ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს
ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
განთიადისა პირველი ალი
ნარიყალისა ნანგრევზე წვება.
ელექტრო ჰქრება და შუქი მზისა
იფეთქებს, როგორც ახალი შვება.
ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს,
ხმა სიშორიდან გულს ღელვად ხვდება.
ჩემი სალამი გიგანტის ჩანგებს,
ბნელს სული ხდება, სიბნელე ჰკვდება.