ხილთა ქება

ხილთა ქება
ავტორი: თეიმურაზ II



 
1
მარწყვმა სთქვა: მოვალ პირველად, მე ვერა მისწრობს ხილია,
ფერად მსგავსი ვარ ლალისა, მერე საჭმელად ტკბილია,
წინედ მომისწრობს ტყემალი, მჟავე არის და გრილია,
მისგან სჩივიან ყველანი, ვჭამეთ_მოგვკვეთა კბილია.
 
2
ტყემალმა უთხრა: შეგარცხვენს, მარწყვო, ეგ საუბარია,
უარესი ხარ ყოველთა, არა ხილთა რა დარია;
თავსა მოგჭამენ ჭიანი, ძირი გაქვს მეტად მწარეა,
უჩემოდ ლხინი არ ვარგა, არც-ღა რა სანუკარია.
 
3
ბალმა უთხრა: ამხანაგნო, თქვენ ვერ იტყვით ჩემსა ძვირსა,
ხესა თეთრად ავიყვავებ, დავიშვენებ ჩემსა ძირსა,
ბროლისავით გადვიქცევი, ლალის ფერად შიგნით ჭვივსა,
შაქრის მსგავსად მე დავდნები, რა ჩამიდებს კაცი პირსა.
 
4
თხილმა სთქვა: გკადროთ მართალი ჩემი პასუხი გულისა;
მოჰყევით ტყუილ-ტყუილსა, მე ამან გამაგულისა;
სალხინო შესაქცევარი მე ვარ ყოვლისა სჯულისა,
ვარ მატკივნელი კბილისა, მერმე დამწველი გულისა.
 
5
ქლიავმა უთხრა: იკვეხით, არა ხართ ჩემი დარია,
ცოტა ხანისა სიცოცხლე რა თქვენი საკვეხარია;
ყველა უგვარო შეყრილხართ, ცუდი გაქვთ საუბარია,
უფრო ვუყვარვარ ყოველთა, ვარ დიდი სანუკარია.
 
6
მაყვალმა უთხრა: არა ვარ ხილი თქვენებრივ ქებული,
უარესი ვარ ყოველთა, არვისგან მოწონებული;
ხედან მასხია ეკალი, მისთვის ვარ დაწუნებული,
პირველ გლახა ვარ ყირმიზი, მერმე პირ-გაშავებული.

7
კიტრმა სთქვა: რაღა ვიკადრო საქმე ქებისა ჩემისა
ტკბილი და მჟავე არა ვარ, კაცი რად მემოყვრებისა;
გრილი ვარ, კაცსა გავბერავ, თავი მე ა მექებისა,
ვინცა ჩემითა გაძღება, ციება შეეყრებისა.
 
8
ნესვმა სთქვა: ვჩივი ამისთვის, მიწასა მომაყრიანო;
რა გავიზრდები, საჭმელად ყველანი მინატრიანო;
მოვლენ, მძებნიან, მპოვებენ, ხორცსა დანითა სჭრიანო,
ციებას, მერე ცხელებას, ჭირს ჩემგან შეიყრიანო.

9
საზამთრო იტყვის: ნუ უბნობთ, მე არვის დაგიცილებთო;
თავსა ნუ იქებთ ჩემთანა, ყოველსა შეგარცხვინებთო;
შეწუხებულსა სიცხითა მე გულსა მოუგრილებო,
ვარ ჯანაოზი ექიმი, სნეულსაც მოვალხინებო.
 
10
ატამმა სთქვა: რა ვიკადრო საქმე ქებისა ჩემისა,
უკეთესი ვარ ყოველთა, ხე ჩემი ტურფად ჰყვავისა,
შეყრა უხარის ყოველსა ტურფისა სანახავისა;
მე და ნესვი ვართ ამშლელი ყოვლის სენის თავისა.

11
ვაშლმა უთხრა: შვენებითა თქვენ ვერა ხართ ჩემი დარი,
ვარ ყოველთა საყვარელი, საამური, საქებარი,
სალხინო და სანადიმო, სუფრაზედაც მადებარი,
გულის ჭირის უკუ-მყრელი, არად უნდა საუბარი.

12
ბროწეულმა სთქვა: ვერ უბნობთ მართლითა სამართალითა,
ჩემს უტურფესი ნაყოფი არვის უნახავს თვალითა,
მე ჩემსა ხესა მოვკაზმავ, ტურფად შევამკობ ხილითა,
დარბაზს სუფრასა ავავსებ იაგუნდითა, ლალითა.
 
13

ნიგოზმაცა სთქვა: მე კაცნი ჯოხსა მესვრიან ხელითა,
მომტეხენ, ტყავსა გამხდიან, პირს ჩამიდებენ ხელითა,
გულითა მასპინძელი ვარ, ნიადაგ მხიარულითა,
კაცსა საჭმელსა შევუმკობ, კიდეც ვალხინებ გულითა.

14
ჭერამი იტყვის: ვერ იტყვით თქვენ ჩემსა ვერას ძვირსაო,
ჩემი ხე თეთრად აჰყვავდეს, მსმელნი სხედს ჩემსა ძირსაო;
როდესაც თვალი შემერთვის, მოინდომებენ ჭირსაო,
კაცი მჭამს ჭირსა შეიყრის, მერე მაგინებს ფირსაო.
 
15

ნუშმა სთქვა: მე არ მახსენებთ, თქვენ ხართ თავით მაქებელი;
სანატრელი ვარ მეფეთა, საჭმლისა შემამკობელი;
უტურფესი ვარ ყოველთა, აქიმთა სახმარებელი,
მკურნალი ყოვლის სენისა, ღვიძლისა მაგრილებელი.

16
შინდმა სთქვა ტურფა ხილი ვარ, არ გავერჩევი ლალშია.
რა დამინახვენ ქალები, მოვეწონები თვალშია,
ტანისამოსის კალთასა მეტად ჩავაგდებ ძალშია,
მომწყვეტენ, უკუ მიგდებენ, უკუ მიყრიან გულშია.

17
მსხალი იკადრებს ქებასა: ვერ ხართ საქები ენისა,
ჩემებრივ ქვეყანაზედა ხილი ვერავინ ჰშვენისა,
უტურფესი ვარ ყოველთა, ნაქები ბრძენთა ბრძენისა,
საყვარელი ვარ საჭმელად, მერმე მკურნალი სენისა.
 
18

კომშმა სთქვა: გკადროთ მართალი ქება ჩემისა გვარისა.
თქვენ არა გმართებთ ყოველთა ცუდისა საუბარისა,
მე როგორ დამედარებით, სუნი მაქვს მუშკამბარისა,
ჩემი შვენება თქვენად ღირს, ესე მეცა მეკმარისა.
 
19

ლეღვი იკადრებს: ხილი ვარ, ნაქები ყოვლის ხისაო,
წვრილად გიამბო მართალი ამბავი სამოთხისაო;
ენკენისთვესა მოგართო ხილი ყოვლისა დღისაო,
ძღვენი ვყოფილვარ ნიადაგ მეფეთა დარბაზისაო.
 
20

წაბლმა სთქვა: ტურფა ხილი ვარ მეტად დიდისა მთისაო,
სახლი მაქვს შიგან საჯდომი, სხვა არა მინდა სხვისაო;
ტანსა მაცვია მრავალი, შიგნით არ ცივა, მთბისაო,
ნახვა სწადიანთ ყოველთა ტურფის და ლამაზისაო.


აქედან უკვე დასადგენია ავთენტურობა ტექსტისა, ვინაიდან, აღმოჩენილია ოცდამეერთე საუკუნეში.

21.
როს თ-ს ვამბობ, ენის წვერი კბილებისკენ აიპრიხა,
თამარაშვილის თერთმეტში იყიდება აბლიპლიხა.
თუ ეს ნახეს ჩემს უნიში ამას ძლიერ მანანებენ
ძლიერ ძვირად იყიდება მისკოჩილი ბანანები.

22.
ავლაბარში მეტროს შიგან მითხარ სმაილ ფეი ხოა?!
მაგასავით ჩაგაღიმებს თუ შეჭამე ფეიხოა!
გუშინ გზაზე მივდიოდი და ცენტიც კი ვიპოვე
ოჰ, ეს ხილი პირს გიშუშხავს და გიკეთებს იპონებეს.

23.
თუ პრინცი არ გიპოვია ანდა ქოში შენი სარგო,
არ იდარდო, აგრო ჰაბში შეიძინე მხოლოდ მანგო.
ქვა გგონია, მაგრამ ნახე, ეს ხომ მხოლოდ ქოქოსია,
ბავშვობაში ეს მეგონა, დევიც, ჭინკაც, ქარქოსიაც.

24.
ჩვენ მწერალნი ამ ლექსისა ჩავიძირეთ ანაკომში,
მე გიორგი-გაფროდიტე და ნიკუშა ბია-კომში.
როს კითხულობს, უხარია თან იღიმის მეხილეო:
ეჰ, ყურძენო, ვახ, ყურძენო, სამოც თეთრად მეხილეო.