ჰაერი ცივ-ნამიანი
ჰაერი ცივ-ნამიანი ავტორი: ბესიკი |
ჰაერი ცივ-ნამიანი,
ჩემთვის აღარ-ა დღიანი!
მას ვშორავ გულ-სევდიანი,
ვის მოლოდნა მაქვს გვიანი!
ქუფრ-ხვევით, თვალ-ცრემლიანი,
აღარა სადა ხმიანი,
თავ-მოხრით ვნახე იანი;
სხივნი ჰკლებოდეს მზიანი!.