1207-1208 წწ. - სიგელი გიორგი მეფისა გელათისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Qd-8511

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი IV - N 19


...ბელიყო... ვინცა თ~ა ჯერ იყო... წინამძღუარისაგან და ბანჯას ნასყიდი არს... მწირველისა ჩუენისაგან, იგიც ამის სამწირველოისა ჩვენისადა დაგუიმტკიცებია. ჰქონდეს სოფელი დერჩი სამწირველოსა ჩუენსა რაიც მონასტერს ...[7]ილად არს მისითა ზღვრითა და მიმდგომითა მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქუილითა, საღუინითა, სათიბითადა ყოველითა სამართლიანითა მიმდგომითა მისითა, თავისუფლად და შეუვალად, ვითა სხუანი მონასტრისა საქონელნი, შეუვალნი არიან.

და არავინ გუიბრძანებია მშლელი და მაქცეველი ბრძანებულისა ამის ჩუენისაი; არცა მეუნებლე, მავნებელი და დამაკლებელი მისი.

აწ, ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი: ერისთავთ-ერისთავთა, ოთხმიზდურთა, ნაცვალთა, ტყისმცველთ-უხუცესთა და ყოველთა მათ ქუეშეთა ხელისუფალთა და საქმისმოქმედთა ჩუენთა, დაამტკიცეთ და ნუ ვინ უშლით ბრძანებასა ამას ჩუენსა, ნუცა რას ვინ დააკლებთ, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისა.

და თქუენ, წმიდანო მეუფენო: აფხაზთა და ქართლისა კათალიკოზნო და წმიდანო მღდელთ-მოძღუარნო, უჯუარობითა დაამტკიცეთ!

დაიწერა ბრძანებაი და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩემისასა მე -სა, ხელითა მწიგნობრისა ჩუენისა მიქაელ კატარაწისძისაითა.


[დამტკიცება]:

ქ. ჩემ გიორგი მეფისაგან მტკიცეა და უქცეველი ნებითა ღმრთისაითა.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit