1054-1072 წწ. - სიგელი ბაგრატ მეფისა ოპიზარ და მიჯნაძოროელ მამებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Sd-1201

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1935 - აკაკი შანიძე - ძველი ქართულის ქრესტომათია - ტომი I - გვ.93-94

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 5


...მოვიდეს ჩუენ წინაშე ქუთათის, სახლსა სამკუიდრებელსა ჩუენსა, ესე მამანი მიჯნაძოროელნი და მამანი ოპიზარნი.

და მოიყვანნეს მიჯნაძოროელთა ხატნი წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი და ნაწილნი წმიდისა ბართლომე მოციქულისანი. და მოიხუნეს სიგელნი გურგენ ერისთავთ-ერისთავისაი, გურგენ მეფეთა-მეფისაი, პაპისა ჩემისა ბაგრატ კურაპალატისაი და მამისა ჩემისა გიორგი მეფისაი, რომლითა იგი ტყენი და ზღვარნი მიჯნაძოროისათუის დაემტკიცნეს და კრულობითა მოწმობანი კათალიკოზთა და მღდელთ-მოძღუართანი.

და მოიღეს ოპიზართა დაწერილი გუარამ მამფლისაი, რომლითა მას ტყესა და ზღვარსა მიჯნაძოროელთა ერჩოდეს და ამათ მიჯნაძოროისა სიგელთა შინა გუარამ მამფლისა დაწერილი, რომელ ოპიზართათუის დაუწერია, არა ხსენებულ იყო არცა დამტკიცებულად და არცა გარდაგდებულად.

და ჩუენ ესე შფოთი მათი გუიმძიმდა, რავდენ იგი წმიდანი უდაბნონი მშუიდობისა და დაწყნარებისა და ჩუენ მეფეთა ლოცვისათუის აღშენებულნი არიან.

და გულს-მიდგინა ღმერთმან და მადლმან მათ წმიდათამან და ხელვყავ ხარკებით საურავსა მათსა: შევკრიბენ კარსა დარბაზსა ჩუენისასა მღდელთ-მოძღუარნი, ერისთავთ-ერისთავნი, ერისთავნი და ყოველთა ხევთა ზემოთა და ქუემოთა აზნაურნი, მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი და დავსხენით წინაშე ჩუენისა. და წავიკითხენით მათნიცა და მათნიცა დაწერილნი და რომელი სიტყუის გებაი იყო მათ შორის, მოვისმინეთ. და სამართლად ესე გავიგონეთ, რომელ ხელნი ამათნი მრავალნი და მტკიცენი იყუნეს და ჩუენგან მათი გატეხაი არა ჯერ-იყო, და სულსა მათ პირველთა მეფეთასა არა დავამძიმებდით. და თუმცა ოპიზარნი უნუგეშინისცემოდ გაგუეშნეს, იგინი შეწუხდებოდეს, და ესე ჩუენ ბრალად შევინახეთ.

და აწ სალოცველად მეფობისა ჩემისა და შვილისა ჩემისა გიორგი კურაპალატისა და სალოცველად სულსა მათ პირველთა მეფეთასა ესრეთ განვაგე და დავამტკიცე საქმე მათი: ტყენი და ზღვარნი ამათნი, ვითა მათ პირველთა მეფეთა დაწერილთა სიგელთა შიგან უწერიან, ნიშნით ზღვარნი: სამხრით - სამწყრისა წყალი, ვითა შავშეთისა წყალსა ჩაერთვის, და ტიხარის კლდე და ქედ-ქედი ვითა წავალს; დასავლით - ეჟუანთა ქედი; და ჩრდილოით - დიდუბისა ხერთვისი და საქათმის კარი, ვითა ქედ-ქედი წავალს, დიდი ქედი ერთკარი. ესე ზღვარნი მტკიცენი არიან მიჯნაძოროელთა ზედა და ქედსა ამერით არაი უც საქმე და სასარჩლოი ოპიზართა, სალესველთა სათიბისაგან კიდე.

და ამისდა ნაცვლად, რაითამცა ოპიზარნიცა გულსავსე ვყვენ, სალოცველად სულისა ჩემისა თავსავე ჩემსა დავათმინე: ავიღე სამამასახლისოისა სამსახურებლისა ჩუენისაგან ბარევანი სოფელი და მივეც ოპიზართა სატრაპეზოდ. და გარდავსწყუიდე მათ შორის საზიდი და სარჩელი, რაითა ესე ორნივე წმიდანი უდაბნონი მშუიდობით და უშფოთველად იყუნენ და მეფობასა ჩემსა და ძესა ჩემსა გიორგი კურაპალატსა გუილოცვიდენ და მათ პირველთა მეფეთა მაშენებელთა და შემწირველთაცა ულოცვიდენ, რაითა ღმერთმან, მეოხებითა მათ წმიდათა მოციქულთაითა და მათდა მიმართ ვედრებითა მათ წმიდათა მამათაითა, დღესა მას განკითხვისასა, ულხინოს ცოდვილსა სულსა ჩემსა, მიხსნას სასჯელთაგან საუკუნეთა.

აწ, ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი: შემდგომთა ჩუენთა მომავალთა მეფეთა, ერისთავთ-ერისთავთა, ერისთავთა, ტაოისა და კლარჯეთისა ტანუტერთა და ყოველთა ხელისუფალთა და საქმის მოქმედთა, დაუმტკიცეთ და ნუ ვინ ხელ-ჰყოფთ შლასა და შეცვალებასა ამისსა!

და უკუეთუ ვინმე, რასაცა ჟამსა, რაიცა გუარი კაცი, დიდი და მცირე, ადგეს და ამას ნაქმარსა ჩუენსა აქცევდეს, გა-მცა-ურისხდების მამაი, ძე და სული წმიდაი. და ესემცა წმიდანი მოციქულნი არიან მოსაჯულნი სულისა მისისანი დღესა მას განკითხვისასა. და ჩემნი ბრალნი მისგან იძიენ ღმერთმან!

და თქუენ, წმიდაო მეუფეო ქართლისა კათალიკოზო, და წმიდანო მღდელთ-მოძღუარნო, უჯუარობითა დაუმტკიცეთ...

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit