1189 წ. - დაწერილი ჭიაბერისა მღვიმისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Ad-2

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 12


(ვრცელი, ნაკლული საღვთისმეტყველო შესავალი)

დაწერილი ესე დაგიწერე და მოგახსენე მე, მანდატურთახუცესმან და ამირსპასალარმან ჭიაბერმან პირველად შენ, სასოსა და შესავედრებელსა წმიდასა მამას შიოს, და შენ მიერ აღშენებულსა უდაბნოსა მღუიმესა და მუნ შინა დამკუიდრებულთა ყოველთა მამათა და ძმათა. ადრინდგან მქონდა სასოებაი და სიყუარული მაგის წმიდისა უდაბნოისა მიმართ, მინდოდა და მწადდა, რაითამცა სულისა ჩემისა სალოცავი განმეჩინა რაიმე და ჰვხედევდი, რომელ ამათდა სასოებითა თქუენ იყვენით ჩემდა მომართ, ჩემსა ჟინოვნისა ქონებასა შინა ვჰკადრე და მოვახსენე ღმრთისა სწორსა მეფეთ-მეფესა თამარს და მათ მიერ ბრძანებითა და კითხვითა გკადრე და მოგახსენე შენ, წმიდასა მამასა შიოს, და შენთა ცრემლთა მიერ აღშენებულსა უდაბნოსა მღუიმესა, და მუნ-შინა დამკუიდრებულთა მამათა და ძმათა ჟინოვნით მიხითარაისძენი დავითის შვილნი ოქრაი და მახარაი, ბრაჭი და იოვანე, მათითა სახლითა და მამულითა, ნასყიდითა და უსყიდელითა, რომელი მიიღებდენ ყოველთა წელიწადსა შინა ცუილსა თხუთმეტსა ლიტრასა.

და ამისთუის გამიჩინეთ სალოცველად დღესასწაული წმიდისა ეფრემისი იანვარსა ოცდარვასა, აღაპითა და წირვითა უცვალებელად.

გიბედნიერენ ღმერთმან მიუკუნისამდე ჟინოვნით მიხითარაისძენი დავითის შვილნი: ოქრაი და მახარაი, ბრაჭი და იოვანე, მათითა სახლითა და მამულითა, ხელ-მოსხლეტითა და მოუდევარად მომიხსენებიან და შეუვალად ყოვლისა შესავლისაგან, და არა ზედა-აც ბეგარი. ვითა სადაცა სხუაგან შემოწირულნი ვაჭარნი თქუენნი ყოვლისა მავნებელისაგან შეუვალნი და ნებიერნი სხენანა, ეგრეთვე ესენი სხდენ. და ყოველთა წელიწადთა ამას ცუინსა მოგართუმიდენ თხუთმეტსა ლიტრასა.

არა შეგეცვალოს ჩემგან, არცა შემდგომად ჩემისა ჟინოვნისა მქონებელთაგან, რაიდგან მე პატრონთა ღმრთისა სწორთა ბრძანებითა და კითხვითა მიქნია.

და ვინცა რამანცა გუარმან კაცმან ხელ-ყოს ამისად შლად და გატეხად, კრულმცა არს დაუსაბამოისა ღმრთისა პირითა, ნესტორმცა არს ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათუის, არიოზ ძისა მისისათუის, ჰეროდე ნათლისმცემელისათუის, ნერონ წმიდათა პეტრე და პავლესთუის. და უთქუამსცა დასასრულად სიტყუისად, ვითარმედ: "არა არს სხუაი ღმერთი თუინიერ სამაელისსაო". და ყოველთამცა ბრალთა და ცოდვათა ჩემთა პატიჟსა მიმხდელი არის.

და ვინცა დაამტკიცოს, ღმერთმან ყოველი გაგებული და მის მიერ ქნილი დაამტკიცოს და შეუნდვნეს.


დამტკიცებები:

  • [თამარ მეფის]: ქ. ესე მანდატურთუხუცესისაგან შეწიროდ განაჩენი ჩემგანცა მტკიცეა.
  • ქ. ესე დაწერილი მე, ჭიაბერსა, მეფეთ-მეფისა თამარისა მიწასა, მანდატურთუხუცესსა, თამარისა დღეგრძელობისათუის შემიწირავს იგი კაცი და დაწერილი დამიმტკიცებია, ჩემად სალოცავად. ვინ შეუცვალოს, შე-მცა-იცვალების ქრისტეს სჯულისაგან!
  • ქ. ესე დაწერილი ჩუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზსა თევდორეს, დაგუიმტკიცებია. შემცვალებელნი ამისნი შეცვალნეს ღმერთმან სჯულისაგან ქრისტიანეთაისა და კრულმცა არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ამის ყოფასა და მას საუკუნესა. დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხენ და წმიდამან დედაქალაქმან!
  • ქ. მე, შოთაი, ჩემს ჟინოვნისა ქონებასაცა შიგან ამას ვამტკიცებ, ვითა ამას შიგა სწერია.
  • ქ. მე, ავაგ ორბელი, ამისი დამამტკიცებელი ვარ, რომე წმიდისა შიოსდა აქ შიგა სწერია.
  • ქ. იოვანე ორბელი, მოწამე და დამამტკიცებელი ვარ.

მინაწერი I კეფის verso-ზე XVIIIსაუკუნის მხედრულით:

  • ეს სიგელი თამარ დედოფლისა არის შემოწირული სანთლისა თხუთმეტი ლიტრა. საგურამოს სამი კომლია მოაღაპისა.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit