1230-1235 წწ. - დაწერილი დემეტრე წირკნელისა საბასადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი დაკარგულია
გვაქვს მხოლოდ საბუთის თავნაკლულ და ძლიერ დაზიანებულ დედანზე დამყარებული თ. ჟორდანიასეული გამოცემა.

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი IV - N 19


... ესე დაწერილი მე, დემეტრე წირკნელმან ... მამამან ჩემმან ნიკოლაოზ და ძმათა ჩემთა იოვანე და გიორგი დაგიწერეთ ... ძმასა შენსა დანიელს და ყოველთა მომავალთა თქუენთა, მას ჟამსა, ოდეს ჩუენისა გამზრდელისა იოვანე მთავარებისკოპოზისა სამწირველო პურითა ჰქონებოდა დაწერით და მათი აღარ-ვინ იყო უკაცურობითა და ჟამთა შეშლითა სახლი და საქონებელი ყუელაი დაშავებულ იყო.

აწ თქუენდა მოგუიცემია მკუიდრად მამულად სახლი და პური უკუდავი და აგარას ორი ვენახი მიწიანი, სხალტბას ვენახი და მიწანი და წყლისპირს ვაზნი, კითხვითა და ნება-დართვითა სრულიად მღუმისა კრებულთაითა. ესე ყუელა გამზრდელისა ჩუენისა მისგან აშენებულისა ნათლისმცემლისა ეკლესია და უშენი და ხუარაზმელთა მორბევასა შიგა ყუელაი მოიშალა. და მას ჟამსა ესე გამოვარჩიეთ, რომელ მღუიმეს გქონდეს ჩუენსა სამწირველოსა სახლსა და შაბათ-კუირეთა და დღესასწაულთა ჩუენსა ეკლესიასა შიგან წირვაი გარდაიხდებოდეს იოვანე მთავარებისკოპოსისა და ჩუენთვის.

ბორცვის ჯუარის... თუ ... ალგეთი გაკაცრიელდეს, ამავე საქმითა შენ გქონდეს, ვენახი და მიწანი, რომელიცა სხალტბას არიან ყუელანი; აგარას: გოგთური - გუთანი ერთი; ბულახური - გუთანი ერთი... სამი გუთანი; მესხურისა მიწისაგან - გუთანი ორი. ამას რანიცა მიწისა მეტნი იყოს აგარას, თუ ჩემისა გუარისა კაცი არ იყოს მღუიმეს, იგიცა ამავე სახლსა მისაყენებელნი არიან ბოლოდ და რაიცა რუეთს ნასყიდნი არიან, იგინიცა. გამზრდელისა ჩემისა და ჩემგან მოგებული ყუელაი საბოლოოდ ამა ეკლესიისათუის მოგუიცია.

აწ გიბედნიეროს ღმერთმან ერთგულობასა შინა ჩუენსა ... მებაობასა და ... ბერსა, საბასა და მამასა შენსა და მ[ომავალსა სახლისა შენისა]... არა. არა შეგეცვალოს ჩემ, დემეტრე წირკნელისაგან, არცა ძმათა, ძმისწულთა და მომავალთა ჩუენთაგან...

ამისი მოწამე არს სრულად კრებული.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

edit