1123-1124 წწ. - ანდერძი დავით მეფისა მღვიმისადმი


დავით აღმაშენებლის ანდერძის გადარჩენილი ფრაგმენტი და ფოტოფირი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედნის ფრაგმენტი: 1448-2120

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 7

საბუთის ტექსტი: 1981 - სილოგავა ვალერი - დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი - გვ.88-106


ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს.

ჟამსა ჩემსა შარვანსა ზედა განმართვისასა შევევედრე შეწევნად ჩემდა შესავედრებელსა ჩემსა წმიდასა მამასა შიოს. ვიხილე ეკლესიაი. ჩემ მიერ აღშენებული, დასრულებულად. მივიღე ლოცვაი ყოველთა მამათაი. და სასომან და განმანათლებელმან ჩემმან ბერმან არსენი მიბრძანა ამის ანდერძისა დაწერა. დაკლებული სისწრაფისაი არს. თუ ინებოს ღმერთმან ჩემი შემოქცევაი, უმჯობესად შეიცვალოს, თუ არაი - ესე იყოს აწინდელი.

ვინათგან მსთუა მან წყალობად და სულგრძელმან მხედველობათა შინა ცოდვათასა და წყალობათა სიყუარულისა თვისისა მიმართ მიმზიდველმან ღმერთმან ჩემ უღირსსა ზედა აჩუენნა მიუწდომელნი ქველისმოქმედებანი, რომელთათუის ყოვლად უმადლოი ესე, ჯერისაებს ვერ მმადლობელიცა არა მომიძაგა და არა დააცადა ჩუეულებითი წყალობაი დღეს დღემდე უგბილსა სულსა ზედა, რომელთაი კერძოი რაიმე და ურიცხუთაგან ერთი მიზეზად თხრობისავე მივსცე თხრობასა. თუით იგი, ოდეს მარწმუნა მის მიერ განგებულსა მეფობასა, თუისითა რაითამე განგებითა, არა უღირს-მჩენელმან შარავანდსა შინა პატიოსანსა უპატიოებისა ჩემისამან, აქაითგანვე აღიღო ხელი სიტკბოებითა თუისითა განძღებად ჩემდა. და თუით მეფე მეფეთაი იქმოდა საჭირველთა უჭირველად: ცხადთა წინააღმდგომთა განგებულისა თუისისათა მისცემდა მოსასრველად; იდუმალთა კუალად. ზაკუვისა თუის შორის მფარველთა, არა შეუნდობდა სიცბილაიდ, რომელთა თანად თუით მიიღეს ზაკუვისა მათისათუის საცთური.

და ერთმან მათგანმან, ძაგანმან, შემაწუხებელმან ღმრთისა და მონათა მისთამან, მძლავრებით ღმრთისაცა არამრიდემან, თანავე ძმისა თუისისა, მოდისტოს - წინა-უკმოისა მღდელთ-მოძღუარისა, რომელმან ერთმან პატრონთა თუისთა წყალობაი მათ ზედა საისრელად აღმახუა, ხოლო მეორემან ღმრთისადა განკუთვნითა ეკლესიები საზესთმჩენოდ თუისად მიიტაცა. რომელნი-ესე არა ითნნა ესრეთ ყოფად საშჯელმან გამოუძიებელმან, - ცხად არს, რამეთუ ღმრთისამან, და არცა მიეშუა კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალთასა: მწყემსი უკაროი ჭეშმარიტთა მწყემსთა მიერ დაემხუაი, და ძაგანი, მღუიმეს შელტოლვილი, მომცა ღმერთმან, რომელსა შინა არამცირედი ერთგულებაი აჩუენეს ჩუენდა მომართ მამათა მემღუიმეთა. რამეთუ იხარებს მართალი, რაჟამს იხილოს შურისგებაი, მადლობაი აღუვარე დამბადებელსა ღმერთსა და თაყუანისვეც ღმერთშემოსილსა წმიდასა მამისა შიოს საფლავსა.

ვიხილე წმიდაი მთავარ-მამა მემღუიმე მიქაელ და სულითა ღმრთისაითა განათლებულნი მამანი. განვიშუი სულითა საწადელისა მისთუის კრებულისა და მხიარულებით აღვივსე სამოთხის მსგავსისა მის ლავრისათუის. მყის მოუწოდე არსენის ბერსა და განუცხადე სათნოი ჩემი და ვარწმუნე აღშენებად ეკლესიაი საშუალ მონასტრისა სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა და მომადლებითა მისითა სრულად ვიხილე.

მიბრძანა სასომან ჩემმან ბერმან არსენი, და თუით სულიერმან ბერმან, მოძღუარმან ჩემმან იოვანე რაითამცა წესსა ზედა სვიმეონ წმიდისსა დავსხენ მონასტრისა მღვიმისა წესნი, რომელი თუით მათ მიერ აღწერილი ვიხილე ყოვლად შუენიერად: უცთომელი გზა და წესიერი ცხორებისაი და ანგელოზებრი მოქალაქობაი, რაითა ღმრთისათუის ოდენ განკუთნვილნი, მას მხოლოსა, თუინიერ საწუთოთაისა ზრუნვისა, ჰზრახვიდენ და წინაშე ღმრთისა მეოხებად კადნიერ იყვნენ.

შეწევნითა ყოვლად სახიერისა ღმრთისაითა და მადლითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაითა და მეოხებითა შესავედრებელისა ჩემისა წმიდისა შიოსითა მიეცინ სიმტკიცე ეკლესიასა, ჩემ მიერ აღშენებულსა!

თუ მე ღირს-მყოს ღმერთმან, ენეკენიობაი მისი ვიხილო, კურთხეულ არს სულგრძელობაი მისი, თუ არა - არსენის ბერსა, რომელ აქუს კოსტანტი და პერპერაი, კალაპოტი გამოუყარონ, მოლესენ, მოხატონ და ძემან ჩემმან დემეტრე, თანადგომითა კურთხეულისა მწიგნობართ-უხუცესისა და ჩემთა ბერთაითა აკურთხონ ხელითა იოვანე ქართლისა კათალიკოზისათაი, თანა-დახუდომითა იმერთა და ამერთა ყოველთა ეპისკოპოსთაითა.

ვითარად მამათაი და პაპთა ჩემთაგან სიგელნი ჰქონან სოფელთათუის მათთა წმიდასა ამას უდაბნოსა, რაიცა სიბოროტითა ჟამთათა შეცვალებულ იყო, მე კულა გამიახლებიან იგი სიგელნი, ანუ მეფეთა შეწირულთა, ანუ მთავართაი ვიეთმე. და თუით ძუელი და ძუელის ძუელი ნასყიდი მონასტრისაგან ყოველი უბეგროდ, უბაჟოდ და უწყენლად კულა მომიხსენებია წმიდისა მამისა შიოსათუის.

ქალაქს ტფილისს, რომელი სპარსთა ქონებასა ჰქონებია, და რომელი აწ უყიდია, და რომელი მე მომიხსენებია, იგი და, ანუ წაღმართ მოიგონ იგიცა, ყუელაი უბაჟოდ და უსუხრაოდ ყოვლისა სასეფოისა გამოსავლისაგან ჰქონდეს.

ვითა წინამძღუარსა შჯულისა ჩუენისასა, მეუფესა იოვანეს ქართლისა კათალიკოზსა, უბრძანებია და მოუნიჭებია ეკლესიისა ჩემისადა, რომელ საქონებელნი სოფელნი და აგარანი ჰქონან მღუიმესა, საშჯულოი სამრებლოი არს ყოველგან, თუით მემღუიმისა დიაკონმან მოისამართლოს და ეკლესიისა ზეთად მოახმაროს.

და ამისათუის, რომელ მიჰრონსა მოანიჭებდეს ქართლისა კათალიკოზი, ჩემსა ეკლესიასა შინა სახელი მისი მოიხსენებოდეს პირველთა თანა მღდელისაგან.

ბროლისა, ბაზიჯისა და მინისა კანდლები, რომელი მე მომიხსენებია და რომელი არსენის დაუდგიმს, ნუმცაი ვის უკადრებია გამოღებაი. სანთლები, სიწმიდის სამსახური და რაიცა უნდა მისთუის - ოცდაათი ლიტრაი ვეცხლი წმიდაი, არსენის ხელსა არს.

ცუილი, ვითა გამიჩენიან ვაჭართა ზედა ჟამად-ჟამადი, იგი ამსახურონ.

საზრდელი ძმათა პური, - ხილი ფურნისაი - ხუთასისა დრამისა წონი, ნუმცა ოდეს მოაკლდების.

სამდღვიროდ ღუინოი ჟამსა სთულისასა შემსგავსებულაიდ მოსულისა შინათ მოართუან მსახურთა მონასტრისათა ყოველთა ერთი საწყავი; ეგრეთვე სხუაი ყოველი საჭიროი სახმარი შემოსავალთაგან მონასტრისათა.

სხუაი ნაბჭობი და ქულბაგთაი და საზეთეთაი და წისქუილთაი - ყოველი შესამოსლად განეყოფვოდის.

ოცდაათი ჯორი, რომელი აწ მე მომიხსენებია, ამას ნუ დააკლებდის.

ძუელითგან, ვითა სიგელი შეუვალობისაი აქუს, ცხუართათუის უსაბანჯრობისაი, სამი ათასისა ცხუარისაი მთას და ბარს, აწ მე მომიხსენებია ორი ათასი ცხუარი. და ხუთი ათასი ცხუარი, თუით სასეფოი მონასტრისაი და მათთა მეცხოვრეთაი უსაბანჯროდ, უბაჟოდ და უწყენლად დგეს და იარებოდის ჩუენსა ჭამბარსა გუერდით. და ამისი გამოსავალი ცხუარი ჯორსა იყიდდეს. მატყლი მსახურთა მონასტრისათა და წუელაი ძმათა მიეცემოდეს.

ასი ფური მომიხსენებია, რომელ თრიალეთს, მათსა სოფელსა ბჭითს და ბჭითის ზეით სოფლებს და მათსა საფურესა მუხნარს დგეს.

მომეტებული ზროხაი ჯორსა და ცხენსა მონასტრისა სამსახურებელსა იქმოდეს.

ხარი სამცხორებლოთა სამუშაოთა ადგილთა მოიხმარონ.

თუალი და მარგალიტი, ჩემისა ხატისათუის რომელი დამიც, და ორნი ბროლისა სასანთლენი მას ემსახუროს უკლებად.

ბროლისა ბარძიმი და ბაზიჯისა ფეშხუემი სიწმიდისა განახლებისა სამსახურად მოიხმარებოდის.

სხუაი ჭურჭელი, იავარი სპარსთაი, რომელი არსენისდა და იოვანესდა მიმითუალავს, იგი მისსა ჟამსა ჩემსა მონაზტერსა გაგზავნოს ძემან ჩემმან დემეტრემ.

ძელი ცხორებისაი და ნაწილნი წმიდათანი, ორი მოთხე სავსე, ესე თუით ამას ჩემსა ეკლესიასა შინა იყოს.

წმიდათა დიდთა მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკუერსა განუყოფდენ სახსენებელად ჩემდა. და პირველისა შუიდეულისა პარასკევსა თითო კარასეული მიეცეს, სეფისკუერსა და თესლსა თანა შესუან ყოველთა და მილოცონ ესრეთ: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი!".

მემსგეფსე ყოველთა კუირიაკეთა ჩემთუის წირვიდეს ჩემსა ეკლესიასა შინა და მამაი მემღუიმე მას დღესა სერსა უყოფდეს, რომელსაცა დღესა ჩემი განყოფაი იქმნას ხორცთა ამათგან, უბადრუკთა და მრავალ-მცოდველთა, ღამის-თევაი და ლოცვაი ყონ ყოველმან სიმრავლემან და მას დღესა ჟამისწირვაი ჩემთუის აესრულებოდის.

სოხასტერი, ვითა ბერსა, განმანათლებელსა ჩემსა, არსენის გაუწესებია და მე ხუდაბუნი შემიწირავს მუხრანს წმიდისა სვიმეონ საკუირველთ-მოქმედისადა, რომელმან სამისა დღისა მკუდარი აღმადგინა, იგი, ვითაცა თუით არსენი განაწესის, ეგრე იქნას, გარნა ჩემ მიერ ესეოდენი, რომელ შემდგომად არსენისსა განკრძალული მღდელი იყოს მახსენებელი ჩემი შეუცვალებლად.

ტფილისს საამიდოით, ვითა სხუითა ნიშნითა, თუით ხელითა ჩემითა დამიწერია ასი დრაჰკანი მღდელთა და მგალობელთათუის, ნუვინ დააკლებს. მას დღესა, რომელსა მომახსენოს ღმერთმან, გაიყონ მღდელთა და მგალობელთა.

ვითა აწ არსენის გაუწესებია, ყოველთა კვირიათა ღამე ყოველ ღამისთევაი, ნუვინ შესცვლის ამას წესსა.

და ტურათის უბანსა, რომელ მეზურენი დაუსხმან და ზუარნი და მიწანი - ამისი პური ეკლესიას მიეცემოდის თითოი კვირიაის ძალითა და თითო კარასეული ღუინო.

ოდეს ზედაზნისა ციხე და მუხრანი ძუელითგან ვეცადე მათგან ძებნითა, მაშინცა არა იყო ნებაი ჩემი, მამამან ჩემმან უბოძაი, მით, რომელ სხუათაცაი ჰქონებოდა მათთა გუართა და არავის ოდეს ექნა ჩუენი ერთგულობა.

აწ ძაგანმან სადგომად საებისკოპოსონიცაი უდიდესნი გარნა სამთავროდ, თუით ადრითგან მამაობასა ეწერა-ყე საებისკოპოსოდ და მცხეთისა საქონებელნი მრავალნი დაემჭირნეს და წილკანი საყდრისა. მონასტერისა რაცა იყო, მთასა ციხე, მარანი, ანუ მატური იგი სოფელი და მღუიმე მონასტერი, შიგან ციხედ და სადგომად ჰქონდეს თუით.

ოდეს მოიქცეს სალმობა მისი თავსა მისსა, ყოველი ყოველითავე უკუნით ეცით ნაქონები მისა მიმართ თუისებული და მღუიმეს ქონებანი მისნი, საავაზაკონი და წარტყუენული. ვითა მამისა ჩემისა ბრძანებასა შიგან გაჩენით სწერია, აღარ ოდეს მიგეღოს იგი. და არცა ვის სხუასა საქმე უც მღუიმესა თანა და არცა მღუიმისა ქუაბთა, ვითარ-იგი თუით სანატრელისა, მამათა ნათლისა შიოს ანდერძში სწერია - უფალი მღუიმისა ღმერთია, მეუფე წმიდაი მამა შიოი.

და მეფეთათუის ლოცვა აღასრულონ, ვითა თუით წერილნი წმიდანი უმოძღურებენ და ვითა თუით იგინი. თუინიერ მეფეთა საწირავისა, არაი საქმე ყოფილა მღუიმესა თანა, არცა ვის აწ უც საქმე, თუინიერ ლოცვისა და შეწირვისა.

აწ ...სუიმეონ ბედიელ-ალავერდელისა' იყოს შევედრებულ. რაცა საქმე და საურავი მათი იყოს, იგი იყვოფოდის რომელსა ჩუენ ვერ მივიწინეთ. და შემდგომად მისსა, თუ მისსა ადგილსა, ამითვე წესითა სხუაი მწიგნობართ-უხუცესი იყოს, იგი იურვოდის.

და თუით ძუელთა და აწინდელთა ქართლისა კათალიკოზთ ხელნი ვითარად ჰქონან, არცა ქართლისა კათალიკოზისა საქმე არს მღუიმესა ზედა, არცა ვის სხუისა ეპისკოპოსისა, არცა ზვერი, არცა მეფეთა, არცა მუხრანის მგეთა.

არცა მღუიმისა შედგომად ვის აქუს ხელმწიფებაი; არცა მათთა აგარაკთა და საქონებელთაი თანა ვის საქმე უც.

და ესე ჩემგან აღშენებული ეკლესია ნიჭად ჩუენობისად კმა ეყოს ყოველთა.

ოდეს მუხრანს ვიყვნეთ, წმიდისა შიოს ხატსა შეგვამთხუივნენ, სამი სეფისკუერი, ერთი ფილას საზედაშე და ფარჩითა კაპარი გუიევლოგიონ. მთავარ-მამამან მემღუიმემან მოიღოს ჯუარი მისი - მას გვაამბორონ. ჩუენ პატივისცეთ, ვითარცა სულიერსაი მამასა ჰშუენის, საჯდომელითა და სერითა.

თუინიერ ერთი მიიცვალოს, ვითა თუით წესი არს მის წმიდისა შიოის საფლავსა ზედა წილ-გდებაი, ამით სხუაიგანაჩინონ და ჩუენსა დარბაზსა მოიყვანონ და ჩუენ არგანი მოვახსენოთ და შევჰვედროთ მონასტერი.

და თქუენ, შემდგომად მომავალნო მეფენო, ჩემსა ეკლესიასა და მონასტერსა ანდერძითა ამით შემოგვედრებ, წინაშე ღმრთისა შეკრებასა ჩუენსა, რომელ არ სირცხუილისა თანამდებად იხილვნეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან. მოიხსენეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს, ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა. და ნუ ოდეს ვის გაარყუნევით კულა მას დიდებულსა ლავრასა.

და აწ, შემდგომად ამისსა, ანუ მეფემან, ანუ მთავარმან, ანუ ეპისკოპოსმან, გინა მონაზონმან, გინა ხელისუფალმან ვინ, თუნდა გლეხმან და თუნდა აზნაურმან ანუ ანდერძი ესე ჩემი შეცვალებად იურვოს, ანუ ვინ საურავი მოუღოს, ანუ ქრთამისათუის, ანუ თუ თუით იქმოდეს, ანუ მძლავრებით და ანუ თუ ღმრთის მსახურებასა რასმე აჩუენებდეს, ანუ მღუიმესა შიგან სადგომად იურვოდეს, ანუ თავისათუის რადმე მოსახმარებლად, ანუ გარეშე მონაზუნისა მწიგნობართ-უხუცესისა სასაურობასა ვინმე იკადრებდეს, რაი გუარი, გინდა ვინ იყოს, - პირველად შენ, დაუსაბამოო და დაუსრულებელო ღმერთო, მიაწიე რისხვაი შენი დაუსრულებელად მის ზედა, ნუმცა უხილავს ნათელი ღმრთეებისა შენისაი, ნუმცა მიეცემის წყალობაი შენი ნუცა ცუარისაგან ზეცისა, ნუცა ნაყოფისაგან ქუეყანისა. იყავნ სამკუიდრებელი მისი ოხერ და ნაშობნი მისნი მოსასრველ. მოლოდებასა შინა წყალობისასა რისხვაი შენი ეწიენ; გონებისა, ცნობისა და ხედვისაგან ოხერ-ყავ იგი, ღმერთო!

ხოლო შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, განყოფასა მისსა ხორცთაგან განყავ იგი ნაწილისაგან ცხოვნებულთაისა და შური იძიე, ვითარცა მგმობარსა შენსა ნესტორს ზედა!

ხოლო შენ, წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო შიო, ოდეს დაჯდეს ქრისტე ღმერთი განსჯად ყოველთა ტომთა და საქმეთა, წარმოუდეგ და განესაჯე და ვითარცა შემაწუხებელსა შენსა ზედა, ეგრეთ შური იძიე პირითა ღმრთისაითა!

უკეთუ ჟამი მომცეს ღმერთმან და სხუაი უახლესი ანდერძი დავწერო, იგი თქუენ, თქუენმიერითა კანონითა, უჯუარობითა, წყევითა და შეჩუენებითა დაამტკიცეთ, წმიდაო მეუფეო, ქართლისა კათალიკოზო და ყოველნო მღდელთმოძღუარნო!

და თუ სხუისა დაწერად ჟამი აღარ მომიხუდეს, თუით ესე დაამტკიცეთ, და რაითაცა რას ვინ მღუიმესა დააკლებდეს, კანონითამცა თქუენ მიერითა კრული არს გაუხსნელად

ქ. სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დაამტკიცე მტკიცედა უქციე.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit

ლიტერატურა

edit