1177 წ. - სიგელი გიორგი მეფისა საქართველოს ეკლესიისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Ad-15

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 10


ქ. სახელითა ღმრთისაითა, გიორგისაგან ბაგრატუნიანისა - ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშაი და შაჰანშაი და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელისა. წელსა მეფობისა ჩუენისა კა-სა, ოდეს ბირებითა და განძრახვითა ეშმაკეულთა, შეითქუნეს ვიეთნიმე მეფობისა ჩუენისა დიდებულნი და აზნაურნი ორგულობისა ჩუენისათუის და ძმისწული ჩუენი გაგუიყენეს და მრავალნი ჭირი და განსაცდელი აღგუიდგინეს, განა მრავალმოწყალებამან და არდავიწყებულებამან ქმნულებისა მისისამან ცუდ-ქნა ამათი განძრახვაი და შეთქმულებაი მათი და დაჰხსნა ყოველნი ღონენი მათნი და განაბნივა ყოველნივე, ზოგნი სპარსეთს შინა სიკუდილით და გარდახუეწითა და რომელნიმე ჩუენსა სამეფოსა შინა ფერხთა ქუეშე ჩუენთა დასცნა; ჩუენგან ამისა კუალ მსგავსი სამადლობელი რაიმცა მიემადლებოდა ღმრთეებასა მისსა. განა სადიდებელად ღმრთეებისა მისისად და კეთილად დაცვისათუის მეფობისა ჩუენისა და სულიერად ხსნისათუის სატანჯველთაისა, მოვიგონეთ ეკლესიათა სამეფოისა ჩუენისათა ყოვლისა ბეგრისა უსამართლოისა და დაჭირებულისაგან ხსნაი და განთავისუფლებაი. და ამისვე მიზეზისათუის შეკრბეს ყოველნი სამეფოისა ჩუენისა მონაზონნი და ებისკოპოსნი: იმერნი და ამერნი, კათალიკოზი, მოძღუარი და ყოველნი მეუდაბნოენი და მათცა გუიბრძანეს და მოგუახსენეს დაჭირებულობაი ეკლესიათაი და განრყუნაი სასჯულოთა საქმეთაი. ამისთუის განვიჩინენით კაცნი ყოველგან და განვაგეთ გულსმოდგინედ შეკაზმვაი და განთავისუფლებაი წმიდათა ღმრთისა ეკლესიათაი და გლახაკთაი, რომელი თუით დაწერილი...

მინაწერი აშიაზე ტექსტის ხელით:

ქ.ჩუენისა სულისაგან ღმრთისაი საქმე ესრე გაგუიწესებია, ვითა აქა სწერია და ვითა მონასტრისა წესსა ჰმართებს, ეგრე დაგუიჭირავს და ყოველი უსამართლოი ბეგარი აგუიხსნია.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit