"Крестъ животворящий,... помилуй дущу царя царей Баграта, споспешествуй ему въ царствований его и прославь его... и сына его Георгия, и меня грешнаго Хонскаго архиепископа Захария Чхетидзе, создавшаго крестъ сей во спасение дущи своей, избави отъ напастей."
ხონის საწინამძღვრო ჯვარი - ზაქარია ჩხეტიძისა
შესავალი
editქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ხონის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც ადრე ხონის ეკლესიას ეკუთვნოდა
ჯვრის აღწერა
edit3. Крестъ выносной серебряный, чеканенный; древко обито серебромъ съ яблокомъ и ковчегомъ или сиономъ; грубейшей работы. Самый крестъ с верхнымъ яблокомъ выш. 5 1/2 и шир. 3 1/2 вер., относится, быть можеть, къ XIII в., такъ какъ въ сильно обронной работе сохраненъ еще византийский рисунокъ, хотя уже измененъ сильно приемъ чекана, а также и резьбы. Распятый съ узкимъ, длиннымъ теломъ, но руки протянуты вдоль креста, внизу голова, по концамъ поперечнаго рукана погрудныя изображения Иоанна и Марии. Вверху полная фигура Архангела Михаила съ арфою; склонивши голову Архангелъ, правою рукою указиваеть сверху на Распятаго - следовательно, заменяеть позднейшаго Саваова. Ниже яблока часть сиона древняя, съ грубымъ изображениемъ Спаса на престоле, Предтечи и 2 Архангеловъ, часть не ранее XVII в; весь ковчежецъ относится къ XVIII веку.
Надписи на кресте нетъ у Броссе, а у насъ она, къ сожалению, повреждена отъ воды, но заключаетъ въ себе следующий смыслъ:
ჯვარი საწინამძღვრო ვერცხლისა ოქროთ დაფერილი, ნაჭედი, ლამაზი ქართული ხელობისა, სიონით, ბუშტებით და გრძელი ხე-ტარით, რომელნიც ვერცხლით არიან შეჭედილნი და მოჩუქურთმებულნი ბალახის მსგავსი ჩუქურთმებით. თვით ჯვარი ზემო ბუშტით 5 1/2 გოჯია, განი აქვს 3 1/2 გოჯი. შუაში გამოქანდაკებულია ჯვარცმული ქრისტე წარწერით ი~ჳ ქ~ე მ ჰო~თა, მარცხნივ და მარჯვნივ დედა ღვთისა და იოანე ნათლისმცემელი წელს-ზევითნი, ხოლო ზემოთ მიქელ მთავარანგელოზი სრულის ტანით და სიმრგვლით დაჰყურებს ჯვარცმულს თავდახრილი. ამ ადგილას ჩვეულებრივათ ჯვრებზე საბაოთია ხოლმე გამოსახული. ქვემოთ ჯვარცმულისა ადამის თავი მოჩანს. სიონი დაბალი ხელობის არის, უფრო გვიანი ჯვარზე. სიონზე გამოხატულნი არიან ყ~დ წ~ა, ი~ჳ ქ~ე, წ~ა გ~ი, ელ~ნე და კ~სტტნე. სიონის თავზედ წარმოდგენილნი არიან წელს-ზევითნი სურათები: ი~ჳ ქ~ე, ი~ე წსმლი, მთანგლი ორხელ, ჯ~ი პატოსნი. სიონის ქვემოთ ბუშტზედ ასომთავრული წარწერა არის:
ქ. ძეოლ: (sic) ცხორებისაო: რომელიცა: სხურებულ: იქმენ: უბიწოთა: მით
სისხლითა: ქრისტესითა: შეიწყალე: სული: მეფთ: მეფისა: ბგრტისი: და: წარმართე: და გნძირ: (sic)
მეფეთ: მეფობა: ძისა: მათისა: გიოგისი: და მე: ცვა: ფრვთა: შენთა: მინდობილმან: უღირსმან: ხონელ: მთა
ვრ ეფსკოპოზმნ: ჩხეტიძემან: ზაქარია: შევქმენ: ჯ~არი: ესე: სახსრად: სულსა: ჩემისა: ნუ ვინ: მკ
ადრ: იქმნების: გამოხმად: სყდრისა: ამის: ხონისა: ამინ
ოქრჭედლსა: მამ
ნეს შნდს: ღ~ნ: ა~ნ:
წმ. გიორგის ხატი (საინვენტარო N 3192): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 36 x 45 სმ; ხატი წარმოადგენს ამხედრებული წმინდა გიორგის რელიეფურ გამოსახულებას. შემკულია რვა თვალით; ზოგიერთი ნაწილი დაკარგული აქვს. საერთოდ, ხატი ძლიერ დაზიანებულია. 1926 წელს ხატი ხონის ეკლესიიდან გადაიტანეს ქუთაისის მუზეუმში.
წარწერა ხონის საწინამძღვრო ჯვარზე
editჯვარის სიონის ქვედა ბურთზე შემორჩენილი აქვს შვიდსტრიქონიანი დაზიანებული ასომთავრული წარწერა:
წარწერის ტექსტი
editქ. ძელო ცხორებისაო, რომელიცა სხურებულ იქმენ უბიწოთა მით სისხლითა ქრისტესითა, შეიწყალე სული მეფეთ მეფისა ბაგრატისი და წარმართე და განაძლიერე მეფეთ მეფობა ძისა მათისა გიორგისი. და მე ცვა-ფარვათა შენთა მინდობილმან უღირსმან ხონელ მთავარეფისკოპოზმან ჩხეტიძემან ზაქარია შევქმენ ჯუარი ესე სახსრად სულისა ჩემისა. ნუ ვინ მკადრ იქმნების გამოხმად საყდრისა ამის ხონისა, ამინ. ოქრომჭედელსა მამნეს შეუნდეს ღმერთმან, ამინ.
დათარიღება
editჯვარი თარიღდება იმერეთის მეფე გიორგი II-ის ზეობის წლებით 1565-1583 წწ.
ლიტერატურა
edit- 1890 - Кондаков Н. П. - Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии - ხონი N 3 - გვ.63
- 1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.403
- 1914 - ე. თაყაიშვილი - არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი - წ. II - ხონი N 5 - გვ.277-279
- 1959 - Чубинашвили Г. - Грузинское чеканное искусство - გვ.334
- 1978 - ჩხარტიშვილი ა. - მამნე ოქრომჭედელი - გვ.96