(ამა ქაღალდზედ)

(ამა ქაღალდზედ)
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
1891 წელი. 18 თებერვალი


ამა ქაღალდზედ სურათი
ვაჟის-ფშავლისა სწერია.
მე-კი ვიცოცხლო, ის მოკვდეს,
ვინც იყოს ჩემი მტერია.
თუნდ ადღეგრძელეთ, თუნდ არა
ეს ჟანგიანი ფერია.