა არ იციან ცოდვათა მონანიების ლოცვები და ავადმყოფ- თან სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ გარდა ხატზე ვედრები- სა, რათა მან ავადმყოფი არ მოკლას და არ განურისხდეს. თა ვ ი XV I მომაკვდავის ზიარების შესახებ მე არასდროს მომცემია საშუალება მენახა მომაკვდავის ზია- რება, რაც ამ ხალხში ჩვევად არის დამკვიდრებული. ბევრთან ვყო- ფილვარ მათი სიკვდილის ჟამს, იქვე მღვდლებიც ყოფილან, მაგრამ არც ერთ მათგანს ზიარების საიდუმლოება არ შეუსრულებია. ამის შესახებ მრავალი სასულიერო პირისათვის როგორც მღვდლებისათ- ვის, ისე ბერებისათვის, მიმიმართავს შეკითხვით, მაგრამ ყველა ერთნაირ პასუხს მაძლევდა, რომ ზეთით კურთხევა მხოლოდ ნათ- ლისღების დროს ხდება, რაც მდგომარეობს კათალიკოსის მიერ დამ- ზადებული ზეთის ცხებაში, რომლის შესახებაც უკვე ვილაპარაკეთ ზევით. ზოგიერთნი კი, როცა ავად ხდებიან, იხმობენ ბერს, რომ- ელიც აკურთხებს რა ნიგვზის ან ზეთისხილის ზეთს, აცხებს მას ავადმყოფს, მაგრამ ეს არ არის არც მომაკვდავის ზიარება და არც მირონცხება. თა ვ ი XV I I მღვდლად კურთხევისა და უცოლობის აღთქმის მიცემის შესახებ მეგრელმა ეპისკოპოსებმა მღვდლად კურთხევის წესი შემოი- ნახეს იმ სარგებლობის გამო, რომელსაც ისინი ამით ღებულობენ, რადგანაც კათალიკოსი ეპისკოპოსს არანაკლებ ხუთას ეკიუს ართ- მევს ხელდასხმაში. ეპისკოპოსი კი მღვდლად კურთხევაში ერთი კარგი ცხენის ფასს იღებს. მე ვერასოდეს ვერ გავიგე, თუ როგორ ხდება ამ პირების კურთხევა. უცოლობის აღთქმა ყოველთვის დიდად იყო მიღებული ბერძ- ენთა და აღმოსავლეთის სხვა ხალხთა შორის, მაგრამ სასულიერო პირებს უპატიოსნო საქციელი რომ არ ჩაედინათ, ნება დართეს მღვდ- ლებს სიცოცხლეში ერთხელ, კურთხევამდე შეუღლებოდნენ ქალ- წულს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი ქვრივად უნდა დარ- ჩენილიყვნენ. მაგრამ სამეგრელოს წმინდა სამღვდელოებამ, რო- მელიც მოჩვენებითად თითქოს ბერძნულ წესებს მისდევდა, სინამ- დვილეში გამონახეს საშუალება ამ კანონის გვერდის ასახვევად, რადგანაც იმავე ქალთან, რომელთანაც მღვდლად კურთხევამდე იქორწინეს, კურთხევის შემდეგ კვლავ ქორწინდებიან, ამჯერად ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე და ირწმუნებიან, რომ კურთხევამ ქორწინება დაარღვიაო. თუ ეს ქალი გარდაიცვალა, მათ შესაძლე- ბლად მიაჩნიათ დაქორწინდნენ მეორედ, რადგან პირველზე ხომ, ნებართვის თანახმად, კურთხევის შემდეგ დაქორწინდნენ და, ამ- დენად, მათ შეუძლიათ იქორწინო6 მეორედ, მესამედ, მეოთხედ და რამდენჯერაც მოისურვებენ. ეპისკოპოსები უარს არასოდეს ამბო- ბენ ნებართვის მიცემაზე, მაგრამ ამ ნებართვას ძვირად ყიდიან, რადგანაც უნდა აღინიშნოს, რომ მღვდლის მეორედ დაქორწინების ნებართვა ორჯერ მეტი ღირს, პირველი ქორწინების ნებართვასთან შედარებით, მესამე ქორწინება კი სამმაგი ჯდება და ასე შემდეგ. ამიტომ არის, რომ ეპისკოპოსი, რომელიც მხოლოდ ფულის გამო- ძალვაზე ფიქრობს, ნებართვას ადვილად იძლევა და არ კითხულობს ქალი ქალწულია, ქვრივია თუ ქმარგაცილებული. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მღვდელმა ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე შეირთო მეორედ ცოლი, იგი ეკლესიის უღირს მსახურად ცხადდება, მას გაპარსავენ წვერს და თავზე თმას და მღვდლის პატივს ჩამოართ- მევენ; უნდა აღინიშნოს, – რაკი მათ არ სწამთ, რომ კურთხევის საიდუმლოება აღბეჭდავს წარუხოცელ მადლს და რადგანაც ისი- ნი ძალიან შორს არიან ამ რწმენისაგან, ამიტომ გაკრეჭილ მღვდლებს კვლავ აკურთხებენ ხოლმე, თითქოს მათ არასოდეს მიეღოთ საეკ- ლესიო პატივი. ამ შემთხვევაში იქცევიან ისევე, როგორც ნათლის- ღების დროს, როდესაც ზოგიერთი მათგანი, მეორეჯერ ინათლება ბერების მიერ, თითქოს პირველი ნათლობა არ იყო საკმარისი. ერ- თხელ მღვდელმა დაინახა, რომ ერთი ყმაწვილი მას ღორს პარავ- და. ესროლა შურდული და მოკლა. მღვდელი მაშინვე გაკიცხეს, როგორც უღირსი ღვთის მოსამსახურე, გაკრიჭეს და ეკლესია და სამრევლო შემოსავალი ჩამოართვეს. მაგრამ რამდენიმე ხნის შემ- დეგ მისმა მეგობრებმა და საჩუქრებმა კათალიკოსს გული მოულ- ბეს. მას სამრევლო შემოსავალი დაუბრუნდა, რის შემდეგაც კვლავ აკურთხეს, თითქოს არასოდეს ყოფილიყო მღვდელი. თა ვ ი XV I I I ქორწინების შესახებ ქორწინების საიდუმლოებას, რომელსაც მეგრელები „გორგი- ნუას“125 უწოდებენ164). ამ ქვეყანაში „სავაჭრო ხელშეკრულება“ შეიძლება დაერქვას, რადგან ქალის მშობლები ევაჭრებიან ფასში იმას, ვისაც მათი ქალიშვილის შერთვა სურს. ქალწულის ფასი ყოველთვის ბევრად დიდია, ვიდრე ქვრივისა. შეთანხმდებიან თუ არა, საქმრო იწყებს დადგენილი თანხის შეგროვებას ყოველგვარი საშუალებით. ბავშვებს სტაცებს თავის ვასალებს ანუ მებეგრეებს, რომლებიც მისი არა მარტო ქვეშევრდომები არიან, არამედ ნამ- დვილი მონები165), მიჰყავს ისინი თურქებისათვის მისაყიდად, რათა ქალისათვის გადასახდელი თანხა შეაგროვოს, რომელიც უწინდელ- ივით თავის მშობლებთან განაგრძობს ყოფნას. მაგრამ საქმროს თა- ვისუფლად შეუძლია მისი ნახვა დროდადრო. ამის გამო ზოგჯერ ხდება, რომ იგი გათხოვებამდე ორსულდება. როდესაც საქმრო შეაგროვებს დაპირებულ თანხას, საცოლეს მამა აწყობს საზეიმო ლხინს, რომელიც მეორე დღემდე გრძელდება. ლხინში მოწვეუ- ლი არიან ნათესავები, მეგობრები და ის პირნი, რომლებმაც მოაწ- ________________ 125 ოrghini. ყვეს ეს საქორწინო გარიგება. საქმრო თავისი ნათესავებისა და მეგობრების თანხლებით მოდის და თან მოაქვს სატრფოსათვის და- პირებული თანხა, რომელსაც სუფრასთან დასხდომამდე გადასცემს ქალის მამას ან უახლოეს ნათესავს. იმავე დროს მას უჩვენებენ მზითევს, რომელიც დაახლოებით იმავე ღირებულებისაა, რაც საქმროს მოაქვს. მზითევი შეიცავს: ავეჯს, საოჯახო ნივთებს, საქო- ნელს, ტანსაცმელს და ცოლის პირად მოსამსახურე რამდენიმე მხევალს, მაგრამ ითვლება, რომ ისინი ქმარსაც ეკუთვნიან ისევე, როგორც დანარჩენი ნივთები, გარდა ცოლის ტანსაცმლისა და სამ- კაულისა. ვახშმის შემდეგ, რომელიც მსოლოდ გათენებისას მთავრდება, პატარძალი უახლოესი ნათესავების, სტუმრებისა და მეგობრების თანხლებით მიჰყავთ ქმრის სახლში, თან მიაქვთ ის საჩუქრებიც, რომელიც მამამ და მისმა ნათესავებმა მას და მის ქმარს მისცეს თავიანთი შეძლებისდაგვარად. გზაზე მუსი- კით და სიმღერით მიდიან. ამ დროს ორი იმათგანი, ვინც საქორწი- ნო გარიგება მოახდინა, დაწინაურდება და ცხენების ჭენებით მიე- მართება ნეფის სახლისაკენ, რათა ამცნოს ყველას დედოფლის მო- ბრძანება. მახარობლებს მაშინვე მიართმევენ ერთ დოქ ღვინოს, პურს და ხორცს. ისინი ჩამოუქვეითებლად ართმევენ დოქს, შემ- დეგ დააჭენებენ ცხენებს ეზოში და სახლის ირგვლივ, დაისხამენ ღვინოს და უსურვებენ დაქორწინებულთ მშვიდობიან თანაცხოვ- რებას. შემდეგ ჩამოქვეითდებიან, ცოტას წაიხემსებენ და დაუბ- რუნდებიან დედოფალს. როდესაც იგი ქმრის სახლში მოვა, შეჰ- ყავთ დარბაზში, სადაც ჩვეულებრივად მთელი ოჯახი გროვდება და სადაც უკვე ყველა თავშეყრილია. პირველად შემოდიან მეგობრე- ბი, შემდეგ ნათესავები, შემდეგ – დედოფალი, რომელიც შეს- ვლისას ჩვეულებრივად მდაბლად სალამს იტყვის. შემდეგ დედო- ფალი შუა დარბაზისკენ მიდის, სადაც დაფენილია ხალიჩა, დევს ერთი დოქი ღვინო და ქვაბი იმ მოხარშული ფაფით, რომელიც პურის მაგივრობას წევს, ის ერთი ფეხის წაკრით წააქცევს დოქს, ამოიღებს ხელებით ფაფას და დიდ ნაჭრებად მიმოაბნევს მთელ დარბაზში. ამ ცერემონიის შემდეგ გადიან მეორე ოთახში, სადაც საზეიმო სუფრაა გაშლილი. ეს არის საქორწინო ნადიმი. სუფრას უსხდებიან თავიანთი რანგის მიხედვით. სვამენ, ჭამენ, მღერიან და ასე ლხენით ატარებენ მთელ დღეს და შემდეგ ღამეს, ვიდრე ისე არ დათვრებიან, რომ დამჯდარნიც ვეღარ იკავებენ თავს. ჩვეულებივად საქორწინო ლხინი გრძელდება სამი ან ოთხი დღე, და ამ ხნის განმავლობაში დაქორწინებულები ერთად არ წვებიან, რადგან საქორწინო ცერემონიალი დამთავრებული არ არის. ეს ცე- რემონიალი კი სრულდება საიდუმლოდ და არა დანიშნულ დროს, რადგან ამბობენ – საშიშია „მაგარემ"126 ანუ კუდიანებმა ჯადო არ გაუკეთონ დაქორწინებულებსო. ცერემონიალი შეიძლება მოხ- დეს ყოველთვის – დღისით, ღამით, სარდაფში ან ეკლესიაში, მხოლოდ არა შიგნით, არამედ კართან. მღვდელიც აქ არის მექორწინეებთან და მეჯვარესთან ანუ ხელისმომკიდესთან ერთად, რომელსაც „მეგორგინეს"127 უწოდე- ბენ. მღვდელს ხელში ანთებული სანთელი უჭირავს და იწყებს კითხვას. გვერდით მაგიდაზე დევს ცოცხალი ყვავილების ან აბრე- შუმის ორი გვირგვინი სხვადასხვა ფერის ფოჩებით, გრძელი დოლ- ბანდი ანუ მოსასხამი, ნემსი და ძაფი, რომლითაც ახალდაქორწი- ნებულებს ერთმანეთს მიაკერებენ, ერთი თასი ღვინო და პურის ნაჭრები. ხელისმომკიდე ახალდაქორწინებულებს თავზე ადებს დოლ- ბანდს და ტანისამოსით ერთმანეთს მიაკერებს მღვდელი ამ დრო- ის განმავლობაში შეუჩერებლივ კითხულობს. შემდეგ მეჯვარე იღ- ებს ორივე გვირგვინს, ადგამს თავზე დაქორწინებულებს და დრო- დადრო, იმის მიხედვით, თუ რომელ ლოცვას კითხულობს მღვდე- ლი, უნაცვლებს მათ გვირგვინებს – დედოფლისას ნეფეს ადგამს თავზე და დედოფალს – ნეფისას; ეს მეორდება სამჯერ ან ოთხ- ჯერ. მღვდელი დაამთავრებს თუ არა კითხვას, ხელისმომკიდე იღ- ებს პურს და თასს, ტეხს პურს ნაჭრებად, ერთ ნაჭერს ნეფეს ჩა- უდებს პირში, მეორეს დედოფალს და ამგვარად ექვსჯერ იმეო- რებს ამას. მეშვიდე ნაჭერს თვითონ ჩაიდებს პირში და ჭამს. ასე- ვე აძლევს თასს დასალევად ხან ერთს, ხან მეორეს – თითოეულს სამჯერ, დარჩენილს კი სვამს თვითონ. შემდეგ მეგობრულად შორ- დებიან ერთმანეთს. ეს დოლბანდი ანუ მოსასხამი, რომელიც მოხურული აქვთ ჯვარდაწერილებს, არის მოკრძალებისა და უბიწოების ნიშანი. იგი გადმოღებულია ებრაელთა ცერემონიალიდან, როგორც ამას ვხე- დავთ რებეკას მაგალითზე („დაბადება XXIV") ან როგორც ამას აღნიშნავს წმ. ამბროსი („ეპისტ. II; აბრამის წიგნი", ბოლო თა- ვი) და ისიდორე („წიგნი ღვთისმსახურებისა“). დაქორწინებულთა ტანსაცმლის ერთმანეთზე მიკერება ძველად ორი ერთმანეთში გა- ________________ 126 Magares. 127 Megorghini. დაგრეხილი ძაფით ხდებოდა, რომელთაგანაც ერთი თეთრი იყო, მეორე კი წითელი. ამით აღინიშნებოდა საქორწინო კავშირი, რო- მელიც არასოდეს არ უნდა გაწყვეტილიყო არც გაყრით და არც განშორებით, როგორც ამას ჟაკ ბონუ აღნიშნავს თავის „ტრაქტატ- ში ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ" (წიგნი XX, თავი 146). მაგრამ მეგრელები, რომლებიც ერთი უბრალო ძაფით ასრულებენ ამ მიკერებას, ამით ნათლად გამოხატავენ ცოლქმრული ურთიერთ- ობის ხანმოკლეობას რომელიც ადვილად წყდება გაყრით და მიტო- ვებით მათ შორის ხშირია შემთხვევა, როდესაც ქმარს ორი ან ზო- გჯერ სამი ცოლი ჰყავს. პირველი მეორე ცოლის მოახლე ხდება. ეს არის ძველებრაული ცდომილება. ჯვრისწერის დროს პურისა და ღვინის გამოყენება. ძველ ქრისტიანებში მეტად გავრცელებუ- ლი ცერემონიალი იყო, რადგან ახალდაქორწინებულები ზიარებას უშუალოდ ჯვარისწერის შემდეგ ღებულობდნენ. მაგრამ ამ ხალ- ხმა, რომლებმაც წაბილწეს წმინდა ქრისტიანული წეს-ჩვეულებე- ბის ჭეშმარიტი არსი, დაამახინჯეს ესეც, მიანიჭეს რა მას სულ სხვა მნიშვნელობა. ეს იმიტომ, რომ ჯვრისწერას ისინი ახდენდნენ დღის ყოველ დროს, როგორც სადილობის შემდეგ, ისე სადილობამდე, როდესაც ზიარების მიღება არ შეიძლება. ერთხელ ერთმა მღვდე- ლმა მითხრა: ღვინო და პური, რომელსაც ჯვარდაწერილები ერთად სვამენ და ჭამენ, გულისხმობს იმას, რომ მათ სასმელ-საჭმელზე თანაბარი უფლება აქვთო; დოლბანდი, რომელიც თავზე აქვთ მო- ხურული, საქორწინო სარეცელის აღმნიშვნელიაო; ხოლო ხელის- მომკიდე, რომელიც ჭამს და სვამს იმას, რაც დარჩა, ამით უნათე- სავდება ჯვარდაწერილებს და მას მოვალეობად აკისრია მოაწყოს და მოაგვაროს ყოველგვარი უთანხმოება, რაც შეიძლება მოხდეს ახალ ჯვარდაწერილებს შორის, რომლებიც, თავის მხრივ, ხელის- მომკიდეს იმდენად ენდობიან, რომ მისთვის ღიაა მათი სახლის კა- რი ისევე, როგორც საკუთარიო. ქმარმა რომ იგი თავის ცოლთან მარტო ჩაკეტილი ნახოს, არავითარი ეჭვი არ აღეძვრება. ასე არ იზ- ღუდავენ ისინი თავს თანაცხოვრებისას. რაც შეეხება ცოლქმრულ ერთგულებას, როგორც აღვნიშნეთ, მას იცავენ მანამ, სანამ ეს მათ სურთ. გამსაკუთრებით ეს ითქმის დიდებულებზე, რასაც იმერეთის მეფის მაგალითზე ვხედავთ; იგი გაეყარა თავის პირველ ცოლს თამარს, რათა კახეთის მთავრის თეიმურაზ-ხანის ასული შეერთო, თამარი კი მალე სხვა დიდებულს მისთხოვდა. იგივეს ვხედავთ აგრეთვე სამეგრელოს მთავრის დადიანის მაგალითზე, რომელიც თავის პირველ ცოლს, აფხაზ ქალს, აფხაზეთის მთავრის შარაშიას128 ოჯახიდან166), გაეყარა მას შემდეგ, რაც უსაფუძვლო ეჭვების გამო მისთვის ცხვირი და ყუ- რები დააჭრევინა167). შემდეგ შეირთო თავისი ცოცხალი ბიძის, ჩამომავლობით ლიპარტიანის129, ცოლი, რომელიც გამოგლიჯა მკლავებიდან თავის ბიძას. შეიძლებოდა კიდევ მრავალი ამგვარი მაგალითის მოტანა. უფრო სამწუხაროა ის, რომ ქალთან ამგვარად გაყრა ჩვევად არის, განსაკუთრებით, მდაბიო ხალხში. არიან ისე- თებიც, რომელთაც სამი, ოთხი ცოლი ჰყავთ ერთ ჭერქვეშ. ზოგს კი ცოლები სხვადასხვა ადგილას ჰყავთ, რათა სადაც არ წავლენ ცოლი იქ დახვდეთ. ხალხის უმეტესობა კმაყოფილდება ერთი ცო- ლით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ქალი უშვილოა, ან დაუოკე- ბელი ანჩხლია. მაშინ ისინი ამბობენ, რომ ღმერთს ეს შეუღლება არ დაულოცავს და მისი გახანგრძლივება არ სურს, რადგანაც ღმე- რთი ყველაფერს კარგად აკეთებსო; ამიტომ, რადგან ქალს ავი ხა- სიათი აქვს, ან უშვილოა, რაც ცუდია, ეს იმის ნიშანია, რომ ღმე- რთი ამ ქორწინებას არ მფარველობს, იგი უნდა დაირღვეს და კა- ცმა სხვა ქალი უნდა შეირთოსო. თა ვ ი X I X ღვთისმსახურების შესახებ ყოველგვარი ღვთისმსახურება და წირვა-ლოცვა სრულდება ძველ ქართულ ლიტერატურულ ენაზე, რომელიც ძლიერ განსხვა- ვდება ჩვეულებრივი სალაპარაკო ენისაგან. სხვადასხვაგვარია აგ- რეთვე დამწერლობაც, რომელიც ორი სახისაა: ერთი ეკუთვნის ხა- ლხურ ენას და გამოიყენება სამოქალაქო საქმეების წარმოებისას; მეორეთი წერენ საღმრთო წერილს, იყენებენ ღვთისმსახურებაში და ყველა იმ საქმეში, რომელიც სარწმუნოებას განეკუთვნება. ამი- ტომ ცოტანი არიან ისეთნი, ვისაც შეუძლია ამ დამწერლობის გა- გება და წაკითხვა168). იგი მღვდლებსაც კი არ ესმით და ამ ნაკლის გამოსასწორებლად ისინი ზეპირად სწავლობენ წირვას. ზეპირად ნასწავლ ლოცვას წარმოთქვამენ ყოველთვის და ყოველი შემთხვე- ვის დროს. არა მარტო მღვდლებმა, არამედ თვით ეპისკოპოსებმაც _________________ 128 Tarassia. 129 Libardiens. კი არ იციან კითხვა და არ ესმით საღმრთო წერილი, რასაც ხალხი- სათვის ძალიან დიდი ვნება მოაქვს, რადგანაც, არ ესმით რა საღმ- რთო წერილი, ისინი დიდ ცდომილებაში ვარდებიან. არა მათო სარწმუნოებრივ, არამედ ზნეობრივ საკითხებშიც უდავოა, როგორცამას წმ. ილარიონი „საეკლესიო კრების შესახებ" ამბობს, რომ ყოველგვარი ერესი მომდინარეობს საღმრთო წერი- ლის ცუდად გაგებისაგან. მეგრელთა შორის ძალიან ცოტანი არი- ან ისეთნი, რომლებმაც წერა-კითხვა იციან. წერა-კითხვის მცოდნე- ნი ქალები უფრო არიან. ბევრ მათგანს თავი ნასწავლადაც მოაქვს და ხშირად ისეთ რამეზე ლაპარაკობს, რაზედაც წარმოდგენა არა აქვს; ამის გამო ათასგვარ სისულელეს ლაპარაკობენ. მათ მიმართ სამართლიანად შეიძლება ითქვას ის, რაც წმ. ბასილიმ უთხრა ოდ- ესღაც იმპერატორ ვალენტინის მზარეულთუხუცესს: „Tuum est de puImentis cიgitare, non dogmata sacra et divina decoquere"130. მღვდლები იშვიათად გალობენ წირვა-ლოცვის დროს ან, უფრო სწორად, სრულიადაც არ გალობენ. მხოლოდ ეპისკოპოსები და ბე- რები ზოგჯერ ამბობენ ხოლმე საგალობელს დილით და საღამოს, განსაკუთრებით კი მარხვის დროს. ამ შემთხვევაც ისინი ადგენენ ორ გუნდს, მათ შუაში დგება მკითხველი, რომელიც ხმამაღლა ამ- ბობს საგალობელს. დროდადრო იგი ტონს იცვლის ბერძნული ჩვე- ულების მსგავსად. აღსანიშნავია, რომ ისინი ამგვარად გალობენ იმ შემთხვევაშიაც, როდესაც ბევრნი არიან, მაშინაც როცა ცოტანი არიან და იმ დროსაც, როცა მხოლოდ ერთია მგალობელი; ეს იმი- ტომ, რომ სრულებით ვერ ერკვევიან მუსიკაში, მათი გალობა უსი- ამოვნო და ხმაშეუწყობელია. გალობა ქრისტიანებს უძველესი დროიდან აქვთ წესად, თუმ- ცა ყოველთვის იყვნენ სხვადასხვა ჯურის ერეტიკოსები, რომლებ- საც სძულდათ სიმღერები. სხვათა შორის, ასეთი იყო იულიანე გან- დგომილი, რუფინუსის169) მოწმობით (იხ. მისი „ისტორია", X წიგ- ნი, XXXI თავი). მაგრამ ქრისტიანები მის საწინაღმდეგოდ ხმამაღ- ლა გალობდნენ, მოსემ მთელ ისრაელ ხალხთან ერთად, კაცებსა და ქალებთან ერთად, უგალობა გამარჯვებას, რომელიც მან მოიპოვა წითელი ზღვის გადალახვის დროს, სადაც ეგვიპტელები დაიხრჩვ- ნენ („გამოსვლა“, XV, I, 20)170). წმ. ბასილი ამბობს („ეპ“. LXIII), ___________________ 130 „შენი საქმეა იმსჯელო საჭმელზე და არა საღმრთო და წმინდა დოგმატების შესახებ". რომ მის დროს მთელს აღმოსავლეთში ყველა ეკლესიაში მყოფთა- განი ერთად გალობდა. მაგრამ ლაოდიკეს საეკლესიო კრებამ171) და- ადგინა, რომ ეკლესიაში მხოლოდ მგალობლებმა უნდა იგალობონ ფსალმუნი. აგათიას მსოფლიო საეკლესიო კრება (თავი XXI) ბრძა- ნებს, რომ საგალობლები უნდა იმღერებოდეს ყოველდღე. აქედან შეიძლება გავიგოთ, თუ რატომ არის აუცილებელი გალობა ან, უფ- რო სწორად, რატომ არის ესოდენ ძველი ეკლესიაში გალობის წე- სი. მაგრამ სამეგრელოს ხალხმა, რომელთაც დამრიგებელი და მას- წავლებელი მოძღვრები არ ჰყავთ, შეცვალეს გალობის ჩვეულება და გალობას და წირვასაც კი საკუთარ სახლებსა და სარდაფებში აწ- ყობენ, მიუხედავად უფლის მიერ ამის აკრძალვისა. „Deuteron., XII; Vide ne offeras holocausta tua in om ni loco quem videris, sed in loco quem elegerit Dominus ut ponat nomen suum ibi”131. თა ვ ი X X პირჯვრის გამოსახვისა და ლოცვის წესის შესახებ რადგანაც მეგრე ლებს საკუთარი ენისათვის ანბანი არ გააჩნიათ, ისინი ქართულ ანბანს იყენებენ როგორც საღმრთო წერილისათ- ვის, ისე საერთოდ ყოველგვარი დამწერლობისათვის, რომელიც სარწმუნოებას ეხება. ამიტომ თითქმის ყველამ იცის ქართული. პი- რჯვარს ბერძნების მსგავსად ისახავენ. ხელს ჯერ მარჯვენა მხარზე მიიდებენ, შემდეგ მარცხენაზე და ამბობენ : „სახელითა მამისა- თა132" და ხელს თავთან მიიტანე6, შემდეგ იტყვიან: „და ძისა- თა"133 და ხელს მუცელზე ჩამოუშვებენ, შემდეგ წარმოსთქვამენ: „და სულისა წმ'იმდისათა"134, ხელს მიიიდებენ, როგორც თავდაპირ- ველად, ჯერ მარჯვენა მხარეზე, შემდეგ მარცხენაზე. ამგვარად იხ- სენიებენ ისინი წმინდა სამებას: „მამა135, ძე136 და სულიწმინდა“137 – „'სამება ერთი ღმრერთი138", ე. ი. სამებაში ღმერთია გაერთიანე- ბული. ისინი ლოცულობენ, წარმოთქვამენ სიტყვებს, მაგრამ არ ეს- ______________ 131 „წიგნი მეორე სჯულისა, თ. XII; ნუ უკუჱ შესადამე შესწირვიდე შესაწირავ- თა შენთა ყოველსავე ადგილთა, რომელ იხილო, არამედ მას ადგილსა, რომელ გამოირ- ჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან". 132 Zachelita mamizata. 133 Dazizesta. 134 Dazulisminda zata. 135 Mama. 136 Zeda. 137 Zulisminda. 138 Sameba erti Gometri. მით მათი შინაარსი. როგორც ვთქვი, პირჯვარს ისახავენ ბერძნული წესით – ხელი ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ მიაქვთ. ამით განა- მტკიცებენ თავიანთ ერესს, რადგან, მათი აზრით, სულიწმინდა უფ- რო დაბლა დგას და იგი მარცხნივ უნდა მოთავსდეს. ამდენად ისი- ნი ცდებიან სამების საიდუმლოების სწორ გაგებაში, რომლის შე- სახებ ვკითხულობთ ესაიასთან (თავი XL): „Qui appendit tribus digitis mიIem terroe”139. უნდა ითქვას, რომ ვისაც რომის ეკლესია სწამს და აღიარებს, იგი პირჯვარის გამოსახვისას ხელს ჯერ მარცხენა მხარეზე დაი- დებს და შემდეგ წაიღებს მარჯვნივ. ამით გამოისახება შეჩვენები- დან კურთხევაში გადასვლა; ისინი კი, რომლებიც წმ. რომაულ ეკ- ლესიას ჩამოსცილდნენ, კურთხევიდან კრულვაში გადადიან. ცო- ტამ თუ იცის და შეიძლება არც არვინ იცოდეს, რომ პირჯვარი, რომელსაც ისინი გადაისახავენ, არის ქრისტიანობის სიმბოლო. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ნიშანი ღორის ხორცის ჭამას ნიშნავს და მართლაც ქრისტიანობის სიმბოლო ამაში რომ მდგომარეობდეს, მეგრელები უთუოდ დაიმსახურებდნენ ღირსეული ქრისტიანების სახელს, რადგან მსოფლიოში არ მოიძებნება სხვა ისეთი ერი, რო- მელიც ამდენ ღორის ხორცს ჭამდეს. ჩვენს წმინდა პატრებს ზოგ- ჯერ უხდებოდათ ხოლმე უწმინდესი სამების საიდუმლოების ახ- სნა ზოგიერთი მეგრელისათვის, რომნლებიც თითქოს ინტერესით უსმენდნენ. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც მათი ეს- მოდათ, რაც ჩანდა როგორც პატრების მიერ მიცემული განმარტე- ბის მოწონებაში, ასევე სხვადასხვა შეკითხვების მიხედვით, რო- მელთაც ისინი საუბრის დროს იძლეოდნენ. მაგრამ ზოგჯერ უეც- რად ეს საოცარი მეგრელები პატრებს ასეთ კითხვებს მისცემდნენ ხოლმე: არიან თუ არა ისინი ქრისტიანები? არიან თუ არა მათ ქვეყანაში ქრისტიანები და ჭამენ თუ არა ისინი ღორის ხორცს? აგრეთვე გქვაქვს თუ არა ღვინო და ვსვამთ თუ არა მას? მათ მი- აჩნიათ, რომ ქრისტიანობის არსი მდგომარეობს ღვინის სმაში, წი- ნააღმდეგ მაჰმადიანებისა, რომლებიც ღვინოს სრულიად არ სვა- მენ. მეგრელები ჭამის წინ ყოველთვის იწერენ პირჯვარს და თუ სუფრაზე მღვდელი იმყოფება, ღვინოს ისე არ დალევენ, თუ წი- ნასწარ მღვდლისაგან კურთხევა არ ითხოვეს, რომელსაც მიმართა- ვენ ამ სიტყვებით: „შენდობა პატონი“140, ე. ი. დაგვლოცე ბა- _________________ 139 „...და ყოველი ქუჱყანა მჯიღითა ვინ აწონნა..." 140 Sandoba Patona. ტონო, რაზედაც ის უპასუხებს – „გინდოთ ღმერთმა"141, ე. ი. ღმერთი გაკურთხებთო. მათ ჩვენი მღვდლებისათვისაც ხშირად უთხოვიათ შენდობა არა მარტო სუფრასთან, არამედ გზაში შეხ- ვედრის დროსაც. ამ ხალხს ასეთი ჩვეულება აქვს: თუ შეხვდე- ბიან ბერს ან პრელატს, გააჩერებენ ცხენს და დალოცვას სთხო- ვენ. პირჯვარს ისახავენ როცა საომრად მიდიან, ან როდესაც ზარის რეკვას ან წმინდა ძელის ხმას გაიგონებენ, რომელიც ხალხს წირ- ვაზე მოუხმობს; აგრეთვე ცხვირის დაცემინების დროს თუ ვინ- მე დააცემინებს, იქ მყოფთ ჩვეულებად აქვთ თქვან: „წყალობა"142, ე. ი. „ღმერთი გწყალობდესო“, ანუ უფრო სწორად „ღმერთი შეგეწიოსო". ის კი ხელს შუბლზე მიიდებს, მუხლს მოიდრეკს ისე, თითქოს მიწაზეა გართხმული და უპასუხებს: „ათასი მადლობა“143, ე. ი. „დიდ მადლობას მოგახსენებთო". მგზავრობისას თუ ეკლესი- ის წინ მოუხდათ გავლა, მის კართან შეჩერდებიან და შიგ შეუს- ვლელად პირჯვარს გადაიწერენ; შემობრუნდებიან ოთხი მიმართუ- ლებით და თითოეულ მხარეს მიბრუნებისას ამბობენ: „დიდება ღმერთს144" და განაგრძობენ გზას. აი, როგორია მათი უფლისადმი ვედრების გარეგანი მხარე: პირველ ყოვლისა, დილას, პირის დაბანის დროს, ახსენებენ ღმერთს და, ადიდებენ რა მის სახელს, ამბობენ: „დიდება ღმერთს" და სხვა მსგავს ღაღადებას. ჩაცმის შემდეგ გამოვლენ ოთახიდან, პირს აღ- მოსავლეთისაკენ იბრუნებენ, ორჯერ ან სამჯერ გადაიწერენ პირ- ჯვარს და იგივეს გაიმეორებენ, თავს მდაბლად დახრიან ერთხელ და ამით მათი ლოცვა დამთავრებულია. ქრისტიანები ძველთაგან- ვე ასე, აღმოსავლეთისკენ პირშექცევით, ლოცულობდნენ. წმ. ბა- სილი წიგნში „სული წმინდის შესახებ" (თ. XXVII) ამბობს, რომ ქრისტიანებს ეს მოციქულებმა ასწავლეთსო. აღსანიშნავია, რომ მეგრელები ფეხზე მდგარნი ლოცულობენ ყოველთვის. ეს კი ყველა ძველ ეკლესიაში არ იყო წესად მიღებული. ქრისტიანები ლოცუ- ლობენ ხან ფეხზე მდგარნი, ხან მუხლზე დაჩოქილნი, რო- გორც ამას აღნიშნავს ბარონიუსი 58 წელს. ისინი თავშიშ- ველნი ლოცულობენ, მაშინ როცა წარმართები თავიანთი ღმერთებისადმი თაყვანისცემის დროს, პლუტარქეს სიტყვებით ლოცულობენ თავშებურვილნი. წმ. პავლე გვასწავლის „ეპის- __________________ 141 Guida Gomert. 142 Scaloba. 143 A fascemi rozeba. 144 Dideba Gomers. ტოლე კორინთელთა მიმართ"), რომ თავშიშველა უნდა ილოცო. ლოცვისას ხელს შუბლთან მიიდებენ და ამავIე დროს თავს დაბლა ხრიან. წირვის დაწყების შემდეგ სამჯერ შემოუვლი- ან ეკლესიას გარშემო ლიტანიით და თან ლოცულობენ. ასეთია მართლმადიდებელთა უძველესი წესი, როგორც ამას ვკითხულობთ ერემიასთან („ეპისტოლე", VII, XII და XXII). სხვა მხრივ, მათი ლოცვა არის ფამილარული საუბარი ხატთან, რომლის წინაც ჩერ- დებიან, ან რომელსაც მიმართავენ და სთხოვენ ჯანმრთელობას, კარგ მოსავალს, დახმარებას მათი გამძარცვავი ქურდის აღმოჩე- ნაში და სხვა ამდაგვარ რამეებს; რაც მთავარია, დაჟინებით სთხო- ვენ მტრის განადგურებას და მის მოკვდინებას. თა ვ ი X X I მსხვერპლის შეწირვის შესახებ მეგრელებს წესად აქვთ მსხვერპლის შეწირვა, რასაც „ოხვა- მერს"145 უწოდებენ. შეწირულება სამგვარია: პირველი ითვალის- წინებს ხარის, ძროხის, ხბოს ან სხვა მსგავსი ცხოველის დაკვლას, რაც მღვდლის გარეშე არ ხდება; მღვდელი მოვა და კითხულობს ლოცვას სამსხვერპლოდ განკუთვნილ ცხოველზე. ანთებული სან- თლით ხუთ ადგილას ამოუწვავს კანჭს, შემოატარებს მას იმ ხალ- ხის ირგვლივ, რომელთა საკეთილდღეოდაც ხდება შეწირვა; შემ- დეგ შესაწირავს კლავენ და შეწვავენ ან მთლიანად, ან მის უდი- დეს ნაწილს. შემწვარს დებენ მაგიდაზე, რომელიც ოთახის შუაში დგას, შინაურები და სტუმრები ანთებული სანთლებით ხელში შე- მოუსხდებიან ირგვლივ. ის კი, ვისთვისაც იქნა მსხვერპლი შეწი- რული, ანთებული სანთლით ხელში იჩოქებს ამ ხორცის წინ, მღვდელი ლოცვებს კითხულობს. ლოცვების კითხვის დამთვრების შემდეგ შეწირულების გამღები და მისი ნათესავები მცირეოდენ საკმეველს აგდებენ ნაკვერჩხალზე, რომელიც კრამიტზე ან სხვა რამეზე დევს ზვარაკის გვერდით. მღვდელი მოჭრის ერთ ნაჭერ ხორცს, შემოავლებს თავზე იმას ან იმათ, ვინც შეწირულება გა- იღო, და შემდეგ აძლევს ხორცს საჭმელად. დამსწრეებიც მიუახ- ________________ 145 Oquamiri. ლოვდებიან მათ, შემოავლებენ თავზე თავიანთ სანთლებს, რომელ- თაც შემდეგ ჩააგდებენ ცეცხლში, იქ სადაც საკმეველია. შემდეგ ყველა თავის ადგილს იკავებს. მღვდელი ცალკე ზის, ზვარაკის საკმაო ნაწილი მას ეკუთვნის, რადგანაც შემწვარიდან მთელი შიგ- ნეული მისია, ხოლო უმი ხორციდან – თავ-ფეხი და ტყავი. ეს იმ ლოცვის საფასურია, რომელიც მან ხორცის შეწვამდე წაიკით- ხა. სუფრის თითოეულ წევრს ხორცი შეუძლია ჭამოს იმდენი, რამდენიც მოესურვება, მაგრამ იქიდან, რაც მის წინ დევს, (არა- ფერს წაიღებს. მხოლოდ მღვდელს შეუძლია თავისი წილის გარდა წაიღოს ის ხორციც, რომლის შეჭმაც ვერ მოახერხა. მეორე სახის მსხვერპლის გაღების დროს წირავენ მხოლოდ წვრილფეხა საქონელსა და ღორს. ასეთ შემთხვევაში არ არის სავალ- დებულო მღვდლის დასწრება, არც სანთლები და არც საკმეველი. ამ სახის შეწირულების მიზანს წარმოადგენს ოჯახის ან ნათესა- ვების წარმატებულობა. მიუხედავად ამისა, მღვდელს ყოველთვის ეპატიჟებიან ლოცვის სათქმელად და ამის საფასურად უმასპინძ- ლდებიან მას. მესამე სახის შეწირულება არის სისხლი, ზეთი, პური და ღვი- ნო. ამგვარი შეწირვა ხდება მიცვალებულთათვის. მათ კუბოებზე, რომლებიც კაკლის ხისაგან არის გაკეთებული, კლავენ ხბოს, კრავს და მტრედს და ზემოდან ასხამენ ერთმანეთში არეულ ზეთსა და ღვინოს. გარდა ამ შეწირულებისა, მეგრელები სუფრაზე ყოველ- დღიურად ახდენენ შეწირვას ღვინით – როდესაც ღვინის დალე- ვა სურთ, სულერთია სახლში იქნება ეს თუ მეგობრებთან; იღებენ ღვინით სავსე ფიალას და სანამ დალევდნენ, უპირველესად ხმამაღლა ესალმებიან მთელ საზოგადოებას, უსურვებენ თითოეულს ბედნიერებასა და კეთილდღეობას; შემდეგ, ადიდებენ უფლის სა- ხელს, ოდნავ გადახრიან ფიალას და გადაღვრიან ცოტა ღვინოს ან მიწაზე, ან მეორე ფიალაში და იგი უფლის შეწირულებაა მეფე დავითის მაგალითისამებრ, რომელმაც ბეთლემის წყალსატევიდან ისე შესწირა წყალი, რომლის დალევაც ძლიერ სურდა, რომ არც კი გაჰკარებია („პარალიპემენონი“. XI, XVIII). ყველა სხვაგვარი შეწირვა აგრეთვე ებრაელების წესით ხდე- ბა, რადგანაც პირველი ორი შეწირულება უსისხლოა, მესამე კი- მოპკურებაა. ღვინოს მსხვერპლად სწირავენ აგრეთვე წმ. გიორგის. რთველის დროს პატარა, დაახლოებით ოცბოთლიან კასრს172) ავ- სებენ საუკეთესო ღვინით, შეწირავენ წმ. გიორგის და ინახავენ ცალკე. ამ კასრს ხსნიან და სვამენ გარკვეულ დროს, სახელდობრ, წმ. პეტრეს დღეს და არა უადრესი ღვინის მაგივრად წყალს და- ლევენ, მაგრამ მას დანიშნულ დრომდე მაინც არ გახსნიან. როგორც კი დრო დადგება, ოჯახის უფროსი პატარა ჭურჭლით ამოიღებს ამ ღვინოს და მიაქვს ილორის146 ეკლესიაში, რომელიც წმ. გიორ- გის სახელობისაა173). იქ ლოცულობს და შემდეგ ბრუნდება შინ; ამ ჭურჭლით ხელშის შედის საოჯახო სარდაფში და ყველანი ერ- თად ლოცულობენ წმ. გიორგისათვის შეწირულ კასრთან, რომე- ლზედაც წინასწარ დალაგებულია ხაჭაპური, ხახვი და პრასი. შემ- დეგ კლავენ ხბოს ან ღორს, რომლის სისხლს ოჯახის მამა კასრის ირგვლივ მოასხამს, და კვლავ ლოცულობენ. ამის შემდეგ მიდიან და ჭამენ და სვამენ. მეგრელებმა სხვა მრავალგვარი „ოხვამერი"174) ანუ მსხვერ- პლის შეწირვაც იციან. ღვინით სავსე დიდ ჭურჭელს წირავენ სხვა წმინდანებსაც, რომელსაც მხოლოდ დანიშნულ დროს სვამენ. ამ სხვაგვარ შესაწირავთაგან ერთს ჰქვია „სამიქელანგელოზო“147 მი- ქელ მთავარანგელოზის პატივსაცემად; მეორე არის წმ. კვირიკეს პატივსაცემად; მესამე „საღორონთო"148 ღმერთის პატივსაცემად175). ამ სამ შეწირულებათაგან პირველის შეწირვის დროს კლავენ გოჭს და მამალს, მეორის დროს წირავენ გოჭს და პურს. ორივე შემთხ- ვევაში პატიჟებენ სტუმრებს. მესამის დროს კი არავის იწვევენ, მხოლოდ შინაურები ესწრებიან და მხოლოდ ისინი ჭამენ ზვარაკს, რომელიც ყოველთვის წვრილფეხა საქონელს წარმოად- გენს. გარდა ამისა, ისინი წლის განმავლობაში ბევრ სხვა შეწირვა- საც ახდენენ, რაზედაც მე არას ვამბობ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სათქმელი შევამოკლო და აგრეთვე იმიტომაც, რომ ისინი შესრუ- ლების წესის და ლოცვის მხრივ ყველანი ერთმანეთს გვანან. ლო- ცულობენ ჭამა-სმის დროს. როდესაც მსხვერპლის მიტანის დღე მოვა, ამბობენ დიდი დღე დადგაო. მაგრამ ეს დღე არ არის უფ- ლის სადიდებელი და სათაყვანებელი დიდი დღე, რადგანააც ეკ- ლესიაში არ მიდიან, არისმენენ წირვას, არ ევედრებიან უფალს, არ აკეთებენ კეთილ საქმეებს; ამ დღეს ატარებენ სმა-ჭამაში და ღმერთს დალოცვას და თავიანთი მტრების მოწყვეტას სთხოვენ. თუ მიდიან ეკლესიაში წირვის მოსასმენად, თავდაპირველად თაყ- _______________ 146 Isssori. 147 Samicangiara. 148 Sangoronti. ვანს სცემენ ხატს, სწრაფად ისახავენ პირჯვარს და ჩვეულებრივი ლოცვებით მიმართავენ მას. შემდეგ მოჰყვებიან ლაქლაქს, იცინი- ან, მღერიან და ოხუნჯობენ ისე, თითქოს ქუჩაში იყვნენ. თა ვ ი X X I I დღე სასწაულების შესახებ ამ ხალხის დღესასწაულები სხვადასხვაგვარია. პირველი სა- ხის დღესასწაულების დროს არავითარ სამუშაოს არ ასრულებენ, პურსაც კი არ აცხობენ და დადიან წირვის მოსასმენად. ასეთი დღე- სასწაულებია შობა, რომელსაც „,ქირსეს"149 უწოდებენ; ახალი წლის პირველი დღე, რომელსაც „კალანდას"150 უწოდებენ; ხარე- ბა151; ბზობის კვირა, რომელსაც „ბაიობა"152 ჰქვია; აღდგომა – „თანაფა"153 და ახალკვირა, რომელსაც იგივე სახელი ეწოდება. მეო- რე სახის დღესასწაულების დროს მუშაობენ წირვის დაწყებამდე, შემდეგ უმეტესობა მიდის ეკლესიაში, რომ მონაწილეობა მიიღოს ლიტანიაში. ამ სახის დღესასწაულებია: წყალკურთხევა, რასაც ისი- ნი „წაკურთხიას"154 უწოდებენ; ამ დღეს პროცესიით მიდიან მდი- ნარეზე, იესო ქრისტეს იორდანში176) მონათვლის აღსანიშნავად; „პეტრობა-მირსობა"155, ეს სიტყვა აღნიშნავს ლოცვას თვალთათ- ვის, ე ი. წმ. პეტრეს სახელობის დღეს; „მარაშინა"156, ანუ ღვთის- მშობლის მიძინება; „დიდი პიჩუანი"157 – დიდი მარხვა და „ჯვრის ამაღლება"158. მესამე სახის დღესასწაულები, რომლებიც დიდმნიშ- ვნელოვნად არ არის მიჩნეული და რომლის დროსაც მთელი დღე მუშაობენ, არის „თავისკვეთა"159 – იოანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთა; „ფერისცვალება"160; „გიორგობა"161 – წმ. გიორგის მი- ერ ხარზე სასწაულის მოხდენა: „ სიპიასობა“162 – ხალხური დღე- სასწაული და ბაზრობა ჩვენს რეზიდენციაში – წიფურიაში177). ამ დღესასწაულების გარდა ამ ცრუმორწმუნე ხალხს წლის განმავ- ლობაში ბევრი ისეთი დღე აქვთ, რომელთაც ან პირადი ღვთისმო- შიშობის გამო, ან სამუშაოსაგან თავის დაძვრენის მიზნით გულ- _________________ 149 Christe. 150Kalende. 151 Karebat'. 152 Bajoba. 153 Tanapa. 154 Zcar icიrchia. 155 Petroba Mersoba. 156 Marisina. 157 Gigi picchioani. 158 Piavarisa magleba. 159 Tavisqueta. 160 Perit Zaloba. 161 Guiercიba. 162 Cipias soba. მოდგინედ იცავენ. ერთ-ერთი ასეთი დღეა ყოველი თვის და წლის პირველი ორშაბათი, რომელსაც „ახალ თუთაშხას“163 – ახალ ორ- შაბათს – უწოდებენ. სამეგრელოში განსაკუთრებული ზეიმით ხვდებიან ახალი წლის პირველ დღეს, რადგან, მათი აზრით, ამ დღეზეა დამოკიდებული მთელი წლის ბედნიერება. მთავრის მოხელეები და კარისკაცები, რომელთაც სხვადასხვა თანამდებობა უჭირავთ, ახალი წლის წინა დღით მიდიან მთავართან და ღამეს სასახლის მიდამოებში ატარე- ბენ; მეორე დღეს კი იკრიბებიან ერთად; სახლთუხუცესს მოაქვს ძვირფასი ქვებით მოოჭვილი მთავრის გვირგვინი; მოლარეთუხუ- ცესს ყუთით მოაქვს ძვირფასი ნივთები; მეღვინეთუხუცესს – ულ- ამაზესი თასი; მზარეულთუხუცესს – უდიდესი ქვაბი; მეჯინიბეთ- უხუცესს – საუკეთესო ცხენი, მწყემსს – ყველაზე კარგი ხარი. ასე და ამგვარად, ყველას თანამდებობის მიხედვით მოაქვს ან მოჰ- ყავს, რაც ყველაზე. კარგია მის გამგებლობაში. ისინი გუნდად მი- ემართებიან მთავრის სასახლისაკენ, მოჰყვებათ საზეიმოდ გამოწ- ყობილი მღვდლები და ეპისკოპოსები ხატებით ხელში და „Kyrie eleyson"164-ის ხმამაღალი გალობით შედიან მთავრის სასახლის დარბაზში, სადაც მთავრის მეუღლე, დიდებულები, საზეიმოდ გა- მოწყობილი სეფექალები იმყოფებიან, რომლებიც სანთლებით ხელში ერთ რიგად არიან ჩამწკირვებულნი, რათა დაინახონ პრო- ცესიის სვლა. როცა პროცესია მათ წინ ჩაივლის, ყოველი მათგანი ხელით ეხება იმას, რაც მოაქვთ და მოყავთ პროცესიის მონაწილე- ებს – გვირგვინს, ძვირფას ნივთებს, ქვაბს, ხარს და სხვ. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ვინც კარგად არ შეეხება ამ ნივთებს, ის ბედ- ნიერი არ იქნება ამ წელიწადს: პროცესიის მონაწილენი მღერიან – „Kyrie eleyson" და სუროს რტოებს აბამენ სასახლის ყველა კარ- ზე და საერთოდ მსვლელობის მთელ გზაზე მდაბიონიც, მთავრის მიბაძვით, ყველგან მსგავს პროცესიებს აწყობენ და მოაქვთ ან მოყავთ თითოეულს საუკეთესო, რაც გააჩნია და თავიანთ კარზე სუროს რტოებს ჰკიდებენ: ძველად ხის შტოებით სახლის მორთვის ეს წესი ქრისტიანთა მიერ დაგმობილი იყო, როგორც ამას მოწმობს ტერტულიანე178) („მეომრის გვირგვინის შესახებ“, თავი III, ბო- ლო ნაწილი): .„Christianus nec domum suam Iaureis infamabit"165. ________________ 163 Archali tutasca. 164 „უფალო შეგვიწყალენ". 165 ქრისტიანი არ შეამ-ს კობს თავის სახლს დაფნის გვირგვინით. მარტინ ბრაკარი საბერძნეთის სინოდის წესდებაში გვასწავლის, რომ ქრისტიანებს ეკრძალებათ ახალ წელს დაფნის, სუროს ან სხვა ხის რტოებით სახლის შემკობა. პაპმა გრიგოლ III179) აკრძალა იგი რომში. არსებობს კანონი, რომელიც ადგენს, რომ იმ პირებს, რომლებიც იცავენ ამ წესს ახალ წელიწადს, სამი წლით სულიე- რი განკანონება ესჯებათ. მეექვსე მსოფლიო კრებამ180) აღადგინა ეს სასჯელი. ტერტუალიანე („კერპთა შესახებ“, თავი XV) ამბობს, რომ ღმერთმა მართლმორწმუნეებს აუკრძალა კარის გვირგვინით მორთვა და რომ ცნობილია ერთი პიროვნება, რომელიც ღმერთმა სასტიკად დასაჯა ამის ჩადენისათვისო; კარის მგვარი მორთვა თუმცა განდევნილია ქრისტიანული წეს-ჩვეულებებიდან, ხალხი მაინც არ ივიწყებს მას. მაგრამ რადგანაც არავინ არის ისეთი, რო- მელიც წინ აღუდგება ამ ჩვევას, როგორც იგივე ტერტულიანე ამბობს „PIures jam invenies Ethnicorum fores, sine lucernis et laureis, quam Christianიrum"166, ქრისტიანებმა თავისი საარწმუ- ნოების თაყვანსაცემად დააკანონეს ის, რასაც წარმართები აკეთე- ბდნენ ცრურწმენების გამო (ბარონიუსი – „იანვრის თვის ჩანაწე- რები მარტიროლოგში"). ნათლისღების დღეს, რასაც მეგრელები „წაკურთხიას“167 უწ- ოდებენ, დილაადრიან იწყებენ ქათმის ხორცის ჭამას და ღვინის სმას და შესთხოვენ ღმერთს კურთხევას. უქმობას ჩვეულებისამებრ იწყებენ და შემდეგ ცხენით ან ქვეითად მიდიან ეკლესიაში. სამ- ღვდლო ტანსაცმელში გამოწყობილ მღვდელს ისინი ლიტანიით მიჰყავს უახლოეს მდინარესთან ასეთი რიგის მიხედვით: წინ მიდის კაცი ბუკით ხელში, რომელზედაც ჩვენ უკეე ვილაპარაკეთ, და რო- მელშიაც დროდადრო ჩაჰბერავს ხოლმე. მას მიჰყვება მეორე, დრო- შით ხელში, რომელიც ზოგ ეკლესიებში სულ დახეულია, ზოგში კი საკმაოდ კარგად არის შენახული. მას მოსდევს სხვა კაცი ნიგვ- ზის ზეთიანი ლამბაქით და გოგრით ანუ ხაპით, რომელზედაც მი- მაგრებულია ჯვრის ფორმის ხუთი სანთელი. შემდეგ მოდის კაცი ნაკვერჩხლით და საკმევლით. პროცესია მირბის მდინარისაკენ, რამდენადაც შეუძლიათ სწრაფ ტემპში და ხმააუწყობლად მღერი- ან – „Kyrie eIeyson”. ისინი ისე სწრაფად მიდიან, რომ ხშირად იძულებული ხდებიან კარგა ხნით შეჩერდნენ და მღვდელს დაუ- ________________ 166 „უკვე უფრო მეტს ნახავ წარმართთა კარს სათლსა და დაფნას მოკლებულს. ვიდრე ქრისტიანებისას". 167 Scharcorechia. ცადონ, რომელიც, ჩვეულებრივად, ისეთი მოხუცებულია, რომ ჩქა- რა ვერ დადის. როდესაც საბრალო მღვდელი, დასვრილი და მთლად გაოფლიანებული, დაეწევა პროცესიას, მას ყიჟინით ხვდებიან და დასცინიან, რომ ჩამორჩა და თავისი პროცესია ასე წინ გაუშვა. იწყებენ ხორხოცს, მაგრამ მღვდელი ყურადღებას არ აქცევს მათ დაცინვას და ამ მდინარის კურთხევას იწყებს; დაამთავრებს თუ არა, სწვავს საკმეველს, ზეთს ჩაასხამს მდინარეში, ანთებს ხაპზე მიკრულ ხუთივე სანთელს, უშვებს მდინარეში და ხაპი ნავივით გა- ცურდება. შემდეგ ჯვარს ჩადებს მდინარეში, რაიმე სასხურებლით წყალს აპკურებს დამსწრეებს, რომლებიც მირბიან სახის დასაბა- ნად, რის შემდეგაც ყველა სახლში ბრუნდება და თან დოქით მო- აქვთ ეს წყალი. აქვთ აგრეთვე დღესასწაული „მირსობა“168 წმ. კრავის სახე- ლობის დღე181), 2I იანვარი, რომელიც თვალთა სნეულების დღესას- წაულს წარმოადგენს. ამ დღეს ზეიმობენ მოსე და აარონის სახე- ლობის ეკლესიაში. თითოეულ მომსვლელს აქ საჩუქრები მოაქვს. ზოგს სანთელი, ზოგს თოკი, ზოგს კი ძაფი, რომელთაც მღვდელს აძლევენ. მღვდელი მას შემწირველს შემოავლებს თავზე და შემ- დეგ მიართმევს ხატს, რათა მან მათი თვალები სნეულებისაგან და- იცვას. უქმობენ უძღები შვილის კვირეულის ხუთშაბათსაც, რომელ- საც „კაპონობა1ს"169 ეძახიან. ამ დღეს ოჯახის საკეთილდღეოდ კლა- ვენ დიდ ყვერულს და მართავენ კარგ სმა-ჭამას, როგორც ყველა უქმეზე ხდება. ხორციელის კვირის ორშაბათიდან ყველიერის კვი- რის ჩათვლით ხორცს არ ეკარებიან, ჭამენ მხოლოდ ყველს და კვერცხს. ამბობენ, რომ ამ მარხვას მიცვალებულების საპატივცე- მლოდ ინახავენ. შემდეგი ორშაბათიდან იწყება დიდი მარხვა და ამ დღესაც უქმობენ. უქმობენ ორმოც მოწამეთა დღესაც, რომელიც 10 მარტზე მო- დის. რადგან ეს უქმე ვნების კვირას ემთხვევა, ეს დრო კი დიდ უქმეს წარმოადგენს და ხორცისა და თევზის ჭამა არ შეიძლება, მიუხედავად ამისა, ამ დღეს თავს თევზის ჭამის უფლებას მაინც აძლევენ. ბერებს ჩვეულებად აქვთ ამ დღეს ეკლესიაში წმ. წამე- ბულთა სადიდებლის გალობა. გალობის დროს შუა ეკლესიაში წყლით სავსე სათლს დგამენ, რომელშიაც ოთხმკლავი ჯვარია მო- ________________ 168 Marsoba. 169 Caponoba. თავსებული, თითოეულ მკლავზე მიკრული ათ-ათი – სულ ორმო- ცი – სანთლით. წირვის შემდეგ უხუცესი ბერი მიდის სათლთან, მდაბლად სცემს თაყვანს, იღებს ერთ სანთელს და აქრობს წყალში. სხვებიც იგივეს აკეთებენ, სანამ არ ჩააქრობენ ყველა სან- თელს. დღესასწაულობენ აგრეთვე ხარებასა და ბზობის კვირას. ისე- ვე, როგორც ორმოც მოწამეთა უქმეებში, ამ დროსაც თევზს ჭა- მენ. ბზობის კვირას მღვდელი ბზის ან ზეთისხილის შტოს, ან რაიმე ყვავილს აკურთხებს და ურიგებს ხალხს. მაგრამ ეს წესი საყოველთაოდ მიღებული არ არის – ზოგი აკეთებს ამას, ზოგი კი არა. ჩვეულებად აქვთ აგრეთვე იმ ადგილებში, სადაც ხატს გაატარებენ, შეწყვიტონ მუშაობა და გამართონ დღესასწაული; სა- უკეთესო ტანსაცმელში გამოწყობილნი მიდიან ხატის შესახვედრად და წირავენ მას თოკს, სანთელს ან ძაფს, რომელსაც მღვდელი ჯერ ხატს და შემდეგ შემომწირავს შემოავლებს თავზე; იმ სახლ- ში, სადაც ხატი ღამეს გაათევს, ისევე როგორც მთელ სოფელში ან დაბაში, სამუშაოს არავინ ეკარება. მრავლად არიან ისეთებიც, რომელთაც სინდისი აწუხებთ ჩადენილი ქურდობის გამო. ამიტომ შესაწირავს მიართმევენ ხოლმე ხატს და ევედრებიან შეწყალებას, პატიებას, რათა იგი არ განურისხდეს მათ ოჯახს. ვისაც ცხენი, ძროხა ან რაიმე ამგვარი რამ ჰყავს მოპარული, სიკვდილის შიშით, არ სურს ხატის სახლში მიღება. ამიტომ განსაკუთრებული საჩუქ- რის ფასად უთანხმდება ხატის მტვირთველებს, რათა ხატი არა მის სახლში, არამედ სხვაგან დაასვენონ. მღვდელი ან სხვა პირნი, რომ ლებიც ხატს მიასვენებენ, იმდენად თაღლითები და ცბიერები არი- ან, რომ თუ ქურდს შიში შეატყვეს, ვაჭრობას იწყებენ მასთან. თავს ისე მოაჩვენებენ, თითქოს ჩადენილი ცოდვის სიდიდის გა- მო ხატს უფრო ძვირფასი საჩუქარი სურსო (სინამდვილეში არ სურთ ხატის ბინის გამოცვლისათვის ცოტა რამეზე დათანხმდნენ). ბოლოს მთხოვნელს აიძულებენ გაიღოს იმდენი, რამდენსაც მოით- ხოვენ. ამგვარი მოტყუებით იმარჯვებენ ისინი ამ გაჭირვებულ ადამიანებზე. წმ. გიორგის ხატის დღესასწაული მოდის შუა მარ- ხვაში. ვნების შაბათს მღვდელი მოივლის ოჯახებს და ნაკურთხ წყალს მოასხურებს სასტუმრო და საცხოვრებელ ოთახებს, რისთ- ვისაც საფასურის სახით იღებს კვერცხს ან ყველს. აღდგომის დღეს პაპა თავისი სამრევლოს სხვა მღვდლებთან ერთად ღამეს ეკლესიაში ატარებს. შუაღამისას შემოჰკრავს წმინ- და ძელს და იწყებს ზარის რეკვას; შემდეგ დროდადრო რეკავენ ყველანი. ალიონზე ჩაჰბერავენ საყვირს, რომელსაც „ოყა“ ჰქვია, ამ ღამეს კაცებიც და ქალებიც დგებიან, იკაზმებიან შეძლებისდა- გვარად და, სანამ ირიჟრაჟებდეს, მიდიან ეკლესიაში; თან მიაქვთ წითელი ან სხვა ფერის კვერცხები; მიუხედავად იმისა, რომ ეს გათენებამდე ხდება, მამაკაცებს, უმეტეს შემთხვევაში, თავიანთი ჩვეულებრივი ლოცვა უკვე მოთავებული აქვთ, რაც კარგა ჭა- მითა და ბლომად ღვინის სმით გამოიხატება. ჭამენ ქათმის ხორცს და სვამენ იმდენს, რომ ნახევრად მთვრალები არიან. ასეთ მდგო- მარეობაში ისინი ალიონზე მიდიან ეკლესიაში და თან მორჩენილი საჭმელი მიაქვთ. აქ თითოეულ მათგანს მღვდელი აძლევს გასანთ- ლული ძაფის სანთელს, რომელიც მათი საზოგადოებრივი მდგო- მარეობის მიხედვით მეტ-ნაკლებად მსხვილია. სასახლის კარზე კი თვითონ მთავარი თავის ხელით ურიგებს სანთლებს ეკლესიაში მო- სულთ, თვით ეპისკოპოსებსაც კი ამის შემდეგ ქალები კაცებისა- გან გამოცალკევდებიან და ანთებული სანთლებით ხელში, ეკლესიის გარეთ, სტოასთან მწკრივებად დგებიან შემდეგ მღვდელი ან ყვე- ლაზე ღირსეული ბერი, სამრეკლოზე ადის და მაღალი ხმით სამ- ჯერ ამცნობს ხალხს ქრისტეს აღდგომას, „ისმენდე, ისმენდე, ო, კაცო ღვთისა, ო, ნადირო ღვთისა, ო, თევზო წყლისა [შემდეგ გა- ურკვეველია – მ. მ.] ქრისტე აღდგა გიხაროდენ“170. ხალხი პასუ- ხობს – „მარდი182) მახარებელს“171. ამავე დროს თითოეული ქვას ესვრის კედელს. შემდეგ ლიტანიით სამჯერ შემოუვლიან ეკლე- სიას. წინ მიაქვთ საყვირი, რომელსაც დროდადრო აახმიანებენ ხო- ლმე; შემდეგ – დროშა; მას მიჰყვება მღვდელი; შემდეგ კი მო- დის ხალხი დიდებულების წინამძღოლობით. ქალები პროცესიას არ მიყვებიან, ისინი ეკლესიის წინ, სტოაში ჩამწკრივებულნი დგა- ნან მღვდელი ხალხთან ერთად გალობს ამგვარ საგალობელს, რო- მელიც მისი სიმოკლის გამო ყველამ იცის. „აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარსა ____________ 170 „Isminde Isminde Oczo Ctis omadiri Ctisი Teusi zeliso oria galto quaIDga Christi Dga ghigharodes”. 171 Mardi Macarebels. ანგელოსნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ქვეყანასა ზედა ღირსა გვყვენ წმინდით გულისა დიდებად შენდა“172. ამ საგალობელს იმეორებენ მრავალჯერ. ლიტანიის შემდეგ იწყება წირვა, რომლის მიმართ ხალხის გულმოდგინება და ყუ- რადღება ისეთია, თითქოს მოედანზე იმყოფებოდნენ – ლაყბობ- ენ, ხუმრობენ ხორხოცობენ, ერთმანეთს უცვლიან კვერცხებს. წი- რვის დამთავრების შემდეგ კვლავ სამჯერ შემოუვლიან ეკლესიას, ისე როგორც აღვწერეთ, და სხვა საგალობლებს მღერიან. შემდეგ მდაბლად დახრიან თავს, გამოვლენ ეკლესიიდან, კართან ერთხელ შემოტრიალდებიან და უფლის სახელით ერთმანეთს ულოცავენ დღესასწაულს. მთავრის კარზე წესად აქვთ, რომ წირვის ბოლოს მთავარს თონეში შემწვარი კრავი მიართვან. მთავარი თავის ხე- ლით დაანაწილებს მას და თითო ნაჭერს ჩამოურიგებს თითოეულ თავის კარისკაცს. ასეთია მათი სააღდგომო ჩვეულება. აღდგომის მეორე დღეს ორშაბათს, დღესასწაულობენ მიც- ვალდებულთა დღეს. დილაადრიან ის, ვისაც ამ წელს ვინმე გარდა- ეცვალა, რამდენიმე ახლობელ ნათესავთან ერთად მიდის საფლავ- ზე, თან მიჰყავს კრავი და არა რომელიმე სხვა ცხოველი, რომელიც უნდა აკურთხონ და შესწირონ. საფლავთან ფეხზე მდგარი მღვდე- ლი აკურთხებს მას, იტყვის რამდენიმე ლოცვას, სწრაფად გამოს- ჭრის კრავს ყელს და სისხლს მიცვალებულის სულის საცხონებ- ლად საფლავზე დააქცევს. ეს ცდომილება თითქმის მთლიანად მო- სპობილია იმ მეგრელთა შორის, რომლებიც წიფურიას სამრევ- ლოში შედიან და რომლის მახლობლადაც ეკლესია აქვთ ჩვენს პატრებს, თეათინელებს. ამ პატრების წყალობით მათ გაიგეს, რომ ეს წესი ებრაულია და არა ქრისტიანული. დაკლავენ რა კრავს, თავსა და ფეხებს აძლევენ მღვდელს, ხოლო დანარჩენი სახლში მოაქვთ შესაწვავად. სადილობის დროს ან ცოტა მოგვიანებით ყვე- ლანი ეკლესიაში მიდიან და თან ურიკაზე დადებული, ლხინისათ- _________________ 172 „Ad Gomaza scenza Da evens masghirs Christe Mase0varsa Given que Canusa Angelიsi ugualoth Tzeda Sinindis galiza Zeth satha Scina Di deba Scenda"183). ვის საჭირო, საჭმელ-სასმელი მიაქვთ მათ სუფრაზე რომ წარმოდ- გენა ვიქონიოთ, საჭიროა მოვიხსენიოთ ქვაბი ღომით, კვერცხგა- დასმული ხაჭაპურით სავსე კალათა, სხვადასხვა ფერის მაგრად მოხარშული კვერცხები, ყველი, ხორცი, რომელიც მეორე კალათ- შია, და ორი დიდი დოქით ღვინო. ყოველივე ამას დებენ საფლავ- ზე. მღვდელი აკურთხებს მას და იღებს მის წილ კვერცხებს, ყველ- სა და პურს. ჩვეულებად აქვთ, აგრეთვე, მღვდლისათვის, ოჯახის სახელით, რამდენიმე არშინი ტილოს ან ერთი-ორი პერანგის ჩუ- ქება. ისინი, ვისაც ნათესავი ამ წელიწადში გარდაეცვალა, განსა- კუთრებით გულუხვობე6 და აუცილებლად ასაჩუქრებენ მღვდელს ამგვარი ნივთებით. შემდეგ ყველსა მიდის მინდორში, რომელიც ეკლესიის წინაა, იყოფიან ორ ჯგუფად და თითოეული ჯგუფი ცა- ლკე სუფრასთან ჯდება. მღვდელი ცალკე სუფრასთან ზის. ჭამის დაწყებამდე იგი ხმამაღლა აკურთხებს სუფრას. შემდეგ ერთიმე- ორეს მოიკითხავენ, საჭმელ-სასმელს გზავნიან ერთი სუფრიდან მეორეზე. ლხინის დასასრულს ერთი ჯგუფი დგება სუფრიდან, სი- მღერით მიდის და ესალმება მეორეს, რომელიც მას პასუხობს და უგზავნის საჭმელ-სასმელს. შემდეგ მეორე სუფრიდან წამოდგე- ბიან და ესალმებიან პირველს და მეორდება იგივე ცერემონიალი. საღამოს ერთი უბნის ქალები შეღამებამდე ერთად ცეკვავენ და მღერიან თავიანთებურად. შემდეგ ახსენებენ უფალს და მიდიან თავიანთ სახლებში. „ამაღლების"173 დღეს ჩვეულებისამებრ ლოცულობენ; დაკლა- ვენ ღორს ან ქათმებს, დაამზადებენ გემრიელ კერძს. თითოეული თავისთვის ანთებს სანთელს, აგდებს ნაკვერჩხალზე ერთ მარცვალ საკმეველს, უფალს შესთხოვს რომ ამგვარ დღეს კიდევ მოესწროს და ევედრება ფუტკრის დალოცვას და გამრავლებას, რათა ფუტ- კარმა ბევრი თაფლი და სანთელი დაამზადოს. წმ. სამების დღეს ზე- იმობენ აგრეთვე ყველაწმინდობასაც და, თავიანთი წესის მიხედ- ვით, დროს ატარებენ ჭამაში. მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებით ბევრს ჭამენ, რადგან მეორე დღიდან წმ. პეტრეს მარხვა იწყება. ამ წმინდანის დღეს, რომელსაც „პეტრობა"174 ჰქვია, მეგრე- ლები შუაღამიდანვე იწყებენ ჩვეულებრივ ლოცვას; ჭამენ გოჭი- სა და ქათმის ხორცს და როდესაც ზარის ან საყვირის ხმას გაი- გონებენ, მიდიან ეკლესიაში. მღვდელი წირვას ატარებს. ამ დღეს _______________ 173 Amegleba. 174 Petroba. მოაქვთ კალათებით პური, მსხალი, თხილი და ყოველივე ამას მიც- ვალებულთა საფლავზე დებენ. წირვის შემდეგ მღვდელი მიდის საფლავთან, აკურთხებს სურსათს და ლოცავს მის მომტანს, რომე- ლიც მას ამისათვის გასამრჯელოს აძლევს. შემდეგ საჭმელ-სასმე- ლად სახლებში მიდიან; ზოგი ამას ეკლესიაშივე აკეთებს, ზოგი კი სასაფლაოს მახლობლად, სანამ დაიშლებოდნენ, ყველანი სწრა- ფად გადაისახავენ პირჯვარს ეკლესიის წინ. აღსანიშნავია, რომ კვირა დღეს ისინი ხარებს უღელში არ გააბამენ და, საერთოდ, არავითარ სამუშაოს არ ასრულებენ. ღვთისმშობლის მიძინების დღეს, რომელსაც „მარაშინას" უწოდებენ, დღესასწაულს გარიჟრაჟზე, იწყებენ ჩვეულებრვი ლოცვით – სმა-ჭამით. ჭამენ ვარიას, რომელზედაც ახალი ნიგვ- ზის ზეთია გადასხმული. მხოლოდ ამ დროიდან იწყებენ ახალი ნიგვზის ჭამას და ყვინჩილებისა და ვარიების დაკვლას, რომელ- თაც ამ დრომდე არც ჭამენ და არც ყიდიან. ამბობენ, რომ ვარიე- ბისა და ახალი ნიგვზის გაყიდვა არ შეიძლება მანამდე, სანამ წმ. პეტრეს არ შეავედრებენ მათ. ამ დროის ლოცვები იმაში მდგომარეობს, რომ მამაზეციერს შესთხოვენ ამრავლოს მათი ქათ- მები; ამას გამსაკუთრებით ქალები ევედრებიან. ამ დღესვე აკუ- რთხებენ აგრეთვე მინდვრებსა და მდელოებს, რაც ამგვარად ხდე- ბა: აიღებენ სამ თავთავს იმ მარცვლეულიდან, რომელსაც პურის მაგივრად ხმარობენ, მარწყვის პატარა რტოს, ცოტაოდენ ცვილს, შეკრავენ ბზის მსგავს კონას, აკურთხებინებენ მას მღვდელს ეკ- ლესიაში, შემდეგ მიაქვთ იგი დათესილ მინდორში და რგავენ შუა ადგილზე, სწამთ, რომ ეს დაიცავს მინდორს ელჭექისაგან, სეტყ- ვისა და სხვა ამგვარი უბედურებისაგან. დარგვისას რამდენიმე მო- კლე ლოცვას იტყვიან და მინდორს ღმერთსა ხატს მიანდობენ. შემდეგ ამავე მინდორში დიდ ლხინს გამართავენ, რადგან, მათი ფიქრით, ამის გარეშე ლოცვას ფასი არა აქვს და სარგებლობის მოტანა არ შეუძლია. უქმობენ აგრეთვე „ელიობას“175, წმ. ელია წინასწარმეტყვე- ლის დღესასწაულს, რომელსაც შესთხოვენ წვიმას კარგი მოსავლის მისაღებად; მის საპატივცემულოდ კლავენ თხას; სწორედ ამავე დღეს ჩვენი პატრების სამრევლოში, წიფურიას ეკლესიაში კლა- ვენ თხას; სამეგრელოს მთავარმა ამ დღესასწაულზე ამ ეკლესიაში ___________ 175 EIioba. თხის დაკვლა და დიდი რაოდენობით პურ-ღვინოს მოზიდვა სამუდა- მოდ დაამკვიდრა. ეკლესიაში თორმეტი მღვდელი მიდის და ერთად წირავს; ამის შემდეგ ერთად მიირთმევენ თხის ხორცს და დანარჩენ სურსათს, ვიდრე ძლიერ არ დათვრებიან. ეს უქმე მოდის 30 ივლისს. 14 სექტემბერი წიფურიაში სადღესასწაულო დღეა: იმართე- ბა ბაზრობა, რომელსაც „სიპიასობა“176 ეწოდება; იგი ორშაბათი- დან კვირამდე გრძელდება. ამ დღეს თავიანთ ეკლესიებში თავზე გვირგვინდადებულთ მიაქვთ წმ. გიორგის და საზელიენის177 ხა- ტები. რადგანაც ამ დღესასწაულზე ბაზრობის გამო ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის, მათ შორის მრავალი უცხოე ლია, რომელთა უმეტე- სი ნაწილი სომეხი, ქართველი და ებრაელი ვაჭრები არიან, აქ გა- ცხოველებული ვაჭრობა წარმოებს ყოველგვარი სურსათ-სანოვა- გით, სამკაულებით, ქსოვილებით, რომლებიც ადგილობრივი სა- ქონლის გვერდით იყიდება. ასეთ ბაზრობას მრავალრიცხოვანი საჩუქრები მოაქვს ხატებისათვის იმათგან, ვინც აქ მხოლოდ მათ თაყვანსაცემად ჩამოდის; თუმცა ამ საჩუქრებს შორის მნიშვნელო- ვანი არაფერია, იგი წარმოადგენს თოკს, ცვილსა და ძაფს. ზოგჯერ მათ ფულითაც ასაჩუქრებენ ხოლმე. მთელს მხარეში არ არსებობს ისეთი კაცი, რომელიც ამ დღესასწაულზე არ მოდიოდეს. არის ისე- თი წლებიც როდესაც ხატების საჩუქრები იმდენია, რომ ისინი ათი და მეტი ურმით მიაქვთ ხოლმე. ამ დროს მღვდლები მეტისმეტად დაკავებულნი არიან წირვით. რადგან „more groecorum”178-ის მი- ხედვით, მათ არ შეუძლიათ ერთ ეკლესიაში წირვა ერთხელ მეტად. შეასრულონ, ამიტომ ზოგჯერ თორმეტზე მეტი მღვდელი ერთად წირავს ხოლმე; ზოგი მღვდელი ხშირად დაგვიანებით მოდის მაშინ, რoცა ნახევარი წირვა უკვე შესრულებულია. 21 ოქტომბერს მეგრელები დღესასწაულობენ წმ. გიორგის სასწაულის აღსანიშნავ დღეს, რომელიც მას მათ ქვეყნაში ასი მი- ლის სიშორიდან ჩამოსული ერთი წარმართისათვის მოუხდენია. აი, ამ სასწაულის ისტორია: იმ დროს, როცა ბერძნების ეკლესია ლა- თინთა ეკლესიასთან იყო შეერთებული და როცა ეს სახელგანთქ- მული წამებული მრავალ სასწაულს ახდენდა, ამ წარმართს უყვე- ბოდნენ ამ ამბებს, მაგრამ მას არაფერი სჯეროდა და რადგანაც ქრი- სტიანები ურჩევდნენ არ გაჯიუტებულიყო, ერწმუნა ის, რასაც ხალ- ხი უმტკიცებდა, ამ წარმართმა თქვა: მე ვირწმუნებ თქვენი წმინ- _____________ 176 Sipiassoba. 177 Saislliens. 178 ბერძნული წესი. დანის მიერ ჩადენილ სასწაულებს. თუ ხვალინდელი დღის დადგო- მამდე ჩემთან მოიყვანს ჩემი ხარებიდან ამას და ამასო – და მან ამ ხარის ნიშნები აღწერა. წმ. გიორგიმ მოახდინა ისე, რომ შემ- დეგ ღამეს ეს ხარი აღმოჩნდა ასი მილის დაშორებით მდებარე და- ნიშნულ ადგილზე, ილორელთა სოფელში, სადაც აგებულია მისი სახელობის ეკლესია და სადაც ქრისტიანების სანუგეშებლად ეს წარმართი მოინათლა. ხარი დაკლეს და ხორცი დაურიგეს ხალხს, რომელიც მრავლად მოგროვდა ამ სასწაულის სანახავად. ამ სასწა- ულის ხსოვნის აღსანიშნავად მეგრელები იმ დროს, როდესაც სარ- წმუნოება ჰყვაოდა მათთან, ყოველ წელიწადს მღვდლად კურთხე- ვის მსურველებს ავალებდნენ დღესასწაულის დადგომამდე მოეპა- რათ ულამაზესი ხარი წმ. გიორგის სახელით, რომელიც თითქოს ყოველწლიურად აღნიშნულ დღეს, ამ უძველესი სასწაულის სამახ- სოვროდ, იტაცებს ხარს და მოჰყავს იმავე ადგილზე. აქედან გა- მომდინარე, დღესასწაულამდე თხუთმეტი დღით ადრე, საჭირო გა- ხდა ხარებისათვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, რადგან მეგრელები წმინდა გიორგის სახელით, სადაც კი შესძლებდნენ, იპა- რავდნენ საუკეთესო ხარებს და ამბობდნენ: თუ წმ. გიორგიმ მოი- ტაცა ხარი, ჩვენც შეგვიძლია მოვიპაროთო. ამიტომ თითოეული ჰფიქრობს, რომ ამ ქურდობისათვის არ დაისჯება. რამდენიმე ბერ- ძენმა და ზოგიერთმა ჩვენმა პატრმა სცადა აეხსნა, თუ როგორ ხდე- ბა ხარის ეს ყალბი სასწაული, უკეთ რომ ვთქვათ – თაღლითობა. და ამისათვის მთელი ღამე ეკლესის ირგვლივ სიარულით გაათე- ნეს. აღმოჩნდა, რომ ქურდებს ხარი ბაწრით მოჰყავთ შებინდები- სას ეკლესიაში. ეპისკოპოსების უმრავლესობამ იცის, რომ ეს თაღ- ლითობაა და რომ ეს წოველწლიური, ეგრეთ წოდებული სასწაული, მტკნარი სიცრუეა, მაგრამ ხალხში ღვთისმოშიშობის განმტკიცების მიზნით ამას ყურადღებას არ აქცევენ. აღსანიშნავია, რომ ხალხი სასწაულის აღსრულების ღამეს ეკლესიასთან გავლას უფრთხის, რადგან ისინი დაარწმუნეს, რომ ის, ვინც ეკლესიას მოუახლოვდება – მოკვდება, არომ წმინდანი კლავს ყველას, ვინც კი მის ეკლესი- ასთან ამ დროს ახლოს მივაო; ამრიგად, სასწაულის საიდუმლოება იცის მხოლოდ იმან, ვინც ხარი მოიპარა, და იმან, ვისაც იგი შეჰ- ყავს ეკლესიაში184). წმ. გიორგის ეს ეკლესია არის სოფელ ილორში, შავი ზღვის მახლობლად, ბედიელის ეპარქიაში. მას მეზობელი ხალხებიც დიდ თაყვანს სცემენ, თვით ბარბაროსებიც კი. ასე რომ, უახლოესი მეზ- ობლები, როგორც არიან აფხაზები179) ალანები, ჯიქები და სხვა არამართლმორწმუნენი, მის გაძარცვას ვერ ბედავენ, თუმცა იციან, რომ ეს ეკლესია ძვირფასეულობით და ფულით ძალზე მდიდარია. ეკლესიის კარი მორთულია ვერცხლის ფირფიტებით, რომლებზედაც გამოსახულია წმინდანებისა და მათი სასწაულების რელიეფური გა- მოსახულებანი. როგორც ვთქვით, ამ ეკლესიის გაქურდვას ვერა- ვინ ბედავს იმის შიშით, რომ წმინდანი მას წამებით მოკლავს. სხვა მიზეზთა შორის, შიშის ერთ-ერთი მიზეზი იქიდან მომდინარეობს, რომ ეკლესიაში არის ორი შუბი და ბარჯი ისრისებური ორი წვე- რით, რომლებიც ისეთი მსხვილია და მძიმე, რომ კაცი ერთსაც ვერ ასწევს. ხალხს სწამს, რომ წმინდანი ამ იარაღს იყენებს და სწო- რედ ამით სწრაფად გმირავს ქურდს შიში, რომელსაც ამ იარაღის მიმართ განიცდიან, იმდენად დიდია, რომ როდესაც ამ ეკლესი- ის მღვდელი რომელიმე მათგანს გარეთ გამოიტანს, ვინც მას შეხვ- დება, ისეთ პატივს და თაყვანს სცემს, თითქოს იგი თვით წმინდა- ნის ხატი იყოს, რადგანაც ეშინიათ ამ იარაღით არ იქნენ მყისვე განგმირულნი. დღესასწაულის წინა ღამით მთავარი, კათალიკოსის, ეპისკო- პოსებისა და დიდებულების თანხლებით, მიდის ეკლესიაში, ათვა- ლიერებს მას, რათა დარწმუნდეს ხარი ხომ არ არის დამალული სადმე. შემდეგ ეკლესიას კეტავს და კარზე თვითონ ადებს ეშვის ბეჭედს. დილით იგი ბრუნდება იმავე ამალით, ხსნის თავის ბეჭედს, აღებს ეკლესიის კარს და, ნახულობს რა ხარს, ამბობს, რომ წმინ- დანმა ამ ღამით მოიტაცა ხარი და მოიყვანაო. ამის გაგონებაზე გაისმის აღტაცებული შეძახილები. ერთი ახალგაზრდა კაცთ რო- მელსაც ეს საქმე აქვს დაკისრებული, მაშინვე მოიმარჯვებს ხელში საგანგებოდ მოტანილ ჩუგლუგს, რომელსაც სხვა დანაშნულება არა აქვს, ხარს ეკლესიიდან გაიყვანს, დაკლავს და ხორცს ნაჭრე- ბად დაანაწილებს. მთავარი იღებს პირველ ნაჭერს; მეორე და მე- სამე შიკრიკების ხელით ეგზავნება იმერეთის მეფეს და გურიის მთავარს. დანარჩენი ურიგდებათ სამეგრელოს დიდებულებს, მთავ- რის მოხელეებსა და ბერებს, რომლებიც იმის გამო, რომ ხორცს საერთოდ არ ჭამენ, უნაწილებენ მას ეკლესიის ღვთისმოსავთ და თავიანთ მოსამსახურეებს. ბევრია ისეთი, რომელიც ამ ხორცს მაშინვე ჭამს დიდი კრძალვითა და მოწიწებით, თითქოს იგი ზია- რება იყოს – არც მეტი და არც ნაკლები. ზოგი მას ამარილებს და ______________ 179 Abras (Abcas). ცეცხლზე ახმობს და იმედი აქვს, რომ მომავალში, ავადმყოფობის დროს, სენისაგან განიკურნება თუ ამ ხორცს შეჭამს. ხარის დაკვ- ლის დროს გულდასმით აკვირდებიან მის აღნაგობას, მოძრაობას, რათა ამის მიხედვით იწინასწარმეტყველონ. მაგალითად, თუ ხარი წინააღმდეგობას წევს, ბორგავს და ირჩოლება, მაშინ იტყვიან, რომ ამ წელიწადს ომი იქნებაო. თუ ბინძურია, ეს უხვი მოსავლის მო- მასწავებელია; თუ სველია – ბევრი ღვინო იქნება, თუ წითური ფერისაა – ეს ადამიანებისა და ცხენების სიკვდილიანობის მაუ- წყებელია; თუ სხვა ფერისაა, ეს კარგი ნიშანია. თუმცა ეს წინასწარ მეტყველება არც ერთ წელიწადს არ მართლდება, ისინი ასევე ცრუ მორწმუნენი რჩებიან, როგორიც იყვნენ185). რაც შეეხება შობას, ისინი ჩვენსავით წირვას შუაღამისას ატ- არებენ მაგრამ ეს უფრო ლხინს გავს, ვიდრე წირვას, რადგან რო- გორც საერო, ისე სასულიერო პირები მთელი ორმოცი დღის გან- მავლობაში ნამარხულევნი, ძალიან დასუსტებულები და დამშეუ- ლები არიან, ამიტომ შუაღამიდანვე იწყებენ ქათმებისა და ყვე- რულების ხოცვას, სვამენ და ჭამენ დილამდე და თან ღმერთს ევ- ედრებიან კიდევ მრავალ შობას მოგვასწარიო. ამას უძახიან ლოც- ვასა და უფლის თაყვანისცემას. დილით, ნახევრად მთვრალები მიდიან ეკლესიაში და თან მიაქვთ კალათები სავსე კვერცხიანი ხა- ჭაპურებით, ყურძენი, ვაშლები, ნიგოზი, თხილი და სხვა საჭმე- ლები, რომელსაც საოჯახო საფლავზე ტოვებენ და წირვის მოსას- მენად მიდიან. როდესაც წირვა დამთავრდება და მღვდელი სამო- სელს გაიხდის, იგი საცეცხლურითა და წიგნით ხელში მიდის ერთი საფლავიდან მეორეზე, აკურთხებს საფლავებსა და მოტანილ საჭ- მელს. თითოეული ანთებს სანთელს და საცეცხლურში დებს ორ მარცვალ საკმეველს, რის შემდეგაც მღვდელს ერთ პურს აძლევს. ზოგს მტრედებიც მოჰყავს, რომელთა სისხლით საფლავებს რწყა- ვენ მიცვალებულთა სულის საცხონებლად. თა ვ ი X X I I I წმინდა ადგილების შესახებ, რომლებიც მათ იერუსალიმში აქვთ ამ ხალხს იერუსალიმში თავისი პატარა ეკლესია აქვს, სადაც წირვა-ლოცვა მათ ენაზე წარმოებს, მაგრამ ბერძნული წესის მი- ხედვით186). ამ ეკლესიაში არის ღრმული, რომელშიაც ჩადგმულია იესო ქრისტეს ჯვარი. პირველად ამ ეკლესიას ფრანცისკანელი ორ- დენის ბერები187) ფლობდნენ, მაგრამ ეგვიპტის სულთანმა ჩამო- ართვა მათ, რათა იგი ამ ხალხისათვის გადაეცა იმ სამსახურის საზ- ღაურად, რომელიც მათ გაუწევიათ მისთვის მრავალ ომში მო- ნაწილეობით. ძველად ამ სამლოცველოში ორმოცდაშვიდი კანდე- ლი ენთო, მაგრამ დღეს, ამ ხალხის სიღარიბის გამო, არც ერთი აღარ არის. ისინი არა წუხან იმაზე, რომ იქ კათოლიკები წირავენ, მაგრამ მოითხოვენ, რომ მხოლოდ მათი ლოცვები წაიკითხონ. ის- ინი ბერძნებთან ერთად ფლობენ აგრეთვე ადგილს, რომელსაც მა- ცხოვრის დილეგს უწოდებენ. მასზე დაშენებულია აღმოსავლეთი- საკენ დამხრობილი ეკვდერი, რომელსაც მცირე სიღრმის წყალსა- ტევი აქვს. ეს ადგილი უშუალოდ ეკლესიას მთავარ კედელს ეკვ- რის, აქვს ოთხწახნაგა ფორმა, საკმაოდ ბნელია და ფასადით გოლ- გოთის მთისკენაა მიმართული188). ირწმუნებიან, რომ ისეო ქრისტე მხარზე გადებული თავისი ჯვრით ამ გზით მოვიდა აქ და რომ ამ- ოთხარეს ორმო, რომელშიაც ჯვარი უნდა ჩაესვათ. ამ ორ ხალხს, ბერძნებსა და მეგრელებს, თავიანთი სიღარიბის გამოს, აქ მხოლოდ ერთი კანდელი უნთიათ. ამ წმინდა ადგილებიდან იერუსალიმის პატ- რიარქი ოდიშში ანუ სამეგრელოში, ისევე როგორც იმერეთში, რაც საქართველოს შეადგენს და გურიაში თავის წარმომადგენელს აგზავ- ნის ამ წმინდა ადგილებისათვის შეწირულების შესაგროვებლად. წა- რმომადგენლად, რომელიც ყოველთვის ბერია, ამჟამად არის მისი უსამღვდელოესობა ნიკოლოზ ნიკიფორე181; წმ. ბასილის ორდენის ბერძენი ბერი, რომელსაც „ჯვარის მამის“181 წოდება აქვს189). იერუ- სალიმის პატრიარქივით, მასაც უფლება აქვს მსურველს „შენდო- ბა"182) ე. ი. კურთხევა მისცეს და ცოდვანი მიუტევოს, რასაც იგი აკეთებს კიდეც, იღებს რა თითოეულისაგან ორმოც ეკიუს. ამ ხალ- ხის ფიქრით, ასეთი შენდობა მათ ათავისუფლებს ყოველგვარი ცო- დვისაგან – იგულისხმება როგორც ჩადენილი, ისე მომავალში, მთელი სიცოცხლის მანძილზე, მოსალოდნელი ცოდვებისაგან გან- თავისუფლება. ამიტომაც ყველა, ვისაც ეს შესაძლებლობა აქვს, იღებს ამ „შენდობას“, რომელიც ქართულად არის დაწერილი. ამ გზით ეს წარმომადგენელი ბევრ ფულს აგროვებს, რომელსაც იგი იე- რუსალიმში სხვა ბერებს უგზავნის. _______________ 180 NicolaS Nicéphore'. 181 Jovarismama. 182 Sandoba. თა ვ ი X X IV ეკლე სიის წინამძღვართა შესახებ ამ საკითხზე სრულიად ზედმეტია ლაპარაკი, რადგან ეს ხალ- ხი ცხოვრობს თავისი ბუნებრივი ინსტიქტებისა და მთავრის ნე- ბასურვილის მიხედვით. თუ მთავარი მარხვის დროს ხორცს შეჭ- ამს, მაშინ ისინიც ჭამენ და ამბობენ, რომ ეს ცოდვა არ არის, რად- გან მთავარი ამასვე აკეთებსო. თუ მთავარი ცოლს გაეყრება ან ორი ცოლი ჰყავს ერთდროულად, სხვებიც ასევე იქცევიან. რაც შეეხე- ბა დღესასწაულების დროს ეკლესიაში წირვის მოსასმენად სი- არულს, მკითხველმა უკვე დაინახა, თუ რა ცუდად იცავენ ისინი ყოველგვარ უქმეებს და რომ მუშაობისაგან მხოლოდ კვირა დღეს იკავებენ თავს რამდენადმე. ამ დღეს ჩვეულებრივად წირვაზე არ მიდიან, ანდა თუ ვინმე წავა, ეკლესიაში შესვლისთანავე სწრაფად გადაიწერს პირჯვარს, ადიდებს უფალს, წმინდა ქალწულს და მა- შინვე გამოდის ეკლე'სიიდან, დგება მის წiნ და იწყებს ლაყბობას, მღვდელი კი თავისთვის განაგრძობს წირვას. ასე ხდება ყოველთ- ვის, გარდა ხარებისა, ბზობiს კვირისა და აღდგომისა, როდესაც მამაკაცები ეკლესიაში ჩერდებიან, ქალები კი გარეთ დგანან. მაგ- რამ ეკლესიაშიც ისე ლაპარაკობენ და იცინიან, თითქოს ბაზარში იყვნენ. ოდნავ მეტი პატივისცემით ეპყრობიან იმ წირვას, რომელ- საც ბერები ატარებენ და რომელსაც მთავარი ესწრება.