(ასეთი წყრომა...)

ასეთი წყრომა
ავტორი: ტერენტი გრანელი


ასეთი წყრომა
და ციხის არე.
და თვეა, რომ ვარ
თბილისის გარეთ.

ღამე იწყება,
მოდის ივნისი.
დამავიწყდება
თითქოს თბილისი.