1125-1150 წწ. - განაჩენი მამა სვიმეონისა





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი დაკარგულია
გვაქვს:

პირი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 7


... სრულ იქმმნეს ...[20]... ტიპიკონი და სამგზისა ...[26]... [3]აგან აღიღო ...[25]... დაბეჭდული და მო ...[25]... და რაიცა სახლი ...[23]... იხმარონ, ვითარცა ქრისტეს ღმრთისაგან და ყოვლად წმიდაი მარიამ დედოფლისა ღმრთისა მშობელისაგან გამორჩეულ არის თქუენდა წინამძღურად მოვლინებულისა, ჰნებავს ღმერთისა და საწინამძღურო კურთხევაი ხელთა მიეცით. და საჯდომსა და პატივსა დასუას და იყოს უცვალებლად. და არა თუ გამოჩნდეს მის თანა საქმე წვალებაი, მონასტრისა ორგულებაი, ანუ მეფეთა ღალატი და რჯულისა შეცოდებაი. თუ მას ესე არა სჭირდეს, დაემორჩილოს ყოველი, ვითარცა ქრისტესა ღმერთსა;

და ვითარცა თუით ღმერთსა ვერვინ იკადრებდეს უნებელსა მისსა.

ვინცა იკადროს, წინააღმდგომი არს ღმრთისა, ვითარცა თუით თავად ღმერთი ბრძანებს, ვითარმედ: "რომელმან თქუენი არა ისმინოს, ჩემი არა ისმინოს, და, რომელმან თქუენ შეურაცხგყოს, მე შეურაცხ-მყოფს". და მოციქული იტყუის, ვითარმედ: "დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ეტყოდით ყოველსა საქმესა".

ეგრეთვე უხმს წინამძღუართა, ღმრთისა მიერ გამორჩეულთა მწყემსსა და მოძღუარსა მათსა.

ეგრეთვე დეკანოზი მოაკლდის, შეკრბენ ძმანი წინაშე მამისა და წინამძღურისა და მოძღუარისა, და გამოარჩიონ იმავე წესითა, რომე ზემო სწერია, ისრე იმას დააყენებს.

და პატივი არი დეკანოზისა, რომე ღმრთისმოშიშებითა მსახურობდეს ეკლესიათა, ეკლესიასა შინა შემავალად და დგომად ეუბნებოდეს; და ანუ შინა შევა და ლოცვასა იჩემებს და სხუათა ეუბნების და ღმრთისა წინააღმდგომთა და შეურაცხის-მყოფელთა თანა დაისაჯების.

ესრეთ ეკლესიად შესრულთა ეუბნების, მათი ლოცვაი ჰგონია და ლოცვა არა არის. სოფლიოთა და ხორციელთათუის მოსრულან და ყოველთა ზრახვენ და ეუბნებიან. და ესრეთ იქმნების ღმრთისაგან რისხვაი ზრახვითა და უწესოდ დგომათა ეკლესიაითა განიდევნოს და იკონივი არა მიხუდეს ძმათაგან სამ დღე, და ეკლესიათა კართა მდგომარე იყოს სამ დღე, და შენდობასა ითხოვდეს ყოველთა ძმათაგან საღმრთო კრებულთა. ძმათა შენდობაი მისცენ, მწუხრი და იკონივი მისცენ.

დეკანოზის მეტისა კაცისაგან საუბარი არა იკადრების, მანცა თუ დაჭირებაი იყოს.

ვინცა ლოცვა მოშალოს, განიკანონოს მოძღურისაგან.

წინამძღურისა, მოძღურისა და დეკანოზისა ხელთა არს ეკლესიის საქმე და ძმათა სულიერთა. ამა სამთა ხელთა არის ეკლესიისა საქმე, რაიცა დააკლონ, ღმერთმა მათ ჰკითხოს.

ესე განაჩენი მე, მამამან სვიმეონ, ...[3]...ხოლე გავაჩინე. ვინცა ესე ზემო წერილი გაათაოს და ისმინოს, ღმერთმან მისი ლოცვაი ისმინოს!

დიდმან ანუ პატარამან, რამანცა კაცმან მოშალოს: ანუ დიდებულმან, ანუ აზნაურმან, ანუ მოლაზონმან, ანუ ძმათაგანმან დაუჭირებელად მოშალოს, ამა სოფელსა შერცხუენითა და სიკუდილითა ჰკითხოს და საუკუნესა წარწყმედითა ჰკითხოს სულსა მისსა, ამენ!

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit