ჯვარის მონასტრის სვინაქსრის აღაპები




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები









პუბლიკაცია

edit

რესურსები ინტერნეტში:http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcg/cauc/ageo/liturg/masjer/masje.htm

აღაპის № აღაპის № (მარი) აღაპის რიცხვი ტექსტი გვერდი
1 - [თუესა სეკდენბერსა ვ] გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის მამამან [ნი]კიფო\რემ, ეპისკოპოსმან თეოდოსემ და სრულად კრებულთა, მეფეთ მეფესა ალექსანდრეს და დედოფალთა დედოფალს ნესტან-დარეჯანს აღაპი და მოსახსენებელი. და ვინცა მოშალოს, იგიმცა მოიშლების. 79
2 1 [თუესა სეკდენბერსა ვ და ზ] ქ{რისტე}. ამასვე დღესა პანაშჳდი მიქაელ ქუთათელ[ი]სა საუკუნოჲ, გარდაიჴდებოდეს დ[ა]უკლებ[ე]ლად, და ვინცა დააკლოს, ღმერთმა[ნ] ჰკითხოს. -
3 2 [თუესა სეკდენბერსა ზ] ამასვე დღე[სა] აღ[ა]პი მიქაელ [ა]ფხაზი\საჲ. -
4a - [თუესა სეკდენბერსა ჱ] ამასვე დღესა აღაპი და პანაშჳდი ობედ ებნი სურურ ებნუ სალამ და გაუჩინეთ პანაშჳდი და წირვაჲ. შემოგუწირა რამლას მისი სახლი მეტოქედ სამლოცველად მისთა მშობელთათჳს და მისისა მეღლისათჳს. ღმერთმან ჰკითხოს, ვინცა შეცვალოს. -
4 b 3 b [თუესა სეკდენბერსა ჱ] მე უღირსი მამა ციდაშვილი სიმონა ვარ ამისი მოწმე. და ჩემსა მამობას შიგან იქმნა ამისი ძმობა და ამისთა აღმასრულებელთა [ღმერ]თმან მომადლოს [კუ]რთხევაჲ საუკუნოჲ და ჩუენ გაუჩინეთ საძმო სახლი ოცილობელი და ჰქონდეს ყოველსა ... -
4c 4b [თუესა სეკდენბერსა ჱ] მე ზოსიმე მოძღუარი მოწამე ვარ მამისა და ძმათა ბრძანებისა. -
5 4a [თუესა სეკდენბერსა ჱ] სეკდენბერსა ჱ. აღაპი და წირვაჲ მანდატურთ უხუცესისა ბექასათჳს, რაო[დენ]ცა ხუცესი იყოს, ჟამი უწირონ. -
6 5 [თუესა სეკდენბერსა ჱ] სეკდენბერსა ჱ. წირვა და აღაპი საუკუნო მეფისა დისა ულუმპიასი, შეუნდვნეს ღმერთმან. -
7 6 [თუესა სეკდენბერსა ჱ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი დავით მეფისა, შეუნდვნეს ღმერთმან. -
8 7 [თუესა სეკდენბერსა ჱ] ამასვე დღესა აღაპი საუკუნოი პანაშჳდითა და, რავდენიცა ხუცესი იყოს, წირვითა და ყოველთა სიწ[მიდი]სა გარდმოს[ვე]ნებათა იოვანე და კახა\ბერ ... ჩამოლოცვითა. შემოსწირა მონასტერსა ორი ათასისა დრამა დიდსა დაჭ[ირება]სა შინა მონ[ასტრი]სასა ... რაჲსა ...სა მოღებ[ითა], [ვინცა] შეცვალოს, კანონსა ქუეშ[ე] იყოს და კ... შ^სა ს... -
9 8 [თუესა სეკდენბერსა თ] ქ{რისტე}. სალამ ებნი ფარა, დარი შემოგუწირა რამლას და ჩუენ გაუჩინეთ სეკდემბერსა თ აღაპი და შეუნდვენ ღმერთმან. -
10 9 [თუესა სეკდენბერსა თ] სეკდენბერსა თ. აღაპი და პანაშჳდი დიოფალთა დიოფალისა თამარ-ყოფილისა თომაიდასი. მისი წყალობაჲ დიდი მოვიდა, და ვინცა შეცვალოს და არ გარდაიჴადოს, კრულმცა არს ღმრთისა მადლითა, და გამათავებელნი ღმერთმან აკურთხნეს, ა{მი}ნ. -
11 10 [თუესა სეკდენბერსა თ] ამასვე დღესა აღაპი მიქაელ ბედიელისა და წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ მიქაელ გონგლიბაჲს ძისა ბედიელისაჲ პანაშჳდითა, შეუნდვენ ღმერთმან. -
12 11 [თუესა სეკდენბერსა ია ] ამასვე დღეს პანაშჳდი აბუსერისძისა სიდედრისა ბორენასა, შეუნდვენ ღმერთმან. -
13 12 [თუესა სეკდენბერსა იგ ] ამას დღესა ენკენიასა გავაჩინეთ აღაპი გრიგოლ მშჳდაისათჳს და მიცვალებულთა მისთათჳს. ერთ[ი] ხუცესი ეწირვებ[ო]დის და კარგი აღაპი გარდაიჴდებოდი[ს]. და ვინცა ესე ერთ[ობ] კრებ[უ]ლისა ნებსით დაწერილი და განწესებული აქცი[ოს] და შეცვალოს, შე-მცა-ც{}ვლილ არს სჯულისაგან ქრისტეანეთაჲსა, და ჰრისხავსმცა მამ[ა], ძე და სული წმიდაჲ და პატიოსანი ჯუარი, რომელსა [ზ]ედა ჯუარს ეცუა უფალი ჩუენი, და ვინცა შეც[ვალოს, ცამვთამცა? გ...ვს წინაშე ღმრთისა]. -
14 13 [თუესა სეკდენბერსა იგ ] თუჱსა სეკდენბერსა იგ. აღაპი გაუჩინეთ ჩუენ, მამამან ჯუარისამან ნიკიფორემ და ეპისკოპოზმან თეოდოსემ და ერთობილთა ძმათა, სეხნა მიქაძესა. მოგუცა ასი მარჩილი, და ვინცა არ გარ[დაიჴა]დოს და [დაა]კლოს, რისხავსმცა მამა, ძე და [სული წმიდაჲ, ა{მი}ნ]. -
15 14 [თუესა სეკდენბერსა იდ ] ჯუარის ამაღლებასა დღესა წირვა და აღაპი საუკუნო მეფეთ მეფისა გიორგისი, შეუნდვნეს ღმერთმან. თუ ორნიცა მოლაზ[ო]ნნი იყჳნენ, არ დ[ა]კლდეს. [ა]რქიმანდრიტმან მამამან ოსებ და მოძღუარმ[ან] და სრულად კრებულმან გაუჩინეთ. -
16 15 [თუესა სეკდენბერსა იდ ] ამასვე დღესა აღაპი ივანე ქველ ივაჲსძისა შვილისა ბასილისაჲ. ავიღეთ ათას შჳდასი დრამაჲ მისისა ძმისა ტუღრნისა ჴელითა და სპარსთაგან დაჭირულნი ლეღუნარნი ამა ოქროროჲთა ! დავ[ი]ჴსენით. ვიდრემდისცა ესე მონასტერი წესსა ზედა ეგოს და შეუცვალოს შე-მცა-ცვალებულა სჯულისაგან ქრისტიანეთაჲსა. -
17 16 [თუესა სეკდენბერსა იდ ] ამანვე დღესა აღაპი და პანაშჳდი ბაგრატ მეფისა, შეუნდვენ ღმერთმან. -
18 17 [თუესა სეკდენბერსა იდ ] მოვიდა ნაუასძე ზოსიმე კუმურდოელი, მოიტანა საქონელი მისიცა და პატრონის მისისაცა ქეთაონ-ყოფილისაჲ ქრისტინესი და გულქანისი. მას ჟამსა ფრანგთა გოლგოთაჲ წაგუართუჱს და მან დაიჴსნა, ოთხასი ფლური გამოიღო, დიდი საქმე ქნა, და ერთი კანდელი გოლგოთას და ერთი ჯუარს დაუკიდეთ სამუდამო. ვინ მოშალოს, ღმერთმან მისი სული მოშალოს სასუფეველისაგან. პატრონსა ქრისტინეს შეუნდვნეს ღმერთმან. მისთჲ შვილთჲ იოთამს და გულქანს შეუნდვნეს ღმერთმან. ზოსიმე კუმურდოელსჲ და მისთა მიცვალებულთა ყოველთჲვე შეუნდვნეს ღმერთმან. მისსჲ ხუცესსა იოსებს შეუნდვნეს ღმერთმან. -
19 18 [თუესა სეკდენბერსა იე ] მე მამა იოსებ და სრულა კრებულმან გაუჩინეთ. მოვიდა კანდელაკის [ჴე]ლითა ას ოცი ფული აფაქის ძისა ჯავახ[ი]სა და მისის მე[უ]ღლ[ის] ბო[რე]ნი[ს]ა, გაუჩინეთ მე[სმასა] ზედა, [დიდ] დაჭირ[ე]ბისა ჟა[მ]სა მოგუ[ე]ხმარა, დი[დ]უღობასა ?. ვინცა და რამან[ცა კ]აცმან, [რ]ა ერთიცა მოლაზონი იპოებოდეს ჯუარისა სახლსა შიგან, რამანცა ესე სალოცავი დააკლოს, რჯულისამცა ქრისტიანობისა შეიცვალების, მათთმცა გაიკითხვის. -
20 19 [თუესა სეკდენბერსა ივ ] ამასვე დღესა წირვა და აღაპი საუკუნოჲ ივლიაჲს შვილისა მიქაელისა, შეუნდვენ ღმერთმან. ვინცა შეუცვალოს, კანონსამცა ქუჱშე არს. -
21 20 [თუესა სეკდენბერსა ით ] ჯუარის პატიოსნისა ტრაპეზისა მეორედ სრულობით აღმაშენებელსა და იოვანე მახა\რებლისა საყდრისა მეორედ აღმაშენებელსა, ამაღლებელსა კუმურდოველსა სერაპიონს შეუნდვნეს ღმერთმან. -
22 21 [თუესა სეკდენბერსა კ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ბექასა შვილისა შალვაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან. -
23 22 [თუესა სეკდენბერსა კვ] ამასვე დღესა წირვაჲ და ა[ღ]აპი და [პა]ნაშჳდი საუკუნოჲ ამაშუკელისა ვაჩეს მეუღლისაჲ ვანენისი. შეუნდვენ ღმერთმან. -
24 23 [თუესა სეკდენბერსა კდ] გაუჩინეთ ჩუენ, ჯუარის მამამან ნიკიფორემ და სრულობით ერთობილთ ძმათა, აღაპი {ს}ულკურთხეულსა ზალლ ღოღაბერიძეს, და ვინც დაკლოს, ღმერთმან იგი დაკლოს წყალობისა ღმთისაგან და რისხავმცა მამა, ძე და სული წმიდაჲ, ა{მი}ნ. -
25 24 [თუესა სეკდენბერსა კდ] ამასვე დღესა აღაპი თურგლა ბიჭილა გიაისა მეუღლისა ბორენაჲსი, რავდენიცა ხოცესი იყოს ჟამის წირვითა, მოგუცა ათასი დრამაჲ. ვინცა შეუცვალოს, შემცა-ცეალებულ არს შჯუ\ლისაგა[ნ] ქრისტეანეთასა. სა[პა]ნაშუი[დეც]ა მოგუცა ხუთასისა დრამისაჲ და ვინცა პანაშჳდსაცა არა გარდიჴდიდეს, ჰრის[ხვმცა მამა, ძე და სული წ{მიდა}ჲ]. მეორესა მოსულასა კუალადცა შემოსწირეს ხუთასი თეთრი საპურედ, ღმერთმან შეუნდვენ. -
26 25 [თუესა სეკდენბერსა კვ] სეკდენბერსა კვ. იოვანე მახარებლისა დღესასწაულსა წირვაჲ და აღაპი მეფეთ მეფისა გიორგისი, საუკუნომცა არს საჴსენებელი მათი, ა{მი}ნ.
27 26 [თუესა სეკდენბერსა კვ] ამასვე დღესა აღაპი თურგლა ბიჭილა გიანისაჲ. რაზომიცა ხუცესი იყოს, ჟამისი წირვითა. მოგუცა ათასი დრამაჲ. ვინცა შე[ს]ცვალოს, შე-მცა-ცვალებულ არს შჯუ[ლი]საგან ქრისტე\ანეთასა, საპანაშუდეცა მოგჳცა ხუთასისა დრამისაჲ და ვინცა პანაშჳდსაცა არ გარდიჴდიდეს, ჰრისხავსმცა მამაჲ, ძე და წმიდაჲ სული. -
28 27 [თუესა სეკდენბერსა კვ] სეკდენბერსა კვ. წირვაჲ და აღაპი ნათელ დედოფალისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. -
29 28 [თუესა სეკდენბერსა ლ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ შანშას ძმისა აღბუღაჲსი, შეუნდვენ ღმერთმან. -
30 29 [თუესა ოკდონბერსა ა] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ შანშაჲს ძმისა ვაჰრამისი, შეუნდვენ ღმერთმან. -
31 30 [თუესა ოკდონბერსა გ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ვარდან ფავნელისაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. -
32 31 [თუესა ოკდონბერსა დ] ქ{რისტე}. ამასვე დღესა აღაპი ამირეჯიბისა ზაქ[ა]რიასჲ, ღმერთმან შეუნდვენ. -
33 31 [თუესა ოკდონბერსა ე] ა[მასვე დღესა] ... [გ{იორგ}ი] ხარა[ზი]ს{ა}ჲ. პანაშჳდი. -
34 32 [თუესა ოკდონბერსა ვ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ძმისა ჩუენისა გიორგი ხარაზისაჲ. შეუნდვენ ღმერთმან. და ვინცა შეცვალოს, შე-მცა-ცვალებულ არს შჯულისაგან ქრისტეანეთაჲსა. -
1 -
1 -
96 93 [თუესა დეკენბერსა ე] საბაობისა დღესა გაუჩინეთ წირვა და აღაპი მაკარიძესა სამადავლეს, მისმან მეუღლე-ყოფილმან ფოტინე მოგუცა ათასი დრამაჲ სადამდისცა ესე მონასტერი ეგოს, თჳ[თ] ერთიცა ქართველი იყოს, ნუ ვინ დაკლებს, გარდაიჴდიდეს ამა დღესა. და ვინცა არ დააკლოს, სასუფეველი ღმერთმან მას ნუ დააკლოს, ა{მი}ნ. მე მამამან ამა პატიოსნისა ჯუარისა, არქიმანდრიტმან იოსებ, მოძღუარმან გიორგი, ჭყონდიდელმან გიორგი და სრ... -
97 94 [თუესა დეკენბერსა ე] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ სარგისის ცოლისა თამარისი და მისისა დედისა ხათუთასაჲ, შეუნდვენ ღმერთმან. -
98 95 [თუესა დეკენბერსა ვ] ამასვე დღესა აღაპი ... [ბ].. [ჲ] .. [ბ]...ს ძისაჲ ... ვინ არ გარდაიჴადო[ს] ... -
99 96 [თუესა დეკენბერსა ვ] წმიდაჲ ნიკოლოზ, წმიდაჲ ელია მთავარანგელოზი. თუჱსა დეკენბერსა ექუსსა, დღესა წმიდისა ნიკოლოზისასა გაუჩინნეთ ჩუენ, ჯუარის მამამან ნიკიფორემ კახმან და ეპისკოპოსმან თეოდოსემ, პაპა კირ მარკოზ და აბრამ და მ[ა]თეოზ და ელიამ აღაპი ქეიხოსრო წულუკიძეს ამისთვის, რომე აშენა ქრისტეს საფლავთანა წმიდის ნიკოლოზის საყდარი სამოცით სახლით, ქჳთკირით კამარა შეკრულითა. და და[ი]ხსნა [წისქჳლი] წმიდის ნიკოლოზისა და დაიხსნა ვენახი ცხორებაჲ ... ამასი სამუქფოთ დავხატეთ და დაუვსებელი კანდელი დაუკიდეთ წინა და ერთი კანდელი ქრისტესს საფლავშიგ დაუკიდეთ და ერთი გოლგოთას და ყუჱლგან მოსახსენებელშიგ ჩავსწერეთ და აღაპი და წირვა გაუჩინეთ საუკუნოდ მოუშლელი ა, ვინცა და რამანცა ძემ კაცისამა ეს მოუშალოს, ანუ ჯუარის მამამან, ანუ პატრიარქმან, ანუ წინამძღუარმან, რისხავმსცა მამაჲ, ძე და სული წმიდაჲ, ყოველნი [წ{მიდა}ნი ღ{მრ}თის{ა}ნი ჴორციელნი და უჴორცონი და ჩ{უე}ნთა ... ბრალთა და ცოდვათა მზღ...] [წყე]ულიყუნე[ნ], ა{მი}ნ. -
100 97 [თუესა დეკენბერსა ვ] ამასვე დღესა წირვაჲ და აღაპი საუკუნოჲ ბედიელ-ყოფილისა ნიკოლოზ კათოლიკოსისჲ. და მწუხრი პანაშჳდი მისივე, შეუნდვენ ღმერთმან. -
101 98 [თუესა დეკენბერსა ვ] ამასვე დღესა საუკუნო აღაპი ჩაისელ-ბედიელის და აფხაზეთისა ქათალიკოზისჲ იოვაკიმისი, შეუნდვენ ღმერთმან. -
102 99 [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღესა აღაპი და პანაშჳდი ერისთავთა ერისთვისა შერგილ დადიანისა საუკუნოი, შეუნდვენ ღმერთმან. -
103 100 [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღე წირვა და აღაპი და ლოცვაჲ დიასამისძისა ვარამისი, ასი მუტყალი ოქრო გამოეგზავნა, შეუნდვნეს ღმერთმან. -
104 101 [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღეს აღაპი მის[ი]სა მეუღლისა თამარის, ღმერთმან შეუნდვენ, ა{მი}ნ. -
105 102 [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღესა წირვაჲ და პანაშჳდი საუკუნოჲ ფანასკერტელისა ამირღამბარისი, შეუნდვენ ღმერთმან. -
106 103 [თუესა დეკენბერსა ზ] ამასვე დღესა წირვა და აღ{ა}ჲპი საუკუნო ოთარისა ვარაზასი. შეუნდვენ ღმერთმან. -
107 104 [თუესა დეკენბერსა თ] თუესა დეკენბერსა თ წირვაჲ და აღაპი დადიანისა გიორგის მეუღლე-ყოფილისა თამარ-ყოფილისა თომაჲდაჲსი. რაჲზომიცა მღდელი იყოს, ჟამსა უწირვიდეს და ყოვლითა განგებითა სრული და უნაკლულოჲ პირველ პანაშჳდი გარდაიჴდებოდეს წინა დღით და მერმე აღაპი. და ვინცა არ გარდაიჴდიდეს და შეუცვალოს, შე-მცა-იცვლების რჯულისაგან ქრისტეანეთაჲსა და კრულმცა არის ყოველთა წმიდათა მადლითა. ერთობ დიად ებოძა დადიანსა გიორგის ღმერთმან შეუნდვნეს და დამამ\ტკიცებელნი და აღმასრულებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს. -
108 105 [თუესა დეკენბერსა თ] ამასვე დღესა აღაპი ქველივაჲს ძისა პირნათლისი. მესამედ მოსულასა მისსა გაჳკუეთეთ აღაპი საუკუნოჲ და პანაშჳდი. აღაპს[ა], რაოდენნიცა ხუცესნი იყუნენ, ჟამსა უწირვიდენ, და ეკლ[ე]სიით ფასი მიეც[ე]მოდეს. გამოიღო ორი [ათ]ას ორასი დ[რ]ამაჲ და ვინცა შეცვალოს, შე-მცა-ც[ვ]ალებჳლ არს სჯულისაგან ქრისტიანეთაჲსა. ვიდ\რემდის ესე [მო]ნასტერი ეგოს და [ჩ{ე}მთამცა ც[ო]დვათა [მ]ზღვე[ლი] [ა]რს წინაშე ღ{მრთ}ისა]. -
109 106 [თუესა დეკენბერსა ი] ამასვე დღესა აღაპი ჭყონდიდისა დეკანოზისა ბასილისა და მშობელთა მისთაჲ, ვინცა შეუცვალოს, წყეულმცა არს უკუნითი უკუნისამდე. -
110 107 [თუესა დეკენბერსა იბ] ამასვე დღესა წმიდისა სპირიდონის დღესა წირვაჲ და აღაპი ჯავახის შვილისა სარიჯნისი და მისისა მეუღლისა ორბოძლელისა ასულისა თამარისი. გაუჩინეთ მე, პატიოსნისა ჯუარისა არქიმანდრიტმან იოსებ, მოძღუარმან გიორგი, ჭყონდიდელმან გიორგი და ერთსულობით კრებულმან. მათმან ქალმან ხუარაშან-ყოფილმან ფოტინე ათასი დრამა მოგუცა და გაუჩინეთ წირვა და აღაპი, და სადამდისცა ესე მონასტერი ეგოს, თუ ორნიცა ქართველნი იყუნენ, ნუვინ დააკლებთ, გარდაიჴდიდით. და ვინცა არ დააკლოს, ღმერთმან სასუფეველი მას ნუ დააკლოს. -
1 -
1 -
1 -
1 -