ქ. სახელითა ღმრთისათა და ნებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, ძლიერებითა და შეწევნითა ცხოველისმყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისაითა, წმიდათა ზეცისა ძალთა და ყოველთა წმიდათა ღმრთისათაითა, ღმრთისა სწორთა პატრონთა რუსუდანის ძისა, დავით მეფეთ-მეფისა წყალობითა, მათად სადიდებლად და სულისა ჩემისა სალოცველად მე, დიდის მონასტრისა დეკანოზმან იაკობ გავაჩინე ესე:
პირველად ხატი მაცხოვრისა მოჭედილი ბერძული, კარედი ხატი ხახულისა ღმრთისმშობელისაი, თულიან-მარგალიტებიან-მინითა, მისითა კუბოითა, ესე თვით ხახულისა ღმრთისმშობელსა წინაშე სასუენებელად მომიხსენებიან.
მამული ჩემი მკუიდრი, პატრონთაგან ბოძებული: მაღლაკს აბანოისა სახლი, პირველცა სადეკანოზოდ შემექნა, თხუთმეტითა ლიტრითა ზეთითა, ხახულისა ღმრთისმშობლისათუის შემეწირა და აწცა, ვითა მომიხსენებია, განაღმც ჰაგრევე მას ჰმსახურებდეს. მისსა სახლსა აქაით: ქიჯგუსძე ა, ვაშიბერასძე ა.
ფარსმანაყანევს - ხაკოსძე ა, მათითა მიწა-წყლითა, ტყითა, ველითა, სანადიროითა, სახმრითა და უხმრითა ყუელაითა; სამნი პარტახტნი, რომელთაგან გამოსავალიაგუაჯაბაური, დერუცული, ქორაული, ჯისალიური.
ზარათს - ღმრთისა სწორთაგან ჩაქითა ბოძებული, ნასყიდი ხელისძისეული მამული, სასახლე, ზედა ჩემი გაზრდილი დავასახლე და მითურთ; გლეხნი კუამლად შუიდნი: არსენისძისა სახლი ა, გოგლისძისა ა. ტირღილუსძისა' ა, ღილუსძისა ა, ჯუარაისა ა, ჯაღალუსძისა ა, ეკლესიითა, ტყითა, ველითა, წისქუილითა, სანადიროითა, სახმრითა და უხმრითა ყუელაითა.