1195-1196 წწ. - სიგელი თამარ მეფისა მღვიმისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი დაკარგულია

დაკარგული დედნის აღწერილობა: ეტრატი, გრაგნილი, ზომა 205 x 27 სმ. საბუთის ძირითადი ტექსტი, თამარის, დავით სოსლანის, ანტონ ჭყონდიდელის ხელრთვები - მხედრული; მღვიმის კრებულის ხელრთვა - ნუსხური; ქართლის მთავარეპისკოპოსის ხელრთვა - ნუსხურ-ნარევი მხედრულით, განკვეთილობის ნიშანი - ორწერტილი

გვაქვს:

  1. . პირი - Ad-81 - გადაწერილი XIX საუკუნის I ნახევარში
  2. . პირი - 1449-1476 - გადაწერილი XX საუკუნის დასაწყისში ს. კაკაბაძის მიერ
  3. . დედნის ფოტოს გამოცემა
  4. . დედნის ფოტონეგატივი

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 13


ქ. სახელითა ღმრთისაითა, თამარისგან ბაგრატუნიანისა, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და დედოფალთ-დედოფლისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელისა.

მოვიდა ჩუენ წინაშე ვაზირი ჩუენი ანტონი ჭყონდიდელი მთავარებისკოპოსი, მწიგნობართ-უხუცესი და პროტოუპერტიმოსი და გუეჰაჯა და მოგუახსენა, რაითამცა შევიწყალნეთ და რომელი მღუიმეს მონასტერსა სამლოცველოსა ჩვენსა, წყალი მიიყვანეს სხალტბისაით და წყლისა მის სათავესა ზედა გლეხი ჯდა სასეფოი, მის წყლისა მკაზმავად იგი გლეხი, სამკუიდროდ შესაწირავად მღუიმისად, სულისა მისისათუის მას მიუბოძეთ.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ ჰაჯაი და მოხსენებაი მისი, ვაზირისა ჩუენისა ანტონი ჭყონდიდელ-მთავარებისკოპოსისა, მწიგნობართუხუცესისაი და პროტოუპერტიმოსისაი და რომელი სხალტბას მის წყლისა მისგან მიღებულისა სათავესა ზედა გლეხი ზის, მიწად ერთი და კუამლად ორი, ქოსაისძენი, საუკუნოდ მის წყლისა მკაზმავად, მღუიმისა მონასტრისა შესაწირავად, მისდა მიგუითავისუფლებია.

ჰქონდეს იგი წყალი და გლეხნი ქოსაისძენი, მიწად ერთი და კუამლად ორი, სუიმონ და გიორგი და იაბერი და შვილნი და შვილისშვილნი მათნი, სასოსა და მფარველსა ჩუენსა წმიდასა მამასა შიოს და სამლოცველოსა ჩუენსა მონასტერსა მღუიმესა. არას ჟამსა შეეცვალოს და არცა რაი მას წყალსა და გლეხსა ზედა ხელისუფალთა ჩუენთა ხელი შეუვიდოდის; ყოვლითურთ შეუვალი და თავისუფალი არს; რაიცა ანტონი ჭყონდიდელმან გაუჩინოს სამსახური მის წყლისაი, მას ჰმსახურებდეს. და არავინ გუიბრძანებია მშლელი და მაქცეველი ბრძანებულისა ამის ჩუენისანი, არცა მეუნებლე, მავნებელი და დამაკლებელი მათი.

აწ, ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი: ზეზადნისა ციხისთავთა, მპარავთმეძებელთა, მოხარაჯეთა, მესაბანჯრეთა და ყოველთა საქმის მოქმედთა ჩუენთა: დიდთა და მცირეთა, დაუმტკიცეთ და ნუვინ უშალავთ ბრძანებასა ამას ჩუენსა, ნუცა რას ვინ დააკლებთ ნუ დიდსა და ნუ მცირესა, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისა!

დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩემისასა მეათურამეტესა, ხელითა მწიგნობრისა ჩუენისა იაკობ იწრელისძისაითა.


[დამტკიცებები]:

1. თამარ მეფის:
ქ. მტკიცე ყოს ღმერთმან ეუცვალებლად!

2. დავით სოსლანის:
ქ. მე მეფესა დავითსაცა დამიმტკიცებია. მტკიცეა ნებითა ღმრთისაითა!

3. მღვიმის კრებულის:
ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მადლითა და შეწევნითა ღირსთა მამათა ჩუენთა: იოვანე, შიო და ევაგრესითა ესე დაწერილი დავწერეთ ჩუენ, სრულად კრებულმან და ლავრამან მღვიმისამან: ქრისტეს სწორმან ანტონი ჭყონდიდელმან დიდითა ღუაწლითა და გულსმოდგინებითა და საფასოითა აღუჰამრავითა, მოიიყვანა წყაროი ესე ნუგეშინის-საცემელად ამის უდაბნოისათუის, რომლისა საუკუნომცა არს ხსენებაი და სუფევაი ყოველთა წმიდათა თანა!
ესე გლეხნი ქოსაისძენი, ფუძედ ერთი კუამლად , ვითა ამას სიგელსა შინა გაჩენით სწერიარს, მათგან ნოგებული არს წყაროისათუის მიყენებული. ესე მიწანი, რომელნი თუით საუფლოითა ხელითა მისითა სწერიან, და ვენახი, ჰქონდეს მათ გლეხთა. ჩუენ დავხედენით ამას, რომელ ესენი ოდენ არა ეყოფოდეს მკაზმავად წყაროსა. მათითავე კითხვითა და ბრძანებითა ერთი მეორშაბათე გლეხი, სახელით პატარ, და მეორედ გლეხი, გარეთმოსული ქაჩაბურაისძე, ესენიცა წყაროსავე მიუყენენით მკაზმავად.
უკეთუ ნივთიერი რაიმე საკაზმავი იყოს, სხალტბურითა და სხუაგნურითა ძალითა ზედა მივიდოდით და მოჭირვებით ჩუენ კრებულობით ვჰკაზმიდეთ. და ამათ მეწყაროეთა სრულად ყოველთა ერთი ევლოგიაი ჰქონდის, რაიცა გაიყოფოდის შინა და გარეთ.
ამისი შეცვლაი ჩუენ, კრებულისაგან, არაოდეს იკადროს. და ვინცა ესე ჩუენი გაგებული შეცვალოს და წარმდებად და უდებებით იურვოდის წყაროისა საქმესა, კრულმცა არს თუით საუფლოითა მით სიტყუითა, რომელი ქრისტემან თავთა მათ მოციქულთა ჰრქუა და ყოველთამცა მწვალებელთა თანა დაისაჯების სული მისი და ნუმცა არს ხსნაი მისი დღესა მას დიდსა განკითხვისასა.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit