(გზები გაუვალი...)

გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.
ადის მწვერვალზე, თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.