ჯვარის მონასტრის აღაპები ტიშენდორფისეული ნუსხის მიხედვით




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები









პუბლიკაცია

edit
  • ელენე მეტრეველი - მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის XI-XVII ს.ს. , საქ. სსრ მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ., 1962

რესურსები ინტერნეტში:http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcg/cauc/ageo/liturg/masjer/masje.htm

აღაპის № აღაპის № (მარი) ტექსტი
1 - ჴორციელისა პარასკევსა მწუხრი პანაშჳდი ძმათაჲ.
2 1 ჴორციელისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი ძმათავე.
3 2 ჴორციელისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი და პანაშჳდი საუკუნოჲ გ(რი)გ(ო)ლი დრანდელისაჲ. შეუნდვენ ღმერთმან.
4 - ჴორციელსა ორშაბათსა პანაშვიდი ბე[ქა]სი, შეუნდვნეს ღმერთმან.
5 3 ყველიერისა ორშაბათსა პანაშჳდი ცოტნე ქველივაჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
6 - ყველიერისა შაბათსა წირვა და აღაპი ბარათას, შეუნდვენ ღმერთმან.
7 4 სამშაბათსა აღაპი მისისა ძმისა საღირისი, შეუნდვენ ღმერთმან.
8 5 ყველიერისა ხუთშაბათსა აღაპი მამისა პროხორესი, შეუნდვენ ღმერთმან.
9 6 ყველიერისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი საღირ გარეყანის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
10 7 ყველიერისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ მოლაჰრეთ უხუცესისა მჴეცის ძისაჲ ბეშქენესი, შეუნდვენ ღმერთმან.
11 - თევდორობად აღაპი კახას შვილისა გამრეკლისა, შეუნდვენ ღმერთმან.
12 8 შაბათსა თეედორობისასა აღაპი დავით მეფისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
13 - პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვა და აღაპი საუკუნო კოსტანტინ(ე)ს შვილისა ალექსანდრესი, შეუნდვენ ღმერთმან.
14 9 პირველსა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვა და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი აფრიდონის ძისა არსლანისი, შეუნდვენ ღმერთმან.
15 10 მეორესა შაბათსა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ დუდაჲსი ღლტის ძისაჲ ასულისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
16 11 მეორესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ დ(ავი)თ მეფისაჲ, რუსუდანის შვილისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
17 12 მესამესა შაბათსა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ გ(იორგ)ის შვილისა მარუშიანისა ფალქოზის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან
18 13 მესამესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ვარდან გაზნის ძისა და მისისა მეუღლისა თაბაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან
19 - ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი ბექას(ა)ჲ.
20 14 მეოთხესა შაბათსა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ გ(იორგ)ი ჯავესიანისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან
21 - მეოთხესა კჳრასა აღაპი ბერისა ძისა [გ(ა)ლინ(ო)ზ(ისა)].
22 15 მეოთხესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი ჯავახისა ჭილაჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
23 16 მეხუთესა შაბათსა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ მიქაელ, ჴუედისჯურელისა, შეუნდვენ ღმერთმან.
24 17 მეხუთესა კჳრიაკესა წმიდათა მარხვათასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ივანე ღჳნაჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
25 18 ლაზარობისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ცოტნესი და ნათელისი, შეუნდვენ ღმერთმან.
26 19 მეხუთესა ოთხშაბათსა პანაშჳდი გ[რი]გ[ო]ლის ძმისა მ(ი)ქ(აე)ლი[სი], შეუნდვენ.
27 - ბაიაობასა დღესა წირვა და (ა)ღაპი [ერისთავ(თ)].., (ნიკოლო)ზისა, კარსა დალოცვა, შეუნდვნეს ღმერთმან. სადამდისცა ჯუარის სახლი ეგოს ... რა ე... ნ ბრ...)
28 20 კჳრიაკესა ბაიაობისასა წირვაჲ და აღაპი საუკუნო მეფეთ-მეფისა გ(იორგ)ისი, საუკუნომცა არს საჴსენებელი მისი.
29 21 კჳრიაკესა ბაიაობისასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ შაჰანშაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან.
30 22 დიდსა ხუთშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ვარდან დადიანისა და დედისა მისისა აგუტისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
31 - ამასვე დღესა აღაპი მარიამისი, შეუნდვენ ღმერთმან.
32 23 დიდსა აღვსებასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ გ(რი)გ(ო)ლ ფანასკერტელისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
33 - აღვსებასა დღესა წირვა და აღაპი საუკუნო მა... შეუნდენეს ღმერთმან.
34 24 აღვსებისა ორშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ საღირ გობოჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
35 25 აღვსებისა სამშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ივანე გობოჲს ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
36 26 აღვსებისა ოთხშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ საღირ ლაშხ(ა)ჲს შვილისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
37 - დიდსა შაბათსა აღაპი სააკისი.
38 - და აღდგომასა აღაპი ხალილისი, შეუნდვნეს ღმერთმან.
39 - აღვსებისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ შ(ა)ჰ(ა)ნშ(ა)სი შეუნდვენ ღმერთმან.
40 27 აღვსებისა ხუთშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ფსიტაჲსაჲ და მეუღლისა მისისა ნათელისი, შეუნდვენ ღმერთმან.
41 28 აღვსებისა პარასკევსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ყუნდოს ჭახუბის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
42 29 ახალ კჳრიაკისა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი ლიპარიტ ქვეშელისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
43 30 ახალ კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ხუაშაჲსი ჭიაურთაჲსაჲ, შეუნდვენ ღმერთმა[ნ].
44 31 მეორესა ორშაბათსა ზატიკთასა პანაშჳდი თოვლაჲსი, გ(იორგ)ი ფალქოზის ძისა მეუღლისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
45 32 [მეორესა] სამშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ქობულისძისა აღბუღაჲსი და მისის მეუღლისა თამარისი, შეუნდვენ ღმერთმან.
46 33 მეორესა ხუთშაბათსა ზატიკთასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ნათელ ქუაბულის ძისა ასულისაჲ.
47 34 მეორესა შაბათსა ზატიკთასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ცოტნე აფაქის ძისაჲ ჩხაგუს შვილისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
48 35 მენელსაცხებლეთა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ იობ ბეთლემაჲსა ბიძაჲსჲ, შეუნდვენ ღმერთმან. მწუხრი პანაშჳდი იოსებ ხაფლაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან.
49 36 მეოთხესა ორშაბათსა ზატიკთასა პანაშჳდი შალვა ქუაბულის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
50 37 სამშაბათსა მენელსაცხებლეთა პანაშჳდი ლაშხის შვილთა მიქაელისი და გ(იორგ)ისი, შეუნდვენ ღმერთმან.
51 - შუა ზატიკსა აღაპი შანშას ასულისა, მამას-დედას შეუნდვენ.
52 38 მეოთხესა პარასკევსა ზატიკთასა პანაშჳდი ნიორაჲს ძისა მარუშიანისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
53 39 მეოთხესა შაბათსა ზატიკისასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ხაჟიკ ყოფილისა ზოსიმესი, შეუნდვენ ღმერთმან.
54 40 მეოთხესა კჳრიაკესა შობითგან ბრმისა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ნოით ფალქოზის ძისა გ(იორგ)ისი, შეუნდვენ ღმერთმან.
55 - ახალ კჳრიაკესა ორშაბათსა ..., გაუჩინეთ საუკუნო აღაპი ... შვილსა პიპა[ს], შეუნდვენ ღმერთმან.
56 41 ამაღლებად წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ სპასალარისა ყუარყ[უ]არასაი და მწუხრი პანაშჳდი მისივე, შეუნდვენ ღმერთმან.
57 42 ქრისტეს შობისა მეორესა დღესა აღაპი ზედგინიძისა ჯანიბე[გისა].
58 - გაუჩინეთ ჩ(უე)ნ ჯ(უა)რის მამამან ნიკიფორემ, ეპისკოპოზმან თეოდოსიმ და სრულობით ძმათა ბატონს გურიელს პატას და თანამეცხედრესა მათს.
59 42 მეხუთესა პარასკევსა ზატიკთ(ა)სა პანაშჳდი ტაიბუღა აფაქის ძისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან
60 43 მეხუთესა შაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ კუჭეჭის ძისაჲ ქველისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
61 44 სამარიტელისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ მახუჯაგიანისა ივანესი და მწუხრი პანაშჳდი მისივე, შეუნდვენ ღმერთმან.
62 - სამშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნო გრიგ(ო)ლ ფ(ა)ნ(ა)სკ(ე)რტ(ე)ლ(ი)სა.
63 - სამარიტელისა ოთხშაბათსა წირვაჲ და აღაპი საუკუნო ერისთვისა შ(ა)ლვ(ა)ს ქენიფნვ(ე)ლსა, შვილსა პიპასი და მისისა მეუღლ[ი]სა თამარისი, შეუნდვენ ღმერთმან, და ვი[ნ]ცა შეცვალოს, კრულმცა
64 45 ამაღლებასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ თამარ მამლაქნის ძისა ასულისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
65 46 პარასკევსა შემდგომად ამაღლებისა პანაშჳდი გობოჲს ძეთა მიცვალებულთაჲ: ზჳადისაჲ, ივანესი, კუეჭესი, ბეშქენისი და სარგისისი, შეუნდვენ ღმერთმან.
66 47 შაბათსა შემდგომად ამაღლებისა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ბასილი ბუეღუეს ძისა, შეუნდვენ ღმერთმან.
67 - ე კჳრიაკესა შემდგომად ამაღლებისა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ საბა აბაზას ძისაა, შ(ეუნდვე)ნ [ღმერთმან].
68 - სულისა წმიდისა მოსლვისა წინა შაბათსა აღაპი პანაჰშჳდითა ორისა ხუცისა წირვითა საღირ ყოფილისა საბა მიმც(ა)ჲს ძისა.
69 48 სულისა წმიდისა მოს[ლ]ვისა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი ღ(მრ)თივ გჳრგჳნოსნისა მეფეთ მეფისა დიდისა გ(იორგ)ის დედისა [და] მე[უ]ღლი[სა] მისსა მესაჲ(?), შეუნდვენ ღმერთმან.
70 - ... წირვაჲ და აღაპი საუკონოჲ გ(რი)გ(ო)ლ [ფა]ნაკერ[ტელისა].
71 49 ორშაბათსა სულისა წმიდისა მოსლვისასა წირვაჲ და აღაპი შოთაჲსა მეჭურჭლეთ უხუცესისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან.
72 50 სულისა წმიდისა სამშაბათსა აღაპი საუკუნო ერისთავთ ერისთავისა ღობიარისა გამრეკელისა, შეუნდვენ ღმერთმან. და წირვა მასვე დღეს საუკუნო გამრეკლისავე.
73 51 ხუთშაბათსა სულისა წმიდისა მოსლვისასა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ჩარგაზ აფაქის ძისაჲ და ბედანისა ასულისა ნათელისი, შეუნდვენ ღმერთმან.
74 52 ყოველთა წმიდათა კჳრიაკესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ აბულეთის ძისა, [ძაგანისი].
75 52 თქუენ მაწყუჱრელმან მთავარებისკოპოსმან და ჯუარისა მამამან პიმენ, თქუენითა საფასითა ვენაჴი იყიდეთ ც^ხრშაულისა ბოლოსა და შემოსწირე ჯუარისა პატიოსნისა მონასტერსა თქუენთაჲ დედა-მამათა, თქუენთაჲ ძმათა და თქუენისა სულისა სამლოცველოდ, და ჩუენ გავიჩინეთ ჯუარისა მამამან იოანე მოძღუარმან და კანდელაკმან და აღდგომელ(ა)მან და სრულად საღ(მ)თომან კრებულმან ძმათა და დათა: სახარებასა და სჳნაქსარსა ზედა დალოცვა. თქუენნი დედა-მამანი და თქუენნი ძმანი და თქუენ ილოცვებოდეთ სახარებასა და სჳნაქსარსა ზედა, შ(ეუნდვნე)ს ღმერთმან და შეგინდნეს ღმერთმან. ამისნი გამათავებელნი ღმერთმან აკურთსნეს.
76 53 სულსა მეფეთ მეფესა ალექსანდრეს შეუნდვენ ღმერთმან.
77 54 სულსა ზედგინიძე ჯანიბეგისა, შეუნდვენ ღმერთმან.
78 55 სულსა ზედგინიძესა ავთანდილს შეუნდვენ ღმერთმან. და მისსა მეუღლესა გ(უ)ლშარს შეუნდვენ ღმერთმან.
79 56 ზედგინიძეს მამისასა შეუნდვენ ღმერთმან.
80 56 მისსა ძესა ზედგინიძესა თაყასა შეუნდვენ ღმერთმან.
81 - სულსა ალექსა[ნდრეს] მეუღლესა დედოფლისა თ(ა)მ(ა)რს შეუნდვენ ღმერთმან.
82 - ბედიელსა მელიქზედეგს შეუნდვენ ღმერთმან.
83 - ამირეჯიბისა მეუღლესა რუსასა შეუნდვენ ღმერთმან.
84 - გაუჩინეთ ჩუენ ჯუარის მამამან ნიკიფორემ, ეპისკოპოსმან თეოდორემ და სრულობით ძმათ ბატონს გურიელს პატას და თანამეცხედრესა მათსა ბატონს მარიამს ქორთო[ძ]ის ასულსა აღაპი, დიდს ხუთშაბათს გარდაიჴდიდენ. ასი მარჩილი მოგუცა. და ვინც დააკლოს და არ გადაიხადოს, რისხავმსცა მამა, მე და სული წმიდაჲ და ყოველნი წმიდანი ღ(მრთ)ის(ა)ნი. ა{მი}ნ.
85 - გავაჩინეთ ამილახორისა იმარინდოსთ(ჳ)ს მესმასა ზედა საუკუნოდ დალოცვა, და წმიდასა ბ(ა)სილის დღესასწაულსა მწუხრსა აღაპი მისთ(ჳ)სვე. და მეორესა დღესა მისისა მეუღლისა თამარისთ(ჳ)ს წირვა და აღაპი საუკუნო, და გესამანიას ერთი კანდელი ენთებოდეს ამილახორისათჳსვე. და წმიდისა ბასილის მონასტერი მოვაჴსენეთ მას და მისთა ნათესავთა.
86 - გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარისა მამამან და ერთსულობით საღ(მრთ)ომან კრებულმან, ჭილასძესა ბედანის და მისსა მეუღლესა კანდაკეს ორი საუკუნო აღაპი აღდგომისა პარასკევსა და აღდგომისა შაბათსა. ორნიცა მონაზონნი იყვნენ ჯუარისა სასლსა შინა, ვერავინ დააკლოს.
87 - ქრისტეს შობისა წინა კჳრიაკესა მამათმთავართა დღესასწაულსა გაუჩინეთ საუკუნო აღაპი ყალანდარსა.
88 - სულსა ჯუარისა კანდელაკსა ნიკოდიმეს და მისთა დედა-მამათა შეუნდვნეს ღმერთმან.
89 - გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის მამამან და არჰიმადრიტმან ნიკიფორემ და ეპისკოპოზმან თეოდოსემ და მღრდელ-მონაზონმან მარკოზ და სულობით ძმათა კრებულთა, კურთხეულსა გურიელსა ვახტანგს აღაპი ბზობისა დღესა, და ვინცა მოშალოს, რისხავმსცა ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი.
90 - სახელითა ღ(მრთის)ა მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, შეწევნითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღ(მრთ)ის მშობელისათა და ყოველთა წმიდათა ღ(მრთ)ისათა ჩუენ, ჯუარელთა ძმათა და დაჲთა და სრულიად საღ(მრ)თ(ო)მან კრებულმან, დავდევით ესე წიგნი პატრონსა ათაბაგსა მზეჭაბუკს კურთხეულისა მათის ძმისა ქაიხოსროს სულისა სამლოცველოდ. დიადი საქონელი გამოეგზავნა მათისა გაზრდილისა ამბროსეს ჴელითა. და მთაჲწმიდას და სრულად საბერძნეთშიგან მრავალი გაეცა, აგრევე ამა საუფლოთა და წმიდათა ადგილთა მოიღო: ას ფლურად ერთი დიდი ყანა იყიდა. გ კჳრიაკესა მარხვათასა აღაპი გაუჩინეთ, მწუხრს - პანაშჳდითა, წირვითა და ტრაპეზის დაგებითა ყოველთა წელიწადთა დაუკლებლად. ვინ არა გარდაიჴადოს და დააკლოს, ღმერთმან იგი დააკლოს სასუფეველსა. აგრევე ასი ფლური ნაღდი მოგუცა, ხაზნაშიგან ჩავდევით. მისთვის ერთი კანდელი დავკიდეთ, სამარადისოდ ენთებოდეს და ზეთი ამა ჯუარის მონასტრისაგან მიეცემოდეს, ვიდრე ესე მონასტერი იყოს, არა მოიშალოს. აგრევე ერთი ვერცხლის ბარძიმი შემოსწირეს საპატიო და თეფში ვერცხლისავე. ლ ფლური სხუაჲ ჩასაწერლად და შენდობაჲ ითქმოდეს დაუკლებლად. პატრონსა ქაიხოსროს შეუნდვნეს ღმერთმან, ძმათა და დაჲთაჲცა მრავალი მოგუცს ცალკე, შ(ეუნდვე)ნ ღმერთმან. აგრეთვე ესე ყულაი მისის ყმის ამბროსეს ჴელითა ისაქმა და მოგჳვიდა და ერთი თასი შემოსწირა ჯუარს პატიოსანსა, და კოსრომელი ჰკრა და ერთი ჴარი იყიდა სამეჴრეოსა საპატიო და ამა ყულ(ა)ჲსათჳს მატიანეშიგან ჩავწერეთ და მოსაჴსენებელშიგან ამბროსეს და მისთ დედა-მამათ შეუნდვეს ღმერთმან, თხუთმეტი ფლური შესავლად მოგუცა.
91 - ჩუენ, ჯუარისა მამამან და სრულად მონასტერმან, გაუჩინეთ გაბელის ძესა ამირეჯიბსა რამინს ყოველთა მოციქულთა მარხვათა შიგან პანაშჳდი წესითა, რომე რასთენჯერცა თავსა ეკლესიასა შინა იწირვოდეს, ტრაპეზისაგან სამონასტრო პური და ღჳნო შემოიღებოდეს საყდარსა წირვაზედა და ამირეჯიბისა რამინისთჳს შენდობასა იტყოდენ ყოველნივე. ესე საუკუნოდ გაუჩინეთ, ამისნი გამთავებელნი ღმერთმან აკურთსნეს, ას და ხუთი ძუელი ფლური გამოეგზავნა.
92 - გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის მამამან ნეოფიტემ, გ(იორგ)ი ლიპარიტელსა და თანამეცხედრესა მის{}სა ნესტან დარეჯანს ჭილაძის ასულსა საუკუნოდ აღაპი წმიდისა გიორგისა დღესასწაულსა, და ვინცა შესცვალოს რისხავსმცა ღმერთი და ყოველნი მისნი წ(მიდა)ნი. სანწკუ შემოსწირა და მისად სამუქფოდ გაუჩინეთ წირვა და აღაპი, [ქ{რონი}]კ{ონ}სა ტჱ.
93 - სახელითა ღ(მრთისა)ჲთა და მინდობითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა ჩუენ, ჯუარისა მამამან ი(ოან)ე და კრებულმან, ერთსულობით გაგიჩი[ნეთ] უმეტესსა ზედა კურთხეულარსსა, სახარებასა და სამოციქულოსა ზედა დალოცვაჲ იქ(უე)ნ, ზედგინიძეს ავთანდილსა და თქ(უე)ნსა მეუღლესა გულშარს. ამისთჳს მომ{ი}ხდა სრული ფასი და ვენაჴი ანჯაუთს ასოთხმოცდა სამი ფლური ნასყიდ და არა მოგეშალოს, სადამდინ ესმ მონა(ს)ტერი ეგოს. თუ ორნიცა მონაზონი იყოს, ამა ჯ(უარ)ისა მადლმან.
94 - გაუჩინეთ ჩ(უე)ნ, ჯუარისა მამამან ნიქოზელმან დანიელ და კანდელაკმან და ერთსულობით ძმათა, გოხასძესაჲ ელემპიასაჲ დიდათა მარხუაშ(ინ)აჲ შაბათ-კუირიაკითა პანაშუიდი სხუ(ა)თა მეპანაშუიდეთა თ(ან)ა, შ(ეუნდვნე)ს ღმერთმან, ა{მი}ნ.
95 - ყველიერისა სამშაფათსა წირვა და აღაპი საუკუნო დადიანისა ლიპარიტისაი, შეუნდვენ ღმერთმან.
96 - აღდგომისა სამშაფათსა აღაპი დადიან-გურიელისა ლომასი, შეუნდვენ ღმერთმან.
97 - ახალ კუირიაკისა სამშაფაჲთსა აღაპი ვაცას ძისა შოთასი, შეუნდვენ ღმერთმან.
98 - მენელსაცხებლეთა კირიაკესა მათისა დედისა ელენესი, შეუნდვენ.
99 - ...მახას ძესა არდაშ[ირს]-ყოფილსა ათანასე[ს] ... ას დღესა პანაშჳდი ნიკოლოზ-წმიდას გარდაი...ადეს, რაოდენცა ძმანი იყვნენ, შენდობასა ...ნებდით. ათანასეს შ(ეუნდვე)ნ ღმერთმან.
100 - სახელითა ღ{მრთ}ისაჲთა მას ჟამსა ოდეს სულ[თ]...
101 - დასა ჩ(უე)ნსა გესამანიელსა სალოცავი გაუჩინეთ გესამანელსა ნათ(ე)ლს. დაჭირებასა შიგან მოგუაჴმარა შუჲდასი თეთრი. ამა შუჲდასსა თეთრსა შიგან ასი თეთრი ჯორისა საფასოსა შიგან მოგუცა სამასი სამწიროსა და სამასი ჩ(უე)ნ მოგუაჴმარა, და ს(ა)ლ(ო)ც(ა)ვი გაუჩინეთ ყოველსა დღესა ნთ..სა ...იჴსენოს, (ვი)ნცა აჴსენოს, შ(ეუნდვე)ნ ღმერთმან.
102 - უძღებისა კჳრიაკესა ძმისა ჩ(უე)ნისა სოლ(ო)მ(ო)ნი ვ(ა)ჩიძორელისათჳს გარდაიჴდებოდეს, სამხრად ევ(ა)გრესი და მწუხრი პანაშჳდი ს(ა)ნთლითა მისითა, განგებითა საუკუნოდ, ვინცა შეუცვალოს, მისნიმცა ცოდვანი უზღვ(ე)ნ. ს(ო)ლომ(ო)ნს და მისთა მშობელთა ღმერთმან შ(ეუნდვე)ნ, ა{მი}ნ.
103 - მეორედ შეიკაზმა წმიდაჲ ესე და სულთა განმანათლებელი სჳნაქსარი ჴელითა ყოველთა კაცთა უცოდვილესისა გრიგოლისითა, მიეცინ სასყიდელი შრომისაჲ უფალმან და შეუნდვნეს ღმერთმან, ა{მი}ნ