1200 წ. ახლო - დაწერილი კუირიკე და ბასილი ხარაისძეებისა გიორგი მუშერისძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Ad-4 ა

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 17


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა, მადლითა და მეოხებითა წმიდათა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა იოვანე, შიო და ევაგრესითა, ესე დაწერილი დაგიწერეთ ჩუენ, ხარაისძეთა კუირიკე და ბასილმან შენ, გიორგის მუშერისძესა.

მას ჟამსა, ოდეს ძმაი შენი ზოსიმე მიიცვალა, ოქროსა ვჭედით, ჩუენთა მშობელთაგან დანადებსა, ზოსიმეს თანა და ამის საქმისათუის შენ, გიორგის გერჩოდით. ვიძიეთ და ვცან მართალი, რომელ ძმასავე ჩუენსა იოვანე თფილელსა წაეგო, თუინიერ ამისგან გარეშე, რომელ ზოსიმეს ხელსა მინდობით შესამოსელი იყო და იგი დაიკარგა და წახდა, და ესე შესამოსელი რვა დრაჰკნად ვაჭრულად დააფასეს. მას შინ ოქროდ არ ძალ-გიჩნდა და მოგუეც ორი გუთანი მიწაი მჭედლიური.

აწ დღესითგან წაღმართ არავინ იყოს ჩუენისა გუარისა, არცა ჩუენ, კუირიკე და ბასილი და არცა ჩუენნი შვილნი და მომავალნი ამის სახლისანი. და ვინცა, რამანცა გუარმან ჩუენმან დღესით გთხოვოს და ანუ გერჩოდის, კრულმცა არს დაუსაბამოისა ღმრთისა პირითა მკუდარი და ცოცხალი!

ესე დაწერილი მე, ბასილსა' თუით ჩემითა ხელითა დამიწერია. მოწამენი არიან ამის დაწერილისა: ბასილი მოძღუარი თავაური, მემღუიმე ზოსიმე, გიორგი ჭყონდიდლისა მწირველი ნიკოლაოზ ბასილის ძე, მნათე ელია, არსენი კალმახელთა მწირველი, თევდორე, ბასილი გიორგის გაზრდილი, მათე ელიას ძე, ყოველნი კრებულნი.


დამტკიცება:

ესე ვითა ბასილსა, ძმასა ჩემსა, დაგიწერია, მეცა მოწამე ვარ კუირიკე.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit